საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხეთში კვადრობერები გყავთ?" - ლავროვის ირონიული კითხვა სომეხ კოლეგას: არაფორმალური შეხვედრის დეტალები
"სომხეთში კვადრობერები გყავთ?" - ლავროვის ირონიული კითხვა სომეხ კოლეგას: არაფორმალური შეხვედრის დეტალები

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა თა­ვის სო­მეხ კო­ლე­გას არა­რატ მირ­ზო­ი­ანს შეხ­ვედ­რი­სას კვად­რო­ბე­რე­ბის შე­სა­ხებ ჰკი­თხა.

ამის შე­სა­ხებ ekhokavkaza Novosti-Armenia - ზე დაყ­რდნო­ბით წერს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრებს შო­რის არა­ფორ­მა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი კრემლში ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რის მო­ლო­დინ­ში შედ­გა.

“სომ­ხეთ­ში კვად­რო­ბე­რე­ბი გყავთ? ბავ­შვე­ბი იც­ვა­მენ ძაღ­ლე­ბის ფორ­მებს. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე. ისი­ნი ცხო­ვე­ლე­ბი­ვით და­დი­ან“, - იხუმ­რა ლავ­როვ­მა.

მირ­ზო­ი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მან იცის კვად­რო­ბერ­თა მოძ­რა­ო­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ და ეს ნამ­დვი­ლად სი­ახ­ლეა.

თა­ვის მხრივ, რუ­სეთ­ში სომ­ხე­თის ელჩმა გურ­გენ არ­სე­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პა­ში კვად­რო­ბე­რე­ბი სა­კუ­თარ თავს უკვე “გენ­დერს“ უწო­დე­ბენ.

  • ვინ არი­ან კვად­რო­ბე­რე­ბი?

მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, კვად­რო­ბი­კა არის სპორ­ტი. კვად­რო­ბე­რე­ბი ბა­ძა­ვენ სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლებს. ისი­ნი იმო­სე­ბი­ან რო­გორც ძაღ­ლი, კატა, მელა ან სხვა ცხო­ვე­ლი. დარ­ბი­ან ოთხზე და ას­რუ­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა ილე­თებს.

კვად­რო­ბე­რე­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ატ­რი­ბუ­ტია- კუდი.

მოძ­რა­ო­ბის და­მა­არ­სებ­ლად ით­ვლე­ბა ია­პო­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნი და სპრინ­ტე­რი კე­ნი­ჩი იტო. 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მას ოთხ ფეხ­ზე სირ­ბი­ლი უყ­ვარ­და, მაგ­რამ ის პო­ლი­ცი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რად სა­ში­შად მი­იჩ­ნია და რამ­დე­ნი­მე დღით სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნა­რი­და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სომხეთში კვადრობერები გყავთ?" - ლავროვის ირონიული კითხვა სომეხ კოლეგას: არაფორმალური შეხვედრის დეტალები

"სომხეთში კვადრობერები გყავთ?" - ლავროვის ირონიული კითხვა სომეხ კოლეგას: არაფორმალური შეხვედრის დეტალები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს შეხვედრისას კვადრობერების შესახებ ჰკითხა.

ამის შესახებ ekhokavkaza Novosti-Armenia - ზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, მინისტრებს შორის არაფორმალური საუბარი კრემლში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მოლოდინში შედგა.

“სომხეთში კვადრობერები გყავთ? ბავშვები იცვამენ ძაღლების ფორმებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე. ისინი ცხოველებივით დადიან“, - იხუმრა ლავროვმა.

მირზოიანმა აღნიშნა, რომ მან იცის კვადრობერთა მოძრაობის არსებობის შესახებ და ეს ნამდვილად სიახლეა.

თავის მხრივ, რუსეთში სომხეთის ელჩმა გურგენ არსენიანმა განაცხადა, რომ ევროპაში კვადრობერები საკუთარ თავს უკვე “გენდერს“ უწოდებენ.

  • ვინ არიან კვადრობერები?

მონაწილეების თქმით, კვადრობიკა არის სპორტი. კვადრობერები ბაძავენ სხვადასხვა ცხოველებს. ისინი იმოსებიან როგორც ძაღლი, კატა, მელა ან სხვა ცხოველი. დარბიან ოთხზე და ასრულებენ სხვადასხვა ილეთებს.

კვადრობერების ერთ-ერთი გამორჩეული ატრიბუტია- კუდი.

მოძრაობის დამაარსებლად ითვლება იაპონელი სპორტსმენი და სპრინტერი კენიჩი იტო. 2000-იანი წლების დასაწყისში მას ოთხ ფეხზე სირბილი უყვარდა, მაგრამ ის პოლიციამ სოციალურად საშიშად მიიჩნია და რამდენიმე დღით საზოგადოებას განარიდა.