მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელობა განზრახული არ მქონია... მაშინ გუდაურში წავედი გოგოს გამო, რომელიც ჩემი ცოლი გახდა" - ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის იდუმალებით მოცული ცხოვრება და გამოჩენა წლების შემდეგ
"მკვლელობა განზრახული არ მქონია... მაშინ გუდაურში წავედი გოგოს გამო, რომელიც ჩემი ცოლი გახდა" - ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის იდუმალებით მოცული ცხოვრება და გამოჩენა წლების შემდეგ

წლე­ბის წინ, რო­დე­საც არც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ინ­ტერ­ნე­ტიც ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნის­თვის იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი, პრე­სის ფურ­ცლე­ბი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში მოხ­ვდა, სა­დაც 5 წელი გა­ა­ტა­რა.

წლე­ბის შემ­დეგ, ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მწერ­ლის სტა­ტუ­სით დაბ­რუნ­და. მისი წიგ­ნე­ბი "ავი მუ­სა­ი­ფი", "გა­ლი­ლე­ვე­ლი მე­თევ­ზე", "მოს­კო­ვი-თბი­ლი­სი", "კვა­ზი­მო­დოს ქა­ლა­ქი“, "9 მო­თხრო­ბა" მის გა­რე­შე გა­მო­დი­ო­და. არა­ვინ იცო­და, ვინ იყო წიგ­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­რი, რად­გან ის ფსევ­დო­ნი­მით "თორ­ნი­კე გურ­ჯინ­თა­ხით" გა­მო­დი­ო­და, უმ­ცრო­სი ნო­და­რი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ ჩნდე­ბო­და. ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის მოს­კოვ­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სით ცხოვ­რობ­და.

დე­დას­თან ერ­თად

2018 წელს მწერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი და ნო­და­რის დედა ქეთი დუმ­ბა­ძე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ამ­ბობ­და, რომ მისი შვი­ლი კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის.

- კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ წიგ­ნებს წე­რენ?! ეს არის პა­სუ­ხი იმ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­უნ­დო­ბე­ლი ნა­წი­ლის მიერ იყო აგო­რე­ბუ­ლი. ფსევ­დო­ნი­მით წერა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­მალ­ვას არ ნიშ­ნავს. მას არ უნ­დო­და, რომ მის­თვის ვინ­მეს შე­ღა­ვა­თი გა­ე­წია, რო­გორც ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის, ამი­ტო­მაც მო­ი­გო­ნა ფსევ­დო­ნი­მი. რო­დე­საც აღარ დამ­თავ­რდა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ სხვა გზას ადგა, თა­ვი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი და­ა­წე­რა წიგნს. ნო­და­რი ძა­ლი­ან კე­თი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე შვი­ლია.

...ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, როცა მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ამი­ტომ ჰქვია მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი. მე არ ვა­პი­რებ­დი ნო­და­რის დარ­ქმე­ვას. მის­თვის ჩვე­ნი გვა­რი უნდა მი­მე­ცა და არა - სა­ხე­ლი. ჩვენ ძმა გვყავს გარ­დაც­ვლი­ლი - 5 წლის იყო, წი­თე­ლა რომ შეხ­ვდა და მისი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მე დავ­პირ­დი მა­მას, რომ გა­ვა­ჩენ­დი შვილს, რო­მელ­საც მამა იშ­ვი­ლებ­და და თა­ვის გვარს მის­ცემ­და. მამა ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, მაგ­რამ მის და­ბა­დე­ბას ვერ მო­ეს­წრო. მერე კი შე­მეძ­ლო, გვა­რი მი­მე­ცა, მაგ­რამ ასე აღარ მო­ვი­ქე­ცი, რად­გან მა­მა­ჩე­მის შვი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მისი გვა­რი ეტა­რე­ბი­ნა. გა­მო­ვი­და ისე, რომ ჰქვია ნო­და­რი. ჩემ­მა დამ, მა­ნა­ნამ რომ და­არ­ქვა ნო­და­რი თა­ვის ბიჭს, ცოტა სა­სა­ცი­ლო მეჩ­ვე­ნე­ბო­და პა­ტა­რა ბავ­შვის­თვის, მაგ­რამ მერე თვი­თო­ნაც ასე და­ვარ­ქვი...

2024 წელს, უკვე სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით გა­და­ცე­მა „ნო­ეს­თან“ უმ­ცრო­სი ნო­და­რი სტუმ­რად მი­დის და იმ სა­ბე­დის­წე­რო დღე­ზე სა­უბ­რობს, რო­მელ­მაც მისი მო­მა­ვა­ლი შეც­ვა­ლა...

- გუ­და­ურ­ში წა­ვე­დი ერთი გო­გო­ნას გამო, რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩემი ცოლი გახ­და და მის­გან შვი­ლი მყავს. ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და შემ­დეგ 12 წელი ერ­თად ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან მიყ­ვარს დღემ­დე, მაგ­რამ ახლა მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს და მე ჩემი. ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, რომ მას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბის სპორ­ტულ შეკ­რე­ბა­ზე ჩავ­წე­რე.

სა­ღა­მო იყო, მე 18 წლის ვი­ყა­ვი და ჩემს 15 წლის მე­გო­ბარ­თან ერ­თად, სხვა მე­გობ­რის სა­ძებ­ნე­ლად წა­ვე­დით. სას­ტუმ­როს "შინო" ერ­ქვა, მის­ვლი­სას და­კე­ტი­ლი დაგ­ვხვდა. ვე­ძახ­დი ჩემს მე­გო­ბარს. იქი­დან გად­მომ­ხე­და კაც­მა... ახლა ძა­ლი­ან ვნა­ნობ, ასე­თი რამე რომ მოხ­დეს, მარ­ტი­ვად შე­მიძ­ლია თავი ავა­რი­დო ასეთ კონ­ფლიქტს და მი­თუ­მე­ტეს იმას, რომ ტრა­გე­დი­ით დამ­თავ­რდეს ეს ამ­ბა­ვი. მა­შინ ვერ ვქე­ნი ასე. თან უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო.

ჩა­მო­ვარ­და ეს კაცი ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხით, ჩემს მე­გო­ბარს და­არ­ტყა, შემ­დეგ ჩემ­კენ წა­მო­ვი­და, ფეხ­ში დავ­ჭე­რი. იქ არ იყო მა­შინ სა­ა­ვად­მყო­ფო, რომ მი­ე­ხე­დათ. ჯერ გუ­და­უ­რის სას­ტუმ­რო „მარ­კო პო­ლო­ში“ ჩა­იყ­ვა­ნეს, ორი სა­ა­თი უტ­რი­ა­ლებ­დნენ ექი­მე­ბი და შემ­დეგ თქვეს, რომ ვერ ვუშ­ვე­ლით, თბი­ლის­ში უნდა ჩა­ვი­დე­სო. სა­ნამ თბი­ლის­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, ოთხი სა­ა­თი გა­ვი­და და სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა.

მკვლე­ლო­ბა გან­ზრა­ხუ­ლი არ მქო­ნია. გა­და­მე­ტე­ბუ­ლი თავ­დაც­ვის მუხ­ლით გა­მა­სა­მარ­თლეს და 5 წელი მომ­ცეს.

შოკი მქონ­და რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ვფიქ­რობ­დი, მარ­თლა ხდე­ბო­და თუ სიზ­მა­რი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო მა­შინ, ისე­თი პე­რი­ო­დი იყო, პო­ლი­ცი­ა­ში სცემ­დნენ და აწა­მებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს. ატყა­ვებ­დნენ ხალ­ხს, 2003 წელი იყო. 18 წლის ბიჭს ღმერ­თი და­მეხ­მა­რა, რომ თავი მე­ჭი­რა, არ ვიცი, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე.

თა­ვი­დან შოკი იყო და შემ­დეგ სი­ნა­ნუ­ლი, რო­მე­ლიც დღემ­დე მომ­ყვე­ბა. არ ვიცი, ახლა ამის ლა­პა­რა­კი შე­იძ­ლე­ბა თუ არა ეკ­რან­ზე, ცოტა მე­რი­დე­ბა, მაგ­რამ ვი­ტყვი, რომ ღამე არ გა­დის, რომ მაგ ადა­მი­ან­ზე არ ვი­ლო­ცო. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო...

წა­ვე­დი ხუთი წლით ცი­ხე­ში, თა­ვი­დან ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო იყო... ციხე არის პა­ტა­რა დე­და­მი­წა, სა­დაც ძა­ლი­ან ახ­ლოს, შენ­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი. გა­რეთ ყოფ­ნი­სას ქა­ლაქ­ში უნდა გახ­ვი­დე, რეს­ტო­რან­ში შეხ­ვი­დე, რომ შეგ­ხვდეს ნა­ძი­რა­ლა ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, უნდა იმოძ­რაო ამის­თვის. იქ ერთ ოთახ­ში გყავს ყვე­ლა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი. რა თქმა უნდა, თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა მო­მი­წია, მაგ­რამ იყ­ვნენ ისე­თი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ და გვერ­დში და­მიდ­გნენ. ჩემ­ზე ბევ­რად დი­დე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, იქ, 18 წლის, თუმ­ცა მე ჩემი თავი უკვე დიდი მე­გო­ნა, მაგ­რამ იმათ­თვის ბავ­შვი ვი­ყა­ვი.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
6

კაცის კვლითვის 5 წ და დღეს ქოცები, არაფრისთვის საუკეთესო ადამიანებს იჭერენ, ზოგს 4 ზოგს 7 წცრუ ჩვენებების საფუძველზე 

ნატა
3

კი მაგრამ ფეხში დაუჭრია და როდის იყო მოსაკლავად კაცს ფეხში ესროდნენ? ტყუილს ასე საჯაროდ როგორ იტყვის?! ის კაცი ხომ იტყოდა სიმართლეს... ექიმების ბრალი უფროა, სულ მოეჭრათ ფეხი ... ისე 18 წლის მოზარდს იარაღი რად უნდოდა? 

ავტორი:

"მკვლელობა განზრახული არ მქონია... მაშინ გუდაურში წავედი გოგოს გამო, რომელიც ჩემი ცოლი გახდა" - ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის იდუმალებით მოცული ცხოვრება და გამოჩენა წლების შემდეგ

"მკვლელობა განზრახული არ მქონია... მაშინ გუდაურში წავედი გოგოს გამო, რომელიც ჩემი ცოლი გახდა" - ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის იდუმალებით მოცული ცხოვრება და გამოჩენა წლების შემდეგ

წლების წინ, როდესაც არც სოციალური ქსელი იყო საქართველოში და ინტერნეტიც ძალიან ცოტა ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, პრესის ფურცლებიდან ცნობილი გახდა, რომ გენიალური ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ნოდარ მაჭარაშვილი მკვლელობის ბრალდებით ციხეში მოხვდა, სადაც 5 წელი გაატარა.

წლების შემდეგ, ნოდარ მაჭარაშვილი საზოგადოებაში მწერლის სტატუსით დაბრუნდა. მისი წიგნები "ავი მუსაიფი", "გალილეველი მეთევზე", "მოსკოვი-თბილისი", "კვაზიმოდოს ქალაქი“, "9 მოთხრობა" მის გარეშე გამოდიოდა. არავინ იცოდა, ვინ იყო წიგნების რეალური ავტორი, რადგან ის ფსევდონიმით "თორნიკე გურჯინთახით" გამოდიოდა, უმცროსი ნოდარი კი საზოგადოებაში არ ჩნდებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მოსკოვში "კანონიერი ქურდის" სტატუსით ცხოვრობდა.

დედასთან ერთად

2018 წელს მწერლის ქალიშვილი და ნოდარის დედა ქეთი დუმბაძე ჟურნალ "სარკესთან" ამბობდა, რომ მისი შვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული არ არის.

- კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანები ასეთ წიგნებს წერენ?! ეს არის პასუხი იმ ყველაფერზე, რაც საზოგადოების დაუნდობელი ნაწილის მიერ იყო აგორებული. ფსევდონიმით წერა საზოგადოებისგან დამალვას არ ნიშნავს. მას არ უნდოდა, რომ მისთვის ვინმეს შეღავათი გაეწია, როგორც ნოდარ დუმბაძის შვილიშვილისთვის, ამიტომაც მოიგონა ფსევდონიმი. როდესაც აღარ დამთავრდა იმაზე საუბარი, რომ სხვა გზას ადგა, თავისი სახელი და გვარი დააწერა წიგნს. ნოდარი ძალიან კეთილი, სამართლიანი და მოსიყვარულე შვილია.

...ფეხმძიმედ ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ამიტომ ჰქვია მამაჩემის სახელი. მე არ ვაპირებდი ნოდარის დარქმევას. მისთვის ჩვენი გვარი უნდა მიმეცა და არა - სახელი. ჩვენ ძმა გვყავს გარდაცვლილი - 5 წლის იყო, წითელა რომ შეხვდა და მისი გართულებით გარდაიცვალა. მე დავპირდი მამას, რომ გავაჩენდი შვილს, რომელსაც მამა იშვილებდა და თავის გვარს მისცემდა. მამა ამით ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ მის დაბადებას ვერ მოესწრო. მერე კი შემეძლო, გვარი მიმეცა, მაგრამ ასე აღარ მოვიქეცი, რადგან მამაჩემის შვილი უნდა ყოფილიყო და მისი გვარი ეტარებინა. გამოვიდა ისე, რომ ჰქვია ნოდარი. ჩემმა დამ, მანანამ რომ დაარქვა ნოდარი თავის ბიჭს, ცოტა სასაცილო მეჩვენებოდა პატარა ბავშვისთვის, მაგრამ მერე თვითონაც ასე დავარქვი...

2024 წელს, უკვე საკუთარი სახელითა და გვარით გადაცემა „ნოესთან“ უმცროსი ნოდარი სტუმრად მიდის და იმ საბედისწერო დღეზე საუბრობს, რომელმაც მისი მომავალი შეცვალა...

- გუდაურში წავედი ერთი გოგონას გამო, რომელიც შემდეგ ჩემი ცოლი გახდა და მისგან შვილი მყავს. ერთად გავიზარდეთ და შემდეგ 12 წელი ერთად ვიყავით. ძალიან მიყვარს დღემდე, მაგრამ ახლა მას თავისი ცხოვრება აქვს და მე ჩემი. ვერ ვახერხებდი, რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი და მოთხილამურეების სპორტულ შეკრებაზე ჩავწერე.

საღამო იყო, მე 18 წლის ვიყავი და ჩემს 15 წლის მეგობართან ერთად, სხვა მეგობრის საძებნელად წავედით. სასტუმროს "შინო" ერქვა, მისვლისას დაკეტილი დაგვხვდა. ვეძახდი ჩემს მეგობარს. იქიდან გადმომხედა კაცმა... ახლა ძალიან ვნანობ, ასეთი რამე რომ მოხდეს, მარტივად შემიძლია თავი ავარიდო ასეთ კონფლიქტს და მითუმეტეს იმას, რომ ტრაგედიით დამთავრდეს ეს ამბავი. მაშინ ვერ ვქენი ასე. თან უბედური შემთხვევა იყო.

ჩამოვარდა ეს კაცი ბეისბოლის ჯოხით, ჩემს მეგობარს დაარტყა, შემდეგ ჩემკენ წამოვიდა, ფეხში დავჭერი. იქ არ იყო მაშინ საავადმყოფო, რომ მიეხედათ. ჯერ გუდაურის სასტუმრო „მარკო პოლოში“ ჩაიყვანეს, ორი საათი უტრიალებდნენ ექიმები და შემდეგ თქვეს, რომ ვერ ვუშველით, თბილისში უნდა ჩავიდესო. სანამ თბილისში ჩაიყვანეს, ოთხი საათი გავიდა და სისხლისგან დაიცალა.

მკვლელობა განზრახული არ მქონია. გადამეტებული თავდაცვის მუხლით გამასამართლეს და 5 წელი მომცეს.

შოკი მქონდა როდესაც გავიგე, რომ გარდაიცვალა. ვფიქრობდი, მართლა ხდებოდა თუ სიზმარი იყო ეს ყველაფერი, ძალიან რთული სიტუაცია იყო მაშინ, ისეთი პერიოდი იყო, პოლიციაში სცემდნენ და აწამებდნენ ადამიანებს. ატყავებდნენ ხალხს, 2003 წელი იყო. 18 წლის ბიჭს ღმერთი დამეხმარა, რომ თავი მეჭირა, არ ვიცი, როგორ მოვახერხე.

თავიდან შოკი იყო და შემდეგ სინანული, რომელიც დღემდე მომყვება. არ ვიცი, ახლა ამის ლაპარაკი შეიძლება თუ არა ეკრანზე, ცოტა მერიდება, მაგრამ ვიტყვი, რომ ღამე არ გადის, რომ მაგ ადამიანზე არ ვილოცო. უბედური შემთხვევა იყო...

წავედი ხუთი წლით ციხეში, თავიდან ძალიან უჩვეულო გარემო იყო... ციხე არის პატარა დედამიწა, სადაც ძალიან ახლოს, შენთან ერთად ცხოვრობენ ადამიანები. გარეთ ყოფნისას ქალაქში უნდა გახვიდე, რესტორანში შეხვიდე, რომ შეგხვდეს ნაძირალა ან კარგი ადამიანი, უნდა იმოძრაო ამისთვის. იქ ერთ ოთახში გყავს ყველანაირი ადამიანი. რა თქმა უნდა, თავის დამკვიდრება მომიწია, მაგრამ იყვნენ ისეთი ღირსეული ადამიანები, ვინც ძალიან დამეხმარნენ და გვერდში დამიდგნენ. ჩემზე ბევრად დიდები იყვნენ. ყველაზე პატარა ვიყავი, იქ, 18 წლის, თუმცა მე ჩემი თავი უკვე დიდი მეგონა, მაგრამ იმათთვის ბავშვი ვიყავი.