მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით გასულ წელს?
რა გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით გასულ წელს?

გა­სულ წელს ევ­რო­კავ­შირ­მა EU4Business ინი­ცი­ა­ტი­ვის მეშ­ვე­ო­ბით, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის (SMEs) ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში 44 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - ინ­ვეს­ტი­ცი­ის შე­დე­გად შე­იქ­მნა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, გა­ი­ზარ­და ექ­სპორ­ტი, და­ი­ნერ­გა ინო­ვა­ცი­ე­ბი, რა­მაც ხელი შე­უ­წყო სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მდგრა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ავ­რცე­ლებს.

  • რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მხო­ლოდ გა­სულ წელს, 50 სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ­მა 39,000-ზე მეტ­მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­მა მი­ი­ღო მხარ­და­ჭე­რა.

ამას­თან, მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პრო­ექ­ტებ­მა ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა რო­გორც თა­ვად მე­წარ­მე­ე­ბის­თვის, ასე­ვე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, კერ­ძოდ: მხარ­და­ჭე­რი­ლი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის ბრუნ­ვა 12.8%-ით გა­ი­ზარ­და, რაც თით­ქმის 37,000 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნა­ში აი­სა­ხა.

"გარ­და ამი­სა, ბიზ­ნე­სებ­მა 200 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღეს, რაც ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის სტი­მუ­ლი­რე­ბა­ში ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რა სამი ძი­რი­თა­დი ღერ­ძის გარ­შე­მოა აგე­ბუ­ლი:

ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მა: 2023 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და 2 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ინ­ვეს­ტი­ცია (ჯა­მუ­რი ბი­უ­ჯე­ტის 52.9%) შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სეს­ხე­ბის, მიკრო­ფი­ნან­სი­რე­ბი­სა და მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ფი­ნან­სუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის სერ­ვი­სე­ბი: 10.9 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ინ­ვეს­ტი­ცია (ბი­უ­ჯე­ტის 24,8%) კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის, ტრე­ნინ­გე­ბი­სა და ბიზ­ნეს კლას­ტე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რაც ხელს უწყობს მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერგვას.

ბიზ­ნე­სის ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მო: 9.7 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ინ­ვეს­ტი­ცია (ბი­უ­ჯე­ტის 22,2%) მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი გა­რე­მოს რე­ფორ­მის ხელ­შე­სა­წყო­ბად, პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ამას­თან, სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რებს შო­რის დი­ა­ლო­გის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, რაც ბიზ­ნესს მისი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის უფრო ხელ­საყ­რელ გა­რე­მოს უქ­მნის.

2023 წლის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვე­ბი:

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ­მა 39,072-მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მომ მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა, მათ შო­რის სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მა და ჩარ­თუ­ლო­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მებ­ში;

შე­იქ­მნა 36,973 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით;

458-მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მომ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია ექ­სპორტზე გა­ი­ტა­ნა, რა­მაც ექ­სპორ­ტის ჯა­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბა 6.8%-ით გა­ზარ­და;

17,275-მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მომ სეს­ხი მი­ი­ღო;

371-მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მომ მი­ი­ღო გრან­ტი;

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­წარ­მო­ე­ბის 4%-ის მფლო­ბე­ლი ან მმარ­თვე­ლი ქა­ლია, რაც ბიზ­ნეს­ში გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას უწყობს ხელს;

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რილ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 5%-ით გა­ი­ზარ­და.

„ევ­რო­კავ­ში­რი კვლავ უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ზრდა­სა და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ევ­რო­კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა პრო­ექ­ტმა სა­კუ­თარ მი­ზანს, რო­მე­ლიც 80 ათა­სი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, უკვე გა­და­ა­ჭარ­ბა. 2021-2023 წლებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბა 100 000-ზე მეტ­მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­მა მი­ი­ღო. ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ეს შე­დე­გე­ბი EU4Business-ის ან­გა­რიშ­ში აი­სა­ხე­ბა: კერ­ძოდ, ის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რილ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებ­ში ამ­დე­ნი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნა, აგ­რეთ­ვე ის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­წარ­მო­ე­ბის 40.4%-ის მფლო­ბე­ლი ან მმარ­თვე­ლი ქა­ლია, რაც ბიზ­ნეს­ში გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას უწყობს ხელს. ევ­რო­კავ­ში­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა“, – გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლას სენ­დრო­ვიჩ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ამას­თან, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ EU4Business ინი­ცი­ა­ტი­ვის მეშ­ვე­ო­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებს და აძ­ლი­ე­რებს მათ.

„ამა­ზე ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­დე­გე­ბიც მე­ტყვე­ლებს, კერ­ძოდ, 2021-იდან 2023 წლამ­დე:

ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში მხარ­და­ჭე­რილ იქნა 100,000-ზე მეტი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი;

შე­იქ­მნა 77,000 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი;

შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ღე­ბულ იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბით 550 მი­ლი­ო­ნი ევრო.

სა­ქარ­თვე­ლოს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ევ­რო­კავ­ში­რი გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის ინ­კლუ­ზი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის იხი­ლეთ სრუ­ლი ან­გა­რი­ში ან ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გთხოვთ ეწ­ვი­ოთ EU4Georgia-ს ვებგ­ვერდს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

რა გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით გასულ წელს?

რა გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით გასულ წელს?

გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა - ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

  • როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, საქართველოში მოქმედმა 39,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მხარდაჭერა.

ამასთან, მათივე ცნობით, აღნიშნულმა პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძოდ: მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა.

"გარდა ამისა, ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს.

ევროკავშირის მხარდაჭერა სამი ძირითადი ღერძის გარშემოა აგებული:

ფინანსებზე წვდომა: 2023 წელს განხორციელდა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია (ჯამური ბიუჯეტის 52.9%) შეღავათიანი სესხების, მიკროფინანსირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად.

ბიზნესის განვითარების სერვისები: 10.9 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 24,8%) კონსულტაციების, ტრენინგებისა და ბიზნეს კლასტერების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას.

ბიზნესის ხელშემწყობი გარემო: 9.7 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 22,2%) მარეგულირებელი გარემოს რეფორმის ხელშესაწყობად, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ამასთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წასახალისებლად, რაც ბიზნესს მისი განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელ გარემოს უქმნის.

2023 წლის მთავარი მიღწევები:

საქართველოში მოქმედმა 39,072-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება, ფინანსებზე წვდომა და ჩართულობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში;

შეიქმნა 36,973 ახალი სამუშაო ადგილი მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მხარდაჭერით;

458-მა მცირე და საშუალო საწარმომ ევროკავშირის მხარდაჭერით, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა, რამაც ექსპორტის ჯამური მოცულობა 6.8%-ით გაზარდა;

17,275-მა მცირე და საშუალო საწარმომ სესხი მიიღო;

371-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო გრანტი;

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს;

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში თანამშრომლების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

„ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა საკუთარ მიზანს, რომელიც 80 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, უკვე გადააჭარბა. 2021-2023 წლებში ევროკავშირის დახმარება 100 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს შედეგები EU4Business-ის ანგარიშში აისახება: კერძოდ, ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში ამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, აგრეთვე ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 40.4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს. ევროკავშირის მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში განხორციელებული ინვესტიციაა“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ EU4Business ინიციატივის მეშვეობით, ევროკავშირი წლების განმავლობაში წარმატებით უჭერს მხარს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს და აძლიერებს მათ.

„ამაზე ინიციატივის შედეგებიც მეტყველებს, კერძოდ, 2021-იდან 2023 წლამდე:

ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილ იქნა 100,000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი;

შეიქმნა 77,000 ახალი სამუშაო ადგილი;

შემოსავლის სახით მიღებულ იქნება დამატებით 550 მილიონი ევრო.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინოვაციებისა და ქვეყნის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული ანგარიში ან ეწვიეთ ვებგვერდს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ EU4Georgia-ს ვებგვერდს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.