საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხვდებით 18-20 ოქტომბერს
თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხვდებით 18-20 ოქტომბერს

ტექ­ნო­ლო­გი­ურ სამ­ყა­რო­ში ჰა­კა­თო­ნე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა ელ­ვი­სე­ბუ­რად იზ­რდე­ბა, რად­გან ისი­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბი­სა და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ნე­ბის­მი­ე­რი მა­ღა­ლი დო­ნის ჰა­კა­თო­ნი არა მხო­ლოდ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტე­ბის შექ­მნის პრო­ცეს­ში ეხ­მა­რე­ბა მო­ნა­წი­ლე­ებს, არა­მედ დამ­წყე­ბი ტექ ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­საც უწყობს ხელს.

თი­ბი­სი, რო­მე­ლიც ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვეა, ამ­ჯე­რად ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის­თვის ჰა­კა­თონს, TechXplore-ს ატა­რებს, რო­მე­ლიც 18-20 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნის გამო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბი ად­გი­ლე­ბი უკვე შევ­სე­ბუ­ლია და რე­გის­ტრა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

ჰა­კა­თო­ნი ფი­ზი­კურ სივ­რცე­ში ჩა­ტარ­დე­ბა, სა­დაც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გუნ­დის წევ­რებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბას შეძ­ლებთ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მენ­ტო­რე­ბი გა­გი­წე­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ას.

TechXplore ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს - ეს მათ­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სა და ახ­ლე­ბუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის იდე­ა­ლუ­რი შან­სია.

ჰა­კა­თო­ნის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ინო­ვა­ცი­უ­რი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის მქო­ნე სა­ბან­კო ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტი უნდა შექ­მნან, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად ერ­გე­ბა და მის­თვის სა­ჭი­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბას ქმნის.

TechXplore-ის უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, რომ­ლე­ბიც ჰა­კა­თო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­დუსტრი­ის ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბას შეძ­ლე­ბენ.

და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია და­წე­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დოა, რო­მე­ლიც სამ გა­მარ­ჯვე­ბულ გუნდს გა­და­ე­ცე­მა. I ად­გი­ლი - 10,000 ლარს, II ად­გი­ლი - 6,000 ლარს, ხოლო, III ად­გი­ლი - 4,000 ლარს მი­ი­ღებს. ამის­თვის მი­ნი­მუმ 2, მაქ­სი­მუმ 4 მო­ნა­წი­ლით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი 40 გუნ­დი იბ­რძო­ლებს.

და­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბით. სა­ჭი­როა, რომ იდეა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი იყოს ვი­ზუ­ა­ლუ­რად, პრო­ტო­ტი­პის ან MVP-ის სა­ხით, რათა ჟი­უ­რის წევ­რებს შე­სა­ბა­მი­სი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნათ. 

ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმ იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ი­ტა­ნონ, შე­სა­ბა­მი­სად, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჰა­კა­თო­ნის დროს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და ცოდ­ნით და­ი­მუხ­ტე­ბი­ან, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, მო­მა­ვალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას კი­დევ უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ.

შევ­ხვდე­ბით 18-20 ოქ­ტომ­ბერს!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხვდებით 18-20 ოქტომბერს

თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხვდებით 18-20 ოქტომბერს

ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებისმიერი მაღალი დონის ჰაკათონი არა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნის პროცესში ეხმარება მონაწილეებს, არამედ დამწყები ტექ ენთუზიასტების განვითარებას და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

თიბისი, რომელიც ტექნოლოგიურ ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა, ამჯერად ინოვაციური იდეებისთვის ჰაკათონს, TechXplore-ს ატარებს, რომელიც 18-20 ოქტომბერს გაიმართება. მაღალი მოთხოვნის გამო ღონისძიებაზე დასასწრები ადგილები უკვე შევსებულია და რეგისტრაცია დასრულებულია.

ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება, სადაც დღის განმავლობაში გუნდის წევრებთან ერთად მუშაობას შეძლებთ, საჭიროების შემთხვევაში კი მენტორები გაგიწევენ კონსულტაციას.

TechXplore ტექნოლოგიების მოყვარულებს რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს - ეს მათთვის გაერთიანების, რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრისა და ახლებური გადაწყვეტილებების მიღების იდეალური შანსია.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი უნდა შექმნან, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას მაქსიმალურად ერგება და მისთვის საჭირო ღირებულებას ქმნის.

TechXplore-ის უნიკალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომლებიც ჰაკათონის განმავლობაში ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად მუშაობას შეძლებენ.

დამატებითი მოტივაცია დაწესებული ფულადი ჯილდოა, რომელიც სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. I ადგილი - 10,000 ლარს, II ადგილი - 6,000 ლარს, ხოლო, III ადგილი - 4,000 ლარს მიიღებს. ამისთვის მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილით დაკომპლექტებული 40 გუნდი იბრძოლებს.

დავალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილზე გაეცნობით. საჭიროა, რომ იდეა გაზიარებული იყოს ვიზუალურად, პროტოტიპის ან MVP-ის სახით, რათა ჟიურის წევრებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ. 

ასეთი ღონისძიებები იმ იდეების რეალიზებას ემსახურება, რომლებმაც შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანონ, შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჰაკათონის დროს მონაწილეები ახალი გამოცდილებითა და ცოდნით დაიმუხტებიან, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მომავალ პროექტებზე მუშაობისას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.

შევხვდებით 18-20 ოქტომბერს!

R