პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქი სიონის ტბაზე "ლე მერიდიენის“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს
არქი სიონის ტბაზე "ლე მერიდიენის“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

3 ოქ­ტომ­ბერს ლი­დერ­მა დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნია არ­ქიმ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ელი­ტა­რუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi წა­რუდ­გი­ნა. არქი ამ უნი­კა­ლურ პრო­ექტს "ლე მე­რი­დი­ენ­თან“ პარტნი­ო­რო­ბით ან­ხორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც Marriot International-ის ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დია. "ლე მე­რი­დი­ე­ნი“ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 119 ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­როს აერ­თი­ა­ნებს. მისი თი­თო­ე­უ­ლი სას­ტუმ­რო გა­მო­ირ­ჩე­ვა ელე­გან­ტუ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნით და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სტუმ­რე­ბის­თვის სრულ­ყო­ფი­ლი დას­ვე­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შექ­მნა­ზე.

პრე­ზენ­ტა­ცია სი­ონ­ში გა­ი­მარ­თა და ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ არ­ქის პარტნი­ო­რე­ბი, "მა­რი­ო­ტის“, სამ­თავ­რო­ბო და ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, "მა­რი­ო­ტის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სე­ნერ სო­ი­ლუ, არ­ქის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ილია წუ­ლა­ია და ზაზა ფა­ჩუ­ლია.

"დღეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, რად­გან გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, წარ­მო­გიდ­გი­ნოთ უნი­კა­ლუ­რი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სი. არ­ქის სი­ო­ნის კომ­პლექ­სი უნი­კა­ლუ­რია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი კომ­პლექ­სი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში დას­ვე­ნე­ბა, აპარ­ტა­მენ­ტის ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თვის შე­ძე­ნა და ვი­ლებ­ში ცხოვ­რე­ბა. ამას­თან ერ­თად, ჩვენ მა­ცხოვ­რებ­ლებ­სა თუ დამ­სვე­ნებ­ლებს სრულ­ყო­ფილ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სერ­ვი­სებს შევ­თა­ვა­ზებთ, რო­მე­ლიც არა­თუ სი­ონ­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბი­თაც სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა.“ - არ­ქის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ილია წუ­ლა­ია.

ელი­ტა­რუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სი ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის სურ­ვი­ლებს უპა­სუ­ხებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტულ დას­ვე­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. კომ­პლექ­სი შენ­დე­ბა სი­ონ­ში, რო­მე­ლიც იდე­ა­ლუ­რია მათ­თვის, ვი­საც ბუ­ნე­ბა­ში დას­ვე­ნე­ბა­სა თუ ცხოვ­რე­ბას­თან ერ­თად, ქა­ლაქთან სი­ახ­ლო­ვე სურს. სი­ო­ნი თბი­ლი­სი­დან მხო­ლოდ 50 კმ.-ში, თბი­ლი­სის ეროვ­ნუ­ლი პარკთან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს და გა­მო­ირ­ჩე­ვა ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბით. ტბა და მთა, უნი­კა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა ქმნის ისეთ კლი­მატს, რო­მე­ლიც სი­ონს ოთხი­ვე სე­ზონ­ზე მო­თხოვ­ნად კუ­რორ­ტად აქ­ცევს.

"ეს კომ­პლექ­სი კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმის, რომ არქი მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა და ამას­თან ერ­თად, ხელს უწყობს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­საც. მსგავ­სი პრო­ექ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენდ "ლე მე­რი­დი­ენ­თან“ ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ტუ­რის­ტებ­ში სი­ო­ნის პო­პუ­ლა­რო­ბას გაზ­რდის და ინ­ვეს­ტო­რებ­საც მო­ი­ზი­დავს. ჩვენ შევ­ქმნით ელი­ტა­რულ და­სას­ვე­ნე­ბელ კომ­პლექსს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ გა­მორ­ჩე­უ­ლი და მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.“ - არ­ქის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა ფა­ჩუ­ლია.

"ლე მე­რი­დი­ე­ნი­სა“ და არ­ქის პარტნი­ო­რო­ბით შექ­მნი­ლი პრო­ექ­ტი სი­ონს ტუ­რის­ტე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლად გარ­დაქ­მნის და იდე­ა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შექ­მნის. კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს Le Méridien By Marriott International-ის სას­ტუმ­როს, სა­ცხოვ­რე­ბელ ვი­ლებ­სა და აპარ­ტო­ტე­ლებს. ამ სა­მი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბას კი სრულ­ყო­ფი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­ა­ერ­თი­ა­ნებს - Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდე­ბა: 2500 კვ.მ. ღია და და­ხუ­რუ­ლი აუ­ზე­ბი; აკ­ვა­პარ­კი და ზამ­თრის ღია ცხე­ლი აუზი; 3000 კვ.მ. სპა, გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრი და ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი; 550 ადა­მი­ან­ზე გათ­ვლი­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის დარ­ბა­ზი, სა­კონ­ფე­რენ­ციო ოთა­ხე­ბი და ტე­რა­სა; 5 რეს­ტო­რა­ნი, ბარი, ლა­უნ­ჯი და კა­ფე­ე­ბი; ღია კი­ნო­თე­ატ­რი და ამ­ფი­თე­ატ­რი; სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი სივ­რცე; ზამ­თრის ბაღი; ვერ­ტმფრე­ნის მო­ე­და­ნი; 3 კმ ბულ­ვა­რი ტბის პი­რას, სა­ფეხ­მავ­ლო და ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი; ჩოგ­ბურ­თის, კა­ლათ­ბურ­თის, ფრენ­ბურ­თის და ფეხ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბი; პა­დე­ლის კორ­ტე­ბი; სა­თევ­ზაო ზონა და ზიპ­ლა­ი­ნი.

"მი­ხა­რია, რომ ვეს­წრე­ბი ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ას. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­ქის და "ლე მე­რი­დი­ე­ნის“ პარტნი­ო­რო­ბით მსგავ­სი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბას.“ - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ელი­ტა­რუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს არ­ქი­ტექ­ტუ­რა დახ­ვე­წი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლია. აპარ­ტო­ტე­ლე­ბის ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე, გეგ­მა­რე­ბა­სა და ტე­რი­ტო­რი­ის მო­წყო­ბა­ზე იმუ­შა­ვა Chapman Taylor Madrid studio-მ, ხოლო სას­ტუმ­როს ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე ბრი­ტა­ნულ­მა კომ­პა­ნია De salles flint-მა.

"სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა ჩვე­ნი ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მინ­და, ინ­ვეს­ტო­რებს, პარტნი­ო­რებ­სა და პრო­ექ­ტის შემ­ქმნე­ლებს ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის, გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პლექ­სის წარ­დგე­ნა მო­გი­ლო­ცოთ.“ – "მა­რი­ო­ტის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სე­ნერ სო­ი­ლუ.

მთე­ლი ღო­ნის­ძე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგ­რძნო­ბო­და ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა. პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ სტუმ­რებს ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით ფურ­შე­ტით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ, ხოლო ღო­ნის­ძე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ სი­ო­ნის ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ და დე­ტა­ლუ­რად ენა­ხათ ად­გი­ლი, სა­დაც არ­ქის ელი­ტა­რუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სი შენ­დე­ბა.

(R)

არქი სიონის ტბაზე "ლე მერიდიენის“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

არქი სიონის ტბაზე "ლე მერიდიენის“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

3 ოქტომბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi წარუდგინა. არქი ამ უნიკალურ პროექტს "ლე მერიდიენთან“ პარტნიორობით ანხორციელებს, რომელიც Marriot International-ის ჯგუფში შემავალი სასტუმროების საერთაშორისო ბრენდია. "ლე მერიდიენი“ მსოფლიო მასშტაბით 119 ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აერთიანებს. მისი თითოეული სასტუმრო გამოირჩევა ელეგანტური, თანამედროვე დიზაინით და ორიენტირებულია სტუმრებისთვის სრულყოფილი დასვენების გამოცდილების შექმნაზე.

პრეზენტაცია სიონში გაიმართა და ღონისძიებას ესწრებოდნენ არქის პარტნიორები, "მარიოტის“, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, "მარიოტის“ წარმომადგენელი სენერ სოილუ, არქის დამფუძნებლები ილია წულაია და ზაზა ფაჩულია.

"დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ უნიკალური დასასვენებელი კომპლექსი. არქის სიონის კომპლექსი უნიკალურია, რადგან საქართველოში იქნება პირველი კომპლექსი, სადაც შესაძლებელი იქნება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება, აპარტამენტის ინვესტიციისთვის შეძენა და ვილებში ცხოვრება. ამასთან ერთად, ჩვენ მაცხოვრებლებსა თუ დამსვენებლებს სრულყოფილ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს შევთავაზებთ, რომელიც არათუ სიონში, ქვეყნის მასშტაბითაც საუკეთესო იქნება.“ - არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი ნებისმიერი გემოვნების ადამიანის სურვილებს უპასუხებს და მაქსიმალურად კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს. კომპლექსი შენდება სიონში, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც ბუნებაში დასვენებასა თუ ცხოვრებასთან ერთად, ქალაქთან სიახლოვე სურს. სიონი თბილისიდან მხოლოდ 50 კმ.-ში, თბილისის ეროვნული პარკთან ახლოს მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით. ტბა და მთა, უნიკალური ბუნება ქმნის ისეთ კლიმატს, რომელიც სიონს ოთხივე სეზონზე მოთხოვნად კურორტად აქცევს.

"ეს კომპლექსი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ არქი მუდმივად ვითარდება და ამასთან ერთად, ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებასაც. მსგავსი პროექტის საერთაშორისო ბრენდ "ლე მერიდიენთან“ ერთად განხორციელება ტურისტებში სიონის პოპულარობას გაზრდის და ინვესტორებსაც მოიზიდავს. ჩვენ შევქმნით ელიტარულ დასასვენებელ კომპლექსს, რომელიც ქართველი თუ უცხოელი სტუმრებისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ გამორჩეული და მასშტაბური პროექტის განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.“ - არქის დამფუძნებელი ზაზა ფაჩულია.

"ლე მერიდიენისა“ და არქის პარტნიორობით შექმნილი პროექტი სიონს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გარდაქმნის და იდეალური დასვენების შესაძლებლობას შექმნის. კომპლექსი მოიცავს Le Méridien By Marriott International-ის სასტუმროს, საცხოვრებელ ვილებსა და აპარტოტელებს. ამ სამივე მიმართულებას კი სრულყოფილი ინფრასტრუქტურა გააერთიანებს - Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს ტერიტორიაზე განთავსდება: 2500 კვ.მ. ღია და დახურული აუზები; აკვაპარკი და ზამთრის ღია ცხელი აუზი; 3000 კვ.მ. სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზი; 550 ადამიანზე გათვლილი წვეულებების დარბაზი, საკონფერენციო ოთახები და ტერასა; 5 რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და კაფეები; ღია კინოთეატრი და ამფითეატრი; საბავშვო გასართობი სივრცე; ზამთრის ბაღი; ვერტმფრენის მოედანი; 3 კმ ბულვარი ტბის პირას, საფეხმავლო და ველობილიკები; ჩოგბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები; პადელის კორტები; სათევზაო ზონა და ზიპლაინი.

"მიხარია, რომ ვესწრები ამ არაჩვეულებრივი პროექტის პრეზენტაციას. ძალიან მნიშვნელოვანია არქის და "ლე მერიდიენის“ პარტნიორობით მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას.“ - საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს არქიტექტურა დახვეწილი და გამორჩეულია. აპარტოტელების ინტერიერის დიზაინზე, გეგმარებასა და ტერიტორიის მოწყობაზე იმუშავა Chapman Taylor Madrid studio-მ, ხოლო სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანულმა კომპანია De salles flint-მა.

"საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენი ბრენდის განვითარებისთვის. მინდა, ინვესტორებს, პარტნიორებსა და პროექტის შემქმნელებს ამ სტრატეგიული მნიშვნელობის, გამორჩეული კომპლექსის წარდგენა მოგილოცოთ.“ – "მარიოტის“ წარმომადგენელი სენერ სოილუ.

მთელი ღონისძების განმავლობაში იგრძნობოდა ამაღლებული განწყობა. პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებს ცოცხალი მუსიკის თანხლებით ფურშეტით გაუმასპინძლდნენ, ხოლო ღონისძების დასრულების შემდეგ მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიონის ულამაზესი ბუნება დაეთვალიერებინათ და დეტალურად ენახათ ადგილი, სადაც არქის ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი შენდება.

(R)