მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ჰქვია სამეგრელოს კვალზე მათ გამიყვანეს? ჩემი მშობლების ძიება ბევრად უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე "პროფილში" მივიდოდი" - მუსერიძე ასათიანს პასუხობს
"რას ჰქვია სამეგრელოს კვალზე მათ გამიყვანეს? ჩემი მშობლების ძიება ბევრად უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე "პროფილში" მივიდოდი" - მუსერიძე ასათიანს პასუხობს

ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა მაია ასა­თი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ­ბობს, რომ მუ­სე­რი­ძე "პრო­ფი­ლის" გუნ­დმა და­ი­თან­ხმა, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი მო­ე­ძებ­ნა.

მუ­სე­რი­ძე კი ამ­ბობს, რომ სა­ნამ გა­და­ცე­მა­ში მი­ვი­დო­და, მა­ნამ­დე და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და მშობ­ლე­ბის ძებ­ნა და "პრო­ფილ­ში" უბ­რა­ლოდ ის­ტო­რი­ის მო­სა­ყო­ლად მი­ვი­და.

"ის, რომ მე მეგ­რე­ლი ვი­ყა­ვი, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი. ეს ყველ­გან მოვ­ყე­ვი "პრო­ფილ­შიც", "ნა­ნუ­კას შო­უ­შიც" გია ჯა­ჯა­ნი­ძეს­თა­ნაც და ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში.. მე არც გია, არც მაია, არც ნა­ნუ­კა, არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბია მშობ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში. არ და­მეხ­მარ­ნენ იმი­ტომ კი არა, რომ ხელი მკრეს, ვერ და­მეხ­მარ­ნენ.

სამი წლის წინ, ჩემს ბი­ძაშ­ვილს, ნიას რომ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ტეს­ტი, მე ჩემს ნა­თე­სა­ვებს ვერ ვი­პო­ვი­დი. ვერც ერთი ადა­მი­ა­ნი მე ვერ და­მეხ­მა­რა, რა პირ­ველ­წყა­რო, რას ლა­პა­რა­კობთ?! რა სი­სუ­ლე­ლეა.

მე ჩემი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა და­ვი­წყე ბევ­რად ადრე, ვიდ­რე "პრო­ფილ­ში" მი­ვი­დო­დი, უბ­რა­ლოდ, სა­ჯა­როდ ამის გახ­მა­უ­რე­ბა არ მინ­დო­და. პრო­ფი­ლის პრო­დი­უ­სე­რი ჩემი შვი­ლის ნათ­ლია იყო, იცო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და მთხო­ვა ძა­ლი­ან, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ეს ის­ტო­რია მო­მე­ყო­ლა. მე არ დამ­ხმა­რე­ბია არა­ვინ. ბევ­რად უფრო ადრე და­ვი­წყე მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა, უბ­რა­ლოდ "პრო­ფილ­ში" მოვ­ყე­ვი, რომ დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ ის­ტო­რი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში. მაგ­რამ ვე­რა­ვინ და­მეხ­მა­რა, ვე­რა­ნა­ირ კვალ­ზე ვერ გა­ვე­დი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე რომ მი­ვე­დი 2017 წელს "პრო­ფილ­ში" ვთქვი, რომ მეგ­რე­ლი ვარ-თქო. რას ჰქვია სა­მეგ­რე­ლოს კვალ­ზე გა­მიყ­ვა­ნეს? სა­მეგ­რე­ლოს კვალ­ზე თა­ვი­დან­ვე ვი­დე­ქი" - ამ­ბობს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ვი­დე­ო­ში, რი­თაც მაია ასა­თი­ანს მიერ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს.

რა თქვა მაია ასა­თი­ან­მა "ნა­ნუ­კას შო­უ­ში"?

"თა­მუ­ნა "პრო­ფილ­ში" რამ­დენ­ჯერ­მე იყო სტუმ­რად. მას გა­და­წყვე­ტი­ლიც არ ჰქონ­და, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი მო­ე­ძებ­ნა. ერთი კვი­რა ვთხოვ­დით, რომ მო­ე­ძებ­ნა მშობ­ლე­ბი, რად­გან ის იყო ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და მისი მა­გა­ლი­თი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და. და­ვი­თან­ხმეთ და და­ვი­წყეთ ძებ­ნა. სოფო ოჩხი­კი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ ამ­ბავს. როცა ძებ­ნა­ში "პრო­ფი­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი გეხ­მა­რე­ბა, ერთხელ მა­ინც სად­მე თქვი ეს. სო­ფო­სი იყო სა­მეგ­რე­ლოს კვა­ლიც. ერთი გული მა­ინც გა­ეგ­ზავ­ნა მის­თვის. ახლა უკვე გვი­ა­ნია. თა­მუ­ნამ კარ­გად გა­აგ­რძე­ლა ჩვე­ნი საქ­მე, მაგ­რამ თქმა იმის, რომ ჩვი­ლე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის საქ­მე მან აღ­მო­ა­ჩი­ნა, ცოტა უხერ­ხუ­ლია.

რო­დე­საც ამ­ხე­ლა ას­პა­რეზ­ზე ასეთ აღი­ა­რე­ბას მი­აღ­წევ, ერთხელ ხომ შე­იძ­ლე­ბა თქვა, რომ შენ სხვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მე გა­აგ­რძე­ლე, გა­ნა­ვი­თა­რე...

შექ­მე­ნი გვერ­დი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს პო­უ­ლო­ბენ. ძა­ლი­ან კარ­გი პლატ­ფორ­მაა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ა­არ­სე, ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ თქვა, რომ ეს თემა შენ აღ­მო­ა­ჩი­ნე, ეს გა­მო­ძი­ე­ბა შენ ჩა­ა­ტა­რე – არას­წო­რია, იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგა­ნან სხვე­ბის­თვის უც­ნო­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი­ვით ფუს­ფუ­სებ­დნენ".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
1

ჩაქრა ასათიანი და რამით ხომუნდა გამოვიდეს წინა პლაზე :) ფულიან საყვარლებსაც ვეღარ შოულობს აღარავის ჭირდებათ

მზეწვია
4

ასათიანი ცდილობს მუდმივად იტივტივოს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რას ჰქვია სამეგრელოს კვალზე მათ გამიყვანეს? ჩემი მშობლების ძიება ბევრად უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე "პროფილში" მივიდოდი" - მუსერიძე ასათიანს პასუხობს

"რას ჰქვია სამეგრელოს კვალზე მათ გამიყვანეს? ჩემი მშობლების ძიება ბევრად უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე "პროფილში" მივიდოდი" - მუსერიძე ასათიანს პასუხობს

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ეხმაურება მაია ასათიანის განცხადებას, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მუსერიძე "პროფილის" გუნდმა დაითანხმა, რომ ბიოლოგიური მშობლები მოეძებნა.

მუსერიძე კი ამბობს, რომ სანამ გადაცემაში მივიდოდა, მანამდე დაწყებული ჰქონდა მშობლების ძებნა და "პროფილში" უბრალოდ ისტორიის მოსაყოლად მივიდა.

"ის, რომ მე მეგრელი ვიყავი, თავიდანვე ვიცოდი. ეს ყველგან მოვყევი "პროფილშიც", "ნანუკას შოუშიც" გია ჯაჯანიძესთანაც და ყველა გადაცემაში.. მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა, არავინ დამხმარებია მშობლების მოძიებაში. არ დამეხმარნენ იმიტომ კი არა, რომ ხელი მკრეს, ვერ დამეხმარნენ.

სამი წლის წინ, ჩემს ბიძაშვილს, ნიას რომ არ გაეკეთებინა ტესტი, მე ჩემს ნათესავებს ვერ ვიპოვიდი. ვერც ერთი ადამიანი მე ვერ დამეხმარა, რა პირველწყარო, რას ლაპარაკობთ?! რა სისულელეა.

მე ჩემი მშობლების ძიება დავიწყე ბევრად ადრე, ვიდრე "პროფილში" მივიდოდი, უბრალოდ, საჯაროდ ამის გახმაურება არ მინდოდა. პროფილის პროდიუსერი ჩემი შვილის ნათლია იყო, იცოდა ეს ყველაფერი და მთხოვა ძალიან, რომ მივსულიყავი და ეს ისტორია მომეყოლა. მე არ დამხმარებია არავინ. ბევრად უფრო ადრე დავიწყე მშობლების ძიება, უბრალოდ "პროფილში" მოვყევი, რომ დამხმარებოდნენ ისტორიის გავრცელებაში. მაგრამ ვერავინ დამეხმარა, ვერანაირ კვალზე ვერ გავედი ამდენი წლის განმავლობაში. მე რომ მივედი 2017 წელს "პროფილში" ვთქვი, რომ მეგრელი ვარ-თქო. რას ჰქვია სამეგრელოს კვალზე გამიყვანეს? სამეგრელოს კვალზე თავიდანვე ვიდექი" - ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეოში, რითაც მაია ასათიანს მიერ "ნანუკას შოუში" გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

რა თქვა მაია ასათიანმა "ნანუკას შოუში"?

"თამუნა "პროფილში" რამდენჯერმე იყო სტუმრად. მას გადაწყვეტილიც არ ჰქონდა, რომ ბიოლოგიური მშობლები მოეძებნა. ერთი კვირა ვთხოვდით, რომ მოეძებნა მშობლები, რადგან ის იყო ცნობილი ადამიანი და მისი მაგალითი ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. დავითანხმეთ და დავიწყეთ ძებნა. სოფო ოჩხიკიძე ხელმძღვანელობა ამ ამბავს. როცა ძებნაში "პროფილის" ჟურნალისტი გეხმარება, ერთხელ მაინც სადმე თქვი ეს. სოფოსი იყო სამეგრელოს კვალიც. ერთი გული მაინც გაეგზავნა მისთვის. ახლა უკვე გვიანია. თამუნამ კარგად გააგრძელა ჩვენი საქმე, მაგრამ თქმა იმის, რომ ჩვილების ყიდვა-გაყიდვის საქმე მან აღმოაჩინა, ცოტა უხერხულია.

როდესაც ამხელა ასპარეზზე ასეთ აღიარებას მიაღწევ, ერთხელ ხომ შეიძლება თქვა, რომ შენ სხვა ჟურნალისტების საქმე გააგრძელე, განავითარე...

შექმენი გვერდი, სადაც ადამიანები ერთმანეთს პოულობენ. ძალიან კარგი პლატფორმაა, არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსე, ეს მისასალმებელია, მაგრამ თქვა, რომ ეს თემა შენ აღმოაჩინე, ეს გამოძიება შენ ჩაატარე – არასწორია, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან სხვებისთვის უცნობი ჟურნალისტები, რომლებიც წლების მანძილზე ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ".

წაიკითხეთ ასევე: