სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგროპროექტი" – საგანი, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება
"აგროპროექტი" – საგანი, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება

2022 წელს სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა აგ­რო­ნო­მი­ის პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­გა­ნი „აგ­როპ­რო­ექ­ტი“ და­ა­მა­ტა. მისი მი­ზა­ნია, სტუ­დენ­ტებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ზარ­დონ სხვა­დას­ხვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თებ­ში და მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ.

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ორ­მა კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რომ“, რო­მე­ლიც არა­ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ინი­ცი­ა­ტო­რია, მხარ­და­ჭე­რა „აგ­როპ­რო­ექტსაც“ გა­მო­უ­ცხა­და. ის სტუ­დენ­ტებს უკვე მე­სა­მე წე­ლია, კულ­ტუ­რე­ბის გაზ­რდის­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ცი­ას სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცემს. ასორ­ტი­მენ­ტი მო­ი­ცავს ისეთ ინო­ვა­ცი­ურ პრო­დუქ­ტებს, რო­გო­რე­ბი­ცაა Bayer-ის მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, Yara-ს მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბი და Saatbau-სა და Nunhems-ის სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია „აგ­როპ­რო­ექტს“ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ინ­ვენ­ტა­რი­თა და სხვა სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბი­თაც ამა­რა­გებს.

„აგ­როპ­რო­ექ­ტის“ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს ვატო ლეჟა­ვა­სა და „აგ­როს­ფე­როს“ სას­წავ­ლო ცენ­ტრის, #აგ­რა­რი­უ­მის ხელ­მძღვა­ნელს მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

ბა­ტო­ნო ვატო, სა­ი­დან გაჩ­ნდა „აგ­როპ­რო­ექ­ტის“ იდეა და რა­ტომ არის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუ­დენ­ტთა გან­ვი­თა­რე­ბის­თვის?

ვატო ლეჟა­ვა: მიგ­ვაჩ­ნია, რომ სტუ­დენ­ტებს, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბის გარ­და, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის, ანუ საქ­მის ხე­ლით კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც უნდა ჰქონ­დეთ. ამით მათ არა მხო­ლოდ სხვა­დას­ხვა უნა­რი უვი­თარ­დე­ბათ, არა­მედ სწავ­ლო­ბენ პრო­ცე­სე­ბის მარ­თვას და უფრო ღრმად ით­ვი­სე­ბენ იმ თე­ო­რი­ულ სა­კი­თხებს, რომ­ლე­ბიც უკვე შე­ის­წავ­ლეს ან მო­მა­ვალ­ში შე­ის­წავ­ლი­ან.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მიჩ­ნდა იდეა, რომ შეგ­ვექ­მნა სა­გა­ნი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სტუ­დენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის ხე­ლით გაზ­რდას, რის­კე­ბის და­ზღვე­ვას, კალ­კუ­ლა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბას, პრო­დუქ­ცი­ის შე­ფა­სე­ბას, ანა­ლიზ­სა თუ სხვა სა­ჭი­რო პრო­ცე­სე­ბის მარ­თვას თა­ვად შეძ­ლებ­დნენ. ყო­ველ წელს ვრწმუნ­დე­ბით, რომ ეს სა­გა­ნი სა­ჭი­რო და, ამას­თა­ნა­ვე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ტი­პის პრო­ექ­ტებ­ში კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა?

ვატო ლეჟა­ვა: ზო­გა­დად, ყვე­ლა პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში კერ­ძო სექ­ტორ­თან ვარ­კვევთ, რა მო­თხოვ­ნე­ბია ბა­ზარ­ზე, რო­გო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ დამ­საქ­მებ­ლებს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის­გან და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, იმი­სათ­ვის, რომ პროგ­რა­მამ არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნებს უპა­სუ­ხოს, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვა­კავ­ში­რებს „აგ­როს­ფე­როს­თან“. კომ­პა­ნია ჩვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თოც კია, რად­გან, გარ­და „აგ­როპ­რო­ექ­ტის“ სპონ­სო­რო­ბი­სა, ის რამ­დე­ნი­მე წე­ლია სტუ­დენ­ტებს სას­ტი­პენ­დიო და სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებ­საც სთა­ვა­ზობს.

მა­რი­ამ, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა „აგ­როს­ფე­რომ“ „აგ­როპ­რო­ექ­ტის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი­ყო?

მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი: უკვე მე­ო­თხე წე­ლია, რაც „აგ­როს­ფე­რო“ თა­ნა­მედ­რო­ვე აგ­რო­გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია, რის­თვი­საც კომ­პა­ნი­ას მინ­და უდი­დე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ამ საგ­ნის არ­სე­ბო­ბამ, სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, კი­დევ უფრო ფარ­თოდ გა­მოგ­ვე­ხა­ტა კე­თი­ლი ნება სტუ­დენ­ტე­ბი­სად­მი და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ჩვენ გვჯე­რა, რომ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ყვე­ლა­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი და მდგრა­დია. კომ­პა­ნი­ის უდი­დე­სი სურ­ვი­ლია, სტუ­დენ­ტებს აუ­მაღ­ლოს მო­ტი­ვა­ცია, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახალ­გაზ­რდა დარ­ჩეს დარ­გში და და­ი­ნა­ხოს პერ­სპექ­ტი­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე აგ­რო­ნო­მი­ა­ში.

რო­გო­რია „აგ­როს­ფე­როს“ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი „აგ­როპ­რო­ექტთან“ და­კავ­ში­რე­ბით?

მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი: „აგ­როს­ფე­რო“ მო­ხა­რუ­ლია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­ტი­ვი­რე­ბა­ში. ამი­ტომ კვლა­ვაც სი­ა­მოვ­ნე­ბით აგ­რძე­ლებს სტუ­დენ­ტე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რას, რო­გორც „აგ­როპ­რო­ექ­ტის“, ისე სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბის ფარ­გლებ­ში.

სტუ­დენ­ტებ­მა „აგ­როპ­რო­ექ­ტის“ წლე­ვან­დე­ლი შე­დე­გე­ბი უკვე წა­რად­გი­ნეს. რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით მათ?

მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი: „აგ­როპ­რო­ექ­ტში“ მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებ­მა წელ­საც, ისე­ვე რო­გორც გა­სულ წლებ­ში, საკ­მა­ოდ კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნეს თავი სა­კუ­თა­რი შე­დე­გე­ბით, რა­შიც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის „აგ­როს­ფე­როს“ მიერ მი­წო­დე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას. და­დე­ბი­თი შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში ხაზ­გა­სას­მე­ლია აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის რო­ლიც, რო­მელ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თაც იმარ­თე­ბო­და აგ­როპ­რო­ცე­სე­ბი. რა თქმა უნდა, არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და­წყე­ბუ­ლი საქ­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის­თვის.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"აგროპროექტი" – საგანი, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება

"აგროპროექტი" – საგანი, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება

2022 წელს საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა აგრონომიის პროგრამის სტუდენტებისთვის საგანი „აგროპროექტი“ დაამატა. მისი მიზანია, სტუდენტებმა დამოუკიდებლად გაზარდონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა უნივერსიტეტის სადემონსტრაციო ნაკვეთებში და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორმა კომპანია „აგროსფერომ“, რომელიც არაერთი საგანმანათლებლო პროგრამის ინიციატორია, მხარდაჭერა „აგროპროექტსაც“ გამოუცხადა. ის სტუდენტებს უკვე მესამე წელია, კულტურების გაზრდისთვის საჭირო პროდუქციას სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ასორტიმენტი მოიცავს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს, როგორებიცაა Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებები, Yara-ს მინერალური სასუქები და Saatbau-სა და Nunhems-ის სათესლე მასალები. გარდა ამისა, კომპანია „აგროპროექტს“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინვენტარითა და სხვა საჭირო პროდუქტებითაც ამარაგებს.

„აგროპროექტის“ მნიშვნელობაზე აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს ვატო ლეჟავასა და „აგროსფეროს“ სასწავლო ცენტრის, #აგრარიუმის ხელმძღვანელს მარიამ მერაბიშვილს ვესაუბრეთ.

ბატონო ვატო, საიდან გაჩნდა „აგროპროექტის“ იდეა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი სტუდენტთა განვითარებისთვის?

ვატო ლეჟავა: მიგვაჩნია, რომ სტუდენტებს, თეორიული ცოდნის დაუფლების გარდა, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, ანუ საქმის ხელით კეთების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ. ამით მათ არა მხოლოდ სხვადასხვა უნარი უვითარდებათ, არამედ სწავლობენ პროცესების მართვას და უფრო ღრმად ითვისებენ იმ თეორიულ საკითხებს, რომლებიც უკვე შეისწავლეს ან მომავალში შეისწავლიან.

აქედან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა საგანი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სხვადასხვა კულტურის ხელით გაზრდას, რისკების დაზღვევას, კალკულაციების გაკეთებას, პროდუქციის შეფასებას, ანალიზსა თუ სხვა საჭირო პროცესების მართვას თავად შეძლებდნენ. ყოველ წელს ვრწმუნდებით, რომ ეს საგანი საჭირო და, ამასთანავე, წარმატებული აღმოჩნდა.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტებში კერძო კომპანიების ჩართულობა?

ვატო ლეჟავა: ზოგადად, ყველა პროგრამის განვითარების პროცესში კერძო სექტორთან ვარკვევთ, რა მოთხოვნებია ბაზარზე, როგორი მოლოდინები აქვთ დამსაქმებლებს კურსდამთავრებულებისგან და ა.შ. შესაბამისად, იმისათვის, რომ პროგრამამ არსებულ მოთხოვნებს უპასუხოს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების ჩართულობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს „აგროსფეროსთან“. კომპანია ჩვენთვის სამაგალითოც კია, რადგან, გარდა „აგროპროექტის“ სპონსორობისა, ის რამდენიმე წელია სტუდენტებს სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამებსაც სთავაზობს.

მარიამ, რატომ გადაწყვიტა „აგროსფერომ“ „აგროპროექტის“ განხორციელების პროცესში ჩართულიყო?

მარიამ მერაბიშვილი: უკვე მეოთხე წელია, რაც „აგროსფერო“ თანამედროვე აგროგანათლების მხარდამჭერია, რისთვისაც კომპანიას მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო. ამ საგნის არსებობამ, სხვა აქტივობების პარალელურად, საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო ფართოდ გამოგვეხატა კეთილი ნება სტუდენტებისადმი და სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნის გაღრმავებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე გამართლებული, გრძელვადიანი და მდგრადია. კომპანიის უდიდესი სურვილია, სტუდენტებს აუმაღლოს მოტივაცია, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დარჩეს დარგში და დაინახოს პერსპექტივა თანამედროვე აგრონომიაში.

როგორია „აგროსფეროს“ სამომავლო გეგმები „აგროპროექტთან“ დაკავშირებით?

მარიამ მერაბიშვილი: „აგროსფერო“ მოხარულია, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და მოტივირებაში. ამიტომ კვლავაც სიამოვნებით აგრძელებს სტუდენტებისა და უნივერსიტეტის მხარდაჭერას, როგორც „აგროპროექტის“, ისე სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში.

სტუდენტებმა „აგროპროექტის“ წლევანდელი შედეგები უკვე წარადგინეს. როგორ შეაფასებდით მათ?

მარიამ მერაბიშვილი: „აგროპროექტში“ მონაწილე სტუდენტებმა წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი საკუთარი შედეგებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის „აგროსფეროს“ მიერ მიწოდებულ პროდუქციას. დადებითი შედეგის მიღწევაში ხაზგასასმელია აგრარული უნივერსიტეტის პროფესორების როლიც, რომელთა რეკომენდაციებითაც იმართებოდა აგროპროცესები. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ სტუდენტების აქტიურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც უმნიშვნელოვანესია დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის.

NS