პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაგრძელდა "კოსტაიას" ცხოვრება ცნობილი ფილმის შემდეგ - 4 ქორწინება, 20 წლით უმცროსი ცოლი, კრიმინალური წარსული და შვილი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა: არჩილ გომიაშვილის ისტორია
როგორ გაგრძელდა "კოსტაიას" ცხოვრება ცნობილი ფილმის შემდეგ - 4 ქორწინება, 20 წლით უმცროსი ცოლი, კრიმინალური წარსული და შვილი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა: არჩილ გომიაშვილის ისტორია

მწყემ­სის, პო­ლი­ტი­კუ­რი დამ­ნა­შა­ვის შვი­ლი, თა­ვად ოთხჯერ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი და ოთხჯერ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ უნდა მო­გიყ­ვეთ. ცო­ტამ თუ იცის, გო­მი­აშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­დან ეს დე­ტა­ლე­ბი, კაცი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი გახ­და ოს­ტაპ ბენ­დე­რის რო­ლით გა­ი­და­ის კო­მე­დი­ა­ში "თორ­მე­ტი სკა­მი".

არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო რო­მა­ნი და­ი­წე­როს, რო­გო­რიც თა­ვად იყო ცხოვ­რე­ბა­ში. რო­გორ წა­რი­მარ­თა მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა, რა შეც­დო­მე­ბის გამო და­კარ­გა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რო­გორ გან­ვი­თარ­და მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­რი­ე­რა სტა­ტი­ა­ში მო­გიყ­ვე­ბით.

მწყემ­სი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი დამ­ნა­შა­ვის შვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლი მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ოს­ტაპ ბენ­დე­რის რო­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, თა­ვად მსა­ხი­ო­ბი ამ როლს კა­რი­ე­რა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ მი­იჩ­ნევ­და, მას კი­დევ სხვა უამ­რა­ვი როლი ჰქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა მა­ყუ­რე­ბელს სწო­რედ ეს პერ­სო­ნა­ჟი შე­უყ­ვარ­და.

გო­მი­აშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა არა­ნაკ­ლებ ფე­რა­დი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, რო­გორც მისი ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟის. მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი 1926 წლის 23 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი ყო­ფი­ლი მწყემ­სი იყო, რო­მელ­მაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თა და სას­წავ­ლებ­ლად რუ­სეთ­ში წა­ვი­და. მოს­კო­ვი­დან არ­ჩი­ლის მამა ოჯახ­თან ერ­თად დონ­ბას­ში გა­აგ­ზავ­ნეს ქვა­ნახ­ში­რის პროფ­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რედ, რის შემ­დე­გაც 1930 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს და რამ­დე­ნი­მე წლით გა­მო­სას­წო­რე­ბელ ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს. ამ დროს გო­მი­აშ­ვი­ლის ვაჟი დე­დას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და სამ­ხატ­ვრო ტექ­ნი­კუმ­ში ჩა­ა­ბა­რა.

კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი და ქუ­ჩის ბი­ჭო­ბა

მსა­ხი­ო­ბი არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ჰყვე­ბო­და, რო­გო­რი სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და თბი­ლის­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და: "ოთხჯერ ვი­ჯე­ქი ცი­ხე­ში! ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მოხ­და. შე­ნა­ხუ­ლი მაქვს ფო­ტო­ე­ბიც: მე ცი­ხე­ში, ნარ­ზე წა­მო­წო­ლი­ლი, კა­მე­რა­ში...".

პირ­ვე­ლად ცი­ხე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო მოხ­ვდა. მა­შინ გო­მი­აშ­ვი­ლი მხო­ლოდ 17 წლის იყო და არა­ლე­გა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, კარ­გად ვერ აღიქ­ვამ­და სი­ტუ­ა­ცი­ის სირ­თუ­ლეს და ლი­ტე­რა­ტუ­რის ში­ნა­არსს. მისი აზ­რით, იმ პი­რო­ბებ­ში კა­ნონ მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქის გაზ­რდა რთუ­ლი იყო. ქუჩა, რო­მელ­ზეც ის ცხოვ­რობ­და, კრი­მი­ნა­ლით იყო სავ­სე. თა­ვი­დან 10 წელი მი­უ­სა­ჯეს, სა­ი­და­ნაც 4 წელი მო­ი­ხა­და და შემ­დეგ ვოლ­გა-დო­ნის არ­ხის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. იგი­ვე ბედი გა­ი­ზი­ა­რა მის­მა 18-მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, რომ­ლე­ბიც ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ არ­ჩილ­მა წე­რი­ლი მის­წე­რა მა­შინ­დელ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, რის შემ­დე­გაც და­ნა­შა­უ­ლი მო­უხ­სნეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რად­გან დამ­ნა­შა­ვე არ ყო­ფი­ლა. მე­ო­რედ ცი­ხე­ში სიყ­ვა­რუ­ლის გამო მოხ­ვდა. მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ლუდ­მი­ლა ცე­ლი­კოვ­სკა­ია იყო. ერთხელ, ქალი რეს­ტო­რან­ში და­პა­ტი­ჟა, მათ­თან მთვრა­ლი კაცი მი­ვი­და და მსა­ხი­ო­ბის მე­წყვი­ლის ცეკ­ვა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბა სცა­და. სი­ტუ­ა­ცია კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­და და არ­ჩილ­მა იჩხუ­ბა. ამ­ჯე­რად ცი­ხეს მალე და­აღ­წია თავი.

ცი­ხე­ში კი­დევ ორ­ჯერ ქურ­დო­ბის გამო მოხ­ვდა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­აა, თუ რო­გორ მო­ე­წყო გო­მი­აშ­ვი­ლი თბი­ლის­ში რუ­სუ­ლი დრა­მის თე­ატ­რში სა­მუ­შა­ოდ და ერთხელ, თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად, ღა­მით დარ­ბა­ზის ყვე­ლა სა­ვარ­ძელს ტყა­ვის გა­და­საკ­რა­ვი მოხ­სნა და მე­წა­ღეს მიჰ­ყი­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ბი­ჭე­ბი და­ი­ჭი­რეს და არ­ჩი­ლი ცი­ხე­ში ორი წლით ჩას­ვეს.

„ქურ­დუ­ლი ბი­ოგ­რა­ფია“ დას­რულ­და, როცა 27 წელი შე­უს­რულ­და.

მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა და გზა დი­დე­ბის­კენ

32 წლის ასაკ­ში არ­ჩილ გო­მი­აშ­ვილ­მა მუ­შა­ო­ბა ერის­თა­ვის თე­ატ­რში და­ი­წყო, შემ­დეგ კი ისევ თბი­ლი­სის რუ­სულ თე­ატ­რში. მსა­ხი­ო­ბი სპექ­ტაკლ „ოს­ტაპ ბენ­დე­რის თავ­გა­და­სა­ვალ­ში“ და­ა­კა­ვეს. ეს იყო მონო-სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც გო­მი­აშ­ვი­ლი არა მხო­ლოდ დიდ კომ­ბი­ნა­ტორს, არა­მედ ყვე­ლა სხვა პერ­სო­ნაჟ­საც თა­მა­შობ­და, მათ შო­რის ზო­სია სი­ნიც­კა­ი­ას. ამ სპექ­ტაკ­ლით მსა­ხი­ო­ბი უამ­რავ ქა­ლაქ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და.

მსა­ხი­ობ­მა „მი­მი­ნო­ში“ უმ­ნიშ­ვნე­ლო პერ­სო­ნა­ჟი ითა­მა­შა, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელს თავი მა­ინც და­ა­მახ­სოვ­რა

მალე მისი დე­ბი­უ­ტი ეკ­რა­ნებ­ზე შედ­გა ფილმში „ცნო­ბი­ლია პი­რა­დად“ გა­და­ი­ღეს. შემ­დეგ იყო ბევ­რი ეპი­ზო­დუ­რი როლი, მათ შო­რის კოს­ტა­ია, გე­ნი­ა­ლურ ფილმში „რაც გი­ნა­ხავს, ვე­ღარ ნა­ხავ“. თუმ­ცა პო­პუ­ლა­რო­ბა 1971 წელს მო­ვი­და, როცა ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და ლე­ო­ნიდ გა­ი­და­ის ფილ­მი „თორ­მე­ტი სკა­მი“, სა­დაც მან ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა. ამ ფილ­მის შემ­დეგ იყო სხვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელს სწო­რედ ეს პერ­სო­ნა­ჟი შე­უყ­ვარ­და. მას შემ­დეგ „თორ­მე­ტი სკა­მის“ არა­ერ­თი ვერ­სია გა­და­ი­ღეს, მაგ­რამ არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლის მიერ ნა­თა­მა­შე­ბი ოს­ტაპ ბენ­დე­რი, დღემ­დე ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლად რჩე­ბა.

ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის შემ­დეგ არ­ჩილ­მა მოს­კოვ­ში ბინა მი­ი­ღო. ბევ­რმა არ იცის, რომ ის ცნო­ბილ ფილმში „გა­ზა­ფხუ­ლის 17 გა­ელ­ვე­ბა“ შტირ­ლი­ცის როლ­ზე იყო გან­ხი­ლუ­ლი, მაგ­რამ მისი კან­დი­და­ტუ­რა არ და­ამ­ტკი­ცეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რომ გო­მი­აშ­ვი­ლი ისეთ ცნო­ბილ ფილ­მებ­ში თა­მა­შობ­და, რო­გო­რე­ბი­ცაა „მი­მი­ნო“ და „სტა­ლინ­გრა­დი...“

არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლი (კოს­ტა­ია), ფარსმან სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი (მო­უ­რა­ვი)

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

არ­ჩილ გო­მი­აშ­ვილს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. პირ­ვე­ლად იანა მა­ი­ლო­ვა­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. თუმ­ცა შვი­ლის შე­ძე­ნამ ეს ქორ­წი­ნე­ბა ვერ გა­და­არ­ჩი­ნა და წყვი­ლი მა­ლე­ვე და­შორ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით არ­ჩილს თა­ვის კო­ლე­გა – ლი­ა­ნა მან­ჯა­ვი­ძე შე­უყ­ვარ­და. ორი ვა­ჟის შე­ძე­ნის შემ­დეგ, ეს ქორ­წი­ნე­ბაც და­ინ­გრა. ოჯა­ხის დაშ­ლის მი­ზე­ზი მსა­ხი­ო­ბის „ცუდი რე­პუ­ტა­ცია“ გახ­და. ის ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც "მე­ქალ­თა­ნე" და ცოლი მუდ­მი­ვად ეჭ­ვი­ა­ნობ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩილს მარ­თლა ჰქონ­და რო­მა­ნე­ბი. ოჯა­ხის დან­გრე­ვა არ უნ­დო­და, რად­გან ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი ვა­ჟე­ბი, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სკან­და­ლე­ბის­გან და­ი­ღა­ლა და წა­ვი­და.

ლი­ა­ნა მან­ჯა­ვი­ძე-გო­მი­აშ­ვი­ლი

ის მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ინარ­ჩუ­ნებ­და ურ­თი­ერ­თო­ბას შვი­ლებ­თან და ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­და მათ. მისი უმ­ცრო­სი ვაჟი, ლე­გენ­და­რუ­ლი მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი, ერ­თა­დერ­თი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის კვალს გაჰ­ყვა და მსა­ხი­ო­ბი გახ­და.

მამა-შვი­ლი გო­მი­აშ­ვი­ლე­ბი

მსა­ხი­ო­ბის რო­მა­ნი რე­ჟი­სორ ტა­ტი­ა­ნა ლი­ოზ­ნო­ვას­თან სა­ინ­ტე­რე­სოდ დას­რულ­და. მი­უ­ხე­და­ვად ახლო ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, სწო­რედ მან თქვა უარი, რომ არ­ჩილს შტირ­ლი­ცის როლი ეთა­მა­შა. ამ ნა­ბი­ჯ­მა გა­ნა­რის­ხა და ქალ­თან სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი შე­წყვი­ტა.

მსა­ხი­ო­ბი კი­დევ ერთ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო, რო­დე­საც კო­ლე­გა ტა­ტი­ა­ნა ოკუ­ნევ­სკა­ი­ა­ზე იქორ­წი­ნა. თუმ­ცა ეს ურ­თი­ერ­თო­ბაც დას­რულ­და.

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბის შემ­დეგ, ოჯახ­ზე აღარ ფიქ­რობ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ბა­ლე­რი­ნა ტა­ტი­ა­ნა გა­იც­ნო, რო­მე­ლიც მას­ზე ორ­ჯერ უმ­ცრო­სი იყო. გაც­ნო­ბი­სას თა­ვად 44 წლის იყო, ქალი 20 წლის. ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბას პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მნია და მსა­ხი­ობ­მა მე­ო­თხედ იქორ­წი­ნა. ტა­ტი­ა­ნას და არ­ჩილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლის მე­ო­თხე მე­უღ­ლე ტა­ტი­ა­ნა გო­მი­აშ­ვი­ლი, ნინა გო­მი­აშ­ვი­ლი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნას­ტა­სია გო­მი­აშ­ვი­ლი

78 წლის ასაკ­ში არ­ჩილს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გი­ნეს. ინ­ტენ­სი­ურ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, და რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ამე­რი­კის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კა­ში გა­დაფ­რინ­და.

კა­ტია გო­მი­აშ­ვი­ლი მო­დის დი­ზა­ი­ნე­რი გახ­და

გო­მი­აშ­ვი­ლი ავად­მყო­ფო­ბას მხნეს იტან­და, ხუმ­რობ­და და ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და და არ­ჩი­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დაბ­რუნ­და სახ­ლში, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა აღ­ნიშ­ნა, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­დან ერთ წე­ლი­წად­ში 2005 წლის 31 მა­ისს, ლე­გენ­და­რუ­ლი ოს­ტაპ ბენ­დე­რი გარ­და­იც­ვა­ლა.

მსა­ხი­ო­ბი მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ჟურ­ნალ თბი­ლი­სე­ლებ­ში იხ­სე­ნებ­და:

„ ფილ­ტვში სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა. დი­აგ­ნო­ზი მოს­კოვ­ში და­უს­ვეს. ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა ნიუ-იორკში მო­ი­სურ­ვა. მოს­კოვ­ში რომ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ალ­ბათ, დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. მერე და­ი­წყო მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა – მე­ტას­ტა­ზე­ბი ყველ­გან წა­ვი­და. ბურ­დენ­კოს კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა მი­თხრა, ძა­ლი­ან მე­ში­ნია მის­თვის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა, ვერ გა­და­ი­ტან­სო. ოპე­რა­ცია რომ გა­კეთ­დეს, რო­გორ იქ­ნე­ბა საქ­მე-მეთ­ქი. ერთ კვი­რას ერთი ხელი გა­უ­ჩერ­დე­ბა, მე­ო­რე კვი­რას მე­ო­რე. წლებ­ზე აღარ არის ლა­პა­რა­კი, სამი თვე თუ იცო­ცხლებ­სო. ვუ­თხა­რი, თუ შე­იძ­ლე­ბა, მა­მას და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და პა­სუხს გე­ტყვით-მეთ­ქი, სა­ერ­თოდ, მა­მა­ჩემს ვე­რა­ფერს და­უ­მა­ლავ­დი, ყვე­ლა­ფე­რი უნდა სცოდ­ნო­და.

სტა­ლი­ნის როლ­ში

კარ­გად იცო­და, რაც ხდე­ბო­და მის თავს, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით ძლი­ე­რი იყო. პა­ლა­ტა­ში შე­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რა­შიც იყო საქ­მე. ოპე­რა­ცია რომ არ გა­ვი­კე­თო, რა მოხ­დე­ბაო? ვუ­თხა­რი ლა­პა­რა­კი სი­ცო­ცხლის მცი­რე ხნით გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზეა. ასე რომ, შენი გა­და­სა­წყვე­ტია-მეთ­ქი. ეს რომ ვუ­თხა­რი, მი­თხრა, მღვდე­ლი მო­მიყ­ვა­ნეო. მე­ო­რე დღეს გა­მო­ა­ცხა­და, ოპე­რა­ცი­ას არ ვი­კე­თებ, სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნე­თო. ორი დღის მერე თბი­ლის­ში გა­და­ღე­ბა უნდა მქო­ნო­და და გად­მოვფრინ­დი, ჩემი ძმა დარ­ჩა მას­თან. ორი დღის შემ­დეგ ჩემ­მა ძმამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტაო. რო­გორც კი თვითმფრი­ნა­ვი აე­რო­პორ­ტში დაჯ­და, გა­დავ­რე­კე და მი­თხრეს, სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ახ­ლა­ხან შე­იყ­ვა­ნე­სო. მი­ვუს­წა­რი.

კო­ნო­ვა­ლო­ვის კა­ბი­ნეტ­ში ვი­ჯე­ქი და დიდ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ­დი ოპე­რა­ცი­ას. კო­ნო­ვა­ლო­ვი რომ გა­მო­ვი­და სა­ო­პე­რა­ცი­ო­დან თქვა, არ შე­გე­შინ­დეთ, ალ­ბათ, ერთი კვი­რა მა­ინც ვერ გა­მო­ვა მდგო­მა­რე­ო­ბი­და­ნო, მაგ­რამ მა­მამ სა­ღა­მოს თვი­თონ მო­იძ­რო მი­ლე­ბი და პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა. დე­რე­ფან­ში რომ მოჰ­ყავ­დათ, მისი გი­ნე­ბა გა­ვი­გო­ნე – აბ­სო­ლუ­ტუ­რად საღ გონ­ზე იყო. გა­და­ვიყ­ვა­ნეთ თუ არა, ფეხ­ზე დად­გა. მერე სიმ­სივ­ნემ თავ­ში და­ი­წყო ზრდა.“

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

სტატია მართლაც არ არის სრულყოფილი,არჩილ გომიაშვილის თეატრალურ მოღვაწეობაზე შეიძლებოდა უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება თუნდაც მისი მონაწილეობა გრიბოედოვის სახ. თეატრის ისეთ სპექტაკლში როგორიც იყო "ორნი საქანელაზე,თუ არ ვცდები მისი პარტნიორი იყო ლუდმილა ბელოუსოვი, ( გვარში თუ არ ვცდები) ულამაზესი და უნიჭიერესი ქალბატონი, და კიდევ, თითქმის ამ თეატრის უმრავლეს სპექტაკლში იღებდა მონაწილეობას არჩილ გომიაშვილი. ერისთავის სახელობის გორის თეატრი გაგახსენდათ და სხვა არა?

ელისო
6

სამართლიანი ყოფილა ლიოზნოვა. შტირლიცის როლში ტიხონოვის გარდა სხვა ვერავინ წარმომიდგენია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ გაგრძელდა "კოსტაიას" ცხოვრება ცნობილი ფილმის შემდეგ - 4 ქორწინება, 20 წლით უმცროსი ცოლი, კრიმინალური წარსული და შვილი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა: არჩილ გომიაშვილის ისტორია

როგორ გაგრძელდა "კოსტაიას" ცხოვრება ცნობილი ფილმის შემდეგ - 4 ქორწინება, 20 წლით უმცროსი ცოლი, კრიმინალური წარსული და შვილი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა: არჩილ გომიაშვილის ისტორია

მწყემსის, პოლიტიკური დამნაშავის შვილი, თავად ოთხჯერ გასამართლებული და ოთხჯერ დაქორწინებული არჩილ გომიაშვილის შესახებ უნდა მოგიყვეთ. ცოტამ თუ იცის, გომიაშვილის ცხოვრებიდან ეს დეტალები, კაცი, რომელიც ცნობილი გახდა ოსტაპ ბენდერის როლით გაიდაის კომედიაში "თორმეტი სკამი".

არჩილ გომიაშვილის ცხოვრებაზე შეიძლება ისეთივე საინტერესო რომანი დაიწეროს, როგორიც თავად იყო ცხოვრებაში. როგორ წარიმართა მსახიობის ცხოვრება, რა შეცდომების გამო დაკარგა თავისუფლება და როგორ განვითარდა მისი შემოქმედებითი კარიერა სტატიაში მოგიყვებით.

მწყემსისა და პოლიტიკური დამნაშავის შვილი

მსახიობი არჩილ გომიაშვილი მაშინდელ საბჭოთა კავშირში ოსტაპ ბენდერის როლით გახდა ცნობილი. თუმცა, თავად მსახიობი ამ როლს კარიერაში განსაკუთრებულად არ მიიჩნევდა, მას კიდევ სხვა უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული, თუმცა მაყურებელს სწორედ ეს პერსონაჟი შეუყვარდა.

გომიაშვილის ცხოვრება არანაკლებ ფერადი და მრავალფეროვანი იყო, როგორც მისი ცნობილი პერსონაჟის. მომავალი მსახიობი 1926 წლის 23 მარტს საქართველოში დაიბადა. მამამისი ყოფილი მწყემსი იყო, რომელმაც დროთა განმავლობაში კარგი პოლიტიკური კარიერა გაიკეთა და სასწავლებლად რუსეთში წავიდა. მოსკოვიდან არჩილის მამა ოჯახთან ერთად დონბასში გააგზავნეს ქვანახშირის პროფკავშირის თავმჯდომარედ, რის შემდეგაც 1930 წელს დააპატიმრეს და რამდენიმე წლით გამოსასწორებელ ბანაკში გაგზავნეს. ამ დროს გომიაშვილის ვაჟი დედასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და სამხატვრო ტექნიკუმში ჩააბარა.

კრიმინალური წარსული და ქუჩის ბიჭობა

მსახიობი არჩილ გომიაშვილი აღფრთოვანებით ჰყვებოდა, როგორი საინტერესო ცხოვრება ჰქონდა თბილისში. მოგვიანებით იხსენებდა: "ოთხჯერ ვიჯექი ციხეში! ეს ყველაფერი კი ახალგაზრდობაში მოხდა. შენახული მაქვს ფოტოებიც: მე ციხეში, ნარზე წამოწოლილი, კამერაში...".

პირველად ციხეში პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამო მოხვდა. მაშინ გომიაშვილი მხოლოდ 17 წლის იყო და არალეგალური ჟურნალის გამოცემაში მონაწილეობდა. როგორც თავად ამბობდა, კარგად ვერ აღიქვამდა სიტუაციის სირთულეს და ლიტერატურის შინაარსს. მისი აზრით, იმ პირობებში კანონ მორჩილი მოქალაქის გაზრდა რთული იყო. ქუჩა, რომელზეც ის ცხოვრობდა, კრიმინალით იყო სავსე. თავიდან 10 წელი მიუსაჯეს, საიდანაც 4 წელი მოიხადა და შემდეგ ვოლგა-დონის არხის მშენებლობაზე გადაიყვანეს. იგივე ბედი გაიზიარა მისმა 18-მა თანამშრომელმა, რომლებიც ჟურნალის გამოცემაში მონაწილეობდნენ.

მშენებლობაზე გადაყვანის შემდეგ არჩილმა წერილი მისწერა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რის შემდეგაც დანაშაული მოუხსნეს და გაათავისუფლეს, რადგან დამნაშავე არ ყოფილა. მეორედ ციხეში სიყვარულის გამო მოხვდა. მისი შეყვარებული ცნობილი მსახიობი ლუდმილა ცელიკოვსკაია იყო. ერთხელ, ქალი რესტორანში დაპატიჟა, მათთან მთვრალი კაცი მივიდა და მსახიობის მეწყვილის ცეკვაზე დაპატიჟება სცადა. სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა და არჩილმა იჩხუბა. ამჯერად ციხეს მალე დააღწია თავი.

ციხეში კიდევ ორჯერ ქურდობის გამო მოხვდა. ერთ-ერთი მათგანი ძალიან საინტერესო ისტორიაა, თუ როგორ მოეწყო გომიაშვილი თბილისში რუსული დრამის თეატრში სამუშაოდ და ერთხელ, თავის მეგობართან ერთად, ღამით დარბაზის ყველა სავარძელს ტყავის გადასაკრავი მოხსნა და მეწაღეს მიჰყიდა. ბუნებრივია, ბიჭები დაიჭირეს და არჩილი ციხეში ორი წლით ჩასვეს.

„ქურდული ბიოგრაფია“ დასრულდა, როცა 27 წელი შეუსრულდა.

მსახიობის კარიერა და გზა დიდებისკენ

32 წლის ასაკში არჩილ გომიაშვილმა მუშაობა ერისთავის თეატრში დაიწყო, შემდეგ კი ისევ თბილისის რუსულ თეატრში. მსახიობი სპექტაკლ „ოსტაპ ბენდერის თავგადასავალში“ დააკავეს. ეს იყო მონო-სპექტაკლი, სადაც გომიაშვილი არა მხოლოდ დიდ კომბინატორს, არამედ ყველა სხვა პერსონაჟსაც თამაშობდა, მათ შორის ზოსია სინიცკაიას. ამ სპექტაკლით მსახიობი უამრავ ქალაქში მოგზაურობდა.

მსახიობმა „მიმინოში“ უმნიშვნელო პერსონაჟი ითამაშა, მაგრამ მაყურებელს თავი მაინც დაამახსოვრა

მალე მისი დებიუტი ეკრანებზე შედგა ფილმში „ცნობილია პირადად“ გადაიღეს. შემდეგ იყო ბევრი ეპიზოდური როლი, მათ შორის კოსტაია, გენიალურ ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. თუმცა პოპულარობა 1971 წელს მოვიდა, როცა ეკრანებზე გამოვიდა ლეონიდ გაიდაის ფილმი „თორმეტი სკამი“, სადაც მან ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ამ ფილმის შემდეგ იყო სხვა წარმატებული ნამუშევრები, მაგრამ მაყურებელს სწორედ ეს პერსონაჟი შეუყვარდა. მას შემდეგ „თორმეტი სკამის“ არაერთი ვერსია გადაიღეს, მაგრამ არჩილ გომიაშვილის მიერ ნათამაშები ოსტაპ ბენდერი, დღემდე ყველაზე პოპულარულად რჩება.

ფილმის გადაღებების შემდეგ არჩილმა მოსკოვში ბინა მიიღო. ბევრმა არ იცის, რომ ის ცნობილ ფილმში „გაზაფხულის 17 გაელვება“ შტირლიცის როლზე იყო განხილული, მაგრამ მისი კანდიდატურა არ დაამტკიცეს. მიუხედავად ამისა, რომ გომიაშვილი ისეთ ცნობილ ფილმებში თამაშობდა, როგორებიცაა „მიმინო“ და „სტალინგრადი...“

არჩილ გომიაშვილი (კოსტაია), ფარსმან სონღულაშვილი (მოურავი)

პირადი ცხოვრება

არჩილ გომიაშვილს მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. პირველად იანა მაილოვაზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა. თუმცა შვილის შეძენამ ეს ქორწინება ვერ გადაარჩინა და წყვილი მალევე დაშორდა. მოგვიანებით არჩილს თავის კოლეგა – ლიანა მანჯავიძე შეუყვარდა. ორი ვაჟის შეძენის შემდეგ, ეს ქორწინებაც დაინგრა. ოჯახის დაშლის მიზეზი მსახიობის „ცუდი რეპუტაცია“ გახდა. ის ცნობილი იყო, როგორც "მექალთანე" და ცოლი მუდმივად ეჭვიანობდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩილს მართლა ჰქონდა რომანები. ოჯახის დანგრევა არ უნდოდა, რადგან ძალიან უყვარდა თავისი ვაჟები, მაგრამ დროთა განმავლობაში სკანდალებისგან დაიღალა და წავიდა.

ლიანა მანჯავიძე-გომიაშვილი

ის მთელი სიცოცხლის მანძილზე ინარჩუნებდა ურთიერთობას შვილებთან და ყოველთვის ეხმარებოდა მათ. მისი უმცროსი ვაჟი, ლეგენდარული მიშა გომიაშვილი, ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც მშობლების კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა.

მამა-შვილი გომიაშვილები

მსახიობის რომანი რეჟისორ ტატიანა ლიოზნოვასთან საინტერესოდ დასრულდა. მიუხედავად ახლო ურთიერთობისა, სწორედ მან თქვა უარი, რომ არჩილს შტირლიცის როლი ეთამაშა. ამ ნაბიჯმა განარისხა და ქალთან სიცოცხლის ბოლომდე ყველანაირი კონტაქტი შეწყვიტა.

მსახიობი კიდევ ერთ ოფიციალურ ქორწინებაში იყო, როდესაც კოლეგა ტატიანა ოკუნევსკაიაზე იქორწინა. თუმცა ეს ურთიერთობაც დასრულდა.

წარუმატებელი ქორწინებების შემდეგ, ოჯახზე აღარ ფიქრობდა, მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ბალერინა ტატიანა გაიცნო, რომელიც მასზე ორჯერ უმცროსი იყო. გაცნობისას თავად 44 წლის იყო, ქალი 20 წლის. ასაკობრივ სხვაობას პრობლემა არ შეუქმნია და მსახიობმა მეოთხედ იქორწინა. ტატიანას და არჩილს ორი ქალიშვილი შეეძინათ.

არჩილ გომიაშვილის მეოთხე მეუღლე ტატიანა გომიაშვილი, ნინა გომიაშვილი და მისი ქალიშვილი ნასტასია გომიაშვილი

78 წლის ასაკში არჩილს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინეს. ინტენსიურმა მკურნალობამ გარკვეული შედეგი გამოიღო, და რთული ოპერაციის შემდეგ, ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გადაფრინდა.

კატია გომიაშვილი მოდის დიზაინერი გახდა

გომიაშვილი ავადმყოფობას მხნეს იტანდა, ხუმრობდა და ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მისი მდგომარეობა დროთა განმავლობაში გაუმჯობესდა და არჩილი დაუყოვნებლივ დაბრუნდა სახლში, სადაც მეგობრებთან ერთად გამოჯანმრთელება აღნიშნა, მაგრამ დაავადების აღმოჩენიდან ერთ წელიწადში 2005 წლის 31 მაისს, ლეგენდარული ოსტაპ ბენდერი გარდაიცვალა.

მსახიობი მიშა გომიაშვილი მამის გარდაცვალებაზე ჟურნალ თბილისელებში იხსენებდა:

„ ფილტვში სიმსივნე აღმოაჩნდა. დიაგნოზი მოსკოვში დაუსვეს. ოპერაციის გაკეთება ნიუ-იორკში მოისურვა. მოსკოვში რომ გაკეთებულიყო, ალბათ, დღეს ცოცხალი იქნებოდა. მერე დაიწყო მისი ჯანმრთელობის გაუარესება – მეტასტაზები ყველგან წავიდა. ბურდენკოს კლინიკის დირექტორმა მითხრა, ძალიან მეშინია მისთვის ოპერაციის გაკეთება, ვერ გადაიტანსო. ოპერაცია რომ გაკეთდეს, როგორ იქნება საქმე-მეთქი. ერთ კვირას ერთი ხელი გაუჩერდება, მეორე კვირას მეორე. წლებზე აღარ არის ლაპარაკი, სამი თვე თუ იცოცხლებსო. ვუთხარი, თუ შეიძლება, მამას დაველაპარაკები და პასუხს გეტყვით-მეთქი, საერთოდ, მამაჩემს ვერაფერს დაუმალავდი, ყველაფერი უნდა სცოდნოდა.

სტალინის როლში

კარგად იცოდა, რაც ხდებოდა მის თავს, მაგრამ ბუნებით ძლიერი იყო. პალატაში შევედი და ვუთხარი, რაშიც იყო საქმე. ოპერაცია რომ არ გავიკეთო, რა მოხდებაო? ვუთხარი ლაპარაკი სიცოცხლის მცირე ხნით გახანგრძლივებაზეა. ასე რომ, შენი გადასაწყვეტია-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, მითხრა, მღვდელი მომიყვანეო. მეორე დღეს გამოაცხადა, ოპერაციას არ ვიკეთებ, სახლში წამიყვანეთო. ორი დღის მერე თბილისში გადაღება უნდა მქონოდა და გადმოვფრინდი, ჩემი ძმა დარჩა მასთან. ორი დღის შემდეგ ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტაო. როგორც კი თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდა, გადავრეკე და მითხრეს, საოპერაციოში ახლახან შეიყვანესო. მივუსწარი.

კონოვალოვის კაბინეტში ვიჯექი და დიდ ტელევიზორში ვუყურებდი ოპერაციას. კონოვალოვი რომ გამოვიდა საოპერაციოდან თქვა, არ შეგეშინდეთ, ალბათ, ერთი კვირა მაინც ვერ გამოვა მდგომარეობიდანო, მაგრამ მამამ საღამოს თვითონ მოიძრო მილები და პალატაში გადაყვანა მოითხოვა. დერეფანში რომ მოჰყავდათ, მისი გინება გავიგონე – აბსოლუტურად საღ გონზე იყო. გადავიყვანეთ თუ არა, ფეხზე დადგა. მერე სიმსივნემ თავში დაიწყო ზრდა.“