სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“როცა პირველად დავინახე 14 წლის იყო - ძალიან მორიდებული და წყნარი, მაგრამ მასში იგრძნობოდა სვანური ცეცხლი...“ - რას იხსენებს მარიამ ნაკანი მატილდა გვარლიანის შესახებ
“როცა პირველად დავინახე 14 წლის იყო - ძალიან მორიდებული და წყნარი, მაგრამ მასში იგრძნობოდა სვანური ცეცხლი...“ - რას იხსენებს მარიამ ნაკანი მატილდა გვარლიანის შესახებ

მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც Victoria Secret-ის შო­უ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ინ­ფორ­მა­ცია მა­ტილ­დას "ინ­სტაგ­რამ­გვერ­დი­დან" გახ­და ცნო­ბი­ლი.

სი­ახ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო Look Modéls Managemént -ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ნინო ცქი­ტიშ­ვილ­მაც. მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი სწო­რედ ამ სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­ად­გენს.

“3 კვი­რის წინ მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი Victoria Secret-მა შო­უ­ზე და­ამ­ტკი­ცა. ვი­ცო­დი, რომ ადრე თუ გვი­ან ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ივ­ლი­და VS-ის შო­უ­ზე და ისიც ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო­დან", - წერს ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ფოტო: მა­რი­ამ ნა­კა­ნი
  • მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნის პირ­ველ ნა­ბი­ჯებს იხ­სე­ნებს ფო­ტოგ­რა­ფი მა­რი­ამ ნა­კა­ნი, რო­მელ­მაც მო­დელს მენ­ტო­რო­ბა გა­უ­წია.

“სვა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა არ არის მარ­ტი­ვი, სწო­რედ იქ და­ი­ბა­და მა­ტილ­და.

სვა­ნე­თი - მი­წაა, სა­დაც მთე­ბი ცას ეხე­ბა და სული თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ის­წრაფ­ვის. სვა­ნე­ბი მტკი­ცე ხა­სი­ა­თით ცნო­ბილ­ნი არი­ან, თავ­გან­წირ­ვა და სი­მა­მა­ცე მათი სუ­ლის ნა­წი­ლია. სვა­ნე­ბი არას­დროს ნებ­დე­ბი­ან, მათ სის­ხლში აქვთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა.

მა­ტილ­და სვა­ნე­თი­დან ჩა­მო­ვი­და, იქი­დან, სა­ი­და­ნაც ჩემი ფეს­ვე­ბიც მო­დის...

ფოტო: მა­რი­ამ ნა­კა­ნი

როცა პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე 14 წლის იყო. მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში კი­ბე­ზე მჯდომ ხან­დაზ­მულ ბე­ბოს­თან ჩა­ი­ცუცქა და მო­წყა­ლე­ბა გა­უ­ღო... ამ ერ­თმა უბ­რა­ლო ჟეს­ტმა ყვე­ლა­ფე­რი მი­თხრა მის შე­სა­ხებ. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მის სი­ლა­მა­ზეს გა­რე­დან, მა­ტილ­და შიგ­ნი­და­ნაც ანა­თებ­და, მის თვა­ლებ­ში ნა­თე­ლი ბზი­ნავ­და. როცა ჩემ­თან სწავ­ლას შე­უდ­გა, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი და წყნა­რი იყო, მაგ­რამ მას­ში იგ­რძნო­ბო­და სვა­ნუ­რი ცე­ცხლი, რო­მელ­საც ჯერ არ ჰქონ­და შე­სა­ფე­რი­სი ას­პა­რე­ზი. მე მისი სიძ­ლი­ე­რე და­ვი­ნა­ხე და ვცდი­ლობ­დი, ეს ცე­ცხლი უფრო აენ­თო, რომ სი­მა­მა­ცე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მისი ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლად ექ­ცია.

ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა იპო­ვო სა­კუ­თა­რი გზა, რო­გორ უნდა და­იც­ვა შენი თავი და არ და­გე­კარ­გოს რწმე­ნა. ერთხელ, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩემ­თვის პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რი მო­ი­ტა­ნა. გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ის არა მხო­ლოდ ნი­ჭი­ე­რი მო­დე­ლი იყო, არა­მედ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს სიყ­ვა­რუ­ლით და სი­ნათ­ლით უცქერ­და.

მა­ტილ­დას­თვის არ იყო ად­ვი­ლი ამ დიდ მო­დის სამ­ყა­რო­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა. მე მისი მენ­ტო­რი გავ­ხდი, მას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი, ვას­წავ­ლი­დი, რო­გორ ემუ­შა­ვა კა­მე­რას­თან, რო­გორ და­ე­ჭი­რა თავი პო­დი­უმ­ზე, და ამა­ვე დროს ვცდი­ლობ­დი, არ და­ე­კარ­გა თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რე­ბა, რაც მას ასე გა­ნას­ხვა­ვებს სხვე­ბის­გან.

  • ახლა, როცა მა­ტილ­და Victoria’s Secret-ის პო­დი­უმ­ზე გა­მო­დის, ვგრძნობ, რომ ეს არა მხო­ლოდ მისი გა­მარ­ჯვე­ბაა. ეს იმ ყვე­ლა ქა­ლის გა­მარ­ჯვე­ბაა, ვინც ოდეს­მე ოც­ნე­ბობ­და გა­ბე­დულ ნა­ბიჯ­ზე, სა­კუ­თარ ძა­ლა­ში რწმე­ნა­ზე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

მა­ტილ­და, შენ მხო­ლოდ მო­დე­ლი არ ხარ. შენ სვა­ნუ­რი ცე­ცხლის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი ხარ - სიძ­ლი­ე­რის, რწმე­ნი­სა და იმე­დის სიმ­ბო­ლო.ყო­ველ­თვის გე­უბ­ნე­ბო­დი,რომ მსოფ­ლიო მწვერ­ვა­ლებს და­ი­პყრობ და წი­ნას­წარ ვხე­დავ­დი შენ­ში იმას, რაც ახლა რე­ა­ლო­ბად იქცა!

გი­ლო­ცავ ჩემო პა­ტა­რა-დიდო მე­გო­ბა­რო,“ - წერს მა­რი­ამ ნა­კა­ნი.

ფო­ტო­ე­ბი: მა­რი­ამ ნა­კა­ნი

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იასამანი
1

ძალიან ლამაზი, ორიგინალურია და ბუნებრივი

Მაკო
0

ისე მომწონს, ისე ვგულშემატკივროოობ! ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ულამაზეს გოგონას - პოდიუმისთვისაა დაბადებული, რაღაცნაირი ბრჭყვიალა ტიპია! დიდ წარმატებას გისურვებ, მატილდა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“როცა პირველად დავინახე 14 წლის იყო - ძალიან მორიდებული და წყნარი, მაგრამ მასში იგრძნობოდა სვანური ცეცხლი...“ - რას იხსენებს მარიამ ნაკანი მატილდა გვარლიანის შესახებ

“როცა პირველად დავინახე 14 წლის იყო - ძალიან მორიდებული და წყნარი, მაგრამ მასში იგრძნობოდა სვანური ცეცხლი...“ - რას იხსენებს მარიამ ნაკანი მატილდა გვარლიანის შესახებ

მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria Secret-ის შოუში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია მატილდას "ინსტაგრამგვერდიდან" გახდა ცნობილი.

სიახლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént -ის დამფუძნებელმა, ნინო ცქიტიშვილმაც. მატილდა გვარლიანი სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს.

“3 კვირის წინ მატილდა გვარლიანი Victoria Secret-მა შოუზე დაამტკიცა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ქართველი გოგონა აუცილებლად გაივლიდა VS-ის შოუზე და ისიც ჩვენი სააგენტოდან", - წერს ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.

ფოტო: მარიამ ნაკანი
  • მატილდა გვარლიანის პირველ ნაბიჯებს იხსენებს ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი, რომელმაც მოდელს მენტორობა გაუწია.

“სვანეთში ცხოვრება არ არის მარტივი, სწორედ იქ დაიბადა მატილდა.

სვანეთი - მიწაა, სადაც მთები ცას ეხება და სული თავისუფლებისთვის ისწრაფვის. სვანები მტკიცე ხასიათით ცნობილნი არიან, თავგანწირვა და სიმამაცე მათი სულის ნაწილია. სვანები არასდროს ნებდებიან, მათ სისხლში აქვთ თავისუფლება და გამბედაობა.

მატილდა სვანეთიდან ჩამოვიდა, იქიდან, საიდანაც ჩემი ფესვებიც მოდის...

ფოტო: მარიამ ნაკანი

როცა პირველად დავინახე 14 წლის იყო. მიწისქვეშა გადასასვლელში კიბეზე მჯდომ ხანდაზმულ ბებოსთან ჩაიცუცქა და მოწყალება გაუღო... ამ ერთმა უბრალო ჟესტმა ყველაფერი მითხრა მის შესახებ. ვაკვირდებოდი მის სილამაზეს გარედან, მატილდა შიგნიდანაც ანათებდა, მის თვალებში ნათელი ბზინავდა. როცა ჩემთან სწავლას შეუდგა, ძალიან მორიდებული და წყნარი იყო, მაგრამ მასში იგრძნობოდა სვანური ცეცხლი, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა შესაფერისი ასპარეზი. მე მისი სიძლიერე დავინახე და ვცდილობდი, ეს ცეცხლი უფრო აენთო, რომ სიმამაცე და თავისუფლება მისი ბუნების ნაწილად ექცია.

ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ უნდა იპოვო საკუთარი გზა, როგორ უნდა დაიცვა შენი თავი და არ დაგეკარგოს რწმენა. ერთხელ, დაბადების დღეზე ჩემთვის პატარა საჩუქარი მოიტანა. გავაცნობიერე, რომ ის არა მხოლოდ ნიჭიერი მოდელი იყო, არამედ ადამიანი, რომელიც სამყაროს სიყვარულით და სინათლით უცქერდა.

მატილდასთვის არ იყო ადვილი ამ დიდ მოდის სამყაროში თავის დამკვიდრება. მე მისი მენტორი გავხდი, მასთან ერთად ვმუშაობდი, ვასწავლიდი, როგორ ემუშავა კამერასთან, როგორ დაეჭირა თავი პოდიუმზე, და ამავე დროს ვცდილობდი, არ დაეკარგა თავისი სულიერება, რაც მას ასე განასხვავებს სხვებისგან.

  • ახლა, როცა მატილდა Victoria’s Secret-ის პოდიუმზე გამოდის, ვგრძნობ, რომ ეს არა მხოლოდ მისი გამარჯვებაა. ეს იმ ყველა ქალის გამარჯვებაა, ვინც ოდესმე ოცნებობდა გაბედულ ნაბიჯზე, საკუთარ ძალაში რწმენაზე და თავისუფლებაზე.

მატილდა, შენ მხოლოდ მოდელი არ ხარ. შენ სვანური ცეცხლის ცოცხალი მაგალითი ხარ - სიძლიერის, რწმენისა და იმედის სიმბოლო.ყოველთვის გეუბნებოდი,რომ მსოფლიო მწვერვალებს დაიპყრობ და წინასწარ ვხედავდი შენში იმას, რაც ახლა რეალობად იქცა!

გილოცავ ჩემო პატარა-დიდო მეგობარო,“ - წერს მარიამ ნაკანი.

ფოტოები: მარიამ ნაკანი

იხილეთ ასევე: