სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჰეზბოლას" თავდასხმა ისრაელის სამხედრო ბაზაზე მსხვერპლით დასრულდა, აშშ კი ისრაელში ანტისარაკეტო სისტემას და ჯარისკაცებს გაგზავნის - უახლესი დეტალები
“ჰეზბოლას" თავდასხმა ისრაელის სამხედრო ბაზაზე მსხვერპლით დასრულდა,  აშშ კი ისრაელში ანტისარაკეტო სისტემას და ჯარისკაცებს გაგზავნის -  უახლესი დეტალები

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში, სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის შე­დე­გად ოთხი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა და 60-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

Magen David Adom-ის (MDA) სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რი მსხვერ­პლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს აკონ­კრე­ტებს. მათი თქმით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად 61 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, ხოლო 37 სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის და ვერ­ტმფრე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ხოლო ქა­ლაქ ბი­ნი­ა­მი­ნას მიმ­დე­ბა­რედ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად, მძი­მედ და­შავ­და შვი­დი ჯა­რის­კა­ცი.

  • მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა “ჰეზ­ბო­ლამ“ აიღო და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს იყო პა­სუ­ხი ის­რა­ე­ლის მიერ ხუთ­შა­ბათს სამ­ხრეთ ლი­ბან­სა და ბე­ი­რუთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებ­ზე.

დაჯ­გუ­ფე­ბის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გო­ლა­ნის ბრი­გა­დის სას­წავ­ლო ბა­ნაკ­ზე იე­რი­ში “დრო­ნე­ბის ნა­კა­დის“ გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ი­ტა­ნეს. მა­თი­ვე თქმით, ეს არის პა­სუ­ხი ხუთ­შა­ბათს სამ­ხრეთ ლი­ბან­სა და ბე­ი­რუთ­ში ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

“მტერს ვპირ­დე­ბით, რომ ის, რაც დღეს ჰა­ი­ფას სამ­ხრე­თით მოხ­და, არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც მოხ­დე­ბა, თუ ის­რა­ე­ლი გა­და­წყვეტს გა­აგ­რძე­ლოს აგ­რე­სია ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

“ჰა­მა­სი“ კი ის­რა­ელს 22 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის 15 ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მათი თქმით, ღა­ზას სკო­ლა­ზე თავ­დას­ხმას, რო­მელ­საც თავ­შე­საფ­რად იყე­ნებ­დნენ, დიდი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

“ჰა­მა­სის“ მიერ მარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის სა­ა­გენ­ტო ამ­ბობს, რომ კვი­რას ნუ­სე­ი­რა­თის ბა­ნაკ­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად კი­დევ 80 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

  • აშშ ის­რა­ელ­ში ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას და ჯა­რის­კა­ცებს გაგ­ზავ­ნის

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ელ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა THAAD-ს და ამე­რი­კელ ჯა­რის­კა­ცებს გა­აგ­ზავ­ნის. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ბი­ჯის მი­ზა­ნი ის­რა­ე­ლის დაც­ვაა.

ამას­თან, პენ­ტა­გო­ნის პრესს­პი­კერ­მა, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა პატ­რიკ რა­ი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს გან­ლა­გე­ბა არის უფრო ფარ­თო კო­რექ­ტი­რე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც აშშ-ის სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბოლო თვე­ებ­ში ის­რა­ე­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად და ამე­რი­კე­ლი პერ­სო­ნა­ლის და­სა­ცა­ვად ირა­ნის და ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ჯგუ­ფე­ბის თავ­დას­ხმე­ბის­გან.

Reuters-ი წერს, რომ ის­რა­ე­ლის სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აშშ-ის სამ­ხედ­რო გან­ლა­გე­ბა ის­რა­ელ­ში, წვრთნე­ბის მიღ­მა, იშ­ვი­ა­თია. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ჯა­რე­ბი ბოლო თვე­ებ­ში და­ეხ­მარ­ნენ ის­რა­ელს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სამ­ხედ­რო გე­მე­ბი­სა და გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის­გან თა­ვის დაც­ვა­ში, რო­დე­საც ის ირა­ნის თავ­დას­ხმის ქვეშ მო­ექ­ცა, მაგ­რამ ისი­ნი ის­რა­ე­ლის ფარ­გლებს გა­რეთ იყ­ვნენ ბა­ზი­რე­ბუ­ლი.

  • ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით “ჰეზ­ბო­ლა“ გა­ე­რო-ს სამ­შვი­დო­ბო ძა­ლებს ცო­ცხალ ფა­რად იყე­ნებს

ბა­ტო­ნო გე­ნე­რა­ლუ­რო მდი­ვა­ნო, გა­ა­რი­დეთ UNIFIL-ის ძა­ლე­ბი საფრ­თხის ზო­ნას. ეს უნდა გა­კეთ­დეს ახ­ლა­ვე და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. უარი UNIFIL-ის ჯა­რის­კა­ცე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე მათ ჰეზ­ბო­ლას“ მძევ­ლე­ბად აქ­ცევს. ეს საფრ­თხეს უქ­მნის რო­გორც მათი, ასე­ვე ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის სი­ცო­ცხლეს. ვწუხ­ვართ, UNIFIL-ის ჯა­რის­კა­ცე­ბის და­შა­ვე­ბის გამო და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ისი­ნი არ და­შავ­დნენ, მაგ­რამ ამის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მარ­ტი­ვი და აშ­კა­რა გზა არის უბ­რა­ლოდ მათი საფრ­თხის ზო­ნი­დან გაყ­ვა­ნა“, - აცხა­დებს ნე­თა­ნი­აჰუ ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­ში­სათ­ვის გაგ­ზავ­ნილ მი­მარ­თვა­ში.

მისი თქმით, ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა გა­აკ­რი­ტი­კონ არა ის­რა­ე­ლი, არა­მედ “ჰეზ­ბო­ლა“, რო­მე­ლიც გა­ე­რო-ს დრო­ე­ბით ძა­ლებს ცო­ცხალ ფა­რად იყე­ნებს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“ჰეზბოლას" თავდასხმა ისრაელის სამხედრო ბაზაზე მსხვერპლით დასრულდა, აშშ კი ისრაელში ანტისარაკეტო სისტემას და ჯარისკაცებს გაგზავნის - უახლესი დეტალები

“ჰეზბოლას" თავდასხმა ისრაელის სამხედრო ბაზაზე მსხვერპლით დასრულდა,  აშშ კი ისრაელში ანტისარაკეტო სისტემას და ჯარისკაცებს გაგზავნის -  უახლესი დეტალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

Magen David Adom-ის (MDA) სამედიცინო სამსახური მსხვერპლის შესახებ დეტალებს აკონკრეტებს. მათი თქმით, თავდასხმის შედეგად 61 ადამიანი დაშავდა, ხოლო 37 სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ვერტმფრენების საშუალებით, სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხოლო ქალაქ ბინიამინას მიმდებარედ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მძიმედ დაშავდა შვიდი ჯარისკაცი.

  • მომხდარზე პასუხისმგებლობა “ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმებზე.

დაჯგუფების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გოლანის ბრიგადის სასწავლო ბანაკზე იერიში “დრონების ნაკადის“ გამოყენებით მიიტანეს. მათივე თქმით, ეს არის პასუხი ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში ისრაელის თავდასხმების სანაცვლოდ.

“მტერს ვპირდებით, რომ ის, რაც დღეს ჰაიფას სამხრეთით მოხდა, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოხდება, თუ ისრაელი გადაწყვეტს გააგრძელოს აგრესია ჩვენი მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ“, - ნათქვამია წერილში.

“ჰამასი“ კი ისრაელს 22 ადამიანის, მათ შორის 15 ბავშვის მკვლელობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ღაზას სკოლაზე თავდასხმას, რომელსაც თავშესაფრად იყენებდნენ, დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

“ჰამასის“ მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო ამბობს, რომ კვირას ნუსეირათის ბანაკზე თავდასხმის შედეგად კიდევ 80 ადამიანი დაშავდა.

  • აშშ ისრაელში ანტისარაკეტო სისტემას და ჯარისკაცებს გაგზავნის

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელში თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა THAAD-ს და ამერიკელ ჯარისკაცებს გააგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ისრაელის დაცვაა.

ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ეს განლაგება არის უფრო ფართო კორექტირების ნაწილი, რომელიც აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს ბოლო თვეებში ისრაელის მხარდასაჭერად და ამერიკელი პერსონალის დასაცავად ირანის და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმებისგან.

Reuters-ი წერს, რომ ისრაელის საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, აშშ-ის სამხედრო განლაგება ისრაელში, წვრთნების მიღმა, იშვიათია. შეერთებული შტატების ჯარები ბოლო თვეებში დაეხმარნენ ისრაელს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემებისა და გამანადგურებლებისგან თავის დაცვაში, როდესაც ის ირანის თავდასხმის ქვეშ მოექცა, მაგრამ ისინი ისრაელის ფარგლებს გარეთ იყვნენ ბაზირებული.

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით “ჰეზბოლა“ გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცოცხალ ფარად იყენებს

ბატონო გენერალურო მდივანო, გაარიდეთ UNIFIL-ის ძალები საფრთხის ზონას. ეს უნდა გაკეთდეს ახლავე და დაუყოვნებლივ. უარი UNIFIL-ის ჯარისკაცების ევაკუაციაზე მათ ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათი, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ვწუხვართ, UNIFIL-ის ჯარისკაცების დაშავების გამო და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი არ დაშავდნენ, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად მარტივი და აშკარა გზა არის უბრალოდ მათი საფრთხის ზონიდან გაყვანა“, - აცხადებს ნეთანიაჰუ ანტონიო გუტერეშისათვის გაგზავნილ მიმართვაში.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააკრიტიკონ არა ისრაელი, არამედ “ჰეზბოლა“, რომელიც გაერო-ს დროებით ძალებს ცოცხალ ფარად იყენებს.

წყარო

იხილეთ ასევე: