პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათ ლიდერებს კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ თავს
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათ ლიდერებს კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ თავს

“ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტი­ის ლი­დე­რებს სო­ფელ კარ­და­ნახ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რის დროს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­ვის­ტე­ბი თავს და­ესხნენ.

პარ­ტი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, “ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბის მდი­ვანს, ლე­ვან მეტ­რე­ველს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და ის “ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში“ გა­დაჰ­ყავთ”.

“დღე­ვან­დე­ლი თავ­დას­ხმა არის მხო­ლოდ სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, მსგავ­სი მე­თო­დე­ბით ვერ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ, რად­გან ვართ ძა­ლი­ან ბევ­რი“, - გა­ნა­ცხა­და „ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბის მდი­ვან­მა, ლე­ვან მეტ­რე­ველ­მა კარ­დე­ნახ­ში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც ლე­ვან მეტ­რე­ვე­ლი აღ­ნიშ­ნავს, თავ­დას­ხმის შე­დე­გად მი­ი­ღო ტვი­ნის შერ­ყე­ვა.

„ტვი­ნის შერ­ყე­ვის სუ­რა­თი ნამ­დვი­ლად არის, ჰე­მა­ტო­მა ნამ­დვი­ლად არის და ახლა უნდა ვნა­ხოთ თუ არის სა­ხის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა. მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას, ვი­საც სურს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნებ და არა რუ­სე­თი - ეს არის ის მცი­რე­დი ფასი, რაც მე დღეს გა­და­ვი­ხა­დე იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა სწორ გზას და­ად­გეს და ჩვენ ვდგა­ვართ სწორ გზა­ზე და ამ მე­თო­დე­ბით ვერ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ, ეს არის მათი სი­სუს­ტის ნი­შა­ნი, მაგ­რამ იმ­დე­ნი ვართ არც ჩვე­ნი რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­მო­უ­ვათ და არც ჩვე­ნი შე­ში­ნე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, მეტ­რე­ველ­მა თავ­დას­ხმის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სნე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ თავს ორი პირი და­ეს­ხა, შე­სა­ბა­მი­სი კად­რე­ბი არ­სე­ბობს და ამოც­ნო­ბაც შე­უძ­ლია.

„დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ამ­ბა­ვი არ ყო­ფი­ლა, ჩვენ ვი­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას, მათ შო­რის ბაზ­რებ­ში, სა­დაც პი­რი­ქით, იყო ძა­ლი­ან თბი­ლი შეხ­ვედ­რა, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ღი­მე­ბუ­ლე­ბი გვხვდე­ბოდ­ნენ, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი უნდა დას­რულ­დეს. რო­გორც ჩანს, გვაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, არ მო­ე­წო­ნათ ეს ყვე­ლა­ფე­რი და დღის ბო­ლოს გა­და­წყვი­ტეს, რომ პრო­ვო­კა­ცია მო­ე­წყოთ და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მსგავ­სი მე­თო­დე­ბით ისი­ნი ვერ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ.

მე თავს და­მეს­ხა ორი ადა­მი­ა­ნი, მე­ო­რე ადა­მი­ანს ვერ ვხე­დავ­დი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი აქ­ტო­რი ვინც იყო ამ თავ­დას­ხმის, მისი ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია და თან არ­სე­ბობს კად­რე­ბი და ამოც­ნო­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მეტ­რე­ველ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათ ლიდერებს კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ თავს

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათ ლიდერებს კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ თავს

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ.

პარტიის ინფორმაციითვე, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის “ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ”.

“დღევანდელი თავდასხმა არის მხოლოდ სისუსტის გამოვლინება, მსგავსი მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ, რადგან ვართ ძალიან ბევრი“, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანმა, ლევან მეტრეველმა კარდენახში მომხდართან დაკავშირებით.

როგორც ლევან მეტრეველი აღნიშნავს, თავდასხმის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა.

„ტვინის შერყევის სურათი ნამდვილად არის, ჰემატომა ნამდვილად არის და ახლა უნდა ვნახოთ თუ არის სახის ძვლების მოტეხილობა. მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანებ და არა რუსეთი - ეს არის ის მცირედი ფასი, რაც მე დღეს გადავიხადე იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გზას დაადგეს და ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და ამ მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ, ეს არის მათი სისუსტის ნიშანი, მაგრამ იმდენი ვართ არც ჩვენი რუსეთში დაბრუნება გამოუვათ და არც ჩვენი შეშინება”, - აღნიშნა მან.

ამასთან, მეტრეველმა თავდასხმის დეტალები გაიხსნება და აღნიშნა, რომ თავს ორი პირი დაესხა, შესაბამისი კადრები არსებობს და ამოცნობაც შეუძლია.

„დღის განმავლობაში ეს ამბავი არ ყოფილა, ჩვენ ვიყავით რამდენიმე ადგილას, მათ შორის ბაზრებში, სადაც პირიქით, იყო ძალიან თბილი შეხვედრა, ადამიანები გაღიმებულები გვხვდებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს. როგორც ჩანს, გვაკვირდებოდნენ, არ მოეწონათ ეს ყველაფერი და დღის ბოლოს გადაწყვიტეს, რომ პროვოკაცია მოეწყოთ და კიდევ გავიმეორებ, რომ მსგავსი მეთოდებით ისინი ვერ შეგვაშინებენ.

მე თავს დამესხა ორი ადამიანი, მეორე ადამიანს ვერ ვხედავდი, მაგრამ ძირითადი აქტორი ვინც იყო ამ თავდასხმის, მისი ამოცნობა შემიძლია და თან არსებობს კადრები და ამოცნობაც შესაძლებელია“, - განაცხადა ლევან მეტრეველმა.