მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი - რა წერია დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ შესახებ
ცნობილია ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი - რა წერია დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ შესახებ

“ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მაღ­ლაა და­ყე­ნე­ბუ­ლი“, - ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში “სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტაგ­მა 10 ოქ­ტომ­ბერს უნდა უყა­როს კენ­ჭი.

რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სულ უფრო ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბით ცდი­ლობს ში­შის ატ­მოს­ფე­როს გაღ­ვი­ვე­ბას.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მა­არ­სებ­ლის და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვალ­ზე და დე­მოკ­რა­ტი­ულ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მაღ­ლაა და­ყე­ნე­ბუ­ლი.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ცდი­ლობს, სულ უფრო ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­გობ­რე­ბად/პატ­რი­ო­ტე­ბად და მტრე­ბად/მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად და­ყო­ფით, ში­შის ატ­მოს­ფე­როს გაღ­ვი­ვე­ბას. პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გა­და­ლახ­ვის არა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. ასე­ვე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი და დე­მოკ­რა­ტი­ის ევ­რო­პულ გა­გე­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მოა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ,“ - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში.

  • რო­გორც პრო­ექ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა გზა­გა­სა­ყა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი კურ­სის შე­სა­ხებ.

“შე­ტე­ვე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, ე.წ. “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მათ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრდი­ან მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გავ­ლე­ნას ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, ისე­ვე, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზა­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კის მხარ­და­სა­ჭე­რად, მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თა­ნას­წო­რო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეჭვქვეშ აყე­ნებს. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს არა­ძა­ლა­დობ­რივ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა პო­ლი­ტი­კის ში­ნა­არ­სებ­ზე პა­ტი­ვის­ცე­მით და მშვი­დო­ბი­ა­ნად კონ­ცენ­ტრა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლომ, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­დატ­მა, ევ­რო­საბ­ჭოს და ეუ­თოს წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ, თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში, პა­ტი­ვი უნდა სცეს და და­იც­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ეს ძი­რე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი. ამის ფონ­ზე, გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ODIHR-ის მიწ­ვე­ვას სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე დამ­კვირ­ვებ­ლად. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა მო­წო­დე­ბუ­ლია, ზედ­მი­წევ­ნით და­აკ­ვირ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვას. გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გი მზად არის, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებ­ში“, - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში.

ავტორი:

ცნობილია ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი - რა წერია დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ შესახებ

ცნობილია ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი - რა წერია დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ შესახებ

“ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული“, - ამის შესახებ საუბარია რეზოლუციის პროექტში “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგმა 10 ოქტომბერს უნდა უყაროს კენჭი.

რეზოლუციის თანახმად, “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით ცდილობს შიშის ატმოსფეროს გაღვივებას.

“ქართული ოცნების“ დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპული მომავალზე და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

“ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ცდილობს, სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით და საზოგადოების მეგობრებად/პატრიოტებად და მტრებად/მოღალატეებად დაყოფით, შიშის ატმოსფეროს გაღვივებას. პოლარიზაციის გადალახვის არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ასევე, აბსოლუტურად მიუღებელი და დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილის შესახებ,“ - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

  • როგორც პროექტშია აღნიშნული, საქართველოსათვის საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ.

“შეტევები დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ე.წ. “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის უარყოფითი გავლენა მათ შრომისუნარიანობაზე, საარჩევნო კანონმდებლობის ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ზრდიან მმართველი პარტიის გავლენას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისევე, როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია “ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდასაჭერად, მომავალი საპარლამენტო არჩევნების თანასწორობას და თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს. საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკის შინაარსებზე პატივისცემით და მშვიდობიანად კონცენტრაციის საშუალებას. საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა, ევროსაბჭოს და ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, თავისი მოქალაქეების ინტერესებში, პატივი უნდა სცეს და დაიცვას დემოკრატიული არჩევნების ეს ძირეული პრინციპები. ამის ფონზე, გერმანიის ბუნდესტაგი მიესალმება საქართველოს მიერ ODIHR-ის მიწვევას საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა მოწოდებულია, ზედმიწევნით დააკვირდეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული პრინციპების დაცვას. გერმანიის ბუნდესტაგი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.