სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა“ - რა განცხადებას ავრცელებს “ქართული ოცნება“
“გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა“ - რა განცხადებას ავრცელებს “ქართული ოცნება“

პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ “გა­მა­ოგ­ნე­ბელ ტყუ­ილს“ უწო­დებს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ზუგ­დიდ­ში, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სცე­ნის კონ­სტრუქ­ცი­ის დაშ­ლი­სას ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებს მო­უ­წო­დებს, “და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ასა­ხონ თა­ვი­ანთ ან­გა­რი­შებ­ში გი­ორ­გი მუმ­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია“.

“გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი მუმ­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გა­მა­ოგ­ნე­ბელ ტყუ­ილს, თით­ქოს ზუგ­დიდ­ში, სცე­ნის კონ­სტრუქ­ცი­ის დაშ­ლი­სას ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ნაც, ამ სა­მარ­ცხვი­ნო და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ტყუ­ი­ლის მი­ზა­ნი პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბის მცდე­ლო­ბაა. იმ­დე­ნად არის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ზუგ­დიდ­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შთამ­ბეჭ­და­ვი შეხ­ვედ­რით, რომ მსგავ­სი ბინ­ძუ­რი მე­თო­დით ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას. გარ­და იმი­სა, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტყუ­ი­ლი არის ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცია, ჩვენ ამ სიც­რუ­ეს გან­ვი­ხი­ლავთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბად. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ასა­ხონ თა­ვი­ანთ ან­გა­რი­შებ­ში მუმ­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია“, - ნათ­ქვა­მია პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გი­ორ­გი მუმ­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: “გუ­შინ, ზუგ­დიდ­ში, ბი­ძი­ნას აკ­ვა­რი­უ­მის დაშ­ლი­სას ბიჭი გად­მო­ვარ­და სი­მაღ­ლი­დან და გარ­და­იც­ვა­ლა. ბი­ძი­ნა რუსს მო­აქვს სიკ­ვდი­ლი და უბე­დუ­რე­ბა. 26 ოქ­ტომ­ბერს უნდა მო­ვი­შო­როთ ეს ბო­რო­ტე­ბა!“, - წერს მუმ­ლა­ძე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი “ფე­ის­ბუქ­ში“ ამ ეტაპ­ზე აღარ იძებ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა“ - რა განცხადებას ავრცელებს “ქართული ოცნება“

“გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა“ - რა განცხადებას ავრცელებს “ქართული ოცნება“

პარტია “ქართული ოცნება“ “გამაოგნებელ ტყუილს“ უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

მმართველი პარტიის პრესსამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, “დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია“.

“გვსურს გამოვეხმაუროთ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა. იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, “ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია“, - ნათქვამია პარტია “ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი მუმლაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: “გუშინ, ზუგდიდში, ბიძინას აკვარიუმის დაშლისას ბიჭი გადმოვარდა სიმაღლიდან და გარდაიცვალა. ბიძინა რუსს მოაქვს სიკვდილი და უბედურება. 26 ოქტომბერს უნდა მოვიშოროთ ეს ბოროტება!“, - წერს მუმლაძე.

აღნიშნული პოსტი “ფეისბუქში“ ამ ეტაპზე აღარ იძებნება.