მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი "ჩაუდეს“..." - კახა კალაძე
"ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი "ჩაუდეს“..." - კახა კალაძე

ვფიქ­რობ, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს დიდი პრობ­ლე­მა აქვს, მგო­ნი, “ფე­ის­ბუ­ქის” ად­მი­ნად ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ჩა­უ­დეს , - ასე აფა­სებს თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებ­სა და "ქარ­დებს”, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კა­სა და ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ მთა­ვარ გზავ­ნი­ლებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

კა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, აშშ -ს სა­ელ­ჩოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი “ქარ­დე­ბი” იყო სიც­რუე.

მი­სი­ვე თქმით, სა­ელ­ჩო­ე­ბი­სა და უცხო ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პირ­და­პირ ჩა­რე­ვა ხდე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში.

“ძა­ლი­ან ჩანს მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ “ქარ­დებ­ზეც”, აშ­კა­რად ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ჩა­უ­დეს.

ყვე­ლა “ქარ­დზე”, რაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს იყო სიც­რუე, თუნ­დაც არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­უ­ბა­რი იყო 1.8%-ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი 2.5%-ი იყო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, რაც ჩვე­ნი მხრი­დან იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ეს ხმებ­ში რომ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ, და­ახ­ლო­ე­ბით 50 000 ხმაა, რის მო­პარ­ვა­საც გვაბ­რა­ლებ­დნენ. ამას კამ­პა­ნი­ის ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა, მომ­ხდა­რი­ყო რე­ვო­ლუ­ცია. ჩვენ ვხე­დავთ სა­ელ­ჩო­ებს, უცხო ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისი­ნი პირ­და­პირ არი­ან ჩარ­თულ­ნი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. თუმ­ცა, რაც არ უნდა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ებ­ში ჩა­ერ­თონ , 26 ოქ­ტომ­ბერს, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და მშვი­დო­ბა გა­ი­მარ­ჯვებს. არა­ვის მი­ე­ცე­მა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ რამე ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ვიბ­რძო­ლეთ იმის­თვის, რომ მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი და არა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ვა­სა­ლი; ჩვენ მე­გობ­რო­ბაც გვინ­და, პარტნი­ო­რო­ბაც, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, მაგ­რამ ეს უნდა იყოს ისე­თი, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს შე­ე­ფე­რე­ბა და არა ისე, რომ რო­მე­ლი­მე დიდ­მა ქვე­ყა­ნამ ჩვენ მიგ­ვიჩ­ნი­ოს პა­ტა­რა ქვეყ­ნად. შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ, მაგ­რამ უდი­დე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ქვე­ყა­ნა ვართ”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად, აშშ-ს სა­ელ­ჩოა მიერ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ “ქარდს” წარ­წე­რით: "დე­მოკ­რა­ტე­ბი ოპო­ზი­ცი­ას არ კრძა­ლა­ვენ“, კა­ლა­ძის თქმით, აშშ-ს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ორ­მა­გი სტან­დარ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რად­გან მისი თქმით, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში 50-მდე პარ­ტი­აა აკ­რძა­ლუ­ლი .

“ესეც გა­უ­გე­ბა­რი და ტყუ­ი­ლია. ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-მდე პარ­ტი­აა აკ­რძა­ლუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში და იგი­ვე მოლ­დო­ვა­ში რამ­დე­ნი­მე პარ­ტია აკ­რძა­ლეს ( ზუს­ტად რამ­დე­ნი აკ­რძა­ლეს არ ვიცი). "დე­მოკ­რა­ტე­ბი ოპო­ზი­ცი­ას არ კრძა­ლა­ვენ“, ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რად­გან სუ­ლე­ლი აქ არა­ვინ არის, ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს კარ­გად ვხე­დავთ”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტე­ბი­თა და "ქარ­დე­ბით" ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კა­სა და ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ მთა­ვარ გზავ­ნი­ლებს ეხ­მა­უ­რე­ბა. გზავ­ნი­ლებს შო­რის, რომ­ლის სა­პა­სუ­ხო­დაც აშშ-ის სა­ელ­ჩომ პოს­ტე­ბი უკვე გა­ავ­რცე­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "კრე­დიტ სუ­ის­თან" ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხე­ბი იყო. ასე­ვე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩომ, 3 ოქ­ტომ­ბერ­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ქარ­დი", წარ­წე­რით: "იზო­ლა­ცი­ა­ში ქვე­ყა­ნა ვერ ვი­თარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­თის­გან იზო­ლა­ცია მისი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“. გარ­და ამი­სა, სა­ელ­ჩომ დღეს კი­დევ ერთი "ქარ­დი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით "დე­მოკ­რა­ტე­ბი ოპო­ზი­ცი­ას არ კრძა­ლა­ვენ“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი "ჩაუდეს“..." - კახა კალაძე

"ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი "ჩაუდეს“..." - კახა კალაძე

ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს , - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და "ქარდებს”, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება.

კალაძის შეფასებით, აშშ -ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებული “ქარდები” იყო სიცრუე.

მისივე თქმით, საელჩოებისა და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების პირდაპირ ჩარევა ხდება საარჩევნო კამპანიაში.

“ძალიან ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ “ქარდებზეც”, აშკარად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს.

ყველა “ქარდზე”, რაც გამოაქვეყნეს იყო სიცრუე, თუნდაც არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 1.8%-ზე, სინამდვილეში კი 2.5%-ი იყო გაყალბებული, რაც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი. ეს ხმებში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 50 000 ხმაა, რის მოპარვასაც გვაბრალებდნენ. ამას კამპანიის ხასიათი ჰქონდა და გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, მომხდარიყო რევოლუცია. ჩვენ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, რაც არ უნდა საარჩევნო კამპანიებში ჩაერთონ , 26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყანა და მშვიდობა გაიმარჯვებს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ რამე ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, თავისუფლებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა თავისუფლება და ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და არა რომელიმე ქვეყნის ვასალი; ჩვენ მეგობრობაც გვინდა, პარტნიორობაც, ურთიერთობებიც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი, როგორც განვითარებულ ქვეყნებს შეეფერება და არა ისე, რომ რომელიმე დიდმა ქვეყანამ ჩვენ მიგვიჩნიოს პატარა ქვეყნად. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ”, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად, აშშ-ს საელჩოა მიერ დღეს გამოქვეყნებულ “ქარდს” წარწერით: "დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, კალაძის თქმით, აშშ-ს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ორმაგი სტანდარტით გამოირჩევა, რადგან მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში 50-მდე პარტიაა აკრძალული .

“ესეც გაუგებარი და ტყუილია. ბოლო 50 წლის განმავლობაში 50-მდე პარტიაა აკრძალული სხვადასხვა ქვეყნებში. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და იგივე მოლდოვაში რამდენიმე პარტია აკრძალეს ( ზუსტად რამდენი აკრძალეს არ ვიცი). "დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, ძალიან შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სულელი აქ არავინ არის, ყველა ყველაფერს კარგად ვხედავთ”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა "ქარდი", წარწერით: "იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. გარდა ამისა, საელჩომ დღეს კიდევ ერთი "ქარდი" გამოაქვეყნა წარწერით "დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.