მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პალესტინელი ბიჭი დედასთან ერთად ცოცხლად დაიწვა, როცა ისრაელმა ღაზა დაბომბა - უმძიმესი ამბავი 19 წლის შაბანზე, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა
პალესტინელი ბიჭი დედასთან ერთად ცოცხლად დაიწვა, როცა ისრაელმა ღაზა დაბომბა - უმძიმესი ამბავი 19 წლის შაბანზე, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა

შა­ბან ალ-დალუ ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა - 19 წლის მა­მა­კა­ცი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ინ­ჟი­ნე­რი­ის სტუ­დენ­ტი იყო და ღა­ზა­ში გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­და. ის თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და ვი­დე­ო­ებს, სა­დაც აღ­წე­რი­ლი იყო მისი ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა ღა­ზის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად საკ­მა­რი­სი თან­ხის მი­ღე­ბა ვერ შეძ­ლო.

ორ­შა­ბათს, გამ­თე­ნი­ი­სას, ის­რა­ე­ლის ძა­ლებ­მა და­ბომ­ბეს ალ-აქ­სას სა­ა­ვად­მყო­ფოს კომ­პლექ­სი დეირ ელ-ბა­ლახ­ში - შა­ბა­ნი დე­დას­თან ერ­თად ცო­ცხლად და­იწ­ვა.

”აქ, ღა­ზა­ში უსაფრ­თხო ად­გი­ლი არ არის,” - ამ­ბობ­და ის სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე ჩა­წე­რილ ვი­დე­ო­ში. ზო­გი­ერთ მი­მარ­თვა­ში შა­ბა­ნი მა­ყუ­რე­ბელს თან­ხის დო­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებ­და, რათა ოჯახ­თან ერ­თად ეგ­ვიპ­ტე­ში წა­სუ­ლი­ყო.

"ხუთი თვეა, კა­რავ­ში ვცხოვ­რობთ, ოჯახ­ზე მე ვზრუ­ნავ, რად­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ვარ."

შა­ბა­ნის მა­მამ, აჰ­მად ალ-და­ლუმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მხო­ლოდ ორი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შა­ბანს სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლა და ექი­მო­ბა უნ­დო­და, თუმ­ცა თა­ვად წი­ნა­აღ­მდე­გი იყო:

"არ გა­ვუშ­ვი, რად­გან მინ­დო­და ჩემი შვი­ლი ჩემ­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო. ახლა ვი­სურ­ვებ­დი, რომ ასე არ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი" - ამ­ბობს აჰ­მა­დი.

თავ­დას­ხმამ, რო­მელ­საც შა­ბა­ნი ემსხვერ­პლა, სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ში დევ­ნილ­თა მიერ მო­წყო­ბი­ლი ბა­ნა­კი გა­ა­ნად­გუ­რა, რის შე­დე­გა­დაც სულ მცი­რე 40 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. შემ­თხვე­ვამ იშ­ვი­ა­თი საყ­ვე­დუ­რი და­იმ­სა­ხუ­რა აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­გან:

„ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შემ­დეგ დევ­ნი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის სუ­რა­თე­ბი ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ის­რა­ელს მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა - რაც აქ მოხ­და, შემ­ზა­რა­ვია, მა­ში­ნაც კი, თუ "ჰა­მა­სი მოქ­მე­დებ­და სა­ა­ვად­მყო­ფოს მახ­ლობ­ლად და ცდი­ლობ­და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ადა­მი­ა­ნურ ფა­რად გა­მო­ყე­ნე­ბას“ - ნათ­ქვა­მია ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგე
4

მე არ მიგულისხმია რომ ბავშვებმა და ქალებმა დაიმსახურეს,მე დავწერე იმ პირუტყვებზე ვინც ეს ჩაიდინა და 101 მძევალი ჯერ კიდევ ღაზაში ჰყავთ.

სამწუხაროდ ომს ბავშვები და ქალებიც ეწირებიან,რომელი ომი გაგიგიათ ამის გარეშე,თუ იცით მეც გამაგებინეთ

გეგე
54

რა თქმა უნდა სამწუხაროა,მაგრამ ჰამასის პირუტყვებმა 1400 ბავშვი,ქალი და მოხუცი დახოცეს და მოსახლეობაც მონაწილეობდა ამაში.

ჰოდა მიიღონ რაც დაიმსახურეს

ავტორი:

პალესტინელი ბიჭი დედასთან ერთად ცოცხლად დაიწვა, როცა ისრაელმა ღაზა დაბომბა - უმძიმესი ამბავი 19 წლის შაბანზე, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა

პალესტინელი ბიჭი დედასთან ერთად ცოცხლად დაიწვა, როცა ისრაელმა ღაზა დაბომბა - უმძიმესი ამბავი 19 წლის შაბანზე, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა

შაბან ალ-დალუ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა - 19 წლის მამაკაცი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სტუდენტი იყო და ღაზაში გადარჩენისთვის იბრძოდა. ის თვეების განმავლობაში იღებდა ვიდეოებს, სადაც აღწერილი იყო მისი ოჯახის მდგომარეობა. თუმცა ღაზისგან თავის დასაღწევად საკმარისი თანხის მიღება ვერ შეძლო.

ორშაბათს, გამთენიისას, ისრაელის ძალებმა დაბომბეს ალ-აქსას საავადმყოფოს კომპლექსი დეირ ელ-ბალახში - შაბანი დედასთან ერთად ცოცხლად დაიწვა.

”აქ, ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არის,” - ამბობდა ის სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩაწერილ ვიდეოში. ზოგიერთ მიმართვაში შაბანი მაყურებელს თანხის დონაციისკენ მოუწოდებდა, რათა ოჯახთან ერთად ეგვიპტეში წასულიყო.

"ხუთი თვეა, კარავში ვცხოვრობთ, ოჯახზე მე ვზრუნავ, რადგან ყველაზე უფროსი ვარ."

შაბანის მამამ, აჰმად ალ-დალუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ ორი შვილის გადარჩენა მოახერხა. მისივე განცხადებით, შაბანს საზღვარგარეთ სწავლა და ექიმობა უნდოდა, თუმცა თავად წინააღმდეგი იყო:

"არ გავუშვი, რადგან მინდოდა ჩემი შვილი ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ახლა ვისურვებდი, რომ ასე არ მოვქცეულიყავი" - ამბობს აჰმადი.

თავდასხმამ, რომელსაც შაბანი ემსხვერპლა, საავადმყოფოს ეზოში დევნილთა მიერ მოწყობილი ბანაკი გაანადგურა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა. შემთხვევამ იშვიათი საყვედური დაიმსახურა აშშ-ს ოფიციალური პირებისგან:

„ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ დევნილი სამოქალაქო პირების სურათები ღრმად შემაშფოთებელია. ისრაელს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება - რაც აქ მოხდა, შემზარავია, მაშინაც კი, თუ "ჰამასი მოქმედებდა საავადმყოფოს მახლობლად და ცდილობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებას“ - ნათქვამია ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებაში.

წყარო