სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მახათას მთა არის სახალხო პროექტი, რომლის თითოეულმა მონაწილემაც თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვით 1 აგური დადო“ - ლაშა თაბუკაშვილი და ლია სტურუა ეროვნულ პროექტებზე საუბრობენ
„მახათას მთა არის სახალხო პროექტი, რომლის თითოეულმა მონაწილემაც თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვით 1 აგური დადო“ - ლაშა თაბუკაშვილი და ლია სტურუა ეროვნულ პროექტებზე საუბრობენ

ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, ლია სტუ­რუა, ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ზაზა აბა­ში­ძე, ნინო ქა­ჯა­ია, გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი, ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი, კოტე ჯან­დი­ე­რი, რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლი, ეკა კვა­ჭან­ტი­რა­ძე, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი - ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც დღეს „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ქტი­ტორ­თა საბ­ჭოს წარ­მო­ად­გე­ნენ და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან არა­ერთ პრო­ექ­ტში არი­ან ჩარ­თუ­ლი. „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნის, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მიზ­ნით შე­იქ­მნა და მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლიც სწო­რედ ეს გახ­ლავთ. ამ საქ­მე­ში კი უდი­დე­სია ქტი­ტო­რე­ბის როლი, რომ­ლე­ბიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რე­ბენ და სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და ლია სტუ­რუა „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ პრო­ექ­ტებ­სა და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ერ­თო მიზ­ნებ­ზე გვი­ზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბას:

ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი: „წლე­ბის წინ მე­უ­ფე და­ნი­ე­ლის თა­ოს­ნო­ბი­თა და უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით შე­იქ­მნა „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ და მისი ქტი­ტორ­თა საბ­ჭო, რომ­ლის ერთ-ერთი წევ­რიც მე ვარ. სა­წყის ეტაპ­ზე შექ­მნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მა­ხ­ა­თას მთა­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა იყო. ამ­ჟა­მად ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრის პრო­ექ­ტზე. შე­დე­გად მა­ხ­ა­თას მთა გახ­დე­ბა არა მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი, არა­მედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცია მი­ე­ნი­ჭე­ბა მას. ქტი­ტორ­თა საბ­ჭო სრუ­ლად ვართ ჩარ­თუ­ლი მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ თით­ქმის ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნი ვართ საბ­ჭო­ში. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ვართ სავ­სე. ზო­გა­დად, რო­დე­საც სიწ­მინ­დე­ზე ვსა­უბ­რობთ, ყო­ველ­თვის სხვა დრო­ის, წარ­სუ­ლის ალუ­ზია იქ­მნე­ბა. მა­ხ­ა­თას მთა­ზე ტა­ძა­რი კი ის სიწ­მინ­დეა, რო­მე­ლიც დღეს, ჩვენს თვალ­წინ იქ­მნე­ბა და ეს სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა. ამ პრო­ექ­ტში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და დღეს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი თვლის, რომ ეს ტა­ძა­რი მათი სუ­ლის ნა­წი­ლია. ეს მარ­თლაც ასეა. მა­ხ­ა­თას მთა არის ნამ­დვი­ლად სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტი, რომ­ლის თი­თო­ე­ულ­მა მო­ნა­წი­ლე­მაც თუნ­დაც 1 ლა­რის ჩა­რი­ცხვით 1 აგუ­რი დადო. გან­წმენ­და­სა­ვი­თაა ეს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლის. „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ კი­დევ არა­ერთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი. თი­თო­ე­ულ ამ საქ­მეს კი გი­ორ­გი თა­ვა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბაა. მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც იდე­ალ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თუ და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით.“

ლია სტუ­რუა: „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ წლე­ბის წინ შე­მო­ვუ­ერ­თდი და სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. ვკი­თხუ­ლობ­დი ლექ­ცი­ებს, ვხვდე­ბო­დი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­წყის ეტაპ­ზე მა­ხ­ა­თას მთა და იქ ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა იყო. ალ­ბათ, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის შე­მო­წი­რუ­ლო­ბით ტა­ძა­რი შენ­დე­ბა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­დე­ნად მორ­წმუ­ნე ხარ. ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ღმერ­თს უშ­ვებ სა­კუ­თარ სხე­ულ­ში. სწო­რედ ამი­ტომ არის მა­ხ­ა­თას მთა­ზე არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია სხვა­ნა­ი­რად თბი­ლი. ის არამ­ხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი ცენ­ტრია, არა­მედ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში­ცაა. მე­ო­რე მხრივ, მა­ხ­ა­თას მთა­ზე კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი უნდა აშენ­დეს. ეს მის დატ­ვირ­თვას კი­დევ უფრო გაზ­რდის. ჩვენ კი, „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ თი­თო­ე­უ­ლი ქტი­ტო­რი, ადა­მი­ა­ნებს ამ მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა­ში უნდა და­ვეხ­მა­როთ, უნდა ვუ­თხრათ, რომ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში ღმერ­თი შე­მო­უშ­ვან. მა­ხ­ა­თას გარ­და, ჩვენ გე­ლა­თის პრო­ექ­ტშიც ვართ ჩარ­თუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი საქ­მე, რო­მელ­საც „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ ახორ­ცი­ე­ლებს ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბი­თაა გამ­სჭვა­ლუ­ლი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სარ­წმუ­ნო­ე­ბა და ქარ­თვე­ლო­ბა. ეკ­ლე­სია ერის სუ­ლია, ასე­ვე არ არ­სე­ბობს ერი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­რე­შე. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დღეს ყვე­ლა ერ­თად ვი­ყოთ, გა­ვერ­თი­ან­დეთ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მე­ე­ბის გარ­შე­მო.“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლია. მათი საქ­მი­ა­ნო­ბა არის სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლე და ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დიტს გა­დის. შე­დე­გე­ბი კი ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

შე­მო­წი­რუ­ლე­ბის გა­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ბან­კის ან­გა­რიშ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­და­რი­ცხვით ან მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე 0901777777 და­რეკ­ვით. ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლა­რია.

გი­ზი­ა­რებთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს:

  • სს „ლი­ბერ­თი ბან­კი": LBRTGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE35LB0775555555555555
  • სს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“: BAGAGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბან­კი“: TBCBGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE96TB7005555555555555

R

გაიოზ კანდელაკი
0

შესანიშნავი საქმე დაგიწყიათ მივესალმები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

„მახათას მთა არის სახალხო პროექტი, რომლის თითოეულმა მონაწილემაც თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვით 1 აგური დადო“ - ლაშა თაბუკაშვილი და ლია სტურუა ეროვნულ პროექტებზე საუბრობენ

„მახათას მთა არის სახალხო პროექტი, რომლის თითოეულმა მონაწილემაც თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვით 1 აგური დადო“ - ლაშა თაბუკაშვილი და ლია სტურუა ეროვნულ პროექტებზე საუბრობენ

ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ლია სტურუა, ნინო სუხიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ზაზა აბაშიძე, ნინო ქაჯაია, გიორგი თევდორაშვილი, ლევან კოღუაშვილი, კოტე ჯანდიერი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ეკა კვაჭანტირაძე, ნიკოლოზ რაჭველი - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს „საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა საბჭოს წარმოადგენენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ პროექტში არიან ჩართული. „საზოგადოება ივერიისა“ ეროვნული ფასეულობების წარმოჩენის, გაცნობიერებისა და ფართო საზოგადოებაში მათი კომუნიკაციის მიზნით შეიქმნა და მის მიერ განხორციელებული თითოეული პროექტის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს გახლავთ. ამ საქმეში კი უდიდესია ქტიტორების როლი, რომლებიც ფართო საზოგადოების დიდ პატივისცემას იმსახურებენ და საკუთარი საქმიანობით ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურებიან.

ლაშა თაბუკაშვილი და ლია სტურუა „საზოგადოება ივერიისას“ პროექტებსა და მათი საქმიანობის საერთო მიზნებზე გვიზიარებენ საკუთარ შეხედულებას:

ლაშა თაბუკაშვილი: „წლების წინ მეუფე დანიელის თაოსნობითა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა „საზოგადოება ივერიისა“ და მისი ქტიტორთა საბჭო, რომლის ერთ-ერთი წევრიც მე ვარ. საწყის ეტაპზე შექმნის მთავარი მიზანი მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა იყო. ამჟამად ტაძრის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა საგანმანათლებლო ცენტრის პროექტზე. შედეგად მახათას მთა გახდება არა მხოლოდ რელიგიური, არამედ საგანმანათლებლო ცენტრი, რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებული ფუნქცია მიენიჭება მას. ქტიტორთა საბჭო სრულად ვართ ჩართული მიმდინარე საქმიანობაში. მოხარული ვარ, რომ თითქმის ყველა თაობის ადამიანი ვართ საბჭოში. თითოეული მათგანი პასუხისმგებლობითა და აღფრთოვანებით ვართ სავსე. ზოგადად, როდესაც სიწმინდეზე ვსაუბრობთ, ყოველთვის სხვა დროის, წარსულის ალუზია იქმნება. მახათას მთაზე ტაძარი კი ის სიწმინდეა, რომელიც დღეს, ჩვენს თვალწინ იქმნება და ეს საოცარი შეგრძნებაა. ამ პროექტში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და დღეს თითოეული მათგანი თვლის, რომ ეს ტაძარი მათი სულის ნაწილია. ეს მართლაც ასეა. მახათას მთა არის ნამდვილად სახალხო პროექტი, რომლის თითოეულმა მონაწილემაც თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვით 1 აგური დადო. განწმენდასავითაა ეს პროექტი, რომელიც თითოეულ ადამიანს უკეთესობისკენ ცვლის. „საზოგადოება ივერიისა“ კიდევ არაერთ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული. თითოეულ ამ საქმეს კი გიორგი თავაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ძალიან კეთილშობილი პიროვნებაა. მე შემიძლია გითხრათ, რომ „საზოგადოება ივერიისა“ არის ადგილი, რომელიც იდეალთან ყველაზე ახლოსაა მის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისა და ჩართული ადამიანების თვალსაზრისით.“

ლია სტურუა: „საზოგადოება ივერიისას“ წლების წინ შემოვუერთდი და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ვიყავი ჩართული. ვკითხულობდი ლექციებს, ვხვდებოდი ფართო საზოგადოებას და მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობდით. ჩვენი მთავარი მიზანი საწყის ეტაპზე მახათას მთა და იქ ტაძრის მშენებლობა იყო. ალბათ, მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ამდენი ადამიანის შემოწირულობით ტაძარი შენდება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მორწმუნე ხარ. ამ საქმეში მონაწილეობით, ღმერთს უშვებ საკუთარ სხეულში. სწორედ ამიტომ არის მახათას მთაზე არსებული ეკლესია სხვანაირად თბილი. ის არამხოლოდ რელიგიური ცენტრია, არამედ ხელოვნების ნიმუშიცაა. მეორე მხრივ, მახათას მთაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა აშენდეს. ეს მის დატვირთვას კიდევ უფრო გაზრდის. ჩვენ კი, „საზოგადოება ივერიისას“ თითოეული ქტიტორი, ადამიანებს ამ მნიშვნელობის გააზრებაში უნდა დავეხმაროთ, უნდა ვუთხრათ, რომ მიიღონ მონაწილეობა და საკუთარ ცხოვრებაში ღმერთი შემოუშვან. მახათას გარდა, ჩვენ გელათის პროექტშიც ვართ ჩართული. თითოეული საქმე, რომელსაც „საზოგადოება ივერიისა“ ახორციელებს ეროვნული სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ სარწმუნოება და ქართველობა. ეკლესია ერის სულია, ასევე არ არსებობს ერი ხელოვნების გარეშე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, დღეს ყველა ერთად ვიყოთ, გავერთიანდეთ კეთილშობილური საქმეების გარშემო.“

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოება ივერიისას“ პროექტებში მონაწილეობა ყველას შეუძლია. მათი საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე და ყოველწლიურად საერთაშორისო აუდიტს გადის. შედეგები კი ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შემოწირულების გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.

გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:

  • სს „ლიბერთი ბანკი": LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE35LB0775555555555555
  • სს „საქართველოს ბანკი“: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბანკი“: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE96TB7005555555555555

R