პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხო, არაადეკვატური ადამიანი რამდენიმე დღეა, ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან" - რას წერს მოქალაქე და რა რეაგირება მოჰყვა მომხდარს?
"ხალხო, არაადეკვატური ადამიანი რამდენიმე დღეა, ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან" - რას წერს მოქალაქე და რა რეაგირება მოჰყვა მომხდარს?

მო­ქა­ლა­ქე ანი მღებ­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ამ­ბობს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სკო­ლის და ბა­ღის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და. მო­ქა­ლა­ქე კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ას ასა­ხე­ლებს სა­დაც ფაქ­ტი მოხ­და. ამ­ბობს, რომ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცი­აც, თუმ­ცა ეს პი­როვ­ნე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ჩათ­ვა­ლეს და გა­უშ­ვეს.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქის პოს­ტის შემ­დეგ თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ბა­ღე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­თებ­ში მშობ­ლე­ბი გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს აგ­ზავ­ნი­ან.

  • AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე მომ­ხდა­რის შემ­დეგ ქავ­თა­რა­ძე­ზე, ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"ცოტა გრძე­ლი ამ­ბა­ვი გა­მო­მი­ვა, მაგ­რამ სა­დაც საქ­მე ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ეხე­ბა, ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­სა­კი­თხია. იმან, რაც დღეს გა­დაგ­ვხდა, ჩემი 9 წლის გო­გო­ნაც უკი­დუ­რე­სად შე­ა­ში­ნა და თავი ამ ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლად მაგ­რძნო­ბი­ნა!

დღეს დი­ლით, სა­ნამ ჩემს შვილს - 9 წლის ნა­ტას სკო­ლა­ში წა­ვიყ­ვან­დი, გზად დე­დამ­თილ­თან უნდა გა­მევ­ლო, და­მე­ტო­ვე­ბი­ნა გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბი. მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე სა­დარ­ბა­ზოს­თან შო­რი­ახ­ლოს, სა­დაც იმ დრო­ის­თვის არა­ვინ შე­მი­ნიშ­ნავს. მძღო­ლის მხა­რეს მან­ქა­ნის კარი ღია დავ­ტო­ვე, შე­ვე­დი სა­დარ­ბა­ზო­ში და წა­მი­ე­რად გა­მოვ­ბრუნ­დი - ლიფტს გა­ვა­ყო­ლე ნივ­თე­ბი. დაბ­რუ­ნე­ბულს, მან­ქა­ნა­ში მხვდე­ბა თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი, ატი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი და რო­დე­საც ვკი­თხე რა­ტომ ტი­რო­და, მი­მა­ნიშ­ნა ეზო­ში, მან­ქა­ნას­თან ახ­ლოს მდგომ პი­როვ­ნე­ბა­ზე და მი­თხრა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ცდი­ლობ­და მან­ქა­ნის იმ კა­რის გა­ღე­ბას, სა­დაც ჩემი შვი­ლი იჯდა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­მა გო­გომ მო­ი­ფიქ­რა და კარი ღი­ლა­კით ჩა­კე­ტა, კვლავ გა­აგ­რძე­ლა კარ­ზე ჯაჯ­გუ­რი და წინა კა­რებ­თა­ნაც გა­აგ­რძე­ლა იგი­ვე.

მა­შინ­ვე, აღელ­ვე­ბუ­ლი გად­მო­ვე­დი მან­ქა­ნი­დან და მი­ვა­დე­ქი ამ ადა­მი­ანს, ვე­ცა­დე გა­მე­გო რა უნ­დო­და ბავ­შვის­გან, მან­ქა­ნის­გან და სა­ერ­თოდ რა მიზ­ნით მი­უ­ახ­ლოვ­და მან­ქა­ნას, რა­ზეც ვერ მი­ვი­ღე ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი. ხან მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ამოწ­მებ­და კარი ღია იყო თუ არა, მერე ახ­სე­ნა, და­სუფ­თა­ვე­ბა­ში ვმუ­შა­ობ და ვე­ლო­დე­ბი ფორ­მას რო­დის მო­მი­ტა­ნე­ნო, ხან ჩემი უფ­რო­სის მან­ქა­ნა მე­გო­ნაო, მოკ­ლედ სრუ­ლი ბოდ­ვა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ დრო არ მქონ­და, გა­ვაფრ­თხი­ლე აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა რომ კი­დევ ერთხელ თუ და­ვი­ნა­ხავ­დი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ას მივ­მარ­თავ­დი.გზა­ში ბავ­შვი და­ვამ­შვი­დე და დე­ტა­ლუ­რად გა­მოვ­კი­თხე მომ­ხდარ­ზე. ბავ­შვმა გა­მი­ზი­ა­რა, რომ ძა­ლი­ან შე­ე­შინ­და და ეჭვი ჰქონ­და, იყო თუ არა ეს ადა­მი­ა­ნი იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა, ვის­ზეც წინა სა­ღა­მოს ჰყვე­ბო­და ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი, 12 წლის ალექ­სან­დრე.

  • ახლა ალექ­სან­დრეს მიერ მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი "დე, დღეს ჩოგ­ბურ­თი­დან ბე­ბოს­თან რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, 124-ე სკო­ლას­თან ვი­ღაც კაცი ცდი­ლობ­და ბავ­შვის წაყ­ვა­ნას, იძახ­და ჩემი შვი­ლი­აო. პატ­რუ­ლი იყო მო­სუ­ლი და ვი­ღა­ცე­ბი ჩხუ­ბობ­დნენ."

ალექ­სან­დრეც და­ვამ­შვი­დე, ვუ­თხა­რი, რომ შე­საძ­ლოა მშობ­ლებს აქვთ კონ­ფლიქ­ტი და ალ­ბათ მარ­თლა თა­ვი­სი შვი­ლის ნახ­ვას ცდი­ლობ­და მამა. გზად მა­ინც ვერ მო­ვის­ვე­ნე, დავ­რე­კე 112-ში, მო­ვუ­ყე­ვი აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ, ჩა­ვა­წე­რი­ნე ზუს­ტი მი­სა­მარ­თი, აღვწე­რე ამ პი­როვ­ნე­ბის ვი­ზუ­ა­ლი და ვთხო­ვე ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­მოწ­მე­ბა და მისი ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა. ად­გილ­ზე მიბ­რუ­ნე­ბას თა­ვი­დან არ ვა­პი­რებ­დი, თუმ­ცა სა­პატ­რუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლის ზა­რის შემ­დეგ, რო­დე­საც მივხდი, რომ მხო­ლოდ ჩემს ზარს არა­ნა­ი­რი მოქ­მე­დე­ბა არ მოჰ­ყვე­ბო­და, ვუ­თხა­რი რომ 10 წუთ­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

ამ ტრა­გი­კო­მე­დი­ის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სცე­ნა­რი იწყე­ბა იქი­დან, რომ პატ­რულ­მა ვერც კი იპო­ვა ზუს­ტად ნა­კარ­ნა­ხე­ვი მი­სა­მარ­თი (ვინ­მე რომ მკლავ­დეს, ალ­ბათ არა­ვის იმე­დი არ უნდა მქონ­დეს..) შევხდით ახ­ლოს მდე­ბა­რე (124-ე) სკო­ლას­თან და ერ­თად მი­ვე­დით კორ­პუს­თან.

ის ბიჭი ისევ სა­დარ­ბა­ზო­ში იდგა. ად­გილ­ზე ორი­ვეს დაგ­ვის­ვეს კი­თხვე­ბი, მე უფრო დე­ტა­ლუ­რად მოვ­ყე­ვი ის­ტო­რია, ამ ბი­ჭის­გან კი ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღეს. იგი­ვეს პა­სუ­ხობ­და რა­საც მე. ახლა იწყე­ბა მთა­ვა­რი... ამ კორ­პუ­სის წინ მდე­ბა­რე­ობს ასე­ვე 128-ე სა­ჯა­რო ბაღი. მშობ­ლე­ბი იქვე მოძ­რა­ო­ბენ რეპ­ლი­კე­ბით: ".. უი, ეს ის ბი­ჭია" ზოგ­მა მი­თხრა, უი რა კარ­გია პატ­რუ­ლი რომ გა­მო­გი­ძა­ხე­ბი­აო... აქვე გა­მო­ი­ა­რა სა­უბ­ნო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ (თვი­თონ წა­რად­გი­ნა თავი ასე, არც სა­ხე­ლი ვიცი, არც გვა­რი), გა­ერ­კვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მან­ქა­ნი­დან გად­მო­უს­ვლე­ლად და მოგ­ვახ­სე­ნა, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა გუ­შინ 128-ე ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო და იქაც იძახ­და, რომ ბავ­შვი ჰყავს წა­საყ­ვა­ნი.. ანუ, ხალ­ხო, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი, რამ­დე­ნი­მე დღეა უკვე ცდი­ლობს ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნას სკო­ლე­ბი­დან, ბა­ღე­ბი­დან, ჩემი სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნი­დან და პო­ლი­ცია ამ­ბობს, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ იკ­ვე­თე­ბა და ვე­რა­ფერს მო­ი­მოქ­მე­დე­ბენ!!!

ასე­ვე, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, მშობ­ლებ­მა, მე­ზობ­ლებ­მა, მაგ­რამ ხმას არა­ვინ იღებს!! ბა­ღის ჩა­ტებ­ში ვრცელ­დე­ბა ამ ბი­ჭის ფოტო, ფრთხი­ლად იყა­ვი­თო, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას არა­ვინ იძა­ხებს… სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა იმა­ვე ეზო­ში, მე­ო­რე სა­დარ­ბა­ზო­ში მცხოვ­რე­ბი პირი (არას­დროს მი­ნა­ხავს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე) და აქვს გარ­კვე­უ­ლი მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. მე­ზობ­ლე­ბის თქმით და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ ცოლი გა­შორ­და და ჰყავს ასე­ვე და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის შვი­ლი, რო­მელ­საც რო­გორც ჩანს “ხე­დავს” სხვა ბავ­შვებ­ში…

მოკ­ლედ 2 სა­ა­თი ვი­დე­ქით, ვმსჯე­ლობ­დით და ალაგ-ალაგ ამ ბი­ჭის ბოდ­ვებს ვუს­მენ­დით. ცოტა ხან­ში ად­გილ­ზე მო­ვი­და სა­პატ­რუ­ლოს მიერ გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი სას­წრა­ფო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი. სას­წრა­ფო­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად უარი გა­ნა­ცხა­და მის რა­ი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე, ამ­ბობ­დნენ, რომ აქვს “ბე­ლა­ია”, რაც სი­მარ­თლე გი­თხრათ ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მოკ­ლედ, ყვე­ლა უმოქ­მე­დო­დაა, მე კი და­ჟი­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბო­დი რა­ი­მე რე­ა­გი­რე­ბას. სას­წრა­ფოს თა­ნამ­შრო­მელ­მაც, არაა აგ­რე­სი­უ­ლი, კლი­ნი­კა­შიც ვერ გა­და­ვიყ­ვან­თო... ახლა სა­ზი­ზღა­რი რა­ღა­ცის და­წე­რა მო­მი­წევს, თუმ­ცა ფაქ­ტია. სა­პირ­ფა­რე­შო­ში მინ­დაო, და­ი­ცა კა­ცოო, არა­ვინ არ­სად გა­უშ­ვა, არა­ვინ აჰ­ყვა სახ­ლში.

რო­გორც ჩანს ვე­ღარ მო­ით­მი­ნა, იქვე მო­ი­საქ­მა… ზოგ­მა გა­ი­ცი­ნა, ზო­გიც და­ი­ჯღა­ნა. სა­ერ­თოდ არაა სა­სა­ცი­ლო ამის მერე კი აუშ­ვეს სახ­ლში, შარ­ვა­ლი გა­მო­იც­ვა­ლეო. ავი­და, ჩა­მო­ვი­და იგი­ვე შარ­ვლით რომ­ლის ელვა არ ჰქონ­და შეკ­რუ­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი გა­მოგ­ვე­ცხა­და, ანუ იმის თავი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის უნა­რიც კი არ ჰქონ­და რომ ადეკ­ვა­ტუ­რად ჩა­ეც­ვა.

არც აღ­ნიშ­ნუ­ლი აღ­მოჩ­ნდა პო­ლი­ცი­ის­თვის სად­მე გა­დაყ­ვა­ნის მი­ზე­ზი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ მგო­ნი კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს ამ სა­კითხს… უთხრეს, შარ­ვა­ლი ნორ­მა­ლუ­რად ჩა­იც­ვიო და ეს იყო და ეს.. დრო და დრო ამ ბიჭს აშ­კა­რად ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი ჰქონ­და. იქ ბავ­შვია ლიფ­ტში გა­ჭე­დი­ლი, წა­ვალ გა­მო­ვიყ­ვა­ნო… თო­კით უნდა ავ­ცოც­დეო… მოკ­ლედ…რად­გან მე მა­ინც ვე­ლო­დე­ბო­დი გარ­კვე­ულ სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბას პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა კი­დევ ერთხელ სთხო­ვეს სას­წრა­ფოს მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. რო­გორც იქნა და­ი­თან­ხმეს და გუ­ლი­თა­დი მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­დეს...

იქ ყოფ­ნის 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­რე­კე 124-ე სკო­ლა­ში, გა­ვე­სა­უბ­რე დი­რექ­ტორ­საც. სკო­ლას, რო­გორც უკვე დავ­წე­რე ჰყავ­და გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ად­გილ­ზე პო­ლი­ცია თუმ­ცა რო­გორც დი­რექ­ტორ­მა მი­თხრა, უბ­რა­ლოდ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ჩათ­ვა­ლეს და გა­უშ­ვე­სო… სა­ნამ და­ვიშ­ლე­ბო­დით ბა­ღის გამ­გე­მაც გა­მო­ი­ა­რა, რო­მელ­საც კი­თხვა და­ვუს­ვი რა­ტომ არ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია. გუ­შინ და­ნა­შა­ულს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დღეს კი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი­აო. მი­ნი­მუმ 2 დღის მან­ძილ­ზე, ეს ბიჭი და­დის ქუ­ჩა­ში, სკო­ლებ­ში, ბა­ღებ­ში...

პატ­რო­ნი არ ჰყავს.. რა მო­ე­ლან­დე­ბა, ვის ბავ­შვს მო­კი­დებს ხელს, ვის შე­ა­ში­ნებს თუ ვის მოკ­ლავს არა­ვინ იცის. პრე­ვენ­ცი­ის ზო­მე­ბი? სა­ნამ უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბა არა­ვინ და­რე­კავს 112-ში? ან და­რეკ­ვას რა შე­დე­გი მო­აქვს? გი­ჟია და ვერ ვა­კა­ვებთ არ არის გა­მო­სა­ვა­ლი. მშობ­ლებ­მა რა ვქნათ? რო­დემ­დე ვი­ცხოვ­როთ ში­შებ­ში? უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბა, მერე ვიგ­ლო­ვოთ კი­დევ ერთხელ მთელ­მა ქვე­ყა­ნამ ვინ­მეს ბავ­შვი... ვწე­როთ და ვი­კი­თხოთ სტა­ტუ­სე­ბი" - წერს მო­ქა­ლა­ქე ანი მღებ­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

მაქეთ თუ არაა ადგილები, ხონის ფსიქიატრიულში უკარით თავი.

იზოლდა
0

აუცილებელია ასეთი პიროვნების იზოლაცია!თან სასწრაფოდ!მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ ,

ავტორი:

"ხალხო, არაადეკვატური ადამიანი რამდენიმე დღეა, ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან" - რას წერს მოქალაქე და რა რეაგირება მოჰყვა მომხდარს?

"ხალხო, არაადეკვატური ადამიანი რამდენიმე დღეა, ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან" - რას წერს მოქალაქე და რა რეაგირება მოჰყვა მომხდარს?

მოქალაქე ანი მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ კონკრეტული პიროვნება სკოლის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან ბავშვების წაყვანას ცდილობდა. მოქალაქე კონკრეტულ ლოკაციას ასახელებს სადაც ფაქტი მოხდა. ამბობს, რომ გამოიძახა პოლიციაც, თუმცა ეს პიროვნება არაადეკვატურად ჩათვალეს და გაუშვეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მოქალაქის პოსტის შემდეგ თბილისის სხვადასხვა ბაღებისა და სკოლების ჩათებში მშობლები გამაფრთხილებელ შეტყობინებებს აგზავნიან.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოქალაქე მომხდარის შემდეგ ქავთარაძეზე, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

"ცოტა გრძელი ამბავი გამომივა, მაგრამ სადაც საქმე ჩვენი შვილების, პატარა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, ვფიქრობ, აუცილებლად წასაკითხია. იმან, რაც დღეს გადაგვხდა, ჩემი 9 წლის გოგონაც უკიდურესად შეაშინა და თავი ამ ქალაქში ძალიან დაუცველად მაგრძნობინა!

დღეს დილით, სანამ ჩემს შვილს - 9 წლის ნატას სკოლაში წავიყვანდი, გზად დედამთილთან უნდა გამევლო, დამეტოვებინა გარკვეული ნივთები. მანქანა გავაჩერე სადარბაზოსთან შორიახლოს, სადაც იმ დროისთვის არავინ შემინიშნავს. მძღოლის მხარეს მანქანის კარი ღია დავტოვე, შევედი სადარბაზოში და წამიერად გამოვბრუნდი - ლიფტს გავაყოლე ნივთები. დაბრუნებულს, მანქანაში მხვდება თვალცრემლიანი, ატირებული ბავშვი და როდესაც ვკითხე რატომ ტიროდა, მიმანიშნა ეზოში, მანქანასთან ახლოს მდგომ პიროვნებაზე და მითხრა, რომ აღნიშნული პიროვნება ცდილობდა მანქანის იმ კარის გაღებას, სადაც ჩემი შვილი იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა გოგომ მოიფიქრა და კარი ღილაკით ჩაკეტა, კვლავ გააგრძელა კარზე ჯაჯგური და წინა კარებთანაც გააგრძელა იგივე.

მაშინვე, აღელვებული გადმოვედი მანქანიდან და მივადექი ამ ადამიანს, ვეცადე გამეგო რა უნდოდა ბავშვისგან, მანქანისგან და საერთოდ რა მიზნით მიუახლოვდა მანქანას, რაზეც ვერ მივიღე ადეკვატური პასუხი. ხან მეუბნებოდა, რომ ამოწმებდა კარი ღია იყო თუ არა, მერე ახსენა, დასუფთავებაში ვმუშაობ და ველოდები ფორმას როდის მომიტანენო, ხან ჩემი უფროსის მანქანა მეგონაო, მოკლედ სრული ბოდვა. გამომდინარე იქიდან, რომ დრო არ მქონდა, გავაფრთხილე აღნიშნული პიროვნება რომ კიდევ ერთხელ თუ დავინახავდი ამ ტერიტორიაზე პოლიციას მივმართავდი.გზაში ბავშვი დავამშვიდე და დეტალურად გამოვკითხე მომხდარზე. ბავშვმა გამიზიარა, რომ ძალიან შეეშინდა და ეჭვი ჰქონდა, იყო თუ არა ეს ადამიანი იგივე პიროვნება, ვისზეც წინა საღამოს ჰყვებოდა ჩემი უფროსი შვილი, 12 წლის ალექსანდრე.

  • ახლა ალექსანდრეს მიერ მოყოლილი ამბავი "დე, დღეს ჩოგბურთიდან ბებოსთან რომ ვბრუნდებოდი, 124-ე სკოლასთან ვიღაც კაცი ცდილობდა ბავშვის წაყვანას, იძახდა ჩემი შვილიაო. პატრული იყო მოსული და ვიღაცები ჩხუბობდნენ."

ალექსანდრეც დავამშვიდე, ვუთხარი, რომ შესაძლოა მშობლებს აქვთ კონფლიქტი და ალბათ მართლა თავისი შვილის ნახვას ცდილობდა მამა. გზად მაინც ვერ მოვისვენე, დავრეკე 112-ში, მოვუყევი აღნიშნული ინციდენტის შესახებ, ჩავაწერინე ზუსტი მისამართი, აღვწერე ამ პიროვნების ვიზუალი და ვთხოვე ტერიტორიის გადამოწმება და მისი ვინაობის დადგენა. ადგილზე მიბრუნებას თავიდან არ ვაპირებდი, თუმცა საპატრულოს თანამშრომლის ზარის შემდეგ, როდესაც მივხდი, რომ მხოლოდ ჩემს ზარს არანაირი მოქმედება არ მოჰყვებოდა, ვუთხარი რომ 10 წუთში დავბრუნდებოდი შემთხვევის ადგილზე.

ამ ტრაგიკომედიის დაუჯერებელი სცენარი იწყება იქიდან, რომ პატრულმა ვერც კი იპოვა ზუსტად ნაკარნახევი მისამართი (ვინმე რომ მკლავდეს, ალბათ არავის იმედი არ უნდა მქონდეს..) შევხდით ახლოს მდებარე (124-ე) სკოლასთან და ერთად მივედით კორპუსთან.

ის ბიჭი ისევ სადარბაზოში იდგა. ადგილზე ორივეს დაგვისვეს კითხვები, მე უფრო დეტალურად მოვყევი ისტორია, ამ ბიჭისგან კი ადეკვატური პასუხი ვერ მიიღეს. იგივეს პასუხობდა რასაც მე. ახლა იწყება მთავარი... ამ კორპუსის წინ მდებარეობს ასევე 128-ე საჯარო ბაღი. მშობლები იქვე მოძრაობენ რეპლიკებით: ".. უი, ეს ის ბიჭია" ზოგმა მითხრა, უი რა კარგია პატრული რომ გამოგიძახებიაო... აქვე გამოიარა საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ (თვითონ წარადგინა თავი ასე, არც სახელი ვიცი, არც გვარი), გაერკვა სიტუაციაში მანქანიდან გადმოუსვლელად და მოგვახსენა, რომ ეს პიროვნება გუშინ 128-ე ბაღის ტერიტორიაზე იყო და იქაც იძახდა, რომ ბავშვი ჰყავს წასაყვანი.. ანუ, ხალხო, არაადეკვატური ადამიანი, რამდენიმე დღეა უკვე ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან, ჩემი საკუთარი მანქანიდან და პოლიცია ამბობს, რომ დანაშაული არ იკვეთება და ვერაფერს მოიმოქმედებენ!!!

ასევე, ყველამ ყველაფერი იცის, მშობლებმა, მეზობლებმა, მაგრამ ხმას არავინ იღებს!! ბაღის ჩატებში ვრცელდება ამ ბიჭის ფოტო, ფრთხილად იყავითო, თუმცა პოლიციას არავინ იძახებს… საბოლოო ჯამში, აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა იმავე ეზოში, მეორე სადარბაზოში მცხოვრები პირი (არასდროს მინახავს ამ ტერიტორიაზე) და აქვს გარკვეული მენტალური პრობლემები. მეზობლების თქმით დაახლოებით 1 წლის წინ ცოლი გაშორდა და ჰყავს ასევე დაახლოებით 7 წლის შვილი, რომელსაც როგორც ჩანს “ხედავს” სხვა ბავშვებში…

მოკლედ 2 საათი ვიდექით, ვმსჯელობდით და ალაგ-ალაგ ამ ბიჭის ბოდვებს ვუსმენდით. ცოტა ხანში ადგილზე მოვიდა საპატრულოს მიერ გამოძახებული სასწრაფო და საგამოძიებო სამსახური. სასწრაფომაც თავდაპირველად უარი განაცხადა მის რაიმე დაწესებულებაში გადაყვანაზე, ამბობდნენ, რომ აქვს “ბელაია”, რაც სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაინტერესებდა. მოკლედ, ყველა უმოქმედოდაა, მე კი დაჟინებით ველოდებოდი რაიმე რეაგირებას. სასწრაფოს თანამშრომელმაც, არაა აგრესიული, კლინიკაშიც ვერ გადავიყვანთო... ახლა საზიზღარი რაღაცის დაწერა მომიწევს, თუმცა ფაქტია. საპირფარეშოში მინდაო, დაიცა კაცოო, არავინ არსად გაუშვა, არავინ აჰყვა სახლში.

როგორც ჩანს ვეღარ მოითმინა, იქვე მოისაქმა… ზოგმა გაიცინა, ზოგიც დაიჯღანა. საერთოდ არაა სასაცილო ამის მერე კი აუშვეს სახლში, შარვალი გამოიცვალეო. ავიდა, ჩამოვიდა იგივე შარვლით რომლის ელვა არ ჰქონდა შეკრული და ფაქტობრივად ნახევრად შიშველი გამოგვეცხადა, ანუ იმის თავი და გაანალიზების უნარიც კი არ ჰქონდა რომ ადეკვატურად ჩაეცვა.

არც აღნიშნული აღმოჩნდა პოლიციისთვის სადმე გადაყვანის მიზეზი, მიუხედავად იმისა რომ მგონი კანონი არეგულირებს ამ საკითხს… უთხრეს, შარვალი ნორმალურად ჩაიცვიო და ეს იყო და ეს.. დრო და დრო ამ ბიჭს აშკარად ჰალუცინაციები ჰქონდა. იქ ბავშვია ლიფტში გაჭედილი, წავალ გამოვიყვანო… თოკით უნდა ავცოცდეო… მოკლედ…რადგან მე მაინც ველოდებოდი გარკვეულ საპასუხო ქმედებას პოლიციის მხრიდან, გამომძიებლებმა კიდევ ერთხელ სთხოვეს სასწრაფოს მისი კლინიკაში გადაყვანა. როგორც იქნა დაითანხმეს და გულითადი მადლობაც გადაუხადეს...

იქ ყოფნის 3 საათის განმავლობაში დავრეკე 124-ე სკოლაში, გავესაუბრე დირექტორსაც. სკოლას, როგორც უკვე დავწერე ჰყავდა გამოძახებული ადგილზე პოლიცია თუმცა როგორც დირექტორმა მითხრა, უბრალოდ არაადეკვატურად ჩათვალეს და გაუშვესო… სანამ დავიშლებოდით ბაღის გამგემაც გამოიარა, რომელსაც კითხვა დავუსვი რატომ არ გამოიძახა პოლიცია. გუშინ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია ბაღის ტერიტორიაზე, დღეს კი დაცვის თანამშრომელი უფრო მობილიზებულიაო. მინიმუმ 2 დღის მანძილზე, ეს ბიჭი დადის ქუჩაში, სკოლებში, ბაღებში...

პატრონი არ ჰყავს.. რა მოელანდება, ვის ბავშვს მოკიდებს ხელს, ვის შეაშინებს თუ ვის მოკლავს არავინ იცის. პრევენციის ზომები? სანამ უბედურება დატრიალდება არავინ დარეკავს 112-ში? ან დარეკვას რა შედეგი მოაქვს? გიჟია და ვერ ვაკავებთ არ არის გამოსავალი. მშობლებმა რა ვქნათ? როდემდე ვიცხოვროთ შიშებში? უბედურება დატრიალდება, მერე ვიგლოვოთ კიდევ ერთხელ მთელმა ქვეყანამ ვინმეს ბავშვი... ვწეროთ და ვიკითხოთ სტატუსები" - წერს მოქალაქე ანი მღებრიშვილი სოციალურ ქსელში და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.