სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა... მამა იყო ცოლიანი, ჰყავდა ორი შვილი, დედა არ იყო გათხოვილი“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური დედის შესახებ (ვიდეო)
“დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა... მამა იყო ცოლიანი, ჰყავდა ორი შვილი, დედა არ იყო გათხოვილი“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური დედის შესახებ (ვიდეო)

ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. მუ­სე­რი­ძე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ამ­ბობს, რომ ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მა­მამ შვი­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არ იცო­და, ხოლო ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი არ აქვს.

  • "p.s. რად­გან ბევ­რი კი­თხვა გაჩ­ნდა, პოსტს ჩა­ვას­წო­რებ და რო­მე­ლი­მე სა­ი­ტი თუ გა­ა­ზი­ა­რებთ, გთხოვთ სა­თა­უ­რი­ა­ნად გა­ა­ზი­ა­რეთ. მა­მამ არა­თუ ჩემი არ­სე­ბო­ბა, არა­მედ ორ­სუ­ლო­ბაც კი არ იცო­და" ,- ასა­თა­უ­რებს მუ­სე­რი­ძე ვი­დე­ოს, სა­დაც ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა.

“ის­ტო­რია არის ასე­თი - მე არ ვარ მო­პა­რუ­ლი ბავ­შვი. ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად, ვერ ვი­ტყვი იმას, რომ მე მო­მი­პა­რეს სამ­შო­ბი­ა­რო­დან. მე რომ ვთქვა, რომ ვარ მო­პა­რუ­ლი ბავ­შვი, სი­მარ­თლე გას­კდე­ბა და მერე იმ დე­დებს არ და­უ­ჯე­რე­ბენ, ვი­საც ბავ­შვე­ბი მარ­თლა მოჰ­პა­რეს. ამ­დენ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის­თვის, ნა­მუ­სის მო­საწ­მენ­დად ვერ გავ­წი­რავ.

გა­მაშ­ვი­ლეს, მამა იყო ცო­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც ჰყავ­და ორი შვი­ლი, დედა არ იყო გა­თხო­ვი­ლი, იყო 21 წლის და ნუ მოხდა... მეს­მის მა­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ოჯა­ხის გან­ცდე­ბი, იმი­ტომ რომ 80-იან წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვის უმა­მოდ გა­ჩე­ნა იყო ოჯა­ხის­თვის ტრა­გე­დი­ის ტოლ­ფა­სი. ყვე­ლამ იცის ეს და ამი­ტო­მაც ამის მიმ­ღებ­ლო­ბა მაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად.

  • დე­დას­თან შეხ­ვედ­რის ვი­დეო ვერ დავ­დე, იმი­ტომ რომ არ სურს გა­მო­ჩე­ნა. მას აქვს სიმ­სივ­ნე, მძი­მე ფორ­მებ­ში. დე­დას არ სურს ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რას ვი­ზამთ, ყვე­ლას არ შე­იძ­ლე­ბა უნ­დო­დე და მოს­წონ­დე. ნუ, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც არ უნ­დი­ხარ და არ მოს­წონ­ხარ... არ უნდა გა­მო­ჩე­ნა და არც ჩემ­თან კონ­ტაქ­ტი.

ღმერ­თია მოწ­მე და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც თა­ვი­დან­ვე სი­მარ­თლე იცო­და, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე კბი­ლე­ბით მო­მე­ტა­ნა აქამ­დე ეს ამ­ბა­ვი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, რომ არ გა­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ფაქ­ტი არის ეს!

ძა­ლი­ან გთხოვთ, არ და­წე­როთ უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი არა­ვის მი­მართ, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. ზე­გი­დან და­ვი­წყებ ას­მა­გად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას, ვინც ეძებს სა­კუ­თარ შვილს.

სამ­ჯერ ვე­სა­უბ­რე სულ ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ მშო­ბელს და უკვე მე­სა­მედ, გა­თე­ნე­ბამ­დე პეტ­რე­სა­ვით თქვა ჩემ­ზე უარი," - ამ­ბობს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში.

  • ჟურ­ნა­ლის­ტმა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი რვაწ­ლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვა. მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა ცნო­ბი­ლი მეგ­რე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი გურ­გენ ხო­რა­ვაა.

გურ­გენ ხო­რა­ვა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია, ის ცეკ­ვავ­და „სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში", არის ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის სა­ხალ­ხო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ "ფე­ნიქ­სის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფი.

ჟურ­ნა­ლის­ტმა 31 წლის ასაკ­ში გა­ი­გო, იმის შე­სა­ხებ, რომ ის “აყ­ვა­ნი­ლი“ იყო. მას შემ­დეგ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი-ბი-სის 2023 წლის ასი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ამ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა

მან 2017 წელს და­ა­ფუძნა "ფე­ის­ბუკ"-ჯგუ­ფი "ვე­ძებ" და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს აპოვ­ნი­ნა დედა, მამა, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი... თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-20 სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბობ­და ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კა, რის გა­მოც, ბევ­რი ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და უკა­ნო­ნოდ გა­აშ­ვი­ლეს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

“დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა... მამა იყო ცოლიანი, ჰყავდა ორი შვილი, დედა არ იყო გათხოვილი“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური დედის შესახებ (ვიდეო)

“დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა... მამა იყო ცოლიანი, ჰყავდა ორი შვილი, დედა არ იყო გათხოვილი“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური დედის შესახებ (ვიდეო)

ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მუსერიძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ბიოლოგიურმა მამამ შვილის არსებობის შესახებ არ იცოდა, ხოლო ბიოლოგიურ დედას მასთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს.

  • "p.s. რადგან ბევრი კითხვა გაჩნდა, პოსტს ჩავასწორებ და რომელიმე საიტი თუ გააზიარებთ, გთხოვთ სათაურიანად გააზიარეთ. მამამ არათუ ჩემი არსებობა, არამედ ორსულობაც კი არ იცოდა" ,- ასათაურებს მუსერიძე ვიდეოს, სადაც ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება.

“ისტორია არის ასეთი - მე არ ვარ მოპარული ბავშვი. ჩემი ცხოვრებისა და ისტორიის გადასარჩენად, ვერ ვიტყვი იმას, რომ მე მომიპარეს სამშობიაროდან. მე რომ ვთქვა, რომ ვარ მოპარული ბავშვი, სიმართლე გასკდება და მერე იმ დედებს არ დაუჯერებენ, ვისაც ბავშვები მართლა მოჰპარეს. ამდენ ადამიანს საკუთარი ისტორიისთვის, ნამუსის მოსაწმენდად ვერ გავწირავ.

გამაშვილეს, მამა იყო ცოლიანი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი, დედა არ იყო გათხოვილი, იყო 21 წლის და ნუ მოხდა... მესმის მაშინდელი მდგომარეობა, ოჯახის განცდები, იმიტომ რომ 80-იან წლებში, საქართველოში ბავშვის უმამოდ გაჩენა იყო ოჯახისთვის ტრაგედიის ტოლფასი. ყველამ იცის ეს და ამიტომაც ამის მიმღებლობა მაქვს აბსოლუტურად.

  • დედასთან შეხვედრის ვიდეო ვერ დავდე, იმიტომ რომ არ სურს გამოჩენა. მას აქვს სიმსივნე, მძიმე ფორმებში. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, რას ვიზამთ, ყველას არ შეიძლება უნდოდე და მოსწონდე. ნუ, არიან ადამიანები, ვისაც არ უნდიხარ და არ მოსწონხარ... არ უნდა გამოჩენა და არც ჩემთან კონტაქტი.

ღმერთია მოწმე და ყველა ის ადამიანი, ვინც თავიდანვე სიმართლე იცოდა, რომ მაქსიმალურად ვეცადე კბილებით მომეტანა აქამდე ეს ამბავი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ არ გამემჟღავნებინა, მაგრამ ფაქტი არის ეს!

ძალიან გთხოვთ, არ დაწეროთ უარყოფითი კომენტარები არავის მიმართ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ზეგიდან დავიწყებ ასმაგად იმ ადამიანების დახმარებას, ვინც ეძებს საკუთარ შვილს.

სამჯერ ვესაუბრე სულ ჩემს ბიოლოგიურ მშობელს და უკვე მესამედ, გათენებამდე პეტრესავით თქვა ჩემზე უარი," - ამბობს თამუნა მუსერიძე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

  • ჟურნალისტმა ბიოლოგიური მშობლები რვაწლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. მისი ბიოლოგიური მამა ცნობილი მეგრელი ქორეოგრაფი გურგენ ხორავაა.

გურგენ ხორავა ცნობილი ქართველი მსახიობი, მოცეკვავე და ქორეოგრაფია, ის ცეკვავდა „სუხიშვილებში", არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ფენიქსის" სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.

ჟურნალისტმა 31 წლის ასაკში გაიგო, იმის შესახებ, რომ ის “აყვანილი“ იყო. მას შემდეგ ბიოლოგიური მშობლების ძიება არ შეუწყვეტია.

თამუნა მუსერიძე ბი-ბი-სის 2023 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი ქალია, რომელიც ამ სიაში აღმოჩნდა

მან 2017 წელს დააფუძნა "ფეისბუკ"-ჯგუფი "ვეძებ" და ათეულობით ადამიანს აპოვნინა დედა, მამა, დედმამიშვილები, ნათესავები... თავისი ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში მან აღმოაჩინა, რომ საქართველოში მე-20 საუკუნიდან არსებობდა ჩვილებით ვაჭრობის მავნე პრაქტიკა, რის გამოც, ბევრი ბავშვი გარდაცვლილად გამოაცხადეს და უკანონოდ გააშვილეს.

რამდენიმე თვის წინ კი პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"