მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი წელი ისრაელზე "ჰამასის" ბარბაროსული თავდასხმიდან: ათასობით დაღუპული, განადგურებული ღაზის სექტორი და ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე
ერთი წელი ისრაელზე "ჰამასის" ბარბაროსული თავდასხმიდან: ათასობით დაღუპული, განადგურებული ღაზის სექტორი და ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე

ერთი წელი შეს­რულ­და 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ხოც­ვა-ჟლე­ტი­დან, რო­დე­საც "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმას 1200 ადა­მი­ა­ნი, ძი­რი­თა­დად, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ემსხვერ­პლნენ. 250-ზე მეტი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს და ღა­ზა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ის­რა­ელ­მა ამ თავ­დას­ხმას ღა­ზის სექ­ტორ­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბით უპა­სუ­ხა, რომ­ლის მი­ზა­ნიც, მათი გან­მარ­ტე­ბით, “ჰა­მა­სის“ რე­ჟი­მის დამ­ხო­ბა, მისი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მოშ­ლა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა “ჰა­მას­ს­თან“ ომის და­წყე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე ღა­ზას სექ­ტორ­ში, და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­სა და ლი­ბან­ში ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

ამ მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ომის და­წყე­ბი­დან ღა­ზას სექ­ტორ­ში ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია “ჰა­მა­სის“, და­ახ­ლო­ე­ბით, 17 000 მებ­რძო­ლი და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ მო­ი­ცავს “ჰა­მა­სის“ იმ 1 000 მებ­რძოლს, რომ­ლის ლიკ­ვი­და­ცი­აც 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ამას­თა­ნა­ვე, ის­რა­ე­ლელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ომის და­წყე­ბი­დან ღა­ზის სექ­ტორ­ში 40 300-მდე სა­მიზ­ნეს და­არ­ტყეს და 4 700 გვი­რა­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ბანს, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ლი­ბან­ში 800-ზე მეტი ტე­რო­რის­ტის, ძი­რი­თა­დად “ჰეზ­ბო­ლას“ წევ­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და დაჯ­გუ­ფე­ბის 11 000-მდე პო­ზი­ცი­ას და­არ­ტყეს.

ამას­თა­ნა­ვე, 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 26 000-ზე მეტი რა­კე­ტა ის­რო­ლეს. აქე­დან 13 200 - ღა­ზის სექ­ტო­რი­დან, 12 400 - ლი­ბა­ნი­დან, 60 - სი­რი­ი­დან, 180 - იე­მე­ნი­დან, 400 - ირა­ნი­დან. თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ომის და­წყე­ბის შემ­დეგ 728 ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცი, რე­ზერ­ვის­ტი და უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­ცე­რი და­ი­ღუ­პა და 4 576 და­იჭ­რა. აქე­დან 346 ღა­ზას სექ­ტორ­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ას ემსხვერ­პლა..

  • 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბრი­დან- 2024 წლის 7 ოქ­ტომ­ბრამ­დე: ომის ერთი წელი ფო­ტო­ებ­ში

ერთი წლის წინ, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ბოლო ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო. “ჰა­მა­სის“ მებ­რძო­ლე­ბი სამ­ხრეთ ის­რა­ელ­ში, ერთ-ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე შეკ­რე­ბი­ლებს და­ესხნენ თავს და სას­ტი­კი სის­ხლისღვრა მო­ა­წყვეს.

მას შემ­დეგ, ორი­ვე მხა­რეს მსხვერ­პლთა რი­ცხვი გა­ას­მაგ­და. ხოლო სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ლი­ბან­ში გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, სი­ტუ­ა­ცია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი რე­გი­ო­ნუ­ლი ომის ზღვარ­ზეა.

2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას ღა­ზის სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ ქა­ლა­ქებ­ში უჩ­ვე­უ­ლოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რა­კე­ტე­ბი გა­ის­რო­ლეს. “ჰა­მა­სის“ ათა­სო­ბით მებ­რძოლ­მა გა­ა­ნად­გუ­რა პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ის­რა­ელს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ღობე და თავს და­ეს­ხა სა­ზღვარ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს.

თავ­დამ­სხმელ­თა გზა­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნე გახ­და მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი “სუ­პერ­ნო­ვა“, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბო­და ის­რა­ე­ლის არ­და­დე­გებ­ზე სა­ზღვრი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი კი­ბუ­ცა­ში და ის­რა­ე­ლის სხვა და­სახ­ლე­ბებ­ში შე­იჭრ­ნენ. მათ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლებ­ში და­უნ­დო­ბე­ლი ხოც­ვა-ჟლე­ტა მო­ა­წყვეს.

გა­ირ­კვა, რომ მოკ­ლუ­ლი იყო ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს 253 ადა­მი­ა­ნი და გა­და­იყ­ვა­ნეს ღა­ზის სექ­ტორ­ში. მსხვერ­პლთა დათ­ვლა რამ­დე­ნი­მე კვი­რა გაგ­რძელ­და, გარ­დაც­ვლილ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას კი რამ­დე­ნი­მე თვე დას­ჭირ­და.

  • უკვე 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ სი­ტყვა “ომი“ ახ­სე­ნა, ხოლო ღა­ზა­ზე პირ­ვე­ლი ძლი­ე­რი სა­არ­ტი­ლე­რიო და სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და.

ნე­თა­ნი­აჰუმ გა­მო­ა­ცხა­და მზა­დე­ბა ღა­ზას სექ­ტორ­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის­თვის. მისი მი­ზა­ნი იყო “ჰა­მა­სის“ სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ის­რა­ე­ლის პირ­ვე­ლი­ვე დარ­ტყმებ­მა ღა­ზა­ზე გა­მო­იწ­ვია მრა­ვა­ლი ნგრე­ვა და მსხვერ­პლი მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ ღა­ზის მო­სახ­ლე­ო­ბას ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

27 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­მა ღა­ზა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია და­ი­წყო. ეს გახ­და ყვე­ლა­ზე დიდი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და გა­მო­იწ­ვია ყვე­ლა­ზე დიდი მსხვერ­პლი პა­ლეს­ტი­ნე­ლებს შო­რის.

თუმ­ცა, “ჰა­მა­სის“ თავ­დას­ხმი­დან გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მძევ­ლე­ბის ნა­წი­ლის ბედი კვლავ გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ევა­კუ­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ის­რა­ელს არა­ერ­თხელ დას­დეს ბრა­ლი ღა­ზის სექ­ტო­რის­თვის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­წო­დე­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ შე­ზღუდ­ვა­ში. თუმ­ცა, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა ბრალ­დე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ღა­ზა­ში საკ­ვე­ბი­სა და წყლის მი­წო­დე­ბის პრო­ცე­სი გა­ე­რომ ცუ­დად და­ა­ორ­გა­ნი­ზა.

21 ნო­ემ­ბერს, ღა­ზა­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­დან თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, ის­რა­ელ­მა და ჰა­მა­სმა ზავი გა­მო­ა­ცხა­დეს. მისი მთა­ვა­რი შე­დე­გი იყო 7 ოქ­ტომ­ბერს აყ­ვა­ნი­ლი ის­რა­ე­ლე­ლი მძევ­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხევ­რის გაც­ვლა 250 პა­ლეს­ტი­ნელ პა­ტი­მარ­ზე - ქა­ლებ­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნებ­ზე ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ებ­ში. ღა­ზა­ში დარ­ჩე­ნი­ლებ­მა გა­ნაგ­რძეს სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა.

1 დე­კემ­ბერს ზავი დას­რულ­და, ის­რა­ელ­მა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნაგ­რძო. 2024 წლის სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, გა­ე­რომ, თა­ნამ­გზავ­რულ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ღა­ზას სექ­ტორ­ში ყვე­ლა შე­ნო­ბის 66% და­ზი­ან­და.

იან­ვრის და­სა­წყის­ში ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მან და­ას­რუ­ლა “ჰა­მა­სის“ სარ­დლო­ბის სტრუქ­ტუ­რის დე­მონ­ტა­ჟი ღა­ზას სექ­ტო­რის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში. მას შემ­დეგ სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს ათო­ბით პა­ლეს­ტი­ნე­ლი მე­თა­უ­რის და ათა­სო­ბით მებ­რძო­ლის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ.

ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე ახა­ლი შე­თან­ხმე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა გა­ე­როს მცდე­ლო­ბა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა ის­რა­ე­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და ზა­ვის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე.

სექ­ტემ­ბრის­თვის და­ძა­ბუ­ლო­ბამ ლი­ბან­თან გა­და­ი­ნაც­ვლა. 17 სექ­ტემ­ბერს კი “პე­ი­ჯე­რე­ბის“ უპ­რე­ცე­დენ­ტო სპე­ცო­პე­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­საც “ჰეზ­ბო­ლას“ არა­ერ­თი საკ­ვან­ძო ლი­დე­რის ლიკ­ვი­და­ცია მოჰ­ყვა.

“პე­ი­ჯე­რე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან“ სამი დღის შემ­დეგ, ბე­ი­რუთ­ში შე­ნო­ბა­ზე სა­რა­კე­ტო დარ­ტყმამ ის­ლა­მუ­რი მოძ­რა­ო­ბის ორი უფ­რო­სი მე­თა­უ­რი იმ­სხვერ­პლა. ხოლო 30 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და რომ და­ი­ღუ­პა “ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დე­რი ჰა­სან ნას­რა­ლა, რო­მე­ლიც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას 1992 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

5 ოქ­ტომ­ბერს ჩრდი­ლო­ეთ ლი­ბან­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა “ჰა­მა­სის“ ორი მა­ღა­ლი სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რი.

სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი და ხან­გრძლი­ვი ომის საფრ­თხე ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ისევ არ­სე­ბობს...

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

ერთი წელი ისრაელზე "ჰამასის" ბარბაროსული თავდასხმიდან: ათასობით დაღუპული, განადგურებული ღაზის სექტორი და ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე

ერთი წელი ისრაელზე "ჰამასის" ბარბაროსული თავდასხმიდან: ათასობით დაღუპული, განადგურებული ღაზის სექტორი და ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე

ერთი წელი შესრულდა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელში დატრიალებული ხოცვა-ჟლეტიდან, როდესაც "ჰამასის" თავდასხმას 1200 ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს და ღაზაში გადაიყვანეს. ისრაელმა ამ თავდასხმას ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყებით უპასუხა, რომლის მიზანიც, მათი განმარტებით, “ჰამასის“ რეჟიმის დამხობა, მისი სამხედრო შესაძლებლობების მოშლა და მძევლების გათავისუფლებაა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ჰამასსთან“ ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ღაზას სექტორში, დასავლეთ სანაპიროსა და ლიბანში ოპერაციების შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნეს.

ამ მონაცემების თანახმად, ომის დაწყებიდან ღაზას სექტორში ლიკვიდირებულია “ჰამასის“, დაახლოებით, 17 000 მებრძოლი და ეს მაჩვენებელი არ მოიცავს “ჰამასის“ იმ 1 000 მებრძოლს, რომლის ლიკვიდაციაც 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელდა. ამასთანავე, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში 40 300-მდე სამიზნეს დაარტყეს და 4 700 გვირაბი აღმოაჩინეს.

რაც შეეხება ლიბანს, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში 800-ზე მეტი ტერორისტის, ძირითადად “ჰეზბოლას“ წევრების ლიკვიდაცია განახორციელეს და დაჯგუფების 11 000-მდე პოზიციას დაარტყეს.

ამასთანავე, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის მიმართულებით 26 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. აქედან 13 200 - ღაზის სექტორიდან, 12 400 - ლიბანიდან, 60 - სირიიდან, 180 - იემენიდან, 400 - ირანიდან. თავდაცვის ძალების მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ 728 ისრაელელი ჯარისკაცი, რეზერვისტი და უსაფრთხოების ოფიცერი დაიღუპა და 4 576 დაიჭრა. აქედან 346 ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას ემსხვერპლა..

  • 2023 წლის 7 ოქტომბრიდან- 2024 წლის 7 ოქტომბრამდე: ომის ერთი წელი ფოტოებში

ერთი წლის წინ, ახლო აღმოსავლეთში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. “ჰამასის“ მებრძოლები სამხრეთ ისრაელში, ერთ-ერთ ფესტივალზე შეკრებილებს დაესხნენ თავს და სასტიკი სისხლისღვრა მოაწყვეს.

მას შემდეგ, ორივე მხარეს მსხვერპლთა რიცხვი გაასმაგდა. ხოლო საომარი მოქმედებების ლიბანში გავრცელების შემდეგ, სიტუაცია ფართომასშტაბიანი რეგიონული ომის ზღვარზეა.

2023 წლის 7 ოქტომბერს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთ ქალაქებში უჩვეულოდ დიდი რაოდენობით რაკეტები გაისროლეს. “ჰამასის“ ათასობით მებრძოლმა გაანადგურა პალესტინის ტერიტორიასა და ისრაელს შორის არსებული ღობე და თავს დაესხა საზღვართან ყველაზე ახლოს დასახლებულ ტერიტორიებს.

თავდამსხმელთა გზაზე ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა მუსიკალური ფესტივალი “სუპერნოვა“, რომელიც ტარდებოდა ისრაელის არდადეგებზე საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში.

შეიარაღებული პალესტინელები კიბუცაში და ისრაელის სხვა დასახლებებში შეიჭრნენ. მათ საზღვრისპირა სოფლებში დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.

გაირკვა, რომ მოკლული იყო ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს 253 ადამიანი და გადაიყვანეს ღაზის სექტორში. მსხვერპლთა დათვლა რამდენიმე კვირა გაგრძელდა, გარდაცვლილთა იდენტიფიცირებას კი რამდენიმე თვე დასჭირდა.

  • უკვე 7 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სიტყვა “ომი“ ახსენა, ხოლო ღაზაზე პირველი ძლიერი საარტილერიო და საჰაერო დარტყმები განხორციელდა.

ნეთანიაჰუმ გამოაცხადა მზადება ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის. მისი მიზანი იყო “ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურის განადგურება და მძევლების გათავისუფლება.

ისრაელის პირველივე დარტყმებმა ღაზაზე გამოიწვია მრავალი ნგრევა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ისრაელის არმიამ ღაზის მოსახლეობას ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდა.

27 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაში სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ეს გახდა ყველაზე დიდი სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში და გამოიწვია ყველაზე დიდი მსხვერპლი პალესტინელებს შორის.

თუმცა, “ჰამასის“ თავდასხმიდან გასული წლის განმავლობაში, მძევლების ნაწილის ბედი კვლავ გაურკვეველია.

ევაკუაციის პროცესში, ისრაელს არაერთხელ დასდეს ბრალი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული მიწოდების მიზანმიმართულ შეზღუდვაში. თუმცა, ისრაელის ხელისუფლებამ ყველა ბრალდებაზე განაცხადა, რომ ღაზაში საკვებისა და წყლის მიწოდების პროცესი გაერომ ცუდად დააორგანიზა.

21 ნოემბერს, ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ, ისრაელმა და ჰამასმა ზავი გამოაცხადეს. მისი მთავარი შედეგი იყო 7 ოქტომბერს აყვანილი ისრაელელი მძევლების დაახლოებით ნახევრის გაცვლა 250 პალესტინელ პატიმარზე - ქალებსა და არასრულწლოვანებზე ისრაელის ციხეებში. ღაზაში დარჩენილებმა განაგრძეს სახლების დატოვება.

1 დეკემბერს ზავი დასრულდა, ისრაელმა საომარი მოქმედებები განაგრძო. 2024 წლის სექტემბრის ბოლოს, გაერომ, თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ყველა შენობის 66% დაზიანდა.

იანვრის დასაწყისში ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მან დაასრულა “ჰამასის“ სარდლობის სტრუქტურის დემონტაჟი ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. მას შემდეგ სამხედროებმა განაცხადეს ათობით პალესტინელი მეთაურის და ათასობით მებრძოლის დაღუპვის შესახებ.

ცეცხლის შეწყვეტაზე ახალი შეთანხმება ვერ მოხერხდა. წარუმატებელი აღმოჩნდა გაეროს მცდელობა დაერწმუნებინა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტისა და ზავის გამოცხადებაზე.

სექტემბრისთვის დაძაბულობამ ლიბანთან გადაინაცვლა. 17 სექტემბერს კი “პეიჯერების“ უპრეცედენტო სპეცოპერაცია განხორციელდა, რასაც “ჰეზბოლას“ არაერთი საკვანძო ლიდერის ლიკვიდაცია მოჰყვა.

“პეიჯერების სპეცოპერაციიდან“ სამი დღის შემდეგ, ბეირუთში შენობაზე სარაკეტო დარტყმამ ისლამური მოძრაობის ორი უფროსი მეთაური იმსხვერპლა. ხოლო 30 სექტემბერს ცნობილი გახდა რომ დაიღუპა “ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა, რომელიც ამ ორგანიზაციას 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა.

5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ლიბანზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა “ჰამასის“ ორი მაღალი სამხედრო მეთაური.

სრულმასშტაბიანი და ხანგრძლივი ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში ისევ არსებობს...

წყარო

იხილეთ ასევე: