პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ინგლისურად კი გვქვია “ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია - გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერავინ ჩაერევა“ - შალვა პაპუაშვილი
“ინგლისურად კი გვქვია “ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია - გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერავინ ჩაერევა“ - შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ ინ­გლი­სუ­რად კი გვქვია “ჯორ­ჯია“, მაგ­რამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტა­ტი ჯორ­ჯია - ვე­რა­ვინ გა­რე­დან სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში ვერ ჩა­ე­რე­ვა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ისა­უბ­რა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი­სა და მის მო­ად­გი­ლის­თვის, მი­ლე­რი ლა­გა­ზა­უ­რის­თვის და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს “ იყო ტი­პუ­რი და­ხუ­რულ კარს მიღ­მა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას “თვით­ნე­ბუ­რი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი“ უწო­და.

“რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს პო­ლი­ცი­ე­ლებს, ის ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ, არის უსა­ფუძ­ვლო, ვე­რა­ვინ ვერ ნახა მათ წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ არ მი­ე­ცათ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა, მათ არ მი­ე­ცათ დაც­ვის უფ­ლე­ბა. არ­ცერ­თი რა­ი­მე ფაქ­ტი ან პრე­ტენ­ზია, თუკი აქვს აშშ-ს, გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი არ იქნა. ამი­ტომ, ეს იყო ტი­პუ­რი და­ხუ­რულ კარს მიღ­მა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს აშშ-ში, ჩვენ ინ­გლი­სუ­რად კი გვქვია “ჯორ­ჯია“, მაგ­რამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტა­ტი ჯორ­ჯია. ჩვენ ვართ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო - სა­ქარ­თვე­ლო, ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცია. ვე­რა­ვინ გა­რე­დან სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში ვერ ჩა­ე­რე­ვა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მხრივ. თუკი აქვთ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ.

ჩვენ, რო­გორც ადრე, გახ­სოვთ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე, ახლა, ყო­ველ ჯერ­ზე ვე­უბ­ნე­ბით, წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ფაქ­ტია, რომ ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნა არ შე­უძ­ლი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად თვით­ნე­ბუ­რი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვის­თვის ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და ექ­სტრე­მის­ტე­ბი 16 სექ­ტემ­ბერს და­ა­სან­ქცი­რა. კერ­ძოდ, აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ძა­ლა­დობ­რივ დარ­ბე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ორ ოფი­ცი­ა­ლურ პირ­სა და ორ კერ­ძო პირს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­სან­ქცირ­დნენ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, იგი­ვე "ხა­რე­ბა" და მისი მო­ად­გი­ლე მი­ლე­რი ლა­გა­ზა­უ­რი, “ალტ-ინ­ფოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­შია და ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე.

გარ­და ამი­სა, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვებს აწე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რის გა­მო­თხრა­ში მო­ნა­წი­ლე 60-ზე მეტი ქარ­თვე­ლი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ავტორი:

“ინგლისურად კი გვქვია “ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია - გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერავინ ჩაერევა“ - შალვა პაპუაშვილი

“ინგლისურად კი გვქვია “ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია - გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერავინ ჩაერევა“ - შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ ინგლისურად კი გვქვია “ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია - ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე და განაცხადა, რომ ეს “ იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება“.

შალვა პაპუაშვილმა სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ს გადაწყვეტილებას “თვითნებური და დაუსაბუთებელი“ უწოდა.

“რაც შეეხება ჩვენს პოლიციელებს, ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, ვერავინ ვერ ნახა მათ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიების მტკიცებულება, მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ არ მიეცათ დაცვის უფლება. არცერთი რაიმე ფაქტი ან პრეტენზია, თუკი აქვს აშშ-ს, გასაჯაროებული არ იქნა. ამიტომ, ეს იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

რაც შეეხება გადაწყვეტილებებს აშშ-ში, ჩვენ ინგლისურად კი გვქვია “ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო - საქართველო, ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი კანონმდებლობით და საქართველოში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია. ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების მხრივ. თუკი აქვთ რაიმე პრეტენზია, მტკიცებულება საქართველოს რომელიმე მოქალაქესთან დაკავშირებით, ეს უნდა წარმოადგინონ.

ჩვენ, როგორც ადრე, გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ასევე, ახლა, ყოველ ჯერზე ვეუბნებით, წარმოგვიდგინეთ მტკიცებულებები. ფაქტია, რომ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა არ შეუძლიათ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად თვითნებური და დაუსაბუთებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები 16 სექტემბერს დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.