სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიბერთიმ, პრემიის  "ჩვენი ვეფხისტყაოსანი" გამარჯვებულები დააჯილდოვა
ლიბერთიმ, პრემიის  "ჩვენი ვეფხისტყაოსანი" გამარჯვებულები დააჯილდოვა

ლი­ბერ­თი ბან­კის მხარ­და­ჭე­რით და მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, წელს პირ­ვე­ლად და­წეს­და პრე­მია „ჩვე­ნი ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“. პრე­მი­ის მი­ზა­ნია „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“, რო­გორც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­გან­ძუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა და სკო­ლებ­ში, მისი სწავ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

წელს, სპე­ცი­ა­ლურ­მა ჯი­უ­რიმ, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს პრე­მი­ის „ჩვე­ნი ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ 11 ფი­ნა­ლის­ტი შე­არ­ჩია და მათ­გან სამი მას­წავ­ლე­ბე­ლი 2024 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

პრე­მი­ის „ჩვე­ნი ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან:

  • საბა მე­ლის­კა­უ­რი, თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა სი­ო­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • მა­რი­ნე კვა­რა­ცხე­ლია, აკა­დე­მი­კოს ეგ­ნა­ტე ფი­ფი­ას სა­ხე­ლო­ბის წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჩქვა­ლე­რის თე­მის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • მაკა ბუ­და­ღაშ­ვი­ლი, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თე­ლე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ლი­ბერ­თი ბან­კმა და­ა­ჯილ­დო­ვა. მას­წავ­ლე­ბე­ლის ეროვ­ნულ­მა ჯილ­დომ კი ფი­ნა­ლის­ტე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე, ექ­სკლუ­ზი­უ­რი „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რა. „სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ“ თერ­თმე­ტი­ვე ფი­ნა­ლისტს გა­დას­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბის ერთ-ერთ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი - "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" გრა­ფი­კუ­ლი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც მხატ­ვარ და­ვით მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ილუსტრა­ცი­ე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

R

ავტორი:

ლიბერთიმ, პრემიის  "ჩვენი ვეფხისტყაოსანი" გამარჯვებულები დააჯილდოვა

ლიბერთიმ, პრემიის  "ჩვენი ვეფხისტყაოსანი" გამარჯვებულები დააჯილდოვა

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივით, წელს პირველად დაწესდა პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. პრემიის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის პოპულარიზება და სკოლებში, მისი სწავლების განვითარების ხელშეწყობა.

წელს, სპეციალურმა ჯიურიმ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ 11 ფინალისტი შეარჩია და მათგან სამი მასწავლებელი 2024 წლის გამარჯვებული გახდა.

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები არიან:

  • საბა მელისკაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე კვარაცხელია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მაკა ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

გამარჯვებული მასწავლებლები ლიბერთი ბანკმა დააჯილდოვა. მასწავლებელის ეროვნულმა ჯილდომ კი ფინალისტები თანამედროვე, ექსკლუზიური „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშებით დაასაჩუქრა. „სულაკაურის გამომცემლობამ“ თერთმეტივე ფინალისტს გადასცა გამომცემლობის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათი - "ვეფხისტყაოსნის" გრაფიკული რომანი, რომელიც მხატვარ დავით მაჭავარიანის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.

R