ავტორი:

"ილოცეთ ანასთვის. ანა გადამირჩინეთ, დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში, ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან..." - ავტოავარიაში გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედა

"ილოცეთ ანასთვის. ანა გადამირჩინეთ, დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში, ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან..." - ავტოავარიაში გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი კოალიცია "ცვლილებებისთვის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილია, მძიმედ დაშავდა ელენს მეგობარი ანა ქართლელიშვილი.

  • ელენე მეგრელიშვილის დედა, ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემს ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ, ილოცეთ ანასთვის. ანა გადამირჩინეთ, დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში, ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან..." - წერს ნინო ერემაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ცნობისთვის, ანა ქართლელიშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - მას დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. წუხელ მისი თბილისის საავადმყოფოში გადმოყვანა იგეგმებოდა, თუმცა მედიკოსებმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცეს. გუშინ გოგონას მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.

ნახეთ ასევე: