მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტა ეგზოტიკურია, როდესაც საეკლესიო წარმომადგენელს გზავნი ამ მისიით..." - რატომ ჩავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში?!
"ცოტა ეგზოტიკურია, როდესაც საეკლესიო წარმომადგენელს გზავნი ამ მისიით..." - რატომ ჩავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში?!

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი აშშ-ში, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში შეხ­ვდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წეს ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში, ჯიმ ო'ბრა­ი­ენს. იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ჩვე­ნი სტა­ტია იწე­რე­ბა, ამ შეხ­ვედ­რა­ზე ჯერ ისევ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი... გარ­და იმი­სა, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ვი­ზი­ტი მათი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ბევ­რმა ეს აღიქ­ვა, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა აშშ-თან დი­ა­ლო­გის და რომ მე­უ­ფე კო­მუ­ნი­კა­ტო­რის როლ­ში იყო ჩა­სუ­ლი ამე­რი­კა­ში...

ირაკ­ლი მე­ლაშ­ვი­ლი, პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ტი­კო­სი:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ქვეყ­ნის საქ­მეც ძა­ლი­ან ცუ­დად ყო­ფი­ლა, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კო­მუ­ნი­კა­ტო­რის როლი მე­უ­ფე ია­კობ­მა უნდა შე­ას­რუ­ლოს... მე ამის და­ჯე­რე­ბა მი­ჭირს. ჩემი აზ­რით, ეს ეპის­კო­პო­სი თა­ვი­სი ძა­ლი­ან მძი­მე ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო მი­იწ­ვი­ეს, რათა რა­ღაც­ნა­ი­რად აუხ­სნან, თუ რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ ყვე­ლა­ფერს ქვე­ყა­ნა­ში. მოკ­ლედ, რო­გორც მთელ ქვე­ყა­ნა­ში, ეკ­ლე­სი­ა­ში პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი, სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვე­ღარ მარ­თავს სი­ტუ­ა­ცი­ას და რამ­დე­ნი­მე მღვდელმთა­ვა­რი, რომ­ლებ­მაც 90-იან წლებ­ში სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში ვერ ნა­ხეს თა­ვი­სი ად­გი­ლი და წა­ვიდ­ნენ ეკ­ლე­სი­ა­ში, ახლა ეკ­ლე­სი­ი­დან ცდი­ლო­ბენ და­უმ­ტკი­ცონ სა­ე­რო პი­რებს, რომ ის რომ თა­ვის დრო­ზე ერში ვე­რა­ფერს მი­აღ­წი­ეს და ლუ­ზე­რე­ბი იყ­ვნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბრა­ლი იყო და ახლა ყვე­ლა­ზე მაგ­რე­ბი არი­ან, სურთ უკვე პო­ლი­ტი­კა­ში და­იმ­კვიდ­რონ თავი, რაც ძა­ლი­ან სა­ში­ში პრო­ცე­სია. ეს თუ არ გა­ჩერ­და, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღოთ. არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა, და­წყე­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კვიპ­რო­სი­დან, სა­დაც სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვამ სი­კე­თე მო­ი­ტა­ნა. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით მე­დი­ა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მო­რი­გე­ბას და მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბას ეცა­დონ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში ასე­თი მას­შტა­ბით ჩა­რე­ვა, მუ­ქა­რა და ა.შ. კარ­გად არ­სად დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ამე­რი­კე­ლე­ბი, ჩემი აზ­რით, ია­კო­ბის­თვის ამის ახ­სნას შე­ეც­დე­ბოდ­ნენ...“

ამ სა­კი­თხზე ექ­სპერ­ტე­ბი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თა­ნაც“ სა­უბ­რო­ბენ.

მი­რი­ან მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი:

"ამე­რი­კა­ში ეპის­კო­პო­სის გაგ­ზავ­ნა შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ აშშ-თან გა­დატ­ვირ­თვის სტარ­ტის ცდა იყოს. ჩემი აზ­რით, სწო­რედ ასე ჩათ­ვა­ლა ეს ვი­ზი­ტი ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ მღვდელმთა­ვა­რი ივა­ნიშ­ვი­ლის გაგ­ზავ­ნი­ლი პი­რია. ამი­ტომ შეხ­ვდნენ და რაც მთა­ვა­რია, შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია წი­ნას­წარ გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს.

რო­გორც და­სავ­ლელ პო­ლი­ტი­კოს­თა და ანა­ლი­ტი­კოს­თა წრე­ებ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ამე­რი­კე­ლე­ბი მე­უ­ფე ია­კობს სწო­რედ იმ მიზ­ნით შეხ­ვდნენ, აქე­დან იყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო­დან გარ­კვე­უ­ლი ეპის­ტო­ლე ჩა­აქვს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნა­ბი­ჯი, რა­ზეც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, ივა­ნიშ­ვილ­მა უნდა გა­დად­გას-მეთ­ქი, სწო­რედ მე­უ­ფე ია­კო­ბის მეშ­ვე­ო­ბით უკვე გა­დად­გა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა ეგ­ზო­ტი­კუ­რია, რო­დე­საც სა­ეკ­ლე­სიო წარ­მო­მად­გე­ნელს გზავ­ნი ამ მი­სი­ით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის კარი და­ხუ­რუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ეს ცუდი ვა­რი­ან­ტი არაა, მით უმე­ტეს, ამე­რი­კე­ლებ­მა იცი­ან, რა დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩათ­ვა­ლეს, რომ ეს კო­მუ­ნი­კა­ცია არ იქ­ნე­ბო­და რთუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი.

რა გზავ­ნი­ლი გა­დას­ცა მე­უ­ფე ია­კობ­მა ამე­რი­კე­ლებს ივა­ნიშ­ვი­ლის­გან, არ ვიცი, მაგ­რამ ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ - ჩემი აზ­რით, ეს არის პი­რა­დად ივა­ნიშ­ვი­ლის გზავ­ნი­ლი, თო­რემ მე­უ­ფე ია­კობს, ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ლა­პა­რა­კოდ არ შეხ­ვდე­ბო­და. ამი­ტომ ახლა შე­დე­გებს უნდა ვე­ლო­დოთ. ყვე­ლა­ფე­რი ორ-სამ დღე­ში გა­ირ­კვე­ვა"... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

"ცოტა ეგზოტიკურია, როდესაც საეკლესიო წარმომადგენელს გზავნი ამ მისიით..." - რატომ ჩავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში?!

"ცოტა ეგზოტიკურია, როდესაც საეკლესიო წარმომადგენელს გზავნი ამ მისიით..." - რატომ ჩავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში?!

- რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავარეპისკოპოსი იაკობი აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდებოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენს. იმ დროისთვის, როდესაც ჩვენი სტატია იწერება, ამ შეხვედრაზე ჯერ ისევ ბევრი არაფერია ცნობილი... გარდა იმისა, რომ საპატრიარქოს ინფორმაციით, ეს ვიზიტი მათი ორგანიზებული არ ყოფილა.

ბევრმა ეს აღიქვა, როგორც ხელისუფლების მცდელობა აშშ-თან დიალოგის და რომ მეუფე კომუნიკატორის როლში იყო ჩასული ამერიკაში...

ირაკლი მელაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი:

"ხელისუფლების და ქვეყნის საქმეც ძალიან ცუდად ყოფილა, თუ საქართველოს მთავრობის კომუნიკატორის როლი მეუფე იაკობმა უნდა შეასრულოს... მე ამის დაჯერება მიჭირს. ჩემი აზრით, ეს ეპისკოპოსი თავისი ძალიან მძიმე ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული განცხადებების გამო მიიწვიეს, რათა რაღაცნაირად აუხსნან, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ქვეყანაში. მოკლედ, როგორც მთელ ქვეყანაში, ეკლესიაში პრობლემები გვაქვს, ჩვენი პატრიარქი, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მართავს სიტუაციას და რამდენიმე მღვდელმთავარი, რომლებმაც 90-იან წლებში საერო ცხოვრებაში ვერ ნახეს თავისი ადგილი და წავიდნენ ეკლესიაში, ახლა ეკლესიიდან ცდილობენ დაუმტკიცონ საერო პირებს, რომ ის რომ თავის დროზე ერში ვერაფერს მიაღწიეს და ლუზერები იყვნენ, საზოგადოების ბრალი იყო და ახლა ყველაზე მაგრები არიან, სურთ უკვე პოლიტიკაში დაიმკვიდრონ თავი, რაც ძალიან საშიში პროცესია. ეს თუ არ გაჩერდა, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მივიღოთ. არ არსებობს არცერთი ქვეყანა, დაწყებული მართლმადიდებლური კვიპროსიდან, სადაც საეკლესიო პირების პოლიტიკაში ჩარევამ სიკეთე მოიტანა. ისინი შეიძლება ქვეყნის შიგნით მედიატორები იყვნენ, დაპირისპირებული მხარეების მორიგებას და მშვიდობის დამყარებას ეცადონ, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი მასშტაბით ჩარევა, მუქარა და ა.შ. კარგად არსად დამთავრებულა. ამერიკელები, ჩემი აზრით, იაკობისთვის ამის ახსნას შეეცდებოდნენ...“

ამ საკითხზე ექსპერტები გაზეთ "კვირის პალიტრასთანაც“ საუბრობენ.

მირიან მირიანაშვილი, ექსპერტი:

"ამერიკაში ეპისკოპოსის გაგზავნა შეიძლება სწორედ აშშ-თან გადატვირთვის სტარტის ცდა იყოს. ჩემი აზრით, სწორედ ასე ჩათვალა ეს ვიზიტი ამერიკის ხელისუფლებამ, რომ მღვდელმთავარი ივანიშვილის გაგზავნილი პირია. ამიტომ შეხვდნენ და რაც მთავარია, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაასაჯაროვეს.

როგორც დასავლელ პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა წრეებში განიხილავენ, ამერიკელები მეუფე იაკობს სწორედ იმ მიზნით შეხვდნენ, აქედან იყო ინფორმაცია, რომ მას საქართველოდან გარკვეული ეპისტოლე ჩააქვს. შესაძლებელია, ნაბიჯი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ივანიშვილმა უნდა გადადგას-მეთქი, სწორედ მეუფე იაკობის მეშვეობით უკვე გადადგა. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეგზოტიკურია, როდესაც საეკლესიო წარმომადგენელს გზავნი ამ მისიით, მაგრამ ვინაიდან პრემიერ-მინისტრისთვის კარი დახურული აღმოჩნდა, ეს ცუდი ვარიანტი არაა, მით უმეტეს, ამერიკელებმა იციან, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საპატრიარქოს საქართველოში და ჩათვალეს, რომ ეს კომუნიკაცია არ იქნებოდა რთული და გაუგებარი.

რა გზავნილი გადასცა მეუფე იაკობმა ამერიკელებს ივანიშვილისგან, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ - ჩემი აზრით, ეს არის პირადად ივანიშვილის გზავნილი, თორემ მეუფე იაკობს, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამერიკის ხელისუფლება სალაპარაკოდ არ შეხვდებოდა. ამიტომ ახლა შედეგებს უნდა ველოდოთ. ყველაფერი ორ-სამ დღეში გაირკვევა"... გააგრძელეთ კითხვა