სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო სუხიშვილი - „საზოგადოება ივერიისას“ მიზნები ჩემს საქმიანობასთან სრულ თანხვედრაში მოდის, რადგან ორივე ეროვნულ საქმეს ვემსახურებით“
ნინო სუხიშვილი - „საზოგადოება ივერიისას“ მიზნები ჩემს საქმიანობასთან სრულ თანხვედრაში მოდის, რადგან ორივე ეროვნულ საქმეს ვემსახურებით“

1945 წელს ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა და ნინო რა­მიშ­ვილ­მა შექ­მნეს ოჯა­ხუ­რი წა­მო­წყე­ბა, რო­მე­ლიც დღეს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი და სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლია. ან­სამ­ბლმა პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი 1945 წლის 11 ივ­ნისს გა­ი­მარ­თა, 1948 წელს კი - პირ­ვე­ლად გას­ცდა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ზღვრებს. 1970 წელს მას „აკა­დე­მი­უ­რის“ სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი რე­კორდს რე­კორ­დზე ამ­ყა­რებ­დნენ და გა­უ­გო­ნარ პრე­ცე­დენ­ტებს ქმნიდ­ნენ. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი პირ­ვე­ლი და ამ დრომ­დე ერ­თა­დერ­თი ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლია, რო­მე­ლიც ლა-სკა­ლა­ში წარ­დგა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. 1967 წელს მი­ლა­ნის ამ პრეს­ტი­ჟულ დარ­ბაზ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი სხვა რა­მი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი — სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა ენ­რი­კო კა­რუ­ზოს რე­კორ­დი მოხ­სნეს, რად­გან კონ­ცერ­ტის შემ­დეგ სცე­ნა­ზე ფარ­და 14-ჯერ აი­წია.

ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქარ­თლი­დან იყო, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე გა­და­ცე­მუ­ლი ცეკ­ვე­ბი და­ა­მუ­შა­ვა და დიდ სცე­ნა­ზე გა­ი­ტა­ნა. ნინო რა­მიშ­ვი­ლი მა­ნამ­დე კლა­სი­კურ ბა­ლეტს ცეკ­ვავ­და. ახალ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ან­სამ­ბლში კი მათ სწო­რედ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, ფოლკ­ლო­რუ­ლი ცეკ­ვი­სა და ბა­ლე­ტის ელე­მენ­ტე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს.

„სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“ გახ­ლავთ ან­სამ­ბლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე­ებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და სწო­რედ ეს გახ­ლდა მისი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო. თუმ­ცა, ცეკ­ვა მხო­ლოდ ილე­თე­ბი არაა. სა­ნა­ხა­ო­ბის­თვის დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა კოს­ტი­უ­მებს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სუ­ხიშ­ვი­ლებ­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძე ზრუ­ნავ­და, დღეს კი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა ნინო სუ­ხიშ­ვილს აბა­რია. ნინო თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ლი­კოს ასის­ტენ­ტიც იყო. ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კით — ქარ­გვით, ფერ­წე­რით, აპ­ლი­კა­ცი­ით, მე­ტა­ლი­თა და ძვირ­ფა­სი ქვე­ბით — გა­ფორ­მე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბას უმალ იქ­ცე­ვენ.

ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი 2007 წლი­დან არის ან­სამ­ბლის დი­რექ­ტო­რი და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი. მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი პრო­ექ­ტი "რა­მიშ­ვი­ლე­ბი", რომ­ლის კოს­ტი­უ­მე­ბის შექ­მნა­შიც მან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლია ევ­რო­პის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის კო­ლექ­ცი­ებ­საც ამ­შვე­ნებს. დღეს ის ძმას­თან, ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­თან ერ­თად წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ან­სამ­ბლის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ის გახ­ლავთ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ქტი­ტორ­თა სა­თათ­ბი­როს წევ­რი. რა საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს ნინო, რო­გორც „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ წევ­რი, თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ყო­ფი­ლი­ყა­ვით „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ქტი­ტორ­თა სა­თათ­ბი­როს წევ­რი?

ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იყო, რო­დე­საც “სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას” ქტი­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. სა­ხე­ლო­ვა­ნი და პა­ტივ­სა­ცე­მი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის გვერ­დით დგო­მა და მათ­თან ერ­თად საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვა ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავ­და. „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ დიდ ეროვ­ნულ საქ­მეს აკე­თებს. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი გახ­ლდათ მა­ხ­ა­თას მთა­ზე ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­შიც მთე­ლი ერი გა­ერ­თი­ან­და. ეს იყო ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რომ „როცა ერ­თად ვართ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­დის ღვთის წყა­ლო­ბით“.

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნის­თვის ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­საა“ ახორ­ცი­ე­ლებს?

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის ივე­რი­ი­სას“ ყვე­ლა პრო­ექ­ტი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერთი მხრივ, ის ემ­სა­ხუ­რე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვას, მე­ო­რე მხრივ კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­აქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი. მისი მი­ზა­ნია, მოხ­დეს კე­თი­ლი საქ­მის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­ნახ­ვა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა, ჩვე­ნი ერის სუ­ლი­ერ აღ­ზრდა­ზე ზრუნ­ვა. ამა­ში კი ჩარ­თუ­ლი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლო­ბენ.

რო­გო­რია თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მიზ­ნე­ბის თან­ხვედ­რა?

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მიზ­ნე­ბი ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან სრულ თან­ხვედ­რა­ში მო­დის, რად­გან ორი­ვე ეროვ­ნულ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით. მე თავს პატ­რი­ოტ ადა­მი­ა­ნად ვთვლი, ჩემი საქ­მე ქვეყ­ნის და ერის სამ­სა­ხურ­ში დგო­მაა. ზუს­ტად ასე­ვე ვა­ფა­სებ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ საქ­მი­ა­ნო­ბას.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ ჩა­ერ­თო გე­ლა­თის გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს პრო­ექ­ტი?

გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გან­ძი და მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი არ­სე­ბობს, მაგ­რამ თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით გე­ლათს ცოტა თუ შე­ედ­რე­ბა. მისი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მორ­ჩე­ულ სა­სუ­ლი­ე­რო კე­რად იქცა.

აქ არის და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი მო­ნუ­მენ­ტუ­რი მხატ­ვრო­ბის უამ­რა­ვი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­ში, XII სა­უ­კუ­ნის მო­ზა­ი­კა კი - მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­დევ­რია. რო­დე­საც საქ­მე ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგ­ლე­ბის კონ­სერ­ვა­ცია-რეს­ტავ­რა­ცი­ას ეხე­ბა, სა­ჭი­როა მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის - კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის, რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას" პრო­ექ­ტე­ბის­თვის შე­მო­წი­რუ­ლე­ბის გა­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ბან­კის ან­გა­რიშ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­და­რი­ცხვით ან მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე 0901777777 და­რეკ­ვით. ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლა­რია.

გი­ზი­ა­რებთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს:

  • სს „ლი­ბერ­თი ბან­კი": LBRTGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE35LB0775555555555555
  • სს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“: BAGAGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბან­კი“: TBCBGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE96TB7005555555555555

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

ქართლის დედამ - მარიკა ლორთქიფანიძემ ბრძანა, რომ მახათამ უნდა აღადგინოს გელათის, გრემის, იყალთოს აკადემიების საქმიანობა, ხოლო ნინო სუხიშვილი დღევანდელ საქართველოში ერთერთი გამორჩეული მანდილოსანია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ნინო სუხიშვილი - „საზოგადოება ივერიისას“ მიზნები ჩემს საქმიანობასთან სრულ თანხვედრაში მოდის, რადგან ორივე ეროვნულ საქმეს ვემსახურებით“

ნინო სუხიშვილი - „საზოგადოება ივერიისას“ მიზნები ჩემს საქმიანობასთან სრულ თანხვედრაში მოდის, რადგან ორივე ეროვნულ საქმეს ვემსახურებით“

1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა შექმნეს ოჯახური წამოწყება, რომელიც დღეს ქართული კულტურის ნაწილი და სახელმწიფო ანსამბლია. ანსამბლმა პირველი კონცერტი 1945 წლის 11 ივნისს გაიმართა, 1948 წელს კი - პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს მას „აკადემიურის“ სტატუსი მიენიჭა. ქართველი მოცეკვავეები რეკორდს რეკორდზე ამყარებდნენ და გაუგონარ პრეცედენტებს ქმნიდნენ. სუხიშვილები პირველი და ამ დრომდე ერთადერთი ფოლკლორული ანსამბლია, რომელიც ლა-სკალაში წარდგა მაყურებლის წინაშე. 1967 წელს მილანის ამ პრესტიჟულ დარბაზში გამართული კონცერტი სხვა რამითაცაა გამორჩეული — სუხიშვილებმა ენრიკო კარუზოს რეკორდი მოხსნეს, რადგან კონცერტის შემდეგ სცენაზე ფარდა 14-ჯერ აიწია.

ილიკო სუხიშვილმა, რომელიც წარმოშობით ქართლიდან იყო, თაობიდან თაობამდე გადაცემული ცეკვები დაამუშავა და დიდ სცენაზე გაიტანა. ნინო რამიშვილი მანამდე კლასიკურ ბალეტს ცეკვავდა. ახალ ჩამოყალიბებულ ანსამბლში კი მათ სწორედ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, ფოლკლორული ცეკვისა და ბალეტის ელემენტები გააერთიანეს.

„სუხიშვილები“ გახლავთ ანსამბლი, რომელიც მუდმივად სიახლეებზეა ორიენტირებული და სწორედ ეს გახლდა მისი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო. თუმცა, ცეკვა მხოლოდ ილეთები არაა. სანახაობისთვის დიდი ყურადღება ექცევა კოსტიუმებს. ამ მიმართულებით სუხიშვილებზე თავდაპირველად სოლიკო ვირსალაძე ზრუნავდა, დღეს კი მოცეკვავეების ჩაცმულობა ნინო სუხიშვილს აბარია. ნინო თავდაპირველად სოლიკოს ასისტენტიც იყო. ნატურალური ქსოვილებითა და სხვადასხვა ტექნიკით — ქარგვით, ფერწერით, აპლიკაციით, მეტალითა და ძვირფასი ქვებით — გაფორმებული კოსტიუმები, რომლებიც მაყურებლის ყურადღებას უმალ იქცევენ.

ნინო სუხიშვილი 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი. მისი თანამონაწილეობით განხორციელდა ყველასთვის კარგად ნაცნობი პროექტი "რამიშვილები", რომლის კოსტიუმების შექმნაშიც მან დიდი წვლილი შეიტანა. მისი ნამუშევრები გამოფენილია ევროპის არაერთ ქვეყანაში და კერძო კოლექციონერების კოლექციებსაც ამშვენებს. დღეს ის ძმასთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად წარმატებით აგრძელებს დასის ხელმძღვანელობას.

ნინო სუხიშვილი ანსამბლის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში. ის გახლავთ „საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა სათათბიროს წევრი. რა საქმიანობას ახორციელებს ნინო, როგორც „საზოგადოება ივერიისას“ წევრი, თავად მოგვიყვება.

რატომ გადაწყვიტეთ ყოფილიყავით „საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა სათათბიროს წევრი?

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, როდესაც “საზოგადოება ივერიისას” ქტიტორთა საბჭოს წევრობა შემომთავაზეს. სახელოვანი და პატივსაცემი თანამემამულეების გვერდით დგომა და მათთან ერთად საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. „საზოგადოება ივერიისა“ დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებს. ჩვენი პირველი პროექტი გახლდათ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც მთელი ერი გაერთიანდა. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ „როცა ერთად ვართ, ყველაფერი გამოდის ღვთის წყალობით“.

რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ის პროექტები, რომლებსაც „საზოგადოება ივერიისაა“ ახორციელებს?

„საზოგადოების ივერიისას“ ყველა პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ის ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, მეორე მხრივ კი, საზოგადოებამდე მიაქვს ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მისი მიზანია, მოხდეს კეთილი საქმის გარშემო გაერთიანება, კულტურული მემკვიდრეობის შენახვა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ჩვენი ერის სულიერ აღზრდაზე ზრუნვა. ამაში კი ჩართული არიან ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოების დიდი პატივისცემით სარგებლობენ.

როგორია თქვენი საქმიანობისა და „საზოგადოება ივერიისას“ მიზნების თანხვედრა?

„საზოგადოება ივერიისას“ მიზნები ჩემს საქმიანობასთან სრულ თანხვედრაში მოდის, რადგან ორივე ეროვნულ საქმეს ვემსახურებით. მე თავს პატრიოტ ადამიანად ვთვლი, ჩემი საქმე ქვეყნის და ერის სამსახურში დგომაა. ზუსტად ასევე ვაფასებ „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობას.

„საზოგადოება ივერიისა“ ჩაერთო გელათის გადარჩენის საქმეში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი?

გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული განძი და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. მართალია, საქართველოში უამრავი სამონასტრო კომპლექსი არსებობს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით გელათს ცოტა თუ შეედრება. მისი მრავალფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, გამორჩეულ სასულიერო კერად იქცა.

აქ არის დაცული ქართული მონუმენტური მხატვრობის უამრავი შესანიშნავი ნიმუში, XII საუკუნის მოზაიკა კი - მსოფლიო მნიშვნელობის შედევრია. როდესაც საქმე ისეთი მნიშვნელობის ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციას ეხება, საჭიროა მცოდნე ადამიანების - კომპეტენტური ჯგუფების, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა.

"საზოგადოება ივერიისას" პროექტებისთვის შემოწირულების გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.

გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:

  • სს „ლიბერთი ბანკი": LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE35LB0775555555555555
  • სს „საქართველოს ბანკი“: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბანკი“: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE96TB7005555555555555

R