პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს საქართველო ალბანეთს დაუპირისპირდება: მეტოქის მწვრთნელის კომენტარი მატჩის წინ და ქართველი ფეხბურთელების ფოტოები ვარჯიშიდან
დღეს საქართველო ალბანეთს დაუპირისპირდება: მეტოქის მწვრთნელის კომენტარი მატჩის წინ და ქართველი ფეხბურთელების ფოტოები  ვარჯიშიდან

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი "ერთა ლი­გის“ მე­ო­თხე ტუ­რის მატჩს ალ­ბა­ნე­თის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს. მატ­ჩი მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, გას­ვლით შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ალ­ბა­ნე­თის ნაკ­რე­ბი ან­გა­რი­შით - 0:1 და­ა­მარ­ცხა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, უე­ფას "ერთა ლი­გის“ B1 ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­ტო­ქე­ე­ბი ჩე­ხე­თის, ალ­ბა­ნე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ნაკ­რე­ბე­ბი არი­ან. ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს ამ დრო­ის­თვის, 6 ქულა აქვს. 6 ქულა აქვს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­საც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ალ­ბა­ნე­თის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ გა­უ­თა­ნაბრდა. 3-3 ქულა აქვს ალ­ბა­ნეთს და უკ­რა­ი­ნას.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ალ­ბა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა სილ­ვი­ნი­ომ ისა­უბ­რა:

"ჩვენს მე­ტო­ქეს ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ვერ და­ეხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლია და ეს მათ­თვის და­ნაკ­ლი­სია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ფი­ზი­კუ­რად და ტაქ­ტი­კუ­რად კარ­გი გუნ­დია, ტექ­ნი­კუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჰყავს, კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე თა­მა­ში ეხერ­ხე­ბათ.

უკან­და­სა­ხე­ვი გზა მოჭ­რი­ლი გვაქვს, რთუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის და­მარ­ცხე­ბა გვჭირ­დე­ბა. ჩე­ხე­თი­დან მგზავ­რო­ბას დიდი ხანი მო­ვუნ­დით და და­ვი­ღა­ლეთ. სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბას ხვალ და­ვა­სა­ხე­ლებ. ვინც არ უნდა გა­ვი­დეს მო­ე­დან­ზე, 100 კმ/სთ სიჩ­ქა­რით უნდა ირ­ბი­ნოს. ყვე­ლას 100%-ით ვენ­დო­ბი. ისე­თი ჯგუ­ფია, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და ყო­ველ ქუ­ლას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ, რე­ა­ლო­ბას უნდა შე­ვე­გუ­ოთ. ნე­ბის­მი­ე­რი წა­გე­ბა დაგ­ვა­შო­რებს მი­ზანს. დარ­ჩე­ნილ ორ შეხ­ვედ­რას ნო­ემ­ბერ­ში სახ­ლში ჩა­ვა­ტა­რებთ და გვინ­და, იმ დრო­ის­თვის უკე­თე­სი სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა გვქონ­დეს. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯე­ბით. სამი ქუ­ლის მო­პო­ვე­ბა გვჭირ­დე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა".

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის 14 ოქ­ტომ­ბერს, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, დიდი ეკ­რა­ნი და­მონ­ტაჟ­დე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო-ალ­ბა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბაც გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომბლე
10

Საქართველო ალბანეთი ვინ მოიგებს?

მოიგებს ის ვინც მეტოქის კარში ძლიერად დაარტყავს. თავის კარში კი არა...... 

... მეე ტოო ქიი სსს. !!!!!! ასე გვასწავლიდა ფონ ხუან ხოსანა. 

!!!
2

უფლის ნებით ბიჭებო თქვენი გამარჯვება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დღეს საქართველო ალბანეთს დაუპირისპირდება: მეტოქის მწვრთნელის კომენტარი მატჩის წინ და ქართველი ფეხბურთელების ფოტოები ვარჯიშიდან

დღეს საქართველო ალბანეთს დაუპირისპირდება: მეტოქის მწვრთნელის კომენტარი მატჩის წინ და ქართველი ფეხბურთელების ფოტოები  ვარჯიშიდან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით - 0:1 დაამარცხა.

როგორც ცნობილია, უეფას "ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს. 6 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც საქართველოს ნაკრებს ალბანეთის დამარცხების შემდეგ გაუთანაბრდა. 3-3 ქულა აქვს ალბანეთს და უკრაინას.

საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ ისაუბრა:

"ჩვენს მეტოქეს ქოჩორაშვილი ვერ დაეხმარება, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია და ეს მათთვის დანაკლისია, მაგრამ საქართველო ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგი გუნდია, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, კონტრშეტევაზე თამაში ეხერხებათ.

უკანდასახევი გზა მოჭრილი გვაქვს, რთული მოწინააღმდეგის დამარცხება გვჭირდება. ჩეხეთიდან მგზავრობას დიდი ხანი მოვუნდით და დავიღალეთ. სასტარტო შემადგენლობას ხვალ დავასახელებ. ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, 100 კმ/სთ სიჩქარით უნდა ირბინოს. ყველას 100%-ით ვენდობი. ისეთი ჯგუფია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყოველ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მძიმე სიტუაციაში ვართ, რეალობას უნდა შევეგუოთ. ნებისმიერი წაგება დაგვაშორებს მიზანს. დარჩენილ ორ შეხვედრას ნოემბერში სახლში ჩავატარებთ და გვინდა, იმ დროისთვის უკეთესი სატურნირო მდგომარეობა გვქონდეს. ამიტომ საქართველოსთან დაპირისპირებაში ბოლომდე დავიხარჯებით. სამი ქულის მოპოვება გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დასახული მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება".

ინფორმაციისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 14 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენებაც გაიმართება.

იხილეთ ასევე: