სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე" - მამუკა ხაზარაძე
"სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე" - მამუკა ხაზარაძე

მე სი­ტყვის კაცი ვარ და ვერც ერთ საქ­მეს ვერ ნა­ხავთ, სა­დაც ვთქვი და ვერ გა­ვა­კე­თე. თუ რა­მემ ხელი შე­მი­შა­ლა, მა­გა­ლი­თად, ანაკ­ლი­ა­ში, იქ გა­მო­ვე­დი და ვთქვი, ჩემს თავს ზე­მოთ ძა­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს ეს ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი, ისე­თი ძა­ლე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, - ამის შე­სა­ხებ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ამ­ბრო­ლა­ურ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო" ერ­თა­დერ­თი კო­ა­ლი­ცი­აა, რო­მელ­საც 27 ოქ­ტომ­ბრი­დან სა­მოქ­მე­დო გეგ­მა სრუ­ლად აქვს.

"21 დღე­ში არის გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და დას­რულ­დე­ბა 12-წლი­ა­ნი სტაგ­ნა­ცი­ის, ტყუ­ი­ლის პე­რი­ო­დი და რე­ა­ლუ­რად, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახალ რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­ვა, ახალ ცხოვ­რე­ბას და­ვი­წყებთ. მინ­და, ამ გან­წყო­ბას თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­დეს და ერ­თად და­ვა­ფიქ­სი­როთ, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან ახ­ლო­საა.

ივ­ლის­ში შევ­ქმე­ნით ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კო­ა­ლი­ცია, ამის კე­თე­ბა და­ვი­წყეთ იქამ­დე, ვიდ­რე არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბო­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ეს ქვე­ყა­ნა კო­ა­ლი­ცი­ამ, სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­მა უნდა მარ­თონ, რომ­ლე­ბიც შე­თან­ხმე­ბუ­ლი არი­ან გეგ­მა­ზე, გე­მა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხს, თი­თო­ე­ულ ოჯახს და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი არ ყო­ფი­ლა, რად­გან 4 პარ­ტია გა­ვერ­თი­ან­დით. ამ პროგ­რა­მის წე­რის დროს კა­მა­თიც გვქონ­და, 1000-ლა­რი­ან პენ­სი­ა­ზე გქონ­და კა­მა­თი, ალე­კოს [ელი­საშ­ვი­ლი] დარ­წმუ­ნე­ბა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ შევ­ჯერ­დით იმა­ზე, რომ ერ­თა­დერ­თი კო­ა­ლი­ცია ვართ, რო­მელ­თაც გვაქვს სრუ­ლი გეგ­მა, რო­გორ უნდა და­ვი­წყოთ მოქ­მე­დე­ბა 27 ოქ­ტომ­ბერს, რო­გორ უნდა გა­მო­ვას­წო­როთ ქვე­ყა­ნა­ში მი­ძი­ნე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, ეს იქ­ნე­ბა მრეწ­ვე­ლო­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, თუ ემიგ­რა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქვეყ­ნის ად­გი­ლი ევ­რო­პა­შია და აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის ის მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

„რას დაგვპირ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი? - დაგვპირ­და 100 ქარ­ხა­ნას, აქ ვერ ვხე­დავ ქარ­ხნებს, გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ებს ვხე­დავ, მაგ­რამ ქარ­ხნებს ვერ ვხე­დავ. მე ვერ ვხე­დავ ვერც ერთ რე­გი­ონ­ში, სა­დაც ვმოგ­ზა­უ­რობ და და­მერ­წმუ­ნეთ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რე ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ვერ ვხე­დავ „უფა­სო ფულს“, ვერ ვხე­დავ ევ­რო­პე­ლე­ბის გან­ცვიფ­რე­ბულ სა­ხე­ებს ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ით, 12 წელი ტყუ­ი­ლე­ბის კას­კა­დია, უკვე ტყუ­ილ­ზე აღარ არის ლა­პა­რა­კი, როცა ერთხელ მო­გა­ტყუ­ე­ბენ, მე­ო­რედ არ უნდა მო­ა­ტყუ­ე­ბი­ნო თავი, რად­გან ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბით. ახლა ბაზ­რი­დან მოვ­დი­ვარ და არ მინ­და ეს სა­ქარ­თვე­ლო ვი­ხი­ლო 27 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ...

როცა 1000-ლა­რი­ა­ნი პენ­სი­ით გა­მო­ვე­დით, მერ­წმუ­ნეთ, ეს არ არის რა­ღაც და­პი­რე­ბა, ჯერ ერთი, მე სი­ტყვის კაცი ვარ და ვერც ერთ საქ­მეს ვერ ნა­ხავთ, სა­დაც ვთქვი და ვერ გა­ვა­კე­თე. თუ რა­მემ ხელი შე­მი­შა­ლა, მა­გა­ლი­თად, ანაკ­ლი­ა­ში, იქ გა­მო­ვე­დი და ვთქვი, ჩემს თავს ზე­მოთ ძა­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს ეს ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი, ისე­თი ძა­ლე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, რომ ამას გა­ვა­კე­თებთ აუ­ცი­ლებ­ლად, რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შევ­ცვლით. პირ­ვე­ლი­ვე წელს გავზრდით რა­დი­კა­ლუ­რად, 4 წელ­ში მი­ვაღ­წევთ ამას“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე" - მამუკა ხაზარაძე

"სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე" - მამუკა ხაზარაძე

მე სიტყვის კაცი ვარ და ვერც ერთ საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე. თუ რამემ ხელი შემიშალა, მაგალითად, ანაკლიაში, იქ გამოვედი და ვთქვი, ჩემს თავს ზემოთ ძალებმა გააჩერეს ეს ყველაფერი-მეთქი, ისეთი ძალები ჩაერივნენ, შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, "ძლიერი საქართველო" ერთადერთი კოალიციაა, რომელსაც 27 ოქტომბრიდან სამოქმედო გეგმა სრულად აქვს.

"21 დღეში არის გამარჯვება საქართველოსთვის, გამარჯვება იქნება „ძლიერი საქართველოსთვის“ და დასრულდება 12-წლიანი სტაგნაციის, ტყუილის პერიოდი და რეალურად, ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად ახალ რეალობაში გადავა, ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. მინდა, ამ განწყობას თქვენი მხარდაჭერა ჰქონდეს და ერთად დავაფიქსიროთ, რომ ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

ივლისში შევქმენით ძალიან ძლიერი კოალიცია, ამის კეთება დავიწყეთ იქამდე, ვიდრე არჩევნები იქნებოდა, რადგან საქართველოში პირველად ტარდება სრულად პროპორციული არჩევნები და ყველამ ვიცით, რომ ეს ქვეყანა კოალიციამ, სხვადასხვა პარტიებმა უნდა მართონ, რომლებიც შეთანხმებული არიან გეგმაზე, გემაზე, რომელიც ქართველ ხალხს, თითოეულ ოჯახს და თითოეულ ადამიანს ემსახურება. ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა, რადგან 4 პარტია გავერთიანდით. ამ პროგრამის წერის დროს კამათიც გვქონდა, 1000-ლარიან პენსიაზე გქონდა კამათი, ალეკოს [ელისაშვილი] დარწმუნება რთული იყო, მაგრამ შევჯერდით იმაზე, რომ ერთადერთი კოალიცია ვართ, რომელთაც გვაქვს სრული გეგმა, როგორ უნდა დავიწყოთ მოქმედება 27 ოქტომბერს, როგორ უნდა გამოვასწოროთ ქვეყანაში მიძინებული სიტუაცია, ეს იქნება მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, თუ ემიგრაცია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყნის ადგილი ევროპაშია და აღნიშნულისთვის ის მის თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს.

„რას დაგვპირდა ბიძინა ივანიშვილი? - დაგვპირდა 100 ქარხანას, აქ ვერ ვხედავ ქარხნებს, გადამამუშავებელ საწარმოებს ვხედავ, მაგრამ ქარხნებს ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ რეგიონში, სადაც ვმოგზაურობ და დამერწმუნეთ, მთელი საქართველო მოვიარე ჩემს მეგობრებთან ერთად, ვერ ვხედავ „უფასო ფულს“, ვერ ვხედავ ევროპელების განცვიფრებულ სახეებს ჩვენი დემოკრატიით, 12 წელი ტყუილების კასკადია, უკვე ტყუილზე აღარ არის ლაპარაკი, როცა ერთხელ მოგატყუებენ, მეორედ არ უნდა მოატყუებინო თავი, რადგან ამ მდგომარეობაში ვიქნებით. ახლა ბაზრიდან მოვდივარ და არ მინდა ეს საქართველო ვიხილო 27 ოქტომბრის შემდეგ...

როცა 1000-ლარიანი პენსიით გამოვედით, მერწმუნეთ, ეს არ არის რაღაც დაპირება, ჯერ ერთი, მე სიტყვის კაცი ვარ და ვერც ერთ საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე. თუ რამემ ხელი შემიშალა, მაგალითად, ანაკლიაში, იქ გამოვედი და ვთქვი, ჩემს თავს ზემოთ ძალებმა გააჩერეს ეს ყველაფერი-მეთქი, ისეთი ძალები ჩაერივნენ, შეუძლებელი იყო, მაგრამ გპირდებით, რომ ამას გავაკეთებთ აუცილებლად, როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით. პირველივე წელს გავზრდით რადიკალურად, 4 წელში მივაღწევთ ამას“, - განაცხადა ხაზარაძემ.