მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 წლის ქვრივი, ქმრის ცხედართან ერთად, ცოცხლად დაწვეს - 37 წლის შემდეგ დამდგარი სამართალი და ამბავი, რომელმაც ინდოეთსა და მსოფლიოში დიდი პროტესტი გამოიწვია
18 წლის ქვრივი, ქმრის ცხედართან ერთად, ცოცხლად დაწვეს - 37 წლის შემდეგ დამდგარი სამართალი და ამბავი, რომელმაც ინდოეთსა და მსოფლიოში დიდი პროტესტი გამოიწვია

37 წლის წინ ინ­დო­ეთ­ში უმ­ძი­მე­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და. 18 წლის ქვრი­ვი რუპ კან­ვა­რი ინ­დუ­ის­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით ქმრის ცხე­დარ­თან ერ­თად დაწ­ვეს.

  • ახ­ლა­ხან, სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა რვა მა­მა­კა­ცი, რომ­ლე­ბიც ქა­ლის სიკ­ვდილ­ში იყ­ვნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი. კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნეს ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში დატ­რი­ალ­და.

ინ­დუ­ის­ტურ მი­თო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს ერთ-ერთი მითი, რო­დე­საც ღვთა­ე­ბა ში­ვას სა­ცო­ლემ, ჩაშ­ლი­ლი ქორ­წი­ლის გამო თავი კო­ცონ­ზე და­იწ­ვა. ინ­დო­ეთ­ში სა­ტის სა­ხე­ლით სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ქვრივ­თა გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად ცო­ცხლად დაწ­ვის ადა­თი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც ინ­გლი­სის კო­ლო­ნი­ურ­მა მთავ­რო­ბამ 1829 აკ­რძა­ლა.

მაგ­რამ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვინც აღ­ნიშ­ნულ რი­ტუ­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მარ­თლდა.

რა­ჯას­ტა­ნის 14 ქა­ლის­გან მიერ შექ­მნილ­მა ჯგუფ­მა წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა მთავ­რო­ბას, სა­დაც ასა­ჩივ­რე­ბენ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლებს და მო­უ­წო­დე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, რომ კი­დევ არ მოხ­დეს ქა­ლე­ბის მსხვერ­პლშე­წირ­ვა. წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ მსგავ­სმა გა­მა­მარ­თლე­ბელ­მა გა­ნა­ჩენ­მა შე­საძ­ლოა ისევ და­აბ­რუ­ნოს ტრა­დი­ცია ქვე­ყა­ნა­ში.

რა მოხ­და წლე­ბის წინ

1987 წლის 4 სექ­ტემ­ბერს სო­ფელ დე­ო­რა­ლა­ში 18 წლის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უმ­ძი­მეს აქ­ტად იქცა. სოფ­ლის ასო­ბით მა­ცხოვ­რე­ბე­ლი უყუ­რებ­და, რო­გორ და­იწ­ვა ცო­ცხლად ქალი, ტრა­დი­ცი­ის სა­ხე­ლით.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­დნენ, გო­გო­ნა სა­ქორ­წი­ლო სა­მოს­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი და მსვლე­ლო­ბას უძღვე­ბო­და სოფ­ლის ქუ­ჩებ­ში. შემ­დეგ კალ­თა­ში ჩაჯ­და, რე­ლი­გი­უ­რი სა­გა­ლობ­ლე­ბი წა­ი­კი­თხა, და ამ დროს, თან ნელ-ნელა იწ­ვო­და.

რუპ კან­ვა­რი მხო­ლოდ შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მაალ სინგზე, რო­დე­საც ის გარ­და­იც­ვა­ლა

მომ­ხდარს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, იუ­რის­ტე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბი - თავ­და­პირ­ვე­ლად, კან­ვა­რის მშობ­ლე­ბიც კი. ისი­ნი შტა­ტის დე­და­ქა­ლაქ ჯა­ი­პურ­ში ცხოვ­რობ­დნენ, სოფ­ლი­დან სულ რა­ღაც ორ სა­ათ­ში, მაგ­რამ მათი სი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და მათი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ მე­ო­რე დღის გა­ზე­თი­დან შე­ი­ტყვეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათი ქა­ლიშ­ვი­ლის ქმე­დე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იყო. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ზი­ცია ზე­წო­ლის შე­დე­გად შე­იც­ვა­ლეს.

  • მომ­ხდარს აპ­რო­ტეს­ტებ­და ყვე­ლა, კან­ვა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 13 დღის შემ­დეგ 200 000 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო დე­მონ­სტრა­ცი­ას, სა­დაც გო­გო­ნას ფო­ტო­ე­ბი და პლა­კა­ტე­ბი იყი­დე­ბო­და. მალე გა­ირ­კვა, რომ გო­გო­ნა სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ აი­ძუ­ლა რომ თავი და­ეწ­ვა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა გე­ე­ტა სე­შუმ, რო­მე­ლიც სო­ფელს ინ­ცი­დენ­ტი­დან სამი კვი­რის შემ­დეგ ეწ­ვია BBC-თან გა­ნა­ცხა­და, რომ "ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი იყო, რის გა­მოც, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და თვითმხილ­ვე­ლებ­თან სა­უ­ბა­რი“.

1987 წლის 11 ნო­ემ­ბერს გაპ­რო­ტესტდა ზო­გი­ერ­თი ინ­დუ­ის­ტუ­რი თე­მის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია, სა­დაც ქვრი­ვე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი იყ­ვნენ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ სატი - ისი­ნი სხდე­ბოდ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლი ქმრის გვამ­თან და მათ­თან ერ­თად იწ­ვოდ­ნენ.

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა რომ რო­დე­საც კან­ვა­რის ქმრის მაალ სინ­გჰის ცხე­და­რი სო­ფელ­ში მი­ი­ტა­ნეს, გო­გო­ნა სახ­ლი­დან გა­იქ­ცა და და­ი­მა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იპო­ვეს და აი­ძუ­ლეს ცხე­დარ­თან ერ­თად გა­ევ­ლო სოფ­ლის გზე­ბი, რაც რი­ტუ­ა­ლის ნა­წი­ლი იყო. ზო­გი­ერ­თი თვითმხილ­ვე­ლი იხ­სე­ნებ­და, რომ გო­გო­ნას პი­რი­დან ქაფი გად­მოს­დი­ო­და. ეჭ­ვო­ბენ, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და­ა­ლე­ვი­ნეს.

რო­დე­საც ცე­ცხლი აან­თეს, ყვი­რი­ლი­თა და ტი­რი­ლით, ნა­პირ­ზე დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ის ისევ გვამ­თან და­აბ­რუ­ნეს.

რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი კან­ვა­რის ოჯა­ხის წევ­რებს შეხ­ვდა, ისი­ნი გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეც­ვა­ლეს თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია.

ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სეშუ ამ­ბობს, რომ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ სო­ფელ­ში ვი­ზი­ტი­სას ყვე­ლა ერთ აზ­რზე იყო და მომ­ხდარს ამარ­თლებ­დნენ. ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი, კი ის იყო რომ კან­ვა­რის სიკ­ვდი­ლი გა­მო­ი­ყე­ნა რა­ჯპუ­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­გებ­ლი­სა და ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად.

„მომ­ხრე­ებს სურ­დათ ამ ად­გი­ლას ტაძ­რის აშე­ნე­ბა, მაგ­რამ ახა­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კრძა­ლავ­და სა­ტის გან­დი­დე­ბას, ასე­ვე კრძა­ლავ­და ტაძ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ან თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას ვი­ზი­ტო­რე­ბის­გან. ახლა გა­მა­მარ­თლე­ბელ­მა გა­ნა­ჩენ­მა შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს რე­ლი­გი­უ­რი ტუ­რიზ­მის აღორ­ძი­ნე­ბას“.

დე­ო­რა­ლა­ში, იმ ად­გილს, სა­დაც კან­ვა­რი გარ­და­იც­ვა­ლა, წლე­ბის მან­ძილ­ზე ვი­ზი­ტო­რე­ბი არ აკ­ლია. ერთი წლის წინ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ან­თებს ნა­თუ­რას კან­ვა­რი­სა და მისი მე­უღ­ლის ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი სუ­რა­თის წინ, რო­მე­ლიც მო­თავ­სე­ბუ­ლია აგუ­რის პა­ტა­რა სტრუქ­ტუ­რის ქვეშ, რო­მე­ლიც და­ფა­რუ­ლია წი­თე­ლი და ოქ­როს­ფე­რი შარ­ფით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანუ
30

ღირსებით და ტრადიციების დაცვით ხომ ?!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

18 წლის ქვრივი, ქმრის ცხედართან ერთად, ცოცხლად დაწვეს - 37 წლის შემდეგ დამდგარი სამართალი და ამბავი, რომელმაც ინდოეთსა და მსოფლიოში დიდი პროტესტი გამოიწვია

18 წლის ქვრივი, ქმრის ცხედართან ერთად, ცოცხლად დაწვეს - 37 წლის შემდეგ დამდგარი სამართალი და ამბავი, რომელმაც ინდოეთსა და მსოფლიოში დიდი პროტესტი გამოიწვია

37 წლის წინ ინდოეთში უმძიმესი შემთხვევა მოხდა. 18 წლის ქვრივი რუპ კანვარი ინდუისტური ტრადიციის მიხედვით ქმრის ცხედართან ერთად დაწვეს.

  • ახლახან, სასამართლომ გაამართლა რვა მამაკაცი, რომლებიც ქალის სიკვდილში იყვნენ ბრალდებულები. კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია, რომელიც ქვეყანაში დატრიალდა.

ინდუისტურ მითოლოგიაში არსებობს ერთ-ერთი მითი, როდესაც ღვთაება შივას საცოლემ, ჩაშლილი ქორწილის გამო თავი კოცონზე დაიწვა. ინდოეთში სატის სახელით საუკუნეების განმავლობაში საყოველთაოდ ცნობილი ქვრივთა გარდაცვლილ მეუღლეებთან ერთად ცოცხლად დაწვის ადათი გავრცელდა, რომელიც ინგლისის კოლონიურმა მთავრობამ 1829 აკრძალა.

მაგრამ, წლების განმავლობაში, ვინც აღნიშნულ რიტუალში მონაწილეობდა სასამართლოს მიერ გამართლდა.

რაჯასტანის 14 ქალისგან მიერ შექმნილმა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა მთავრობას, სადაც ასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებს და მოუწოდებენ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რომ კიდევ არ მოხდეს ქალების მსხვერპლშეწირვა. წერილში აღნიშნეს, რომ მსგავსმა გამამართლებელმა განაჩენმა შესაძლოა ისევ დააბრუნოს ტრადიცია ქვეყანაში.

რა მოხდა წლების წინ

1987 წლის 4 სექტემბერს სოფელ დეორალაში 18 წლის მოზარდის გარდაცვალება უმძიმეს აქტად იქცა. სოფლის ასობით მაცხოვრებელი უყურებდა, როგორ დაიწვა ცოცხლად ქალი, ტრადიციის სახელით.

როგორც მოგვიანებით იხსენებდნენ, გოგონა საქორწილო სამოსში იყო გამოწყობილი და მსვლელობას უძღვებოდა სოფლის ქუჩებში. შემდეგ კალთაში ჩაჯდა, რელიგიური საგალობლები წაიკითხა, და ამ დროს, თან ნელ-ნელა იწვოდა.

რუპ კანვარი მხოლოდ შვიდი თვის განმავლობაში იყო დაქორწინებული მაალ სინგზე, როდესაც ის გარდაიცვალა

მომხდარს აპროტესტებდნენ ჟურნალისტები, იურისტები, სამოქალაქო საზოგადოება და ქალთა უფლებების აქტივისტები - თავდაპირველად, კანვარის მშობლებიც კი. ისინი შტატის დედაქალაქ ჯაიპურში ცხოვრობდნენ, სოფლიდან სულ რაღაც ორ საათში, მაგრამ მათი სიძის გარდაცვალებისა და მათი ქალიშვილის დაღუპვის შესახებ მეორე დღის გაზეთიდან შეიტყვეს.

მოგვიანებით განაცხადეს, რომ მათი ქალიშვილის ქმედება ნებაყოფლობითი იყო. მედიის ინფორმაციით, პოზიცია ზეწოლის შედეგად შეიცვალეს.

  • მომხდარს აპროტესტებდა ყველა, კანვარის გარდაცვალებიდან 13 დღის შემდეგ 200 000 ადამიანი დაესწრო დემონსტრაციას, სადაც გოგონას ფოტოები და პლაკატები იყიდებოდა. მალე გაირკვა, რომ გოგონა სოფლის მოსახლეობამ აიძულა რომ თავი დაეწვა.

ჟურნალისტმა გეეტა სეშუმ, რომელიც სოფელს ინციდენტიდან სამი კვირის შემდეგ ეწვია BBC-თან განაცხადა, რომ "ადგილზე სიტუაცია დაძაბული იყო, რის გამოც, ძალიან გაუჭირდა თვითმხილველებთან საუბარი“.

1987 წლის 11 ნოემბერს გაპროტესტდა ზოგიერთი ინდუისტური თემის მოძველებული ტრადიცია, სადაც ქვრივები იძულებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ სატი - ისინი სხდებოდნენ გარდაცვლილი ქმრის გვამთან და მათთან ერთად იწვოდნენ.

  • მოგვიანებით გაირკვა რომ როდესაც კანვარის ქმრის მაალ სინგჰის ცხედარი სოფელში მიიტანეს, გოგონა სახლიდან გაიქცა და დაიმალა. მოგვიანებით იპოვეს და აიძულეს ცხედართან ერთად გაევლო სოფლის გზები, რაც რიტუალის ნაწილი იყო. ზოგიერთი თვითმხილველი იხსენებდა, რომ გოგონას პირიდან ქაფი გადმოსდიოდა. ეჭვობენ, რომ ნარკოტიკული საშუალება დაალევინეს.

როდესაც ცეცხლი აანთეს, ყვირილითა და ტირილით, ნაპირზე დაბრუნდა, მაგრამ ის ისევ გვამთან დააბრუნეს.

როდესაც ჟურნალისტი კანვარის ოჯახის წევრებს შეხვდა, ისინი გაბრაზებულები იყვნენ, მაგრამ მათ მოგვიანებით შეცვალეს თავიანთი პოზიცია.

ადგილობრივი უფლებადამცველი ქალბატონი სეშუ ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ სოფელში ვიზიტისას ყველა ერთ აზრზე იყო და მომხდარს ამართლებდნენ. ყველაზე ტრაგიკული, კი ის იყო რომ კანვარის სიკვდილი გამოიყენა რაჯპუტის საზოგადოებამ, პოლიტიკური სარგებლისა და ფულის საშოვნელად.

„მომხრეებს სურდათ ამ ადგილას ტაძრის აშენება, მაგრამ ახალი კანონი, რომელიც კრძალავდა სატის განდიდებას, ასევე კრძალავდა ტაძრების მშენებლობას ან თანხის შეგროვებას ვიზიტორებისგან. ახლა გამამართლებელმა განაჩენმა შეიძლება ხელი შეუწყოს რელიგიური ტურიზმის აღორძინებას“.

დეორალაში, იმ ადგილს, სადაც კანვარი გარდაიცვალა, წლების მანძილზე ვიზიტორები არ აკლია. ერთი წლის წინ გადაღებულ ფოტოზე ნაჩვენებია ოჯახი, რომელიც ანთებს ნათურას კანვარისა და მისი მეუღლის ჩარჩოში ჩასმული სურათის წინ, რომელიც მოთავსებულია აგურის პატარა სტრუქტურის ქვეშ, რომელიც დაფარულია წითელი და ოქროსფერი შარფით.