მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინდოეთის ტიტანიკი" და დავიწყებული ტრაგედია - როგორ ჩაიძირა გემი მილიონობით განძითა და ასობით ადამიანით: ჩაძირვის ადგილას 60 ტონა ვერცხლის ზოდები იპოვეს
"ინდოეთის ტიტანიკი" და დავიწყებული ტრაგედია - როგორ ჩაიძირა გემი მილიონობით განძითა და ასობით ადამიანით: ჩაძირვის ადგილას 60 ტონა ვერცხლის ზოდები იპოვეს

"ინ­დო­ე­თის ტი­ტა­ნი­კი" - ასე უწო­დე­ბენ საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერს, რო­მე­ლიც ძვირ­ფას ტვირთთან ერ­თად 1942 წლის 20 ნო­ემ­ბერს ია­პო­ნურ­მა წყალ­ქვე­შა ნავ­მა ჩა­ძი­რა.

ძვირ­ფა­სი ტვირ­თი ჩა­ძირ­ვი­დან 75 წლის შემ­დეგ ამო­ი­ღეს.

გემ­ზე, რო­მე­ლიც ინ­დო­ე­თი­დან სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა, 958 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის იყო 732 მგზავ­რი. ორ­თქლის გემი სავ­სე იყო 6,000 ტონა ტვირ­თით, რო­მე­ლიც 60 ტონა ვერ­ცხლის ზო­დებ­საც მო­ი­ცავ­და.

გემს მხო­ლოდ ცხრა სა­მაშ­ვე­ლო ნავი ჰქონ­და და რო­დე­საც მას ია­პო­ნი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის წყალ­ქვე­შა ნავ­მა ორი ტორ­პე­დო ეს­რო­ლა 23 ნო­ემ­ბრის ად­რე­ულ სა­ა­თებ­ში, SS Tilawa ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე, სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი­დან 930 მი­ლის და­შო­რე­ბით, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, თა­ვის ტვირთთან ერ­თად ჩა­ი­ძი­რა.

  • ტრა­გე­დი­ამ 280 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა,

"ინ­დო­ე­თის ტი­ტა­ნი­კის" ჩა­ძი­რულ განძს ყუ­რა­დღე­ბა 2014 წელს მი­ექ­ცა. იმ წელს ბრი­ტა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­ხე­ლად Argentum Exploration Ltd.-მ ნამ­სხვრე­ვე­ბის მო­სა­ძებ­ნად და ტე­რი­ტო­რი­ის შე­სას­წავ­ლად სა­ძი­ე­ბო მი­სია წა­მო­ი­წყო.

გემი და­ახ­ლო­ე­ბით 4,500 მეტ­რის სიღ­რმე­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

სამი წლის შემ­დეგ, Argentum-მა წარ­მა­ტე­ბით ამო­ი­ღო 2,391-დან 2,364 ერ­თე­უ­ლამ­დე ვერ­ცხლის ზოდი.

  • ძვირ­ფა­სი ტვირ­თი გე­მის ოპი­უ­მის ოთახ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

შემ­დეგ ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც Argentum-მა სა­ზღვაო სა­მარ­თლის თა­ნახ­მად თა­ვის სა­კუთ­რე­ბად გა­მო­ა­ცხა­და და სამ­ხრეთ აფ­რი­კის­გან ამო­ღე­ბის­თვის თან­ხის გა­დახ­და მო­ი­თხო­ვა.

თუმ­ცა, სამ­ხრეთ აფ­რი­კამ ეს მო­თხოვ­ნე­ბი უარ­ყო და სა­კი­თხი უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და, რო­მელ­მაც მა­ის­ში და­ად­გი­ნა, რომ $43 მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ვერ­ცხლი სამ­ხრეთ აფ­რი­კას ეკუთ­ვნო­და.

გა­დარ­ჩე­ნილ­თა მო­გო­ნე­ბე­ბი

კა­ტას­ტრო­ფას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ტრა­გე­დი­ის დღეს იხ­სე­ნე­ბენ. BBC-ის­თან სა­უ­ბარ­ში ალ­ვინდ ჯა­ნიმ, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის დღეს სამი წლის იყო, დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა დე­და­მი­სის გმი­რუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ის დახ­რჩო­ბის­გან გა­და­ერ­ჩი­ნა.

  • "წა­მიყ­ვა­ნა და ზურ­გზე შა­ლით მი­მი­მაგ­რა, რათა ხე­ლე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი ჰქო­ნო­და და შემ­დეგ ნელ-ნელა თო­კით ჩა­ვი­და სა­მაშ­ვე­ლო ნავ­ში, ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 ადა­მი­ანს უშ­ვებ­დნენ. ნავ­ში რამ­დე­ნი­მე ორ­ცხო­ბი­ლა და წყა­ლი იყო", - ჰყვე­ბა ჯანი.

კი­დევ ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი, ტეჯ პრა­კა­ში, რო­მე­ლიც მა­შინ ცხრა წლის იყო, იხ­სე­ნებს, რო­გორ ივ­სე­ბო­და გემი წყლით.

"გა­ვი­გო­ნე, რო­გორ მე­ძახ­და მა­მა­ჩე­მი და შემ­დეგ ვიგ­რძე­ნი, რომ წყა­ლი ყველ­გან იყო. მან თქვა “მო­მე­ცი ხელი”, ამიყ­ვა­ნა და სა­მაშ­ვე­ლო ნავ­ში წა­მიყ­ვა­ნა", - იხ­სე­ნებს ქალი.

ნაც­ვლად იმი­სა, რომ უსაფრ­თხოდ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო თა­ვის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, თა­ვი­სი ძმე­ბის მო­სა­ძებ­ნად უკან დაბ­რუნ­და. სწო­რედ მა­შინ გემს კვლავ და­არ­ტყა ია­პო­ნურ­მა წყალ­ქვე­შა ნავ­მა.

  • "და­ვი­ნა­ხე, რომ ხალ­ხი ყვი­რო­და. ტი­რო­და, გე­მის­კენ ავი­ხე­დე, მა­მა­ჩემს ვე­ლო­დე­ბო­დი. სავ­სე მთვა­რე იყო, რო­დე­საც დიდი აფეთ­ქე­ბის მსგავ­სი ხმა გა­ვი­გეთ, შავი კვამ­ლი და­ვი­ნა­ხე და გემი ჩა­ი­ძი­რა."

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ინდოეთის ტიტანიკი" და დავიწყებული ტრაგედია - როგორ ჩაიძირა გემი მილიონობით განძითა და ასობით ადამიანით: ჩაძირვის ადგილას 60 ტონა ვერცხლის ზოდები იპოვეს

"ინდოეთის ტიტანიკი" და დავიწყებული ტრაგედია - როგორ ჩაიძირა გემი მილიონობით განძითა და ასობით ადამიანით: ჩაძირვის ადგილას 60 ტონა ვერცხლის ზოდები იპოვეს

"ინდოეთის ტიტანიკი" - ასე უწოდებენ საკრუიზო ლაინერს, რომელიც ძვირფას ტვირთთან ერთად 1942 წლის 20 ნოემბერს იაპონურმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა.

ძვირფასი ტვირთი ჩაძირვიდან 75 წლის შემდეგ ამოიღეს.

გემზე, რომელიც ინდოეთიდან სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, 958 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო 732 მგზავრი. ორთქლის გემი სავსე იყო 6,000 ტონა ტვირთით, რომელიც 60 ტონა ვერცხლის ზოდებსაც მოიცავდა.

გემს მხოლოდ ცხრა სამაშველო ნავი ჰქონდა და როდესაც მას იაპონიის საიმპერატორო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავმა ორი ტორპედო ესროლა 23 ნოემბრის ადრეულ საათებში, SS Tilawa ინდოეთის ოკეანის ფსკერზე, სეიშელის კუნძულებიდან 930 მილის დაშორებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, თავის ტვირთთან ერთად ჩაიძირა.

  • ტრაგედიამ 280 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,

"ინდოეთის ტიტანიკის" ჩაძირულ განძს ყურადღება 2014 წელს მიექცა. იმ წელს ბრიტანულმა კომპანიამ სახელად Argentum Exploration Ltd.-მ ნამსხვრევების მოსაძებნად და ტერიტორიის შესასწავლად საძიებო მისია წამოიწყო.

გემი დაახლოებით 4,500 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

სამი წლის შემდეგ, Argentum-მა წარმატებით ამოიღო 2,391-დან 2,364 ერთეულამდე ვერცხლის ზოდი.

  • ძვირფასი ტვირთი გემის ოპიუმის ოთახში აღმოაჩინეს.

შემდეგ ის გაერთიანებულ სამეფოში გადაიტანეს, სადაც Argentum-მა საზღვაო სამართლის თანახმად თავის საკუთრებად გამოაცხადა და სამხრეთ აფრიკისგან ამოღებისთვის თანხის გადახდა მოითხოვა.

თუმცა, სამხრეთ აფრიკამ ეს მოთხოვნები უარყო და საკითხი უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც მაისში დაადგინა, რომ $43 მილიონის ღირებულების ვერცხლი სამხრეთ აფრიკას ეკუთვნოდა.

გადარჩენილთა მოგონებები

კატასტროფას გადარჩენილი ადამიანები ტრაგედიის დღეს იხსენებენ. BBC-ისთან საუბარში ალვინდ ჯანიმ, რომელიც შემთხვევის დღეს სამი წლის იყო, დეტალურად აღწერა დედამისის გმირული ძალისხმევა, რომ ის დახრჩობისგან გადაერჩინა.

  • "წამიყვანა და ზურგზე შალით მიმიმაგრა, რათა ხელები თავისუფალი ჰქონოდა და შემდეგ ნელ-ნელა თოკით ჩავიდა სამაშველო ნავში, ისინი დაახლოებით 15-20 ადამიანს უშვებდნენ. ნავში რამდენიმე ორცხობილა და წყალი იყო", - ჰყვება ჯანი.

კიდევ ერთი გადარჩენილი, ტეჯ პრაკაში, რომელიც მაშინ ცხრა წლის იყო, იხსენებს, როგორ ივსებოდა გემი წყლით.

"გავიგონე, როგორ მეძახდა მამაჩემი და შემდეგ ვიგრძენი, რომ წყალი ყველგან იყო. მან თქვა “მომეცი ხელი”, ამიყვანა და სამაშველო ნავში წამიყვანა", - იხსენებს ქალი.

ნაცვლად იმისა, რომ უსაფრთხოდ დარჩენილიყო თავის ქალიშვილთან ერთად, თავისი ძმების მოსაძებნად უკან დაბრუნდა. სწორედ მაშინ გემს კვლავ დაარტყა იაპონურმა წყალქვეშა ნავმა.

  • "დავინახე, რომ ხალხი ყვიროდა. ტიროდა, გემისკენ ავიხედე, მამაჩემს ველოდებოდი. სავსე მთვარე იყო, როდესაც დიდი აფეთქების მსგავსი ხმა გავიგეთ, შავი კვამლი დავინახე და გემი ჩაიძირა."

წყარო