სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარანები, იგივე მესხური ბუნკერები: რა არის ცნობილი გვირაბებით დაკავშირებული სახლებსა და ჯავახეთის საიდუმლო მიწისქვეშეთზე
დარანები, იგივე მესხური ბუნკერები: რა არის ცნობილი გვირაბებით დაკავშირებული სახლებსა და ჯავახეთის საიდუმლო მიწისქვეშეთზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა არ იცის თუ რა თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა არ­სე­ბობ­და ჯა­ვა­ხეთ­ში ჯერ კი­დევ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ. მი­წის­ქვეშ და­რა­ნე­ბის ქსე­ლი სოფ­ლი­დან-სო­ფელ­ში, ცი­ხი­დან-ცი­ხემ­დე, მდი­ნა­რემ­დე, ტყემ­დე და გზე­ბამ­დე მი­დი­ო­და და ხში­რად მათი სიგ­რძე ათო­ბით და ასო­ბით კი­ლო­მეტ­რიც კი იყო. დარ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ხიზ­ვნას­თან ერ­თად მტრის ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი, მათ­ზე მა­ლუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი და შე­ვიწ­რო­ე­ბაც ხდე­ბო­და. ასე, რომ დარ­ნე­ბის ქსე­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მეს­ხე­თის სოფ­ლე­ბი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ებ­თან ერ­თად მძლავრ თავ­დაც­ვით სის­ტე­მას ქმნი­და, რო­მე­ლიც ყვე­ლა მხრი­დან მო­ძა­ლე­ბუ­ლი მტრე­ბის­გან გა­ნუ­წყვე­ტე­ლი თავ­დას­ხმე­ბის­გან მო­სახ­ლე­ო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­დაც­ვას და გა­დარ­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. პუბ­ლი­ცის­ტი კუ­კუ­რი მეტ­რე­ვე­ლი ჯა­ვა­ხე­თის ის­ტო­რი­ულ თავ­დაც­ვით სის­ტე­მაც გვაც­ნობს...

- ჯა­ვა­ხურ მი­წუ­რებს თავ­დაც­ვი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ჰქონ­დათ. სოფ­ლებ­ში გვა­რე­ბის და ახ­ლობ­ლო­ბის მი­ხედ­ვით იყ­ვნენ ძი­რი­თა­დად და­სახ­ლე­ბუ­ლი და მთე­ლი სოფ­ლის ან უბ­ნის მი­წუ­რე­ბი ისე იყო ერ­თი­მე­ო­რე­ზე მი­ჯრით მი­შე­ნე­ბუ­ლი, რომ ბა­ნე­ბი (ერ­დო­ე­ბი) ერ­თმა­ნეთ­ზე იყო გა­დაბ­მუ­ლი და ღა­მით, მი­თუ­მე­ტეს დიდ­თოვ­ლი­ან ზამ­თარ­ში უცხო მტრის­თვის მთლად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ხდე­ბო­და... ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან დო­ლა­ბე­ბით (კე­დელ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მოჭ­რი­ლი სა­სიგ­ნა­ლო, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ნი­შე­ბით, საძ­რო­მე­ბით) იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბულ­ნი. დო­ლა­ბე­ბი ჩა­კე­ტი­ლი იყო და მხო­ლოდ მტრის შე­მო­სე­ვის ან სახ­ვა სა­ხის სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში იხ­სნე­ბო­და. სახ­ლე­ბიც და მთე­ლი უბ­ნე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან და­მა­ტე­ბით მი­წის­ქვე­შა და­რა­ნე­ბის ქსე­ლით იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბულ­ნი.

მი­წუ­რი ალას­ტა­ნი­დან

- ამ­ბობთ, რომ მეს­ხუ­რი და­რა­ნე­ბი ცალ­კე ფე­ნო­მე­ნია...

- დიახ, რა თქმა უნდა, ზემო ქარ­თლი, იგი­ვე ის­ტო­რი­უ­ლი მეს­ხე­თი თა­ვი­სი ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გამო ყო­ველ­თვის იყო ინ­ტენ­სი­უ­რი შე­მო­სე­ვე­ბის და თავ­დას­ხმე­ბის ად­გი­ლი, ამი­ტომ ხალ­ხს დღე­ნი­ა­დაგ თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზე უწევ­და ფიქ­რი და ამი­სათ­ვის ათას­ნა­ირ სა­შუ­ა­ლე­ბებს იგო­ნებ­და და იყე­ნებ­და. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობ­და დიდი, ან თუნ­დაც ძა­ლი­ან მცი­რე და­სახ­ლე­ბა, რო­მელ­საც მი­წის­ქვე­შა თავ­დაც­ვით ნა­გე­ბო­ბა არ ჰქონ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყო­ველ მათ­განს რაც მი­წის ზე­მოთ ჩან­და, თით­ქმის ერთი იმ­ხე­ლა ნა­გე­ბო­ბე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი მი­წის ქვეშ გა­აჩ­ნდა. ცხა­დია ყო­ვე­ლი­ვე ამის მშე­ნებ­ლო­ბა და მო­წყო­ბა წლო­ბით დაგ­რო­ვილ უდი­დეს ცოდ­ნას და ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვ­და, მაგ­რამ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობ­და და სხვა გზა არ ჰქონ­დათ...

  • სულ­ხან სა­ბას გან­მარ­ტე­ბით და­რა­ნი არის "კლდე­ში, ანუ მი­წის ქვეშ შე­სას­ვლე­ლი სა­მა­ლა­ვი. და­რა­ნად ით­ქმის სახ­ლი მი­წას ქვეშ ნა­გე­ბი, გინა მიწა და კლდე შე­თხრი­ლი უჩინ­რად".

და­რა­ნი წარ­მო­ად­გენს ლო­დე­ბით ამოყ­ვა­ნილ, ქვის სქე­ლი ფი­ლე­ბით გა­და­ხუ­რულ მშრა­ლად ნა­გე­ბი გვი­რა­ბე­ბის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა დახ­ლარ­თუ­ლი გა­სას­ვლელ-გა­მო­სას­ვლე­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ზო­მის სა­თავ­სო­ე­ბის­გან. დარ­ნე­ბის ამო­შე­ნე­ბა ყო­ველ­თვის არ ხდე­ბო­და, ხში­რად თუ ბუ­ნებ­რი­ვი ქა­ნე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და უბ­რა­ლოდ ხდე­ბო­და გვი­რა­ბე­ბის და სა­თავ­სო­ე­ბის გა­მო­თხრა, გვხვდე­ბა მხო­ლოდ მი­წა­ში გა­მო­თხრი­ლი დარ­ნე­ბიც. ყვე­ლა და­რანს უამ­რა­ვი გან­შტო­ე­ბა ჰქონ­და, ერთი ტოტი აუ­ცი­ლებ­ლად წყალ­თან, მე­ო­რე ეკ­ლე­სი­ას­თან(ზოგ­ჯერ სა­ლო­ცა­ვე­ბი დარ­ნებ­ში­ვე იყო მო­წყო­ბი­ლი (მაგ,გუნ­დი) ერთი ტოტი აუ­ცი­ლებ­ლად ციხე-კოშკთან ან ცი­ხეს­თან, სხვა გზას­თან, სა­ბძელ­თან, ხა­როს­თან, სახ­ლთან და ყვე­ლა­ნა­ირ აუ­ცი­ლე­ბელ ნა­გე­ბო­ბას­თან და ად­გილ­თან მი­დი­ო­და. ასე დარ­ნე­ბი მტრის შე­მო­სე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ხან­გრძლი­ვად სა­არ­სე­ბოდ და თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად იყ­ვნენ მო­წყო­ბილ­ნი. ამი­ტომ მტრის შე­მოს­ვლი­სას მი­წუ­რებ­ში მცხოვ­რე­ბი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა სწო­რედ ასეთ დარ­ნებ­ში იხიზ­ნე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში ბავ­შვებს, მო­ხუ­ცებს და ქა­ლებს გა­ხიზ­ნავ­დნენ, მერე სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც მიჰ­ყვე­ბო­და.

დარ­ნე­ბი სა­ჰა­ე­რო­ე­ბით და წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი­თაც იყო აღ­ჭურ­ვი­ლი. ყვე­ლა და­რა­ნის შე­სას­ვლე­ლი და გა­მო­სას­ვლე­ლი ფა­რულ ად­გი­ლებ­ში იყო მო­წყო­ბი­ლი და ვე­ე­ბერ­თე­ლა გა­მოთ­ლი­ლი ლო­დე­ბის კა­რე­ბით იკე­ტე­ბო­და. დარ­ნე­ბის ქსე­ლი სოფ­ლი­დან-სო­ფელ­ში, ცი­ხი­დან- ცი­ხემ­დე, მდი­ნა­რემ­დე, ტყემ­დე და გზე­ბამ­დე მი­დი­ო­და და ხში­რად მათი სიგ­რძე ათო­ბით და ასო­ბით კი­ლო­მეტ­რიც კი იყო. დარ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ხიზ­ვნას­თან ერ­თად მტრის ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი, მათ­ზე მა­ლუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი და შე­ვიწ­რო­ე­ბაც ხდე­ბო­და. ასე, რომ დარ­ნე­ბის ქსე­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მეს­ხე­თის სოფ­ლე­ბი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ებ­თან ერ­თად მძლავრ თავ­დაც­ვით სის­ტე­მას ქმნი­და, რო­მე­ლიც ყვე­ლა მხრი­დან მო­ძა­ლე­ბუ­ლი მტრე­ბის­გან გა­ნუ­წყვე­ტე­ლი თავ­დას­ხმე­ბის­გან მო­სახ­ლე­ო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­დაც­ვას და გა­დარ­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

  • დარ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ალ­ბათ მე-17 სა­უ­კუ­ნი­დან, მეს­ხეთ­ში თურ­ქე­ბის გა­ბა­ტო­ნე­ბის და აღ­ვი­რახ­სნი­ლი ლე­კი­ა­ნო­ბის დროს და­ი­წყო. მაგ­რამ მათი მა­ნამ­დეც არ­სე­ბო­ბა უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა.

სამ­ცხის და ჯა­ვა­ხე­თის ბევ­რი სოფ­ლის და ნა­სოფ­ლა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დღე­საც უამ­რა­ვი და­რა­ნია შე­მორ­ჩე­ნი­ლი (ჭო­ბა­რე­თი, ლე­ბი­სი, გუნ­დი, ზე­დათ­მოგ­ვი, ბერ­თა­ყა­ნა, გელ­სუნ­და, ძვე­ლი აძგვი­ტა, ოდი­სი, ხი­ზა­ბავ­რა, ვარ­დის­ცი­ხე, კვარ­შა, დი­კა­შე­ნი, გრი­ა­ლი, მურ­ჯი, სირ­ქვა, სამ­სა­რი, მურ­ჯა­ხე­თი, გორ­მა­კე და სხვ.) ზო­გი­ერთ მათ­გან­ში საკ­მაო სიღ­რმე­ზე ჩას­ვლა ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია. ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ხე­ლოვ­ნუ­რად კლდე­ში ნაკ­ვე­თი სოფ­ლე­ბი: ვა­ნის ქვა­ბე­ბი, ანა­ნა­უ­რი, ჭა­ჭ­კა­რი, ოლო­და, სამ­სა­რი, და რა თქმა უნდა დი­დე­ბუ­ლი ვარ­ძია, რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თი მკვლევ­რის ვა­რა­უ­დით თა­ვი­დან­ვე მო­ნას­ტრად იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძნელ­ბე­დო­ბის პე­რი­ოდ­ში მძლავრ თავ­დაც­ვით ციხე-ქა­ლა­ქის ფუნ­ქცი­ა­საც ითავ­სებ­და.

აბუ­ლის მე­გა­ლი­თუ­რი ციხე

არ­ტა­ა­ნის მტკვრის ხე­ო­ბა, მგელ­ცი­ხი­დან- ხერ­თვი­სამ­დე ფაქ­ტობ­რი­ვად მსგავ­სი ბუ­ნებ­რი­ვი და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის კომ­პლექ­სე­ბი­თაა და­ხუნძლუ­ლი. ჯა­ვა­ხე­თის ამ ბუ­ნებ­რი­ვი და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის ერ­თი­ან კომ­პლექ­სებ­ში მა­შინ უამ­რა­ვი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და და მტრის გა­ნუ­წყვე­ტე­ლი შე­მო­სე­ვე­ბის დროს საკ­მა­ოდ სა­ი­მე­დოდ თავს იცავ­და და აფა­რებ­და.ჯა­ვა­ხეთ­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მე­რეც ცო­ცხლად შე­მორ­ჩა მე­გა­ლი­თუ­რი ცხოვ­რე­ბის წესი. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დამ­დე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი მე­გა­ლი­თუ­რი პრინ­ცი­პით დიდი, სა­ნა­ხევ­როდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ქვე­ბის­გან, მშრა­ლი წე­სით შენ­დე­ბო­და. ამი­ტომ აქ ისე არე­უ­ლია არ­ქა­უ­ლი მე­გა­ლი­თუ­რი კულ­ტუ­რის ნაშ­თე­ბი და ელე­მენ­ტე­ბი შე­და­რე­ბით ახალ­თან, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია ნა­მო­სახ­ლა­რე­ბის ასა­კის დად­გე­ნა.

ახლა უკვე უწინ­დელ ფუნ­ქცი­ა­და­კარ­გუ­ლი და ალაგ-ალაგ ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი ჯა­ვა­ხუ­რი მი­წუ­რე­ბი ან მი­ტო­ვე­ბუ­ლია, ან ბოს­ლე­ბად და კარ­ტო­ფი­ლის შე­სა­ნა­ხად თუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სოფ­ლებ­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ასე­თი სახ­ლე­ბის შე­ნახ­ვა გა­დარ­ჩე­ნა­ზე სა­ხელ­მწი­ფომ თუ არ იზ­რუ­ნა, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ყვე­ლა და­ინ­გრე­ვა და ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ეს იშ­ვი­ა­თი ნი­მუ­შე­ბი აღარ გვექ­ნე­ბა.

მანანა
0

საინტერესოა ძალიან.აბული რატომ ქვია მეგალითს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დარანები, იგივე მესხური ბუნკერები: რა არის ცნობილი გვირაბებით დაკავშირებული სახლებსა და ჯავახეთის საიდუმლო მიწისქვეშეთზე

დარანები, იგივე მესხური ბუნკერები: რა არის ცნობილი გვირაბებით დაკავშირებული სახლებსა და ჯავახეთის საიდუმლო მიწისქვეშეთზე

საქართველოში ბევრმა არ იცის თუ რა თავდაცვითი სისტემა არსებობდა ჯავახეთში ჯერ კიდევ საუკუნეების წინ. მიწისქვეშ დარანების ქსელი სოფლიდან-სოფელში, ციხიდან-ციხემდე, მდინარემდე, ტყემდე და გზებამდე მიდიოდა და ხშირად მათი სიგრძე ათობით და ასობით კილომეტრიც კი იყო. დარნების მეშვეობით მოსახლეობის გახიზვნასთან ერთად მტრის ფარული თვალთვალი, მათზე მალული თავდასხმები და შევიწროებაც ხდებოდა. ასე, რომ დარნების ქსელით უზრუნველყოფილი მესხეთის სოფლები ციხესიმაგრეებთან ერთად მძლავრ თავდაცვით სისტემას ქმნიდა, რომელიც ყველა მხრიდან მოძალებული მტრებისგან განუწყვეტელი თავდასხმებისგან მოსახლეობის მაქსიმალურად თავდაცვას და გადარჩენას ემსახურებოდა. პუბლიცისტი კუკური მეტრეველი ჯავახეთის ისტორიულ თავდაცვით სისტემაც გვაცნობს...

- ჯავახურ მიწურებს თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონდათ. სოფლებში გვარების და ახლობლობის მიხედვით იყვნენ ძირითადად დასახლებული და მთელი სოფლის ან უბნის მიწურები ისე იყო ერთიმეორეზე მიჯრით მიშენებული, რომ ბანები (ერდოები) ერთმანეთზე იყო გადაბმული და ღამით, მითუმეტეს დიდთოვლიან ზამთარში უცხო მტრისთვის მთლად შეუმჩნეველი ხდებოდა... ადრეულ პერიოდში სახლები ერთმანეთთან დოლაბებით (კედელში სპეციალურად გამოჭრილი სასიგნალო, საკომუნიკაციო ნიშებით, საძრომებით) იყვნენ დაკავშირებულნი. დოლაბები ჩაკეტილი იყო და მხოლოდ მტრის შემოსევის ან სახვა სახის საგანგაშო სიტუაციის შემთხვევაში იხსნებოდა. სახლებიც და მთელი უბნებიც ერთმანეთთან დამატებით მიწისქვეშა დარანების ქსელით იყვნენ დაკავშირებულნი.

მიწური ალასტანიდან

- ამბობთ, რომ მესხური დარანები ცალკე ფენომენია...

- დიახ, რა თქმა უნდა, ზემო ქართლი, იგივე ისტორიული მესხეთი თავისი ისტორიულ-გეოგრაფიული ფაქტორების გამო ყოველთვის იყო ინტენსიური შემოსევების და თავდასხმების ადგილი, ამიტომ ხალხს დღენიადაგ თავის გადარჩენაზე უწევდა ფიქრი და ამისათვის ათასნაირ საშუალებებს იგონებდა და იყენებდა. სამცხე-ჯავახეთში ფაქტობრივად არ არსებობდა დიდი, ან თუნდაც ძალიან მცირე დასახლება, რომელსაც მიწისქვეშა თავდაცვით ნაგებობა არ ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ მათგანს რაც მიწის ზემოთ ჩანდა, თითქმის ერთი იმხელა ნაგებობები და კომუნიკაციები მიწის ქვეშ გააჩნდა. ცხადია ყოველივე ამის მშენებლობა და მოწყობა წლობით დაგროვილ უდიდეს ცოდნას და ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ ამის საჭიროება არსებობდა და სხვა გზა არ ჰქონდათ...

  • სულხან საბას განმარტებით დარანი არის "კლდეში, ანუ მიწის ქვეშ შესასვლელი სამალავი. დარანად ითქმის სახლი მიწას ქვეშ ნაგები, გინა მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად".

დარანი წარმოადგენს ლოდებით ამოყვანილ, ქვის სქელი ფილებით გადახურულ მშრალად ნაგები გვირაბების სისტემას, რომელიც შედგება დახლართული გასასვლელ-გამოსასვლელებისა და სხვადასხვა ზომის სათავსოებისგან. დარნების ამოშენება ყოველთვის არ ხდებოდა, ხშირად თუ ბუნებრივი ქანები ამის საშუალებას იძლეოდა უბრალოდ ხდებოდა გვირაბების და სათავსოების გამოთხრა, გვხვდება მხოლოდ მიწაში გამოთხრილი დარნებიც. ყველა დარანს უამრავი განშტოება ჰქონდა, ერთი ტოტი აუცილებლად წყალთან, მეორე ეკლესიასთან(ზოგჯერ სალოცავები დარნებშივე იყო მოწყობილი (მაგ,გუნდი) ერთი ტოტი აუცილებლად ციხე-კოშკთან ან ციხესთან, სხვა გზასთან, საბძელთან, ხაროსთან, სახლთან და ყველანაირ აუცილებელ ნაგებობასთან და ადგილთან მიდიოდა. ასე დარნები მტრის შემოსევის შემთხვევაში ხანგრძლივად საარსებოდ და თავის გადასარჩენად იყვნენ მოწყობილნი. ამიტომ მტრის შემოსვლისას მიწურებში მცხოვრები სოფლის მოსახლეობა სწორედ ასეთ დარნებში იხიზნებოდა. პირველ რიგში ბავშვებს, მოხუცებს და ქალებს გახიზნავდნენ, მერე საჭიროების შემთხვევაში დანარჩენი მოსახლეობაც მიჰყვებოდა.

დარნები საჰაეროებით და წყლის რეზერვუარებითაც იყო აღჭურვილი. ყველა დარანის შესასვლელი და გამოსასვლელი ფარულ ადგილებში იყო მოწყობილი და ვეებერთელა გამოთლილი ლოდების კარებით იკეტებოდა. დარნების ქსელი სოფლიდან-სოფელში, ციხიდან- ციხემდე, მდინარემდე, ტყემდე და გზებამდე მიდიოდა და ხშირად მათი სიგრძე ათობით და ასობით კილომეტრიც კი იყო. დარნების მეშვეობით მოსახლეობის გახიზვნასთან ერთად მტრის ფარული თვალთვალი, მათზე მალული თავდასხმები და შევიწროებაც ხდებოდა. ასე, რომ დარნების ქსელით უზრუნველყოფილი მესხეთის სოფლები ციხესიმაგრეებთან ერთად მძლავრ თავდაცვით სისტემას ქმნიდა, რომელიც ყველა მხრიდან მოძალებული მტრებისგან განუწყვეტელი თავდასხმებისგან მოსახლეობის მაქსიმალურად თავდაცვას და გადარჩენას ემსახურებოდა.

  • დარნების ყველაზე ინტენსიური გამოყენება ალბათ მე-17 საუკუნიდან, მესხეთში თურქების გაბატონების და აღვირახსნილი ლეკიანობის დროს დაიწყო. მაგრამ მათი მანამდეც არსებობა უტყუარად დასტურდება.

სამცხის და ჯავახეთის ბევრი სოფლის და ნასოფლარის ტერიტორიაზე დღესაც უამრავი დარანია შემორჩენილი (ჭობარეთი, ლებისი, გუნდი, ზედათმოგვი, ბერთაყანა, გელსუნდა, ძველი აძგვიტა, ოდისი, ხიზაბავრა, ვარდისციხე, კვარშა, დიკაშენი, გრიალი, მურჯი, სირქვა, სამსარი, მურჯახეთი, გორმაკე და სხვ.) ზოგიერთ მათგანში საკმაო სიღრმეზე ჩასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ხელოვნურად კლდეში ნაკვეთი სოფლები: ვანის ქვაბები, ანანაური, ჭაჭკარი, ოლოდა, სამსარი, და რა თქმა უნდა დიდებული ვარძია, რომელიც ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით თავიდანვე მონასტრად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ძნელბედობის პერიოდში მძლავრ თავდაცვით ციხე-ქალაქის ფუნქციასაც ითავსებდა.

აბულის მეგალითური ციხე

არტაანის მტკვრის ხეობა, მგელციხიდან- ხერთვისამდე ფაქტობრივად მსგავსი ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულების კომპლექსებითაა დახუნძლული. ჯავახეთის ამ ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულების ერთიან კომპლექსებში მაშინ უამრავი ხალხი ცხოვრობდა და მტრის განუწყვეტელი შემოსევების დროს საკმაოდ საიმედოდ თავს იცავდა და აფარებდა.ჯავახეთში საუკუნეების მერეც ცოცხლად შემორჩა მეგალითური ცხოვრების წესი. გასული საუკუნის შუა პერიოდამდე, საცხოვრებელი სახლები მეგალითური პრინციპით დიდი, სანახევროდ დამუშავებული ქვებისგან, მშრალი წესით შენდებოდა. ამიტომ აქ ისე არეულია არქაული მეგალითური კულტურის ნაშთები და ელემენტები შედარებით ახალთან, რომ ძალიან ძნელია ნამოსახლარების ასაკის დადგენა.

ახლა უკვე უწინდელ ფუნქციადაკარგული და ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ შემორჩენილი ჯავახური მიწურები ან მიტოვებულია, ან ბოსლებად და კარტოფილის შესანახად თუ გამოიყენება. სოფლებში თითზე ჩამოსათვლელი ასეთი სახლების შენახვა გადარჩენაზე სახელმწიფომ თუ არ იზრუნა, რამდენიმე წელიწადში ყველა დაინგრევა და ქართული სამშენებლო ხელოვნების ეს იშვიათი ნიმუშები აღარ გვექნება.