საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა - ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს" - რას წერს იურისტი თამთა მიქელაძე
"აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა - ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს" - რას წერს იურისტი თამთა მიქელაძე

"აფგან სა­დი­გო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. მე­უღ­ლეს ახლა შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ცი­ხის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი", - ამის შე­სა­ხებ "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, იუ­რის­ტი თამ­თა მი­ქე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

  • რო­გორც მი­ქე­ლა­ძე წერს, საქ­მე­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მეტი ინ­ფორ­მა­ცია მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში მი­ე­წო­დე­ბა.

“რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, აფგან სა­დი­გო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. მე­უღ­ლეს ახლა შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ცი­ხის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი.

არა­ა­და­მი­ა­ნუ­რია, რაც ამ პა­ტი­ო­სა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტის და მისი ოჯა­ხის თავს ხდე­ბა. ორი­ვე მთავ­რო­ბას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად აქვს პირი შეკ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ და ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლობს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თსუ­ლო­ვა­ნი სო­ლი­და­რო­ბა ვაჩ­ვე­ნოთ სა­დი­გო­ვე­ბის ოჯა­ხის მი­მართ.

ამ საქ­მე­ზე უფრო დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მი­ვაწ­ვდით სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მე­დი­ას”, - წერს მი­ქე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან სა­დი­გო­ვის 12 სექ­ტემ­ბრი­დან შიმ­ში­ლობს. მისი ად­ვო­კა­ტის, დი­მიტ­რი ნო­ზა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზი მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის­გან თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბა­ზე უა­რია.

ცნო­ბის­თვის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, აფგან სა­დი­გო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 3 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 3-თვი­ა­ნი სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აფგან სა­დი­გოვს აზერ­ბა­ი­ჯან­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძალ­ვის ორ ეპი­ზოდს ედა­ვე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა - ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს" - რას წერს იურისტი თამთა მიქელაძე

"აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა - ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს" - რას წერს იურისტი თამთა მიქელაძე

"აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი", - ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი, იურისტი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას.

  • როგორც მიქელაძე წერს, საქმეზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მომდევნო დღეებში მიეწოდება.

“როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი.

არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრული ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ.

ამ საქმეზე უფრო დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით საზოგადოებას და მედიას”, - წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი აფგან სადიგოვის 12 სექტემბრიდან შიმშილობს. მისი ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის ინფორმაციით, შიმშილობის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.