სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეს არის ბოლო გაფრთხილება... 5 დღეში ამ ხელისუფლებას გავუშვებთ - ჩვენი არჩევანი არის ევროპაში“ - მარში დაიწყო: ოპოზიციური კოალიციების ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ
“ეს არის ბოლო გაფრთხილება... 5 დღეში ამ ხელისუფლებას გავუშვებთ - ჩვენი არჩევანი არის ევროპაში“ - მარში დაიწყო: ოპოზიციური კოალიციების ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ

“ეს არის ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ევ­რო­პულ მო­მა­ვალს არ დათ­მობს!- კი­დევ ერთხელ გა­ვა­გო­ნოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ამა­ყი, ევ­რო­პე­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხმა“,- ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ მარ­შის სა­ხელ­წო­დე­ბით - “სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­კავ­შირს“ და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ დათ­მობს ის­ტო­რი­ულ არ­ჩე­ვანს.

“ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მარ­შია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის. ეს არის ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ევ­რო­პულ მო­მა­ვალს არ დათ­მობს! ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რათა ბევ­რი ვი­ყოთ, კი­დევ ერთხელ გა­ვა­გო­ნოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ამა­ყი, ევ­რო­პე­ლი,თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხმა, რო­მე­ლიც არ დათ­მობს ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ჩვენ­თვის დღეს მთა­ვა­რია ყვე­ლა ერ­თად ვიდ­გეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე წყვეტს ჩვე­ნი ქვეყ­ნის, შვი­ლე­ბის, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის ბედს.

ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ივა­ნიშ­ვი­ლი რო­გორ იმუქ­რე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლით, მათ შო­რის, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მის ბო­როტ გეგ­მებ­ში ერთ-ერ­თია კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლის გა­უქ­მე­ბა, სა­დაც გა­წე­რი­ლია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა. მას ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცე­მა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნით და­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის რე­ა­ლი­ზე­ბის შანსს“, - აღ­ნიშ­ნა ბო­კუ­ჩა­ვამ.

  • “თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ხალ­ხის არ­ჩე­ვანს ვე­რა­ფე­რი გა­ა­ჩე­რებს,“- ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე მარ­შის სა­ხელ­წო­დე­ბით - “სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­კავ­შირს“ და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ხმა გა­ვა­გო­ნოთ, რო­მე­ლიც დღეს კი­დევ ორ­ჭო­ფობს მი­ვი­დეს, თუ არა არ­ჩევ­ნებ­ზე.

“თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ხალ­ხის არ­ჩე­ვანს ვე­რა­ფე­რი ვერ გა­ა­ჩე­რებს. “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნე­ბით“ და ყვე­ლა იმ ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლი­თაც “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ - რუ­სულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში გზა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას გა­და­უ­კე­ტა, ეს არ გა­უ­ვა. სულ 5 დღე დარ­ჩა და 5 დღე­ში ჩვენ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მა­დო­ბით გა­ვუშ­ვებთ იქ, სა­დაც მათი ად­გი­ლია, რუ­სე­თის­კენ. ეს ქვე­ყა­ნა, იმ გზას და­ად­გე­ბა, რაც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია და ეს არის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, ეს არის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­მაგ­რე­ბუ­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი და სწო­რედ, ეს არის ხალ­ხის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რა­საც ახლა თქვენ ხე­დავთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ხმა გა­ვა­გო­ნოთ, რო­მე­ლიც დღეს კი­დევ ორ­ჭო­ფობს მი­ვი­დეს, თუ არა არ­ჩევ­ნებ­ზე. მათ უნდა და­ი­ნა­ხონ, რომ მათი შვი­ლე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის ბედი და ასე­ვე, შე­მო­სა­ვა­ლი, კე­თილ­დღე­ო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მშვი­დო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ ისი­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ვიდ­ნენ და ხმა გან­სხვა­ვე­ბას მის­ცენ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის ხმა ჩვენ მოგ­ვცენ, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხმა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს მის­ცენ. იმი­ტომ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის გა­საშ­ვე­ბი და ეს ქვე­ყა­ნა კო­ა­ლი­ცი­ურ­მა მთავ­რო­ბამ უნდა მარ­თოს, თუ ჩვენ გვინ­და ძა­ლი­ან სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით პროგ­რე­სის­კენ წა­ვი­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

  • “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას თქმით, “ეს დღე გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლია, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი აერ­თი­ა­ნებს არა­მარ­ტო ქარ­თველ ხალ­ხს, არა­მედ მათ წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს“.

“ჩვენ ახლა მივ­დი­ვართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, მაგ­რამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა - ევ­რო­პა­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვი­საც არ უნდა ვაძ­ლევ­დეთ ხმას, ეს გვინ­და, მაგ­რამ ზოგ­მა ამომ­რჩე­ველ­მა არ იცის, რომ ვი­საც ის ხმას აძ­ლევს შე­იძ­ლე­ბა ის სულ სხვა­გან მი­დი­ო­დეს. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ველ­საც მო­ვუ­წო­დებ, რომ მო­ვი­დეს და ყვე­ლას, სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის ჩათ­ვლით, და­ა­ნა­ხოს, რომ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არის ევ­რო­პა­ში.

ეს დღე გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლია, რად­გან ეს სურ­ვი­ლი აერ­თი­ა­ნებს არა­მარ­ტო ქარ­თველ ხალ­ხს, არა­მედ მათ წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს. ყვე­ლა პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აქ იქ­ნე­ბა. ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნიც იქ­ნე­ბა აქ“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

თბი­ლის­ში, დღეს, მარ­ში "სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­კავ­შირს" იმარ­თე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში ხუთ სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე შე­იკ­რიბ­ნენ და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

“ეს არის ბოლო გაფრთხილება... 5 დღეში ამ ხელისუფლებას გავუშვებთ - ჩვენი არჩევანი არის ევროპაში“ - მარში დაიწყო: ოპოზიციური კოალიციების ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ

“ეს არის ბოლო გაფრთხილება... 5 დღეში ამ ხელისუფლებას გავუშვებთ - ჩვენი არჩევანი არის ევროპაში“ - მარში დაიწყო: ოპოზიციური კოალიციების ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ

“ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს!- კიდევ ერთხელ გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს ამაყი, ევროპელი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ხმა“,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარშის სახელწოდებით - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ისტორიულ არჩევანს.

“ძალიან მნიშვნელოვანი მარშია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავისუფლების მოედანზე შემოგვიერთდებიან მოქალაქეები, რათა ბევრი ვიყოთ, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს ამაყი, ევროპელი,თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ხმა, რომელიც არ დათმობს ისტორიული არჩევანის რეალიზების საშუალებას. ჩვენთვის დღეს მთავარია ყველა ერთად ვიდგეთ საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს თითოეული მოქალაქე წყვეტს ჩვენი ქვეყნის, შვილების, ევროპული მომავლის ბედს.

ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილი როგორ იმუქრება კონსტიტუციის შეცვლით, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, მის ბოროტ გეგმებში ერთ-ერთია კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმება, სადაც გაწერილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა. მას ამის შესაძლებლობა არ მიეცემა. ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას და ევროპული არჩევანის რეალიზების შანსს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

  • “თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი გააჩერებს,“- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, მარჯანიშვილის მოედანზე მარშის სახელწოდებით - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ადამიანს ხმა გავაგონოთ, რომელიც დღეს კიდევ ორჭოფობს მივიდეს, თუ არა არჩევნებზე.

“თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი ვერ გააჩერებს. “რუსული კანონებით“ და ყველა იმ ქმედებებით, რომლითაც “ქართულმა ოცნებამ“ - რუსულმა ხელისუფლებამ საქართველოში გზა ქართველი ხალხის ნებას გადაუკეტა, ეს არ გაუვა. სულ 5 დღე დარჩა და 5 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ. ეს ქვეყანა, იმ გზას დაადგება, რაც ჩვენი ეროვნული არჩევანია და ეს არის ევროპული არჩევანი, ეს არის კონსტიტუციით გამაგრებული ხალხის არჩევანი და სწორედ, ეს არის ხალხის გამოხატულება, რასაც ახლა თქვენ ხედავთ.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ადამიანს ხმა გავაგონოთ, რომელიც დღეს კიდევ ორჭოფობს მივიდეს, თუ არა არჩევნებზე. მათ უნდა დაინახონ, რომ მათი შვილების, ოჯახის წევრების ბედი და ასევე, შემოსავალი, კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ისინი არჩევნებზე მივიდნენ და ხმა განსხვავებას მისცენ. აუცილებელი არ არის ხმა ჩვენ მოგვცენ, მაგრამ აუცილებელია ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცენ. იმიტომ, რომ “ქართული ოცნება“ არის გასაშვები და ეს ქვეყანა კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს, თუ ჩვენ გვინდა ძალიან სწრაფი ნაბიჯებით პროგრესისკენ წავიდეთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

  • “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, “ეს დღე გამაერთიანებელია, რადგან ევროკავშირისკენ სწრაფვის სურვილი აერთიანებს არამარტო ქართველ ხალხს, არამედ მათ წარსულს, აწმყოსა და მომავალს“.

“ჩვენ ახლა მივდივართ თავისუფლების მოედანზე, მაგრამ მთელი ქვეყანა - ევროპაში. სინამდვილეში, ვისაც არ უნდა ვაძლევდეთ ხმას, ეს გვინდა, მაგრამ ზოგმა ამომრჩეველმა არ იცის, რომ ვისაც ის ხმას აძლევს შეიძლება ის სულ სხვაგან მიდიოდეს. “ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს და ყველას, საკუთარი არჩევანის ჩათვლით, დაანახოს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპაში.

ეს დღე გამაერთიანებელია, რადგან ეს სურვილი აერთიანებს არამარტო ქართველ ხალხს, არამედ მათ წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ყველა პროდასავლური ოპოზიციური ძალა, არასამთავრობო სექტორი, ჟურნალისტები დარწმუნებული ვარ, აქ იქნება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ქართველი ადამიანიც იქნება აქ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისში, დღეს, მარში "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

იხილეთ ასევე: