პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მილტონმა" გაანადგურა 10,000 ადამიანის თავშესაფრად ქცეული სტადიონი, შენობას გიგანტური ამწე დაეცა... - კოლოსალური ზარალი და უმძიმესი ვითარება ფლორიდაში
"მილტონმა" გაანადგურა 10,000 ადამიანის თავშესაფრად ქცეული სტადიონი, შენობას გიგანტური ამწე დაეცა... - კოლოსალური ზარალი და უმძიმესი ვითარება ფლორიდაში

მე-3 კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხალ­მა “მილ­ტონ­მა“ აშშ-ის, ფლო­რი­დას შტა­ტი გა­ა­ნად­გუ­რა. ბოლო ცნო­ბე­ბით, არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, 3 მი­ლი­ონ­ზე მეტ მცხოვ­რებს არ მი­ე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია, შე­წყვე­ტი­ლია სას­მე­ლი წყა­ლი.

ქა­რიშ­ხალ­მა სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე ტორ­ნა­დო­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ზა­რა­ლი კო­ლო­სა­ლუ­რია.

  • “ასე­თი რამ ქვე­ყა­ნას არ ახ­სოვს. სა­სიკ­ვდი­ლო ქა­რიშ­ხა­ლია,“ - აფა­სე­ბენ მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ სტი­ქი­ას.

გარ­დაც­ვლილ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ამ დრო­ის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, ნელ-ნელა ზუს­ტდე­ბა ტრა­გი­კუ­ლი დე­ტა­ლე­ბი.

  • და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­რიშ­ხალ­მა გა­ა­ნად­გუ­რა 10,000 კა­ცი­ა­ნი Tampa Bay Rays ბე­ის­ბო­ლის სტა­დი­ო­ნის სა­ხუ­რა­ვი, რო­მე­ლიც იყო პირ­ვე­ლი რე­ა­გი­რე­ბის­თვის და და­სუფ­თა­ვე­ბის მუ­შა­კე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი.

ცნო­ბი­ლია, რომ გუმ­ბა­თო­ვა­ნი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის სა­ხუ­რა­ვი სტა­დი­ონს სპე­ცი­ა­ლუ­რად, ქა­რიშ­ხლე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ჰქონ­და. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად ამან არ გა­ა­მარ­თლა.

ლო­კა­ცი­ა­ზე სა­წო­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა, გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ სტი­ქი­ამ ად­გილ­ზე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ნად­გუ­რა.

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი.

მხო­ლოდ სენტ-ლუ­სი­ის ოლ­ქში ჩა­მო­ინ­გრა ასო­ბით სახ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლია "მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი".

ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ პიტსბურ­გში მდე­ბა­რე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას გი­გან­ტუ­რი ამწე და­ე­ცა. უც­ნო­ბია დე­ტა­ლე­ბი და­შა­ვე­ბულ­თა შე­სა­ხებ.

ქა­რიშ­ხა­ლი ამ­ჟა­მად ფლო­რი­დის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს უტევს. დაც­ლი­ლია მიმ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბი და და­სახ­ლე­ბე­ბი.

ტორ­ნა­დო ანად­გუ­რებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ფლო­რი­დის სა­მე­ზობ­ლო­შიც.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის გამო, წინა დღე­ებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს სახ­ლის და­ტო­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა მი­ე­ცა. “მილ­ტონს“ უკვე უწო­დეს "ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი, რო­მე­ლიც ამ რე­გი­ონს ბოლო სა­უ­კუ­ნე­ში და­ა­ტყდა თავს".

ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ათა­სო­ბით წევ­რი ქა­რიშ­ხლის შემ­დეგ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მზად არის. პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ წი­ნას­წარ გა­ნა­ლა­გა რე­სურ­სე­ბი და ასო­ბით პერ­სო­ნა­ლი.

ბა­ი­დენ­მა ფლო­რი­და კა­ტას­ტრო­ფის ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­და, რათა სტი­ქი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბა გა­ად­ვილ­დეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მილტონმა" გაანადგურა 10,000 ადამიანის თავშესაფრად ქცეული სტადიონი, შენობას გიგანტური ამწე დაეცა... - კოლოსალური ზარალი და უმძიმესი ვითარება ფლორიდაში

"მილტონმა" გაანადგურა 10,000 ადამიანის თავშესაფრად ქცეული სტადიონი, შენობას გიგანტური ამწე დაეცა... - კოლოსალური ზარალი და უმძიმესი ვითარება ფლორიდაში

მე-3 კატეგორიის ქარიშხალმა “მილტონმა“ აშშ-ის, ფლორიდას შტატი გაანადგურა. ბოლო ცნობებით, არიან გარდაცვლილები, 3 მილიონზე მეტ მცხოვრებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეწყვეტილია სასმელი წყალი.

ქარიშხალმა სხვადასხვა ლოკაციებზე ტორნადოები გამოიწვია. განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ზარალი კოლოსალურია.

  • “ასეთი რამ ქვეყანას არ ახსოვს. სასიკვდილო ქარიშხალია,“ - აფასებენ მიმომხილველები ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ სტიქიას.

გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის არ არის ცნობილი. თუმცა, ნელ-ნელა ზუსტდება ტრაგიკული დეტალები.

  • დასავლური მედიის ინფორმაციით, ქარიშხალმა გაანადგურა 10,000 კაციანი Tampa Bay Rays ბეისბოლის სტადიონის სახურავი, რომელიც იყო პირველი რეაგირებისთვის და დასუფთავების მუშაკების თავშესაფარი.

ცნობილია, რომ გუმბათოვანი მოყვანილობის სახურავი სტადიონს სპეციალურად, ქარიშხლებისგან თავის დასაცავად ჰქონდა. თუმცა, ამჯერად ამან არ გაამართლა.

ლოკაციაზე საწოლები და სხვადასხვა პირველადი დახმარების ნივთები იყო განთავსებული. თუმცა, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სტიქიამ ადგილზე ყველაფერი გაანადგურა.

ამ დროისთვის უცნობია, დაღუპულთა შესახებ ცნობები.

მხოლოდ სენტ-ლუსიის ოლქში ჩამოინგრა ასობით სახლი. გარდაცვლილია "მრავალი ადამიანი".

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ პიტსბურგში მდებარე მრავალსართულიან შენობას გიგანტური ამწე დაეცა. უცნობია დეტალები დაშავებულთა შესახებ.

ქარიშხალი ამჟამად ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროს უტევს. დაცლილია მიმდებარე ქალაქები და დასახლებები.

ტორნადო ანადგურებს ინფრასტრუქტურას ფლორიდის სამეზობლოშიც.

  • შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო, წინა დღეებში მილიონობით ადამიანს სახლის დატოვების ბრძანება მიეცა. “მილტონს“ უკვე უწოდეს "ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ამ რეგიონს ბოლო საუკუნეში დაატყდა თავს".

ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი.

ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.

წყარო

იხილეთ ასევე: