მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა... ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს ნახავს, ​​როცა გაიზრდება" - ხვიჩა კვარაცხელიას "ახალი როლი, გეგმები და ოცნებები
“ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა... ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს ნახავს, ​​როცა გაიზრდება" - ხვიჩა კვარაცხელიას "ახალი როლი, გეგმები და ოცნებები

"ნა­პო­ლი­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს კერ­პი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია FIFA-თან ახალ­ბე­და მა­მო­ბის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის და მისი ოც­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"კვა­რას­ტე­ლა. კვა­რა­დი­სი­ა­კო. კვა­რა­დო­ნა - კვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ იტა­ლი­ა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ბევ­რი მეტ­სა­ხე­ლი მო­ი­პო­ვა.

2022 წელს, ნა­პოლ­ში ჩას­ვლი­დან სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში მან გუნ­დი ბოლო ტრი­უმ­ფი­დან 33 წლის შემ­დეგ, ის­ტო­რი­ულ მე­სა­მე სკუ­დე­ტომ­დე მი­იყ­ვა­ნა. შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად UEFA EURO 2024-ზე კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ი­ღო.

ამ მიღ­წე­ვებ­მა 23 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი კლუ­ბი­სა და ქვეყ­ნის გმი­რად აქ­ცია, მაგ­რამ გა­რე­მარბს მე­ტის გა­კე­თე­ბა სურს,“ - წერს FIFA.

- ხვი­ჩა, ახ­ლა­ხან გახ­დი მამა. რო­გო­რია ეს?

- ჩემი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა! უცებ ვიგ­რძე­ნი დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბამ უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­მი­ტა­ნა და ახლა სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვამ ყვე­ლა­ფერს. ყო­ველ დღე ბედ­ნი­ე­რი ვიღ­ვი­ძებ და იმე­დი მაქვს, ყვე­ლას ექ­ნე­ბა ამ ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდის სა­შუ­ა­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში.

- ბო­ლო­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­ნი­ლი გოლი თქვენ ვაჟს მი­უ­ძღვე­ნით. რო­გორ შეგცვა­ლათ თქვენ, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი, ახალ­ბე­და მა­მო­ბამ?

- უცებ კი­დევ უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გავ­ხდი. იწყებ უფრო მეტ შრო­მას, რად­გან იცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ახლა აკე­თებ, არის შენი შვი­ლის­თვის. ვიცი, რომ ჩემი შვი­ლი ამ ყვე­ლა­ფერს და­ი­ნა­ხავს, ​​როცა გა­იზ­რდე­ბა და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ძნე­ლია ამის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა. ეს ემო­ცი­ე­ბი მაძ­ლი­ე­რებს. ვცდი­ლობ, ეს გრძნო­ბა მო­ე­დან­ზე გა­და­ვი­ტა­ნო და ამი­ტომ ჩემს გო­ლებს ვუ­ძღვნი მას, რათა ეს ნა­ხოს, როცა გა­იზ­რდე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ ისიც მო­მა­ვა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იქ­ნე­ბა.

- რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რისი სწავ­ლე­ბაც თქვე­ნი შვი­ლის­თვის გინ­დათ?

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და ვას­წავ­ლო მას იყოს ძლი­ე­რი. ცხოვ­რე­ბა სავ­სეა რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბით, მაგ­რამ უნდა იპო­ვოთ გზა მათ გა­და­სა­ლა­ხად და ყო­ვე­ლი და­ცე­მის შემ­დეგ წინსვლა გა­ნაგ­რძოთ.

მე მინ­და, რომ მან გა­და­ლა­ხოს ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა და ყო­ველ გა­მოწ­ვე­ვას თვა­ლი გა­უს­წო­როს. არ მაქვს სხვა კონ­კრე­ტუ­ლი რჩე­ვა, რო­მელ­საც მას მივ­ცემ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რე და მონ­დო­მე­ბით გა­ვუმკლავ­დი თი­თო­ე­ულ გა­მოწ­ვე­ვას. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმ გზით, რო­მე­ლიც აქამ­დე გა­ვი­ა­რე.

- რო­გო­რი იყა­ვი ბავ­შვო­ბა­ში? რაზე ოც­ნე­ბობ­და პა­ტა­რა კვა­რა­ცხე­ლია?

- ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი გავმხდა­რი­ყა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, მაგ­რამ თა­ვი­დან თით­ქოს ეს არა­რე­ა­ლუ­რი მე­გო­ნა. რო­დე­საც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს თა­მა­შის სა­ყუ­რებ­ლად წა­ვე­დი, ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ერთ დღეს მო­ე­დან­ზე თა­ვად გა­მო­ვი­დო­დი. თუმ­ცა, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუკი გაქვს რწმე­ნა და შრო­მობ, რომ ეს ას­რულ­დეს. ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ მი­აღ­წია ოც­ნე­ბას - გამ­ხდა­რი­ყო ფეხ­ბურ­თე­ლი და თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის ეთა­მა­შა.

- რას ნიშ­ნავს შენ­თვის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენ?

- მინ­და, რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ვა­კე­თო ჩემი ქვეყ­ნის­თვის. მჯე­რა, რომ ჩემი საქ­მით ვეხ­მა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოც მეხ­მა­რე­ბა მე. უზო­მოდ ვა­მა­ყობ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე და ამ ის­ტო­რი­უ­ლი ქვეყ­ნის შვი­ლი ვარ. ყო­ველ­თვის მაქ­სი­მუმს გა­ვი­ღებ, რომ ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ მისი შვი­ლით ია­მა­ყოს.

- თქვენ ევ­რო­ზე, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში­სას გა­ი­ტა­ნეთ გოლი და სა­ქარ­თვე­ლომ პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­ი­მარ­ჯვა. რამ­დე­ნად გა­სა­ო­ცა­რი იყო მის მე­ტო­ქედ ყოფ­ნა?

- ევ­რო­ზე პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან მატ­ჩი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­ში იყო. მე ვთა­მა­შობ­დი იმ ფეხ­ბურ­თე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბი­დან კერ­პად ვთვლი­დი. თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი: "ეს ჩემი მო­მენ­ტია" და ვი­ცო­დი, რომ ეს მო­ე­დან­ზე უნდა მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.

შენი კერ­პის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. შემ­დეგ ჩემ­თან მო­ვი­და და წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­სურ­ვა. იმ სა­ღა­მოს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვე­ცი და ჩემს გუნდს ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში და­ვეხ­მა­რე.

- მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 26-ე საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი მო­მა­ვალ მარ­ტში და­ი­წყე­ბა. რას ნიშ­ნავს შენ­თვის იქ ყოფ­ნა?

- ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე­ში ვაჩ­ვე­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის შე­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლია. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ჩვე­ნი ოც­ნე­ბა ას­რულ­დეს და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვი­თა­მა­შოთ. გვჯე­რა, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა შეგ­ვიძ­ლია და ეს არის მთა­ვა­რი. ჩვენ გვაქვს უნა­რი და ხა­სი­ა­თი, რომ ეს ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ.

- თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ გო­ლის გა­ტა­ნის, სა­გო­ლე გა­და­ცე­მის, დრიბ­ლინ­გი­სა და დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, არის თუ არა სფე­რო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ცდი­ლობთ?

- ყვე­ლა მო­თა­მა­შეს აქვს სფე­რო­ე­ბი, სა­დაც შე­უძ­ლია გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. ამის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ვარ­ჯი­შით და დის­ციპ­ლი­ნით. მინ­და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სო ჩემი თა­მა­შის ყვე­ლა ას­პექ­ტი.

- რა არის მო­ტი­ვა­ცია იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი გას­ცეთ მო­ე­დან­ზე ყოფ­ნი­სას?

- სიყ­ვა­რუ­ლი თა­მა­შის მი­მართ, ამან ყვე­ლა­ფე­რი მომ­ცა. როცა მო­ე­დან­ზე თავს თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ. ფეხ­ზე ბურ­თით თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შე­მიძ­ლია ვა­კე­თო ის, რაც მიყ­ვარს.

- ან­ტო­ნიო კონ­ტეს ძა­ლი­ან სურ­და, რომ "ნა­პო­ლი­ში" დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. რამ­დე­ნად გეხ­მა­რე­ბათ მისი ნდო­ბა?

- მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მაქვს ან­ტო­ნიო კონ­ტეს­თან მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა და მას­თან ერ­თად ვცდი­ლობ გა­ვუმ­ჯო­ბეს­დე ფი­ზი­კუ­რად და ტაქ­ტი­კუ­რად. ვფიქ­რობ, მისი დახ­მა­რე­ბით საკ­ლუ­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე სა­სურ­ველ შე­დე­გებს მი­ვაღ­წევ.

- 2023 წელს, FIFA-ს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, თქვენ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყა­ვით სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მო­თა­მა­შის ჯილ­დო­ზე, რამ­დე­ნად გა­გი­ხარ­დათ ეს?

- მშვე­ნი­ე­რი გრძნო­ბა იყო ამ ჯილ­დო­ზე წარ­დგე­ნა. ამან მეტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა და მაჩ­ვე­ნა, რომ ეს უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვა არ იყო. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ამ სცე­ნა­ზე დავ­ბრუნ­დე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამას გა­ვა­კე­თებ.

- რო­გორც "ნა­პო­ლის", ისე სა­ქარ­თვე­ლოს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ და სუნ­თქა­ვენ ფეხ­ბურ­თით. ხე­დავ მსგავ­სე­ბას ამ ორს შო­რის?

- მთა­ვა­რი, რაც ამ ორ გულ­შე­მატ­კი­ვარს აერ­თი­ა­ნებს, ფეხ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლია. ეს სპორ­ტი ორი­ვეს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და ამი­ტო­მაც არ მქო­ნია პრობ­ლე­მა, ნა­პოლ­ში კარ­გად დავმკვიდ­რდი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ კლუ­ბის და ჩემი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა მაქვს.

- კვა­რა­ცხე­ლია, ჰა­ლან­დი, მბა­პე, ბე­ლინ­გე­მი, ია­მა­ლი, ვი­ნი­სი­უ­სი... თქვე­ნი აზ­რით, ფეხ­ბურ­თის მო­მა­ვა­ლი ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც ახლო წარ­სუ­ლი იყო?

- ამ სა­ხე­ლე­ბით ვვა­რა­უ­დობთ, რომ ფეხ­ბურ­თის მო­მა­ვა­ლი სა­ი­მე­დო ხელ­შია, მაგ­რამ ჩვენ პა­ტი­ვი უნდა ვცეთ სპორ­ტის ლე­გენ­დებს, რო­გო­რი­ცაა მესი და რო­ნალ­დო. ისი­ნი კვლავ თა­მა­შო­ბენ და ას­რუ­ლე­ბენ მა­ღალ სტან­დარ­ტებს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მათ­თან ერ­თად იმა­ვე ეპო­ქა­ში ვი­თა­მა­შე.

- და ბო­ლოს, რაზე ოც­ნე­ბობთ მო­მა­ვა­ლი წლე­ბის­თვის?

- ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად ვოც­ნე­ბობ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლა­ზე და ჩემს კლუბ­თან ერ­თად ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­გე­ბა­ზე. იმე­დი მაქვს, რომ ამ ოც­ნე­ბებს რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცევ.

საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურთში თა­სის მო­პო­ვე­ბა ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის ოც­ნე­ბაა, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ოც­ნე­ბაა. მე მჯე­რა, რომ ეს იქ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა ყვე­ლა­სი, ვინც წარ­სულ­ში წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს. ჩვენ გვინ­და მივ­ყვეთ მათ კვალს, მი­ვაღ­წი­ოთ ამ მი­ზანს და ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ია­მა­ყოს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

“ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა... ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს ნახავს, ​​როცა გაიზრდება" - ხვიჩა კვარაცხელიას "ახალი როლი, გეგმები და ოცნებები

“ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა... ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს ნახავს, ​​როცა გაიზრდება" - ხვიჩა კვარაცხელიას "ახალი როლი, გეგმები და ოცნებები

"ნაპოლისა" და საქართველოს კერპი, ხვიჩა კვარაცხელია FIFA-თან ახალბედა მამობის, მსოფლიო ჩემპიონატის და მისი ოცნებების შესახებ საუბრობს.

"კვარასტელა. კვარადისიაკო. კვარადონა - კვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გადასვლის შემდეგ ბევრი მეტსახელი მოიპოვა.

2022 წელს, ნაპოლში ჩასვლიდან სულ რამდენიმე თვეში მან გუნდი ბოლო ტრიუმფიდან 33 წლის შემდეგ, ისტორიულ მესამე სკუდეტომდე მიიყვანა. შემდეგ საქართველოსთან ერთად UEFA EURO 2024-ზე კვალიფიკაცია მიიღო.

ამ მიღწევებმა 23 წლის ფეხბურთელი კლუბისა და ქვეყნის გმირად აქცია, მაგრამ გარემარბს მეტის გაკეთება სურს,“ - წერს FIFA.

- ხვიჩა, ახლახან გახდი მამა. როგორია ეს?

- ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უცებ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა სხვანაირად აღვიქვამ ყველაფერს. ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, ყველას ექნება ამ ბედნიერების განცდის საშუალება ცხოვრებაში.

- ბოლონიის წინააღმდეგ გატანილი გოლი თქვენ ვაჟს მიუძღვენით. როგორ შეგცვალათ თქვენ, როგორც ფეხბურთელი, ახალბედა მამობამ?

- უცებ კიდევ უფრო მოტივირებული გავხდი. იწყებ უფრო მეტ შრომას, რადგან იცი, რომ ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებ, არის შენი შვილისთვის. ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს დაინახავს, ​​როცა გაიზრდება და ეს ძალიან მახარებს. ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ეს ემოციები მაძლიერებს. ვცდილობ, ეს გრძნობა მოედანზე გადავიტანო და ამიტომ ჩემს გოლებს ვუძღვნი მას, რათა ეს ნახოს, როცა გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ისიც მომავალი ფეხბურთელი იქნება.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი სწავლებაც თქვენი შვილისთვის გინდათ?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა ვასწავლო მას იყოს ძლიერი. ცხოვრება სავსეა რთული პერიოდებით, მაგრამ უნდა იპოვოთ გზა მათ გადასალახად და ყოველი დაცემის შემდეგ წინსვლა განაგრძოთ.

მე მინდა, რომ მან გადალახოს ყველა დაბრკოლება და ყოველ გამოწვევას თვალი გაუსწოროს. არ მაქვს სხვა კონკრეტული რჩევა, რომელსაც მას მივცემ. საკმაოდ რთული გზა გავიარე და მონდომებით გავუმკლავდი თითოეულ გამოწვევას. ბედნიერი ვარ იმ გზით, რომელიც აქამდე გავიარე.

- როგორი იყავი ბავშვობაში? რაზე ოცნებობდა პატარა კვარაცხელია?

- ყოველთვის ვოცნებობდი გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ თავიდან თითქოს ეს არარეალური მეგონა. როდესაც პირველად საქართველოს თამაშის საყურებლად წავედი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მოედანზე თავად გამოვიდოდი. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია, თუკი გაქვს რწმენა და შრომობ, რომ ეს ასრულდეს. ოცნებები ხდება. ხვიჩა კვარაცხელიამ მიაღწია ოცნებას - გამხდარიყო ფეხბურთელი და თავისი ქვეყნისთვის ეთამაშა.

- რას ნიშნავს შენთვის ის, რომ საქართველოს წარმოადგენ?

- მინდა, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. მჯერა, რომ ჩემი საქმით ვეხმარები საქართველოს, საქართველოც მეხმარება მე. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ, რომ ჩემმა ქვეყანამ მისი შვილით იამაყოს.

- თქვენ ევროზე, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშისას გაიტანეთ გოლი და საქართველომ პორტუგალიასთან გაიმარჯვა. რამდენად გასაოცარი იყო მის მეტოქედ ყოფნა?

- ევროზე პორტუგალიასთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. მე ვთამაშობდი იმ ფეხბურთელის წინააღმდეგ, რომელსაც ბავშვობიდან კერპად ვთვლიდი. თამაშის დაწყებამდე საკუთარ თავს ვუთხარი: "ეს ჩემი მომენტია" და ვიცოდი, რომ ეს მოედანზე უნდა მეჩვენებინა.

შენი კერპის წინააღმდეგ თამაში დიდი მოტივაციაა. წარმოუდგენელი იყო. შემდეგ ჩემთან მოვიდა და წარმატებები მისურვა. იმ საღამოს ყველაფერი გავეცი და ჩემს გუნდს ისტორიული შედეგის მიღწევაში დავეხმარე.

- მსოფლიო ჩემპიონატის 26-ე საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალ მარტში დაიწყება. რას ნიშნავს შენთვის იქ ყოფნა?

- ბოლო რამდენიმე თვეში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ოცნება ასრულდეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ. გვჯერა, რომ კვალიფიკაციის მოპოვება შეგვიძლია და ეს არის მთავარი. ჩვენ გვაქვს უნარი და ხასიათი, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ.

- თუ გავითვალისწინებთ გოლის გატანის, საგოლე გადაცემის, დრიბლინგისა და დაცვის შესაძლებლობებს, არის თუ არა სფეროები, რომლებშიც გაუმჯობესებას ცდილობთ?

- ყველა მოთამაშეს აქვს სფეროები, სადაც შეუძლია გაუმჯობესდეს და არც მე ვარ გამონაკლისი. ამის მიღწევა შესაძლებელია ვარჯიშით და დისციპლინით. მინდა გავაუმჯობესო ჩემი თამაშის ყველა ასპექტი.

- რა არის მოტივაცია იმისა, რომ ყოველთვის ყველაფერი გასცეთ მოედანზე ყოფნისას?

- სიყვარული თამაშის მიმართ, ამან ყველაფერი მომცა. როცა მოედანზე თავს თავისუფლად ვგრძნობ. ფეხზე ბურთით თავს ბედნიერად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მიყვარს.

- ანტონიო კონტეს ძალიან სურდა, რომ "ნაპოლიში" დარჩენილიყავი. რამდენად გეხმარებათ მისი ნდობა?

- მოხარული ვარ, რომ მაქვს ანტონიო კონტესთან მუშაობის შესაძლებლობა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან ერთად ვცდილობ გავუმჯობესდე ფიზიკურად და ტაქტიკურად. ვფიქრობ, მისი დახმარებით საკლუბო და საერთაშორისო დონეზე სასურველ შედეგებს მივაღწევ.

- 2023 წელს, FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთის დაჯილდოებაზე, თქვენ ნომინირებული იყავით საუკეთესო მამაკაცი მოთამაშის ჯილდოზე, რამდენად გაგიხარდათ ეს?

- მშვენიერი გრძნობა იყო ამ ჯილდოზე წარდგენა. ამან მეტი თავდაჯერებულობა და მოტივაცია მომცა და მაჩვენა, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ იყო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ სცენაზე დავბრუნდე და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებ.

- როგორც "ნაპოლის", ისე საქართველოს გულშემატკივრები ცხოვრობენ და სუნთქავენ ფეხბურთით. ხედავ მსგავსებას ამ ორს შორის?

- მთავარი, რაც ამ ორ გულშემატკივარს აერთიანებს, ფეხბურთის სიყვარულია. ეს სპორტი ორივესთვის განსაკუთრებულია და ამიტომაც არ მქონია პრობლემა, ნაპოლში კარგად დავმკვიდრდი. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის და ჩემი ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა მაქვს.

- კვარაცხელია, ჰალანდი, მბაპე, ბელინგემი, იამალი, ვინისიუსი... თქვენი აზრით, ფეხბურთის მომავალი ისეთივე საინტერესო იქნება, როგორიც ახლო წარსული იყო?

- ამ სახელებით ვვარაუდობთ, რომ ფეხბურთის მომავალი საიმედო ხელშია, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სპორტის ლეგენდებს, როგორიცაა მესი და რონალდო. ისინი კვლავ თამაშობენ და ასრულებენ მაღალ სტანდარტებს გულშემატკივრებისთვის. მე ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად იმავე ეპოქაში ვითამაშე.

- და ბოლოს, რაზე ოცნებობთ მომავალი წლებისთვის?

- ყველაფერზე მეტად ვოცნებობ საქართველოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე და ჩემს კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. იმედი მაქვს, რომ ამ ოცნებებს რეალობად ვაქცევ.

საკლუბო ფეხბურთში თასის მოპოვება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა კი ყველა ქართველის ოცნებაა. მე მჯერა, რომ ეს იქნება ღირსეული პატივისცემა ყველასი, ვინც წარსულში წარმოადგენდა საქართველოს. ჩვენ გვინდა მივყვეთ მათ კვალს, მივაღწიოთ ამ მიზანს და ჩვენმა ქვეყანამ იამაყოს.

წყარო

იხილეთ ასევე: