მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო, რადგან ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია" - რა თქვეს ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ?
"ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო, რადგან ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია" - რა თქვეს ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ?

უეფა-ს ერთა ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის გას­ვლით შეხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი უკ­რა­ი­ნის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით 1-0 დამ­თავ­რდა. მატ­ჩის ერ­თა­დერ­თი გოლი 35-ე წუთ­ზე მე­ტო­ქე გუნ­დის ფეხ­ბურ­თელ­მა, მი­ხა­ი­ლო მუდ­რიკ­მა გა­ი­ტა­ნა.

ქარ­თვე­ლებს თა­მაშ­ში არა­ერ­თი შან­სი ჰქონ­დათ, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს. ჩვე­ნებ­მა მატ­ჩის მი­წუ­რულს გოლი გა­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ ჩა­ით­ვა­ლა. მატ­ჩი და­ძა­ბუ­ლი იყო და გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­მა­შის სა­წყის წუ­თებ­ზე მო­ედ­ნის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში შუქი ჩაქ­რა, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე წუ­თით მატ­ჩი შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო.

  • მატ­ჩის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა.

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი:

"ვერ ვი­ტყვი, რომ ფეხ­ბურ­თი იყო ეს, რად­გან ამ სტა­დი­ონ­ზე ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მინ­დო­რი, თუმ­ცა უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა და გა­მო­ვას­წო­როთ ეს თა­მა­ში, რაც დღეს იყო. სამ­წუ­ხა­როდ, მათ გა­ი­ტა­ნეს მხო­ლოდ და მათ გა­ი­მარ­ჯვეს. კარ­გი სე­რია გვქონ­და, მაგ­რამ რო­გორ დაბ­რუნ­დე­ბი წა­გე­ბუ­ლი თა­მა­შის შემ­დეგ, ესაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ასე რომ, არ უნდა დავ­ხა­როთ თავი, უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ერ­თი­ა­ნო­ბა და ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლოთ სვლა მიზ­ნის­კენ, რომ­ლის მიღ­წე­ვა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს სურს".

ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი:

"პირ­ვე­ლი 20-25 წუთი ისე­თი თა­მა­ში ვერ ვაჩ­ვე­ნეთ, რო­გორც ბოლო პე­რი­ო­დი. ამის გამო და­ვი­სა­ჯეთ. გო­ლის შემ­დეგ გა­მო­ვას­წო­რეთ, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯეთ, მაგ­რამ ის შე­დე­გი და ის თა­მა­ში ვერ ვაჩ­ვე­ნეთ, რისი სურ­ვი­ლიც გვქონ­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ შეც­დო­მებს. მო­ვემ­ზა­დე­ბით და ვაჩ­ვე­ნებთ, რომ ბევ­რად უკე­თე­სად შეგ­ვიძ­ლია თა­მა­ში. მად­ლო­ბა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს. იმე­დია, დღე­ვან­დე­ლი შე­დე­გი გა­მოს­წორ­დე­ბა".

ერთა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბის B ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლო ამ დრო­ის­თვის კვლავ პირ­ველ ად­გილს ინარ­ჩუ­ნებს, მე­ო­რე ად­გილ­ზე ჩე­ხე­თია, მე­სა­მე ად­გილს ალ­ბა­ნე­თი იკა­ვებს, ხოლო მე­ო­თხე ად­გი­ლას უკ­რა­ი­ნაა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ათლეტური და უხეში გუნდია... ძნელია ზედიზედ 3 თამაშის მოგება. ფრემდე ცოტა დაგვაკლდა.

შოთა
3

არ უნდა გვეთამაშა ისეთ მოედანზე. პრეტენზია უნდა გამოგვეთქვა წინა დღეს. ფოთის კოლხეთს არ ათამაშებენ მაგაზე უკეთეს მოედანზე , რამაც ძალიან უარყოფითად იმოქმედა გუნდზე და გასავარდნ ზონაშია

ავტორი:

"ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო, რადგან ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია" - რა თქვეს ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ?

"ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო, რადგან ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია" - რა თქვეს ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ?

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-0 დამთავრდა. მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა, მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.

ქართველებს თამაშში არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გამოიყენეს. ჩვენებმა მატჩის მიწურულს გოლი გაიტანეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. მატჩი დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ თამაშის საწყის წუთებზე მოედნის ზოგიერთ ნაწილში შუქი ჩაქრა, რის გამოც რამდენიმე წუთით მატჩი შეჩერებული იყო.

  • მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა.

გიორგი მამარდაშვილი:

"ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთი იყო ეს, რადგან ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი, თუმცა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და გამოვასწოროთ ეს თამაში, რაც დღეს იყო. სამწუხაროდ, მათ გაიტანეს მხოლოდ და მათ გაიმარჯვეს. კარგი სერია გვქონდა, მაგრამ როგორ დაბრუნდები წაგებული თამაშის შემდეგ, ესაა მნიშვნელოვანი. ასე რომ, არ უნდა დავხაროთ თავი, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ერთად გავაგრძელოთ სვლა მიზნისკენ, რომლის მიღწევა თითოეულ ჩვენგანს სურს".

ოთარ კიტეიშვილი:

"პირველი 20-25 წუთი ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორც ბოლო პერიოდი. ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ, მთლიანობაში, ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის შედეგი და ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რისი სურვილიც გვქონდა, აუცილებლად გავაანალიზებთ შეცდომებს. მოვემზადებით და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთესად შეგვიძლია თამაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. იმედია, დღევანდელი შედეგი გამოსწორდება".

ერთა ლიგის გათამაშების B ჯგუფში საქართველო ამ დროისთვის კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს, მეორე ადგილზე ჩეხეთია, მესამე ადგილს ალბანეთი იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილას უკრაინაა.

წაიკითხეთ ასევე: