მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება
რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება

სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, რო­ბერტ ფი­ცოს გან­ცხა­დე­ბით, სლო­ვა­კე­თი არ და­თან­ხმდე­ბა უკ­რა­ი­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, სა­ნამ ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებს.

“სა­ნამ სლო­ვა­კე­თის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი ვიქ­ნე­ბი, მივ­მარ­თავ დე­პუ­ტა­ტებს, რომ­ლე­ბიც ჩემი, რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის, კონ­ტრო­ლის ქვეშ არი­ან, არა­სო­დეს და­ე­თან­ხმონ უკ­რა­ი­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ფი­ცომ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

მისი თქმით, ომი უკ­რა­ი­ნა­ში მხო­ლოდ იმი­ტომ გრძელ­დე­ბა, რომ მას "და­სავ­ლე­თი უჭერს მხარს, რათა რუ­სე­ბი და­ა­ჩო­ქონ".

სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ 2025 წელს, "მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის“ დას­რუ­ლე­ბის 80 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოს­კოვ­ში ჩას­ვლას გეგ­მავს. მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის მიერ "მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის“ დროს გა­ღე­ბულ­მა მსხვერ­პლმა ხელი შე­უ­წყო სლო­ვა­კე­თის ნა­ცის­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

”თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. გთხოვთ, ნუ ვი­ტან­ჯე­ბით ამ რუ­სო­ფო­ბი­ით. როცა და­დე­ბი­თად ვსა­უბ­რობთ წი­თელ არ­მი­ა­ზე ან ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე, მა­შინ­ვე, ავ­ტო­მა­ტუ­რად ნუ ვი­ტყვით, რომ პუ­ტი­ნის აგენ­ტე­ბი ვართ“, - აღ­ნიშ­ნა რო­ბერტ ფი­ცომ.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ომის შემ­დეგ რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი და სტან­დარ­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება

რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი არ დათანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, სანამ ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს.

“სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, მივმართავ დეპუტატებს, რომლებიც ჩემი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, კონტროლის ქვეშ არიან, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, - აღნიშნა ფიცომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ომი უკრაინაში მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას "დასავლეთი უჭერს მხარს, რათა რუსები დააჩოქონ".

სლოვაკეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს, "მეორე მსოფლიო ომის“ დასრულების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. მისი მტკიცებით, რუსეთის მიერ "მეორე მსოფლიო ომის“ დროს გაღებულმა მსხვერპლმა ხელი შეუწყო სლოვაკეთის ნაცისტური მმართველობისგან გათავისუფლებას.

”თავისუფლება მოვიდა აღმოსავლეთიდან და აბსოლუტურად ვერაფერი შეცვლის ამ ჭეშმარიტებას. გთხოვთ, ნუ ვიტანჯებით ამ რუსოფობიით. როცა დადებითად ვსაუბრობთ წითელ არმიაზე ან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, მაშინვე, ავტომატურად ნუ ვიტყვით, რომ პუტინის აგენტები ვართ“, - აღნიშნა რობერტ ფიცომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ომის შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური და სტანდარტული ურთიერთობების განახლებისთვის.