პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ევროპაში მომავალი სასწორზე დევს... გადამწყვეტი მომენტი ქართველებისთვის” - რას წერს BBC - ი საქართველოზე?
“ევროპაში მომავალი სასწორზე დევს... გადამწყვეტი მომენტი ქართველებისთვის” - რას წერს BBC - ი საქართველოზე?

BBC - ი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­სა და მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებს სტა­ტი­ას უძღვნის. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის თარ­გმანს:

"აირ­ჩი­ეთ მშვი­დო­ბა და არა ომი" - ეს არის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან", პარ­ტი­ის­გან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია.

26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლე­ბის გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩე­ვა­ნის წინ, რუ­სე­თის ომი უკ­რა­ი­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში.

ბილ­ბორ­დებ­ზე და­ბომ­ბი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი, გა­დამ­წვა­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და სას­კო­ლო საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი და ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბი­ან ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­თან არის შე­და­რე­ბუ­ლი.

ნა­გუ­ლის­ხმე­ვია, რომ ოპო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნის მსგავს ომში ჩა­ით­რევს, ხოლო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მშვი­დო­ბის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა.

ეს მძლავ­რი გზავ­ნი­ლია 3.7 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც რუ­სეთს ესა­ზღვრე­ბა და 2008 წელს მე­ზო­ბელ­თან მოკ­ლე, მაგ­რამ და­მან­გრე­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­და­ი­ტა­ნა.

ქვეყ­ნის ოპო­ზი­ცი­ის თქმით, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში რამ­დე­ნი­მე პრო­და­სავ­ლუ­რი კო­ა­ლი­ცი­ი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ნამ­დვი­ლი საფრ­თხე ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის ერთჯე­რად შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის და­კარ­გვაა.

სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ი­ღო, მაგ­რამ ევ­რო­კავ­შირ­მა გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კი­სა და 2024 წლის ივ­ნის­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­მა­თო "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნო­ნის გამო, გა­ყი­ნა.

ეს არის კა­ნო­ნი, რო­მელ­მაც გა­ზა­ფხულ­ზე ათი ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი დე­მონ­სტრან­ტი ქუ­ჩა­ში გა­მო­იყ­ვა­ნა. კა­ნო­ნი მო­ი­თხოვს, რომ მე­დია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ფი­ნანსდე­ბი­ან, და­რე­გის­ტრირ­დნენ, რო­გორც უცხო ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბით მოქ­მედ­ნი. დე­მონ­სტრან­ტე­ბი კა­ნონს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის საფრ­თხედ მი­იჩ­ნევ­დნენ

კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დი­სი­დენ­ტო­ბის ჩა­სახ­შო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან­მა ადა­მი­ან­მა, მი­ლი­არ­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის აკ­რძალ­ვის და­პი­რე­ბა გას­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ი­მარ­ჯვებს. სწო­რედ მან და­ა­არ­სა მმარ­თვე­ლი პარ­ტია და ამ­ჟა­მად მისი სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეა.

ის ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ ჯგუფს სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის სა­ხელ­წო­დე­ბით აერ­თი­ა­ნებს, რო­გორც კო­ლექ­ტი­ურ “ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”, ანუ ენმ-ს.

"დღეს, კო­ლექ­ტი­უ­რი ენმ, რო­მელ­საც სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან უჭე­რენ მხარს, ცდი­ლობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას არე­უ­ლო­ბის გზით და ქვეყ­ნის ომსა და ქა­ოს­ში ჩათ­რე­ვას", - უთხრა ივა­ნიშ­ვილ­მა მხარ­დამ­ჭე­რებს ბა­თუმ­ში 10 ოქ­ტომ­ბერს, - "ამას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მო­ე­ღოს ბოლო. ამი­ტო­მაც სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რომ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვოს".

ომის საფრ­თხე და სხვა "საფრ­თხე­ე­ბი" მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს პრო­სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ა­ში.

მათ შო­რი­საა იდეა, რომ ევ­რო­პას სურს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი გე­ე­ბად აქ­ცი­ოს ან რომ "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის" არ­მია ქვეყ­ნის აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ი­დან "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის" შეთ­ქმუ­ლე­ბის ნა­წი­ლია, რათა რე­ვო­ლუ­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბას შე­უ­წყოს ხელი.

ამ, ფო­ტო­ზე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი სცე­ნა­ზე გა­მო­სულ ნიკა გვა­რა­მი­ას უს­მენს, ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ი­დან "ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის", რო­მელ­საც უკა­ნა ფო­ნად ეკ­რა­ნებ­ზე ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი უნა­თებს.

"ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­შია", - ყვი­რის ის.

მისი კო­ა­ლი­ცია მიზ­ნად ისა­ხავს, მი­ი­ზი­დოს სა­ქარ­თვე­ლოს Z თა­ო­ბის ამომ­რჩევ­ლე­ბი - სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლიც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე გა­მო­ვი­და.

სცე­ნი­დან ჩა­მოს­ვლი­სას მან BBC-ს უთხრა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არ­სე­ბი­თად, რე­ფე­რენ­დუ­მია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე.

"არ არ­სე­ბობს რა­ი­მე საფრ­თხე მშვი­დო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში," - თქვა გვა­რა­მი­ამ, - "ეს რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა. ჩვე­ნი დღის წეს­რი­გის მთა­ვა­რი სა­კი­თხია, რო­გორ გა­დავ­რჩეთ. რო­გორ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო. ეს არის სა­კი­თხი - რუ­სე­თი თუ ევ­რო­პა."

ოპო­ზი­ცია იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვა­ლი კვი­რის კენ­ჭისყრა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას მო­იყ­ვანს და და­ას­რუ­ლებს იმას, რა­საც ისი­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" "ერ­თპარ­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბას" უწო­დე­ბენ.

თუმ­ცა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ გა­დამ­წყვეტ გა­მარ­ჯვე­ბას მო­ი­პო­ვებს.

"ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს მხარ­და­ჭე­რის რე­ი­ტინ­გში, ძი­რი­თა­დად ორი ფაქ­ტო­რის გამო. პირ­ვე­ლი არის ის, რომ გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. მე­ო­რე არის სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა ბოლო 3-4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ 7 ოქ­ტომ­ბერს, პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის წარ­დგე­ნი­სას.

კრი­ტი­კო­სე­ბი კი იმ ქარ­თვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დი­ან. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, 2023 წელს 243 000 ადა­მი­ა­ნი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და.

"თუ ეკო­ნო­მი­კა ასე სა­ოც­რად კარ­გად მუ­შა­ობს, რა­ტომ ტო­ვე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი ქვე­ყა­ნას?" - კი­თხუ­ლობს ზვი­ად აძინ­ბა­ია, ტაფტ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფლეტ­ჩე­რის სა­მარ­თლი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ის სკო­ლის უფ­რო­სი მკვლე­ვა­რი.

ოპო­ზი­ცია ჩი­ვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ მო­ა­წყო საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ.

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ გა­სულ თვეს გა­ნა­ცხა­და, რომ 42 ქვე­ყა­ნა­ში 60 სა­არ­ჩევ­ნო უბანს გახ­სნი­და.

ევ­რო­კავ­შირ­მა, აშშ-მ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ თა­ვი­ან­თი აზრი გა­მოთ­ქვეს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ა­ქა­ნებს ქვე­ყა­ნას - სა­უ­ბა­რია დე­მოკ­რა­ტი­ის უკუს­ვლა­სა და ნა­რა­ტი­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ რუ­სეთს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სამ­შა­ბათს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ ყო­ველ­წლი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დი­ა­ლო­გი გა­ყი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრი­ტა­ნელ­მა ელჩმა შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქმა დე­მოკ­რა­ტი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი მთავ­რო­ბის მხრი­დან ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კის გამო (ნახ­სე­ნე­ბია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ტერ­ვიუ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ელჩ გა­რეტ უორდთან - რედ).

კრემ­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ არ ერე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში და ამ­ბობს, რომ და­სავ­ლე­თი მთავ­რო­ბა­ზე ზე­წო­ლის მო­სახ­დე­ნად "უტი­ფარ მცდე­ლო­ბებს" მი­მარ­თავს.

თუმ­ცა, დიდი ქა­ლა­ქე­ბის მიღ­მა, ბევრ ქარ­თველს მა­ინ­ცდა­მა­ინც გე­ო­პო­ლი­ტი­კა არ აწუ­ხებს.

თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 66 წლის თა­მაზ ნე­ფა­რი­ძე და სხვე­ბი შუქ­რუ­თი­დან პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე გა­მო­დი­ოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ მათი სო­ფე­ლი ჭი­ა­თუ­რის ზე­მოთ გო­რაკ­ზე უზარ­მა­ზა­რი მი­წის­ქვე­შა მა­ღა­რო­ე­ბის ქსე­ლის გამო ინ­გრე­ო­და.

ისი­ნი თა­ვი­ანთ გა­ჭირ­ვე­ბა­ში სამ­თო კომ­პა­ნი­ა­სა და მთავ­რო­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

"ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი დავ­კარ­გე. არ მგო­ნია, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ამ ყვე­ლაფ­რის არ მჯე­რა", - ამ­ბობს ის".

წყა­რო

ავტორი:

“ევროპაში მომავალი სასწორზე დევს... გადამწყვეტი მომენტი ქართველებისთვის” - რას წერს BBC - ი საქართველოზე?

“ევროპაში მომავალი სასწორზე დევს... გადამწყვეტი მომენტი ქართველებისთვის” - რას წერს BBC - ი საქართველოზე?

BBC - ი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მომავალ არჩევნებს სტატიას უძღვნის. გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

"აირჩიეთ მშვიდობა და არა ომი" - ეს არის მთავარი გზავნილი "ქართული ოცნებისგან", პარტიისგან, რომელიც საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში ხელისუფლებაშია.

26 ოქტომბერს ქართველების გადამწყვეტი არჩევანის წინ, რუსეთის ომი უკრაინაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში.

ბილბორდებზე დაბომბილი უკრაინული ეკლესიები და საცურაო აუზები, გადამწვარი ავტობუსები და სასკოლო საკლასო ოთახებია ნაჩვენები და ისინი საქართველოს მშვიდობიან ცხოვრების ამსახველ ფოტოებთან არის შედარებული.

ნაგულისხმევია, რომ ოპოზიცია საქართველოს უკრაინის მსგავს ომში ჩაითრევს, ხოლო "ქართული ოცნება" მშვიდობის გარანტიას იძლევა.

ეს მძლავრი გზავნილია 3.7 მილიონი მოსახლეობის ქვეყანაში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და 2008 წელს მეზობელთან მოკლე, მაგრამ დამანგრეველი კონფლიქტი გადაიტანა.

ქვეყნის ოპოზიციის თქმით, რომელიც მომავალ არჩევნებში რამდენიმე პროდასავლური კოალიციითაა წარმოდგენილი, ნამდვილი საფრთხე ევროკავშირში გაწევრების ერთჯერად შესაძლებლობასთან ერთად, ქართული დემოკრატიის დაკარგვაა.

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, მაგრამ ევროკავშირმა გაწევრების პროცესი "ქართული ოცნების" მიერ გაძლიერებული ანტიდასავლური რიტორიკისა და 2024 წლის ივნისში მიღებული საკამათო "უცხოური გავლენის" კანონის გამო, გაყინა.

ეს არის კანონი, რომელმაც გაზაფხულზე ათი ათასობით ახალგაზრდა ქართველი დემონსტრანტი ქუჩაში გამოიყვანა. კანონი მოითხოვს, რომ მედია და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედნი. დემონსტრანტები კანონს ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის საფრთხედ მიიჩნევდნენ

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის რუსული კანონითაა შთაგონებული, რომელიც დისიდენტობის ჩასახშობად გამოიყენება.

საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური ჯგუფების აკრძალვის დაპირება გასცა იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. სწორედ მან დააარსა მმართველი პარტია და ამჟამად მისი საპატიო თავმჯდომარეა.

ის ყველა ოპოზიციურ ჯგუფს საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პარტიის სახელწოდებით აერთიანებს, როგორც კოლექტიურ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ანუ ენმ-ს.

"დღეს, კოლექტიური ენმ, რომელსაც საზღვარგარეთიდან უჭერენ მხარს, ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას არეულობის გზით და ქვეყნის ომსა და ქაოსში ჩათრევას", - უთხრა ივანიშვილმა მხარდამჭერებს ბათუმში 10 ოქტომბერს, - "ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო. ამიტომაც სჭირდება საქართველოს, რომ მმართველმა პარტიამ 26 ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს".

ომის საფრთხე და სხვა "საფრთხეები" მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პროსამთავრობო მედიაში.

მათ შორისაა იდეა, რომ ევროპას სურს ქართველი მამაკაცები გეებად აქციოს ან რომ "უცხოელი აგენტების" არმია ქვეყნის აქტიური სამოქალაქო საზოგადოებიდან და თავისუფალი მედიიდან "გლობალური ომის პარტიის" შეთქმულების ნაწილია, რათა რევოლუციის გაღვივებას შეუწყოს ხელი.

ამ, ფოტოზე დასავლეთ საქართველოს ქალაქ ქუთაისში რამდენიმე ასეული მხარდამჭერი სცენაზე გამოსულ ნიკა გვარამიას უსმენს, ოპოზიციური კოალიციიდან "ცვლილებებისთვის", რომელსაც უკანა ფონად ეკრანებზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები უნათებს.

"ჩვენი მომავალი ევროპაშია", - ყვირის ის.

მისი კოალიცია მიზნად ისახავს, მიიზიდოს საქართველოს Z თაობის ამომრჩევლები - სწორედ ის ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილიც "უცხოური გავლენის" კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე გამოვიდა.

სცენიდან ჩამოსვლისას მან BBC-ს უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნები არსებითად, რეფერენდუმია საქართველოს ევროპულ მომავალზე.

"არ არსებობს რაიმე საფრთხე მშვიდობისთვის საქართველოში," - თქვა გვარამიამ, - "ეს რუსული პროპაგანდაა. ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხია, როგორ გადავრჩეთ. როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. ეს არის საკითხი - რუსეთი თუ ევროპა."

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მომავალი კვირის კენჭისყრა საქართველოში პირველ კოალიციურ მთავრობას მოიყვანს და დაასრულებს იმას, რასაც ისინი "ქართული ოცნების" "ერთპარტიულ მმართველობას" უწოდებენ.

თუმცა, "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დარწმუნებულია, რომ გადამწყვეტ გამარჯვებას მოიპოვებს.

"ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ მაქსიმუმს მხარდაჭერის რეიტინგში, ძირითადად ორი ფაქტორის გამო. პირველი არის ის, რომ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოფილია. მეორე არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 ოქტომბერს, პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენისას.

კრიტიკოსები კი იმ ქართველების რაოდენობაზე მიუთითებენ, რომლებიც სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს 243 000 ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

"თუ ეკონომიკა ასე საოცრად კარგად მუშაობს, რატომ ტოვებენ ქართველები ქვეყანას?" - კითხულობს ზვიად აძინბაია, ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უფროსი მკვლევარი.

ოპოზიცია ჩივის, რომ ხელისუფლებამ არ მოაწყო საკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნები საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასულ თვეს განაცხადა, რომ 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნიდა.

ევროკავშირმა, აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ თავიანთი აზრი გამოთქვეს იმ მიმართულების შესახებ, სადაც "ქართული ოცნება" მიაქანებს ქვეყანას - საუბარია დემოკრატიის უკუსვლასა და ნარატივებზე, რომლებიც მხოლოდ რუსეთს ემსახურება.

სამშაბათს გაერთიანებულმა სამეფომ ყოველწლიური უსაფრთხოების დიალოგი გაყინა საქართველოსთან, საქართველოში ბრიტანელმა ელჩმა შეშფოთება გამოთქმა დემოკრატიის დაქვეითებისა და ქართული მთავრობის მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის გამო (ნახსენებია "ინტერპრესნიუსის" ინტერვიუ გაერთიანებული სამეფოს ელჩ გარეტ უორდთან - რედ).

კრემლი ამტკიცებს, რომ არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და ამბობს, რომ დასავლეთი მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად "უტიფარ მცდელობებს" მიმართავს.

თუმცა, დიდი ქალაქების მიღმა, ბევრ ქართველს მაინცდამაინც გეოპოლიტიკა არ აწუხებს.

თვეების განმავლობაში, 66 წლის თამაზ ნეფარიძე და სხვები შუქრუთიდან პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებზე გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მათი სოფელი ჭიათურის ზემოთ გორაკზე უზარმაზარი მიწისქვეშა მაღაროების ქსელის გამო ინგრეოდა.

ისინი თავიანთ გაჭირვებაში სამთო კომპანიასა და მთავრობას ადანაშაულებდნენ.

"ყველანაირი მოლოდინი დავკარგე. არ მგონია, რომ ამ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, ამ ყველაფრის არ მჯერა", - ამბობს ის".

წყარო