სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასზე ქალები გიჟდებოდნენ... მისი დეიდა ნატო ვაჩნაძე იყო" - "ოთარაანთ ქვრივის" მსახიობის წარუმატებელი კარიერა, უიღბლო ქორწინებები და შვილიშვილი, რომელიც კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავია
"მასზე ქალები გიჟდებოდნენ... მისი დეიდა ნატო ვაჩნაძე იყო" - "ოთარაანთ ქვრივის" მსახიობის წარუმატებელი კარიერა, უიღბლო ქორწინებები და შვილიშვილი, რომელიც კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავია

28 ოქ­ტომ­ბერს მსა­ხი­ობ­სა და მწე­რალ ბო­რის ან­დრო­ნი­კაშ­ვილს 90 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და, თუმ­ცა უკვე 28 წე­ლია, რაც ის ცო­ცხა­ლი აღარ არის. ის იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იმე­დის­მომ­ცე­მი სტუ­დენ­ტი VGIK-ში, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ვერ აა­წყო. მის ან­გა­რიშ­ზე მხო­ლოდ ერთი სცე­ნა­რის და 7 რო­ლია კი­ნო­ში. მაგ­რამ პი­როვ­ნუ­ლად ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო – მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო უამ­რა­ვი ქალი. ის იყო ლუდ­მი­ლა გურ­ჩენ­კოს მე­უღ­ლე და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მამა, ხოლო 5 წელი კი ქორ­წი­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და ნონა მორ­დი­უ­კო­ვას­თან. რა­ტომ არ ატა­რებ­და ის მა­მის, მწე­რალ ბო­რის პილ­ნი­ა­კის, გვარს და რის გა­მოც წა­ვი­და კი­ნო­ინ­დუსტრი­ი­დან – ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით.

რუსი მწერ­ლი­სა და ქარ­თვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი მსა­ხი­ო­ბის შვი­ლი

მისი მშობ­ლე­ბი ნი­ჭი­ე­რი და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. სხვა ეპო­ქა­ში რომ ეცხოვ­რათ, შე­საძ­ლოა მათი ოჯა­ხის ბედი სხვაგ­ვა­რად წარ­მარ­თუ­ლი­ყო. ბო­რი­სის დედა, მსა­ხი­ო­ბი და კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი თა­ვა­დუ­რი ოჯა­ხის, ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლე­ბის, შთა­მო­მა­ვა­ლი იყო. 1920-იან წლებ­ში მსა­ხი­ო­ბად და რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობ­და, ხოლო 1936 წელს VGIK-ის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ერთ წე­ლი­წად­ში მათ ოჯახ­ში ტრა­გე­დია მოხ­და.

ბო­რი­სის მშობ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი და მწე­რა­ლი ბო­რის პილ­ნი­ა­კი

ოთხი წლით ადრე, კირა ცო­ლად გაჰ­ყვა მწე­რალ ბო­რის პილ­ნი­აკს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნე­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი იყო. ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ ვაჟი, ბო­რი­სი, შე­ე­ძი­ნათ. ხოლო შვი­ლის მე­სა­მე და­ბა­დე­ბის დღეს, 1937 წელს, პილ­ნი­ა­კი და­ა­პა­ტიმ­რეს, ის სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნეს. მწე­რა­ლი უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. იქამ­დე ბო­რის პილ­ნი­აკ­მა ია­პო­ნი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა და ამა­ზე წიგ­ნი და­წე­რა. ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა მისი და­პა­ტიმ­რე­ბის­თვის. მწე­რალს ია­პო­ნი­ის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი, რაც, რა თქმა უნდა ტყუ­ი­ლი იყო, თუმ­ცა აი­ძუ­ლეს რომ ბრა­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნა. ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯეს და გა­ნა­ჩე­ნი იმა­ვე დღეს აღ­სრულ­და.

ერთი თვის შემ­დეგ კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლიც და­ა­პა­ტიმ­რეს. მან იცო­და, რა ბედი ელო­და სამ­შობ­ლოს მტრის ოჯა­ხის წევ­რებს, ამი­ტომ მა­ნამ­დე შეძ­ლო შვი­ლის, ბო­რი­სის, დე­დას­თან, თბი­ლის­ში, გაგ­ზავ­ნა. ბე­ბი­ამ ის შვი­ლად აიყ­ვა­ნა და თა­ვი­სი გვა­რი – ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი მის­ცა. ხოლო კირა „ალ­ჟი­რის“ ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს, სა­დაც სამ­შობ­ლოს „მო­ღა­ლა­ტე­ებს“ ასახ­ლებ­დნენ ბა­ნაკ­ში. მხო­ლოდ 1956 წელს გა­ა­მარ­თლეს.

მსა­ხი­ო­ბი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი

ბო­რი­სის დედა არ იყო ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი მსა­ხი­ო­ბი – მისი და ნატო ვაჩ­ნა­ძე ასე­ვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი და რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი გახ­ლდათ. მისი ვა­ჟე­ბი, ელ­დარ და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი. ბო­რის­მა ბავ­შვო­ბა მათ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა და, რა თქმა უნდა, ოჯა­ხის შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ატ­მოს­ფე­რომ გავ­ლე­ნა იქო­ნია. სკო­ლა ბა­თუმ­ში და­ამ­თავ­რა და სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სეთ­ში თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის „და­სა­პყრო­ბად“ გა­ემ­გზავ­რა.

VGIK-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი სტუ­დენ­ტი

წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა VGIK-ში კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, და ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბას და­ი­წყო კი­ნო­ში თა­მა­ში. მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა ფილმში „ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი“ სა­დაც არ­ჩი­ლი ითა­მა­შა. ბო­რი­სი VGIK-ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო და იმე­დის­მომ­ცემ სტუ­დენ­ტად ით­ვლე­ბო­და, გო­გო­ნე­ბი მის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­დნენ. ისი­ნი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ მის ყო­ველ მოძ­რა­ო­ბას და აღ­ტა­ცე­ბით უყუ­რებ­დნენ. ხში­რად ხუმ­რობ­და: „ალ­ბათ ფიქ­რო­ბენ, რომ აფ­რი­კუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი მაქვს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ში­ნა­გან ძა­ლას ვფა­რავ. მათ­თან ერ­თად მომ­წყინ­და“.

ფილმში "ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი"

რო­დე­საც სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა, ლუდ­მი­ლა გურ­ჩენ­კომ, პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხა სა­სა­დი­ლო­ში, ხე­ლი­დან ლან­გა­რი გა­უ­ვარ­და – ბო­რი­სი მისი ოც­ნე­ბე­ბის ხორ­ცშეს­ხმა იყო. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მუ­სი­კა­ლუ­რი და ნი­ჭი­ე­რი... გურ­ჩენ­კო მას გა­ოგ­ნე­ბუ­ლი უყუ­რებ­და. ქალს სჯე­რო­და მისი ბრწყინ­ვა­ლე მო­მავ­ლის კი­ნო­ში. თა­ნაც, ის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო – ქა­ლე­ბი თვა­ლი ვერ აშო­რებ­დნენ.

ლუდ­მი­ლა გურ­ჩენ­კოს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იმე­დე­ბი

გურ­ჩენ­კო გულ­წრფე­ლად აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მო­მა­ვა­ლი დე­დამ­თი­ლით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­ზე წერ­და: „სა­ო­ცა­რი ქალი. სი­ლა­მა­ზის, გო­ნი­ე­რე­ბის, ნი­ჭი­სა და ქა­ლუ­რო­ბის შე­უ­და­რე­ბე­ლი ნა­ზა­ვი… მას სა­ერ­თოდ არ შე­უმ­ჩნე­ვია ჩემი პრო­ვინ­ცი­უ­ლო­ბა და მო­უთ­მენ­ლო­ბა. ნა­ზად მე­პყრო­ბო­და ჩემი გულ­წრფე­ლო­ბი­სა და ნდო­ბის გამო“. სამ­წუ­ხა­როდ, 1960 წელს კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

1958 წელს ბო­რის­მა VGIK-ი და­ამ­თავ­რა და ლუდ­მი­ლა გურ­ჩენ­კო­ზე იქორ­წი­ნა. ორი წლით ადრე გურ­ჩენ­კომ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ვარ­სკვლა­ვუ­რი როლ­ში ითა­მა­შა ფილმში „კარ­ნა­ვა­ლის ღამე“ და უკვე ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვად იქცა. თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი იმ­დე­ნად იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბო­რის­ზე, რომ მზად იყო აღ­მა­ვა­ლი კა­რი­ე­რა დრო­ე­ბით გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა. ერთი წლის შემ­დეგ წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რია შე­ე­ძი­ნათ. გურ­ჩენ­კომ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­და­წყვი­ტა, ოჯა­ხის­თვის მი­ე­ძღვნა თავი და სა­კუ­თარ თავს დაჰ­პირ­და, რომ ის იქ­ნე­ბო­და იდე­ა­ლუ­რი დედა. თუმ­ცა მისი გეგ­მე­ბი ჩა­ი­შა­ლა.

ლუდ­მი­ლა გურ­ჩენ­კო და ბო­რის ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ო­ბი აღი­ა­რებ­და, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ხე­დავ­და სახ­ლსა და შვილს, მაგ­რამ ქმარს ოჯა­ხის­თვის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ შე­ეძ­ლო, რად­გან ის უმუ­შე­ვა­რი იყო. პირ­ვე­ლი რო­ლის შემ­დეგ მას 9 წელი აღარ ჰქო­ნია ახა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რე­ჟი­სო­რე­ბის­გან. ამ დროს გურ­ჩენ­კოს კა­რი­ე­რა სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბო­და: მან მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა ფილმში „გი­ტა­რი­ა­ნი გო­გო­ნა“, დღე­ში 3-4 კონ­ცერტს ატა­რებ­და. შვილ­ზე ზრუნ­ვის­თვის დრო აღარ ჰყოფ­ნი­და. ძა­ლას კარ­გავ­და და, სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­წყვი­ტა, მა­რია მშობ­ლებ­თან ხარ­კოვ­ში გა­ეგ­ზავ­ნა.

ღა­ლა­ტი

ლუდ­მი­ლა გურ­ჩენ­კომ რო­დე­საც მე­უღ­ლის ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ გა­ი­გო, ეს მის­თვის უზარ­მა­ზა­რი შოკი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყო. ერ­თა­დერ­თი ხსნა მისი სა­მუ­შაო იყო, რო­მელ­შიც ის მთლი­ა­ნად გა­და­ეშ­ვა. მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ აღი­ა­რა, რომ მთა­ვა­რი რო­ლის – დე­დის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა: „კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი დედა არ უნდა იყოს. ყვე­ლა­ფე­რი უნდა მი­უ­ძღვნა პრო­ფე­სი­ას ან ბავ­შვებს. პი­რა­დად მე პირ­ვე­ლი გზა ავირ­ჩიე. თუმ­ცა ეს, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან სას­ტი­კი აღ­მოჩ­ნდა“.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ ბო­რი­სი­სა და მისი გზე­ბი სა­მუ­და­მოდ გა­ი­ყო. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ტკი­ვი­ლი არ გა­ნელ­და. ბო­რის­ზე წერ­და: «ჩემ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ის ირო­ნი­უ­ლად უყუ­რებ­და».

5 წელი ნონა მორ­დი­უ­კო­ვას­თან

ლუდ­მი­ლა გურ­ჩენ­კოს­გან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ბო­რის ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი ქალი, მსა­ხი­ო­ბი ნონა მორ­დი­უ­კო­ვა გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტის­თვის უკვე გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ვი­ა­ჩეს­ლავ ტი­ხო­ნოვ­თან. ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­დან მალე ერ­თად გა­და­ვიდ­ნენ. ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე გურ­ჩენ­კომ, რო­მე­ლიც, რო­გორც ყო­ველ­თვის, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო, შე­ნიშ­ნა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი და მორ­დი­უ­კო­ვა, მი­ვი­და მათ­თან და ყო­ფილ მე­უღ­ლეს პირ­და­პირ და­უს­ვა შე­კი­თხვა: "რო­გორ შე­გეძ­ლო მე ამ ქალ­ში გა­გეც­ვა­ლე?!", რა­ზეც იმ­პო­ზან­ტურ­მა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "იცი რა, ნონა გე­ნი­ა­ლუ­რად ამ­ზა­დებს სუ­პებს“.

მორ­დი­უ­კო­ვა თა­ვის რჩე­ულ­ზე ამ­ბობ­და: «ხალ­ხი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ხე­დავ­და, ხუთი წუ­თით ჩუმ­დე­ბოდ­ნენ, მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და!.. ბო­რის ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი იყო ფი­ლო­სო­ფო­სი და ქა­რაფ­შუ­ტა. ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წელი გა­ვა­ტა­რეთ ერ­თად, ყვე­ლა­ფერს ვგეგ­მავ­დით, მაგ­რამ…“

ბო­რი­სი და ნონა

მოვ­ლე­ნე­ბი ამ­ჯე­რა­დაც ძვე­ლე­ბუ­რად გან­ვი­თარ­და: ბო­რი­სი სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ში იყო, ხოლო ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზე ფიქ­რი მისი რჩე­უ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო. ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა ვერ შედ­გა: მან კი­დევ 6 ეპი­ზო­დუ­რი როლი ითა­მა­შა. მისი ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბად მწერ­ლო­ბა იქცა.

ნონა მზად არ აღ­მოჩ­ნდა მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტან­ჯვის­თვის გვერ­დი­დან ეყუ­რე­ბი­ნა და მი­ა­ტო­ვა. მალე ბო­რი­სი მხატ­ვარ რუ­სუ­დან ხან­თა­ძე­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რა. მის სა­ხით ბო­რის ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა იპო­ვა მე­უღ­ლე, და თა­ნა­მო­აზ­რე, რაც მთა­ვა­რია მუზა.

რუ­სუ­დან ხან­თა­ძე

მე­ო­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა მის­თვის. მწე­რალს კი­დევ ორი ​​შვი­ლი შე­ე­ძი­ნა: ქა­ლიშ­ვი­ლი კირა, რო­მელ­საც დე­დის სა­ხე­ლი და­არ­ქვა და ვაჟი, სან­დრო.

უმ­ცრო­სი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი

ბო­რის ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი 1996 წლის 9 ივ­ლისს თბი­ლის­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ცნო­ბი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი

ბო­რის ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია, სან­დროს ვაჟი ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი რატი ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი. რა­ტის ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას უწო­დე­ბენ. სპორ­ტსმე­ნი 2020 წლი­დან აშშ-ში სტუ­დენ­ტუ­რი ლი­გის "კრე­ი­ტონ­ში“ თა­მა­შობს, თუმ­ცა კლუბ­ში გა­დას­ვლი­დან ძა­ლი­ან მალე მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო, რის გა­მოც, მისი დე­ბი­უ­ტი ხან­გრძლი­ვი ხნით გა­და­ი­დო და თა­მაშს 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­უბ­რუნ­და.

სან­დრო ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი

სპორ­ტსმე­ნი 2001 წლის 19 მარტს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა 35-ე სა­ჯა­რო სკო­ლა. სი­მაღ­ლე­ში 1.93 სმ და წო­ნით 84 კგ. ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის წევ­რია.

წარ­სულ­ში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს 18-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის, ასე­ვე 16-წლამ­დელ კა­ლათ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რი გახ­ლდათ. რატი ამ­ჟა­მად შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
10

რა გაგიკვირდათ. მაშინ ლამაზ და არისტოკრატული წარმომავლობის კაცებზე გიჟდებოდნენ ქალები და ახლა ფულიან კაცებზე. ოღონდ დავაზუსტოთ. ის ქალები, რომლებსაც საქმე არაფერი ჰქონდათ და აქვთ მხოლოდ ერთობოდნენ და ერთობიან.

გელა
15

კომენტარებში ნათლად იკითხება,თუ როგორ შურთ ქართველებს ერთმანეთის და როგორ სძულთ ქართველებს ერთმანეთი! ეს თვისებები ქართველებს გენეტიკის დონეზე აქვთ გამჯდარი! ასე იყო სულ: წარსულშიც,ასეა აწმყოშიც და ასე იქნება მომავალშიც! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მასზე ქალები გიჟდებოდნენ... მისი დეიდა ნატო ვაჩნაძე იყო" - "ოთარაანთ ქვრივის" მსახიობის წარუმატებელი კარიერა, უიღბლო ქორწინებები და შვილიშვილი, რომელიც კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავია

"მასზე ქალები გიჟდებოდნენ... მისი დეიდა ნატო ვაჩნაძე იყო" - "ოთარაანთ ქვრივის" მსახიობის წარუმატებელი კარიერა, უიღბლო ქორწინებები და შვილიშვილი, რომელიც კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავია

28 ოქტომბერს მსახიობსა და მწერალ ბორის ანდრონიკაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა, თუმცა უკვე 28 წელია, რაც ის ცოცხალი აღარ არის. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი სტუდენტი VGIK-ში, თუმცა წარმატებული კარიერა ვერ ააწყო. მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი სცენარის და 7 როლია კინოში. მაგრამ პიროვნულად ის გამორჩეული ადამიანი იყო – მასზე შეყვარებული იყო უამრავი ქალი. ის იყო ლუდმილა გურჩენკოს მეუღლე და მისი ქალიშვილის მამა, ხოლო 5 წელი კი ქორწინებაში ცხოვრობდა ნონა მორდიუკოვასთან. რატომ არ ატარებდა ის მამის, მწერალ ბორის პილნიაკის, გვარს და რის გამოც წავიდა კინოინდუსტრიიდან – ქვევით მოგიყვებით.

რუსი მწერლისა და ქართველი არისტოკრატი მსახიობის შვილი

მისი მშობლები ნიჭიერი და ცნობილი ადამიანები იყვნენ. სხვა ეპოქაში რომ ეცხოვრათ, შესაძლოა მათი ოჯახის ბედი სხვაგვარად წარმართულიყო. ბორისის დედა, მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კირა ანდრონიკაშვილი, წარმოშობით ქართველი თავადური ოჯახის, ანდრონიკაშვილების, შთამომავალი იყო. 1920-იან წლებში მსახიობად და რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო 1936 წელს VGIK-ის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. ერთ წელიწადში მათ ოჯახში ტრაგედია მოხდა.

ბორისის მშობლები, მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი და მწერალი ბორის პილნიაკი

ოთხი წლით ადრე, კირა ცოლად გაჰყვა მწერალ ბორის პილნიაკს, რომელიც გერმანელი კოლონისტების შთამომავალი იყო. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ვაჟი, ბორისი, შეეძინათ. ხოლო შვილის მესამე დაბადების დღეს, 1937 წელს, პილნიაკი დააპატიმრეს, ის სახლიდან აიყვანეს. მწერალი უკან აღარ დაბრუნებულა. იქამდე ბორის პილნიაკმა იაპონიაში იმოგზაურა და ამაზე წიგნი დაწერა. ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი დაპატიმრებისთვის. მწერალს იაპონიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი, რაც, რა თქმა უნდა ტყუილი იყო, თუმცა აიძულეს რომ ბრალი ეღიარებინა. ნახევარი წლის შემდეგ, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და განაჩენი იმავე დღეს აღსრულდა.

ერთი თვის შემდეგ კირა ანდრონიკაშვილიც დააპატიმრეს. მან იცოდა, რა ბედი ელოდა სამშობლოს მტრის ოჯახის წევრებს, ამიტომ მანამდე შეძლო შვილის, ბორისის, დედასთან, თბილისში, გაგზავნა. ბებიამ ის შვილად აიყვანა და თავისი გვარი – ანდრონიკაშვილი მისცა. ხოლო კირა „ალჟირის“ ბანაკში გაგზავნეს, სადაც სამშობლოს „მოღალატეებს“ ასახლებდნენ ბანაკში. მხოლოდ 1956 წელს გაამართლეს.

მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი

ბორისის დედა არ იყო ოჯახში ერთადერთი მსახიობი – მისი და ნატო ვაჩნაძე ასევე ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და რუსეთის დამსახურებული არტისტი გახლდათ. მისი ვაჟები, ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეჟისორები. ბორისმა ბავშვობა მათთან ერთად გაატარა და, რა თქმა უნდა, ოჯახის შემოქმედებითმა ატმოსფერომ გავლენა იქონია. სკოლა ბათუმში დაამთავრა და საზღვაო აკადემიაში ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით რუსეთში თეატრალური ინსტიტუტის „დასაპყრობად“ გაემგზავრა.

VGIK-ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სტუდენტი

წარმატებით ჩააბარა VGIK-ში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, და ჯერ კიდევ სტუდენტობას დაიწყო კინოში თამაში. მისი დებიუტი შედგა ფილმში „ოთარაანთ ქვრივი“ სადაც არჩილი ითამაშა. ბორისი VGIK-ის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და იმედისმომცემ სტუდენტად ითვლებოდა, გოგონები მის გარშემო ტრიალებდნენ. ისინი აკვირდებოდნენ მის ყოველ მოძრაობას და აღტაცებით უყურებდნენ. ხშირად ხუმრობდა: „ალბათ ფიქრობენ, რომ აფრიკული ტემპერამენტი მაქვს, მაგრამ სინამდვილეში, შინაგან ძალას ვფარავ. მათთან ერთად მომწყინდა“.

ფილმში "ოთარაანთ ქვრივი"

როდესაც სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტმა, ლუდმილა გურჩენკომ, პირველად დაინახა სასადილოში, ხელიდან ლანგარი გაუვარდა – ბორისი მისი ოცნებების ხორცშესხმა იყო. ინტელექტუალი, მოხერხებული, განათლებული, მუსიკალური და ნიჭიერი... გურჩენკო მას გაოგნებული უყურებდა. ქალს სჯეროდა მისი ბრწყინვალე მომავლის კინოში. თანაც, ის ძალიან ლამაზი იყო – ქალები თვალი ვერ აშორებდნენ.

ლუდმილა გურჩენკოს განადგურებული იმედები

გურჩენკო გულწრფელად აღტაცებული იყო მომავალი დედამთილით. მოგვიანებით კირა ანდრონიკაშვილზე წერდა: „საოცარი ქალი. სილამაზის, გონიერების, ნიჭისა და ქალურობის შეუდარებელი ნაზავი… მას საერთოდ არ შეუმჩნევია ჩემი პროვინციულობა და მოუთმენლობა. ნაზად მეპყრობოდა ჩემი გულწრფელობისა და ნდობის გამო“. სამწუხაროდ, 1960 წელს კირა ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა.

1958 წელს ბორისმა VGIK-ი დაამთავრა და ლუდმილა გურჩენკოზე იქორწინა. ორი წლით ადრე გურჩენკომ თავისი პირველი ვარსკვლავური როლში ითამაშა ფილმში „კარნავალის ღამე“ და უკვე ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. თუმცა მსახიობი იმდენად იყო შეყვარებული ბორისზე, რომ მზად იყო აღმავალი კარიერა დროებით გაეჩერებინა. ერთი წლის შემდეგ წყვილს ქალიშვილი მარია შეეძინათ. გურჩენკომ თავდაპირველად გადაწყვიტა, ოჯახისთვის მიეძღვნა თავი და საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ ის იქნებოდა იდეალური დედა. თუმცა მისი გეგმები ჩაიშალა.

ლუდმილა გურჩენკო და ბორის ანდრონიკაშვილი

მოგვიანებით მსახიობი აღიარებდა, რომ სიამოვნებით მიხედავდა სახლსა და შვილს, მაგრამ ქმარს ოჯახისთვის ფინანსური უზრუნველყოფა არ შეეძლო, რადგან ის უმუშევარი იყო. პირველი როლის შემდეგ მას 9 წელი აღარ ჰქონია ახალი შემოთავაზება რეჟისორებისგან. ამ დროს გურჩენკოს კარიერა სწრაფად ვითარდებოდა: მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში „გიტარიანი გოგონა“, დღეში 3-4 კონცერტს ატარებდა. შვილზე ზრუნვისთვის დრო აღარ ჰყოფნიდა. ძალას კარგავდა და, საბოლოოდ, გადაწყვიტა, მარია მშობლებთან ხარკოვში გაეგზავნა.

ღალატი

ლუდმილა გურჩენკომ როდესაც მეუღლის ღალატის შესახებ გაიგო, ეს მისთვის უზარმაზარი შოკი და იმედგაცრუება იყო. ერთადერთი ხსნა მისი სამუშაო იყო, რომელშიც ის მთლიანად გადაეშვა. მრავალი წლის შემდეგ აღიარა, რომ მთავარი როლის – დედის როლის შესრულება ვერ მოახერხა: „კინოს მსახიობი დედა არ უნდა იყოს. ყველაფერი უნდა მიუძღვნა პროფესიას ან ბავშვებს. პირადად მე პირველი გზა ავირჩიე. თუმცა ეს, შესაძლოა, ძალიან სასტიკი აღმოჩნდა“.

მომხდარის შემდეგ ბორისისა და მისი გზები სამუდამოდ გაიყო. დროთა განმავლობაში ეს ტკივილი არ განელდა. ბორისზე წერდა: «ჩემ პროფესიონალიზმს ის ირონიულად უყურებდა».

5 წელი ნონა მორდიუკოვასთან

ლუდმილა გურჩენკოსგან განქორწინების შემდეგ, ბორის ანდრონიკაშვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი ცნობილი ქალი, მსახიობი ნონა მორდიუკოვა გამოჩნდა, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე განქორწინებული იყო ვიაჩესლავ ტიხონოვთან. ურთიერთობის დაწყებიდან მალე ერთად გადავიდნენ. ერთ-ერთ წვეულებაზე გურჩენკომ, რომელიც, როგორც ყოველთვის, ყურადღების ცენტრში იყო, შენიშნა ანდრონიკაშვილი და მორდიუკოვა, მივიდა მათთან და ყოფილ მეუღლეს პირდაპირ დაუსვა შეკითხვა: "როგორ შეგეძლო მე ამ ქალში გაგეცვალე?!", რაზეც იმპოზანტურმა ანდრონიკაშვილმა უპასუხა: "იცი რა, ნონა გენიალურად ამზადებს სუპებს“.

მორდიუკოვა თავის რჩეულზე ამბობდა: «ხალხი, როდესაც პირველად ხედავდა, ხუთი წუთით ჩუმდებოდნენ, მას შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა!.. ბორის ანდრონიკაშვილი იყო ფილოსოფოსი და ქარაფშუტა. ჩვენ დაახლოებით ხუთი წელი გავატარეთ ერთად, ყველაფერს ვგეგმავდით, მაგრამ…“

ბორისი და ნონა

მოვლენები ამჯერადაც ძველებურად განვითარდა: ბორისი საკუთარი თავის ძიებაში იყო, ხოლო ფინანსურ საკითხებზე ფიქრი მისი რჩეულის ვალდებულება იყო. ანდრონიკაშვილის სამსახიობო კარიერა ვერ შედგა: მან კიდევ 6 ეპიზოდური როლი ითამაშა. მისი ძირითად საქმიანობად მწერლობა იქცა.

ნონა მზად არ აღმოჩნდა მისი შემოქმედებითი ტანჯვისთვის გვერდიდან ეყურებინა და მიატოვა. მალე ბორისი მხატვარ რუსუდან ხანთაძეზე დაქორწინდა, რომელთან ერთადაც მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატარა. მის სახით ბორის ანდრონიკაშვილმა იპოვა მეუღლე, და თანამოაზრე, რაც მთავარია მუზა.

რუსუდან ხანთაძე

მეორე ოფიციალური ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა მისთვის. მწერალს კიდევ ორი ​​შვილი შეეძინა: ქალიშვილი კირა, რომელსაც დედის სახელი დაარქვა და ვაჟი, სანდრო.

უმცროსი კირა ანდრონიკაშვილი

ბორის ანდრონიკაშვილი 1996 წლის 9 ივლისს თბილისში გარდაიცვალა.

ცნობილი შვილიშვილი

ბორის ანდრონიკაშვილის შვილიშვილია, სანდროს ვაჟი ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი. რატის ქართული კალათბურთის ხვიჩა კვარაცხელიას უწოდებენ. სპორტსმენი 2020 წლიდან აშშ-ში სტუდენტური ლიგის "კრეიტონში“ თამაშობს, თუმცა კლუბში გადასვლიდან ძალიან მალე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც, მისი დებიუტი ხანგრძლივი ხნით გადაიდო და თამაშს 2021 წლის ნოემბერში დაუბრუნდა.

სანდრო ანდრონიკაშვილი

სპორტსმენი 2001 წლის 19 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა 35-ე საჯარო სკოლა. სიმაღლეში 1.93 სმ და წონით 84 კგ. ანდრონიკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრია.

წარსულში, როგორც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების, ასევე 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრების წევრი გახლდათ. რატი ამჟამად შტატებში ცხოვრობს.

წაიკითხეთ ასევე: