მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმზე" ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა
დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმზე" ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო „ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის“ დის­კუ­სი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კის ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბი­სა და გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის სა­კი­თხებს შე­ე­ხე­ბო­და.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ ისა­უბ­რა ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებ­ზე, რო­გორც ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კა­ზე. მისი თქმით, რე­გუ­ლი­რე­ბად სექ­ტო­რებ­ში დად­გე­ნი­ლია გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტა­რი­ფე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში ტა­რი­ფე­ბის გა­და­ხედ­ვა არ იგეგ­მე­ბა.

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ისა­უბ­რა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პო­ლი­ტი­კის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სე­მეკ­ში და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა ნეტო-აღ­რი­ცხვის პო­ლი­ტი­კის ტრანსფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ:

„ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ნეტო-აღ­რი­ცხვის სის­ტე­მი­დან უნდა გა­და­ვი­დეთ ნეტო-ბი­ლინ­გის სის­ტე­მა­ზე, კერ­ძოდ ქსელ­ში მი­წო­დე­ბუ­ლი და ქსე­ლი­დან მოხ­მა­რე­ბუ­ლი კი­ლო­ვატ სა­ა­თე­ბის გაქ­ვით­ვი­დან ქსელ­ში მი­წო­დე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რით მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გაქ­ვით­ვა­ზე. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს სჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი, რათა ნეტო-აღ­რი­ცხვის სის­ტე­მის არ­სე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არ და­ზა­რალ­დნენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახა­ლი სის­ტე­მა მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. ნეტო-აღ­რი­ცხვის პო­ლი­ტი­კის ტრანსფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცია მი­ვი­ღეთ ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­დან. უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში და­ი­წყე­ბა სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი სხვა­დას­ხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­თან ჩვენს მიერ მომ­ზა­დე­ბულ პრო­ექ­ტზე, რომ­ლის შემ­დე­გაც შე­მუ­შავ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

„ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის“ დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. დის­კუ­სი­ას მო­დე­რა­ტო­რო­ბა გა­უ­წია „ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დერ ჯორ­ჯი­ას“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ენერ­გე­ტი­კუ­ლი უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი და სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

NS

ავტორი:

დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმზე" ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა

დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმზე" ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებს შეეხებოდა.

სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე. მისი თქმით, რეგულირებად სექტორებში დადგენილია გრძელვადიანი ტარიფები, შესაბამისად, უახლოეს ხანებში ტარიფების გადახედვა არ იგეგმება.

დავით ნარმანიამ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშემწყობი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. მან აღნიშნა, რომ სემეკში დაწყებულია მუშაობა ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ:

„ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც ნეტო-აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეთ ნეტო-ბილინგის სისტემაზე, კერძოდ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. აღნიშნულ პროცესს სჭირდება რამდენიმე წლიანი გარდამავალი პერიოდი, რათა ნეტო-აღრიცხვის სისტემის არსებული მომხმარებლები არ დაზარალდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემა მიმზიდველი იყოს მომხმარებლებისთვის. ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ შესაბამისი რეკომენდაცია მივიღეთ ენერგეტიკული გაერთიანებიდან. უახლოეს ხანებში დაიწყება საჯარო განხილვები სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტზე, რომლის შემდეგაც შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენერგეტიკული უწყებების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.

NS