საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა ჯასტინი P.Diddy-სთან, "მგლების ხროვაში" მოხვდა, დედა მის გვერდით არ იყო - "ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით"
როცა ჯასტინი  P.Diddy-სთან, "მგლების ხროვაში" მოხვდა, დედა მის გვერდით არ იყო - "ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით"

უცხო­ურ მე­დი­ა­ში შონ დიდი კომბსის, იგი­ვე P.Diddy-სთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად სტა­ტია ჯას­ტინ ბი­ბე­რის და დი­დის ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დროს, რო­დე­საც ბი­ბე­რი 15 წლის იყო და დი­დის­თან ატა­რებ­და დროს. მე­დია სვამს კი­თხვას სად იყო ამ დროს ბი­ბე­რის დედა, პატი მა­ლე­ტი, მა­შინ როცა ბი­ბე­რის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა.

ბი­ბე­რი დი­დის­თან ერ­თად ბევრ დროს ატა­რებ­და. ის 15 წლის იყო რო­დე­საც რე­პე­რის სახ­ლში რჩე­ბო­და. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ მან ჯას­ტინ­ზე იძა­ლა­და.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ქლოე კარ­და­ში­ან­მა ისა­უბ­რა დი­დის წვე­უ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც 2014 წელს გა­ი­მარ­თა,. მისი თქმით, წვე­უ­ლე­ბა სავ­სე იყო შიშ­ვე­ლი ხალ­ხით - მან თქვა, რომ ბი­ბე­რიც იქ იმ­ყო­ფე­ბო­და.

  • ჯას­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რო­ებ­მა DailyMail-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად ფიქ­რო­ბენ, რომ ბიჭი არ უნდა დას­წრე­ბო­და მსგავს წვე­უ­ლე­ბებს მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ჯას­ტი­ნის დედა 18 წლის იყო, როცა პა­ტა­რა ბი­ბე­რი შე­ე­ძი­ნა. ვარ­სკვლა­ვის მა­მამ კი, რო­მე­ლიც მუ­სი­კო­სი იყო, ქალი მა­შინ მი­ა­ტო­ვა, როცა ბავ­შვი 1 წლის იყო. ამი­ტომ, იმ დროს, რო­დე­საც ჯას­ტი­ნი "მგლე­ბის ხრო­ვა­ში“ ჩა­ვარ­და, მამა მის გვერ­დით არ ყო­ფი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­დას, რო­გორც მე­დია წერს, ქალი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და, თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო შვილს მო­ე­ტყუ­ე­ბი­ნა, რომ თა­ნაკ­ლა­სელ­თან რჩე­ბო­და.

  • რო­გორ მოხ­ვდა ჯას­ტი­ნი დი­დის წვე­უ­ლე­ბებ­ზე?

წყა­რო­ე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ მომ­ღე­რალ აშერს - რო­მე­ლიც ბი­ბე­რის მენ­ტო­რი იყო და პირ­ვე­ლად ბიჭი მან მი­იყ­ვა­ნა რე­პერ­თან და ამის შემ­დეგ იწყე­ბა მისი და "თეთ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბის" ერა.

"შორს ვი­ყა­ვი, რად­გან მრცხვე­ნო­და. არას­დროს მინ­დო­და, რომ დე­და­ჩე­მი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მით და ვი­ცო­დი, რომ ის ასე იყო. ჩვენ გარ­კვე­უ­ლი დრო გა­ვა­ტა­რეთ ისე, რომ არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯას­ტი­ნი.

  • რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში არ იყო დედა მის გვერ­დით, რო­დე­საც ის დი­დის ვარ­სკვლა­ვურ წვე­უ­ლე­ბებს ეს­წრე­ბო­და.

2019 წელს მომ­ღე­რალ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და:

"ძნე­ლია დი­ლით სა­წო­ლი­დან ადგე კარგ ხა­სი­ათ­ზე, რო­დე­საც მთლი­ა­ნად მო­ცუ­ლი ხარ შენი ცხოვ­რე­ბით, შენი წარ­სუ­ლით, საქ­მით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბით, ემო­ცი­ე­ბით, ოჯა­ხით, ფი­ნან­სე­ბი­თა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით. რო­დე­საც ყვე­ლა პრობ­ლე­მას პრობ­ლე­მა მოს­დევს. ერ­თგვა­რი ციკ­ლია - ყო­ვე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბის გან­ცდის შემ­დეგ კვლავ იმედ­გაც­რუ­ე­ბა მო­დის. ხან­და­ხან იქამ­დე მი­დის, რომ შენ უბ­რა­ლოდ აღარ გინ­და ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, გრძნობ რომ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

მე არ გავზრდილ­ვარ სტა­ბი­ლურ ოჯახ­ში, მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. უფუ­ლო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა და მე­ამ­ბო­ხე. რო­დე­საც ჩემ­მა ნიჭ­მა პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გავ­ხდი და ეს ორ წე­ლი­წად­ში მოხ­და. მა­შინ 13 წლის ბიჭი ვი­ყა­ვი, პა­ტა­რა ქა­ლა­ქი­დან, რო­მელ­საც ყველ­გან ადი­დებ­დნენ, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბო­და რო­გორ ვუყ­ვარ­დი და რო­გო­რი დი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და ჩემ­თვის, ამი­ტომ მე არას­დროს მის­წავ­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი. ამი­ტომ, 18 წლის ასაკ­ში უუ­ნა­რო გავ­ხდი ნამ­დვი­ლი ნამ­დვი­ლი სამ­ყა­როს­თვის, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რით. ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია ნე­ბის­მი­ე­რის­თვის", - წერ­და მომ­რე­რა­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად ბი­ბე­რი­სა და დი­დის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი­სა, ამ დრომ­დე ჯას­ტინს მის და­კა­ვე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათკა
0

ჯასტინი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და ძალიან მეწყინა მისი ამბავი. მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ შვილების მიმართ. 

მიაქციეთ ყურადღება
1

პაფ დედისნაირი ფულიანი პედოფილები შეიძლება ჩვენთანაც იყოს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როცა ჯასტინი P.Diddy-სთან, "მგლების ხროვაში" მოხვდა, დედა მის გვერდით არ იყო - "ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით"

როცა ჯასტინი  P.Diddy-სთან, "მგლების ხროვაში" მოხვდა, დედა მის გვერდით არ იყო - "ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით"

უცხოურ მედიაში შონ დიდი კომბსის, იგივე P.Diddy-სთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. ამჯერად სტატია ჯასტინ ბიბერის და დიდის ურთიერთობას ეხება, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ბიბერი 15 წლის იყო და დიდისთან ატარებდა დროს. მედია სვამს კითხვას სად იყო ამ დროს ბიბერის დედა, პატი მალეტი, მაშინ როცა ბიბერის უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ბიბერი დიდისთან ერთად ბევრ დროს ატარებდა. ის 15 წლის იყო როდესაც რეპერის სახლში რჩებოდა. არსებობს ეჭვი, რომ მან ჯასტინზე იძალადა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ქლოე კარდაშიანმა ისაუბრა დიდის წვეულებაზე, რომელიც 2014 წელს გაიმართა,. მისი თქმით, წვეულება სავსე იყო შიშველი ხალხით - მან თქვა, რომ ბიბერიც იქ იმყოფებოდა.

  • ჯასტინთან დაახლოებულმა წყაროებმა DailyMail-ს განუცხადეს, რომ ისინი ნამდვილად ფიქრობენ, რომ ბიჭი არ უნდა დასწრებოდა მსგავს წვეულებებს მოზარდობის პერიოდში.

ცნობილი ფაქტია, რომ ჯასტინის დედა 18 წლის იყო, როცა პატარა ბიბერი შეეძინა. ვარსკვლავის მამამ კი, რომელიც მუსიკოსი იყო, ქალი მაშინ მიატოვა, როცა ბავშვი 1 წლის იყო. ამიტომ, იმ დროს, როდესაც ჯასტინი "მგლების ხროვაში“ ჩავარდა, მამა მის გვერდით არ ყოფილა.

რაც შეეხება დედას, როგორც მედია წერს, ქალი რამდენიმე ადგილას მუშაობდა, თავისუფლად შეეძლო შვილს მოეტყუებინა, რომ თანაკლასელთან რჩებოდა.

  • როგორ მოხვდა ჯასტინი დიდის წვეულებებზე?

წყაროები ნაწილობრივ ადანაშაულებენ მომღერალ აშერს - რომელიც ბიბერის მენტორი იყო და პირველად ბიჭი მან მიიყვანა რეპერთან და ამის შემდეგ იწყება მისი და "თეთრი წვეულებების" ერა.

"შორს ვიყავი, რადგან მრცხვენოდა. არასდროს მინდოდა, რომ დედაჩემი იმედგაცრუებული ყოფილიყო ჩემით და ვიცოდი, რომ ის ასე იყო. ჩვენ გარკვეული დრო გავატარეთ ისე, რომ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს", - იხსენებდა მოგვიანებით ჯასტინი.

  • როგორც ჩანს, სწორედ ამ პერიოდში არ იყო დედა მის გვერდით, როდესაც ის დიდის ვარსკვლავურ წვეულებებს ესწრებოდა.

2019 წელს მომღერალმა სოციალურ ქსელში ამ თემაზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა:

"ძნელია დილით საწოლიდან ადგე კარგ ხასიათზე, როდესაც მთლიანად მოცული ხარ შენი ცხოვრებით, შენი წარსულით, საქმით, პასუხისმგებლობებით, ემოციებით, ოჯახით, ფინანსებითა და ურთიერთობებით. როდესაც ყველა პრობლემას პრობლემა მოსდევს. ერთგვარი ციკლია - ყოველი იმედგაცრუების განცდის შემდეგ კვლავ იმედგაცრუება მოდის. ხანდახან იქამდე მიდის, რომ შენ უბრალოდ აღარ გინდა ცხოვრების გაგრძელება, გრძნობ რომ არაფერი შეიცვლება.

მე არ გავზრდილვარ სტაბილურ ოჯახში, მშობლები გაშორებულები იყვნენ. უფულო ვიყავი, მაგრამ ახალგაზრდა და მეამბოხე. როდესაც ჩემმა ნიჭმა პროგრესი განიცადა, წარმატებული გავხდი და ეს ორ წელიწადში მოხდა. მაშინ 13 წლის ბიჭი ვიყავი, პატარა ქალაქიდან, რომელსაც ყველგან ადიდებდნენ, მილიონობით ადამიანი მეუბნებოდა როგორ ვუყვარდი და როგორი დიდებული ვიყავი. ყველა ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის, ამიტომ მე არასდროს მისწავლია პასუხისმგებლობების საფუძვლები. ამიტომ, 18 წლის ასაკში უუნარო გავხდი ნამდვილი ნამდვილი სამყაროსთვის, მილიონობით დოლარით. ეს ძალიან საშიშია ნებისმიერისთვის", - წერდა მომრერალი.

მიუხედავად ბიბერისა და დიდის ურთიერთობის შესახებ კითხვებისა, ამ დრომდე ჯასტინს მის დაკავებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო