მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ასლან აბაშიძის "აღორძინებას" უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ვიდრე “ქართულ ოცნებას“ - ანა დოლიძე
“ასლან აბაშიძის "აღორძინებას" უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ვიდრე “ქართულ ოცნებას“ - ანა დოლიძე

“ას­ლან აბა­ში­ძის "აღორ­ძი­ნე­ბას" უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და უფრო ენერ­გი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა ჰქონ­და, ვიდ­რე “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ - მათი ამ­ბა­ვი დამ­თავ­რე­ბუ­ლია, სძი­ნავთ, სულს ღა­ფა­ვენ“, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის წარ­დგე­ნა­ზე არ­დას­წრე­ბა არის მი­ნიშ­ნე­ბა იმის, რომ ამ პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნის რწმე­ნა არ არ­სე­ბობს.

“ას­ლან აბა­ში­ძის აღორ­ძი­ნე­ბას უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და უფრო ენერ­გი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა ჰქონ­და, ვიდ­რე “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ვი­საც ახ­სოვს ას­ლან აბა­ში­ძის “აღორ­ძი­ნე­ბა“ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ის და­მე­თან­ხმე­ბა. ეს სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა დას­ტუ­რია იმის, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამ­ბა­ვი დამ­თავ­რე­ბუ­ლია. არც კომ­პე­ტენ­ცია არაა, არც ნება და არც ენერ­გია არაა. დგა­ნან და სძი­ნავთ, სულს ღა­ფა­ვენ და მგო­ნი, მარ­თლა ფიქ­რო­ბენ 27 ოქ­ტომ­ბერს რო­გორ­მე სახ­ლში დარ­ჩნენ. მე ვფიქ­რობ, რომ რო­გორც 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არაღ­ნიშ­ვნა, ასე­ვე [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის] სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის წარ­დგე­ნა­ზე არ­დას­წრე­ბა არის მი­ნიშ­ნე­ბა იმის, რომ ამ პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნის რწმე­ნა არ არ­სე­ბობს. არა­ვი­თა­რი ენერ­გია, მუხ­ტი და ში­ნა­არ­სი ამ პროგ­რა­მა­ში არ იყო“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კითხს, დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის არის თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი სა­კი­თხი.

“პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტი არის თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი სა­კი­თხი. რო­გორც შარ­შან გა­და­ფა­რეს შო­ვის ტრა­გე­დია ამ თე­მით, შო­ვის ტრა­გე­დი­ის მერე და­ი­წყეს იმ­პიჩ­მენ­ტი, ახლა ცდი­ლო­ბენ ყუ­რა­დღე­ბა წა­ი­ღონ იმ სა­კი­თხე­ბი­დან, რო­მე­ლიც ხალ­ხის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ეს არის კე­თილ­დღე­ო­ბის სა­კი­თხე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ 7 ოქ­ტომ­ბერს სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. პროგ­რა­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ წა­რუდ­გი­ნა. პრე­ზენ­ტა­ცი­ას პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ ეს­წრე­ბო­და.

“ასლან აბაშიძის "აღორძინებას" უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ვიდრე “ქართულ ოცნებას“ - ანა დოლიძე

“ასლან აბაშიძის "აღორძინებას" უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ვიდრე “ქართულ ოცნებას“ - ანა დოლიძე

“ასლან აბაშიძის "აღორძინებას" უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ვიდრე “ქართულ ოცნებას“ - მათი ამბავი დამთავრებულია, სძინავთ, სულს ღაფავენ“, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე არდასწრება არის მინიშნება იმის, რომ ამ პარტიის გამარჯვებისა და ხელისუფლებაში დარჩენის რწმენა არ არსებობს.

“ასლან აბაშიძის აღორძინებას უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, ვიდრე “ქართულ ოცნებას“. ვისაც ახსოვს ასლან აბაშიძის “აღორძინება“ რა მდგომარეობაში იყო, ის დამეთანხმება. ეს საარჩევნო პროგრამა დასტურია იმის, რომ “ქართული ოცნების“ ამბავი დამთავრებულია. არც კომპეტენცია არაა, არც ნება და არც ენერგია არაა. დგანან და სძინავთ, სულს ღაფავენ და მგონი, მართლა ფიქრობენ 27 ოქტომბერს როგორმე სახლში დარჩნენ. მე ვფიქრობ, რომ როგორც 1-ელი ოქტომბრის არაღნიშვნა, ასევე [ბიძინა ივანიშვილის] საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე არდასწრება არის მინიშნება იმის, რომ ამ პარტიის გამარჯვებისა და ხელისუფლებაში დარჩენის რწმენა არ არსებობს. არავითარი ენერგია, მუხტი და შინაარსი ამ პროგრამაში არ იყო“, - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, დოლიძის განცხადებით, ის არის თითიდან გამოწოვილი საკითხი.

“პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის თითიდან გამოწოვილი საკითხი. როგორც შარშან გადაფარეს შოვის ტრაგედია ამ თემით, შოვის ტრაგედიის მერე დაიწყეს იმპიჩმენტი, ახლა ცდილობენ ყურადღება წაიღონ იმ საკითხებიდან, რომელიც ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი და ეს არის კეთილდღეობის საკითხები“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ“ 7 ოქტომბერს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. პრეზენტაციას პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.