პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორის ჯონსონის თქმით, ნეთანიაჰუმ მის აბაზანაში მოსასმენი მოწყობილობა დაამაგრა - რას იხსენებს ბრიტანეთის ექსპრემიერი მემუარებში?
ბორის ჯონსონის თქმით, ნეთანიაჰუმ მის აბაზანაში მოსასმენი მოწყობილობა დაამაგრა - რას იხსენებს ბრიტანეთის ექსპრემიერი მემუარებში?

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, ბო­რის ჯონ­სო­ნი ამ­ბობს, რომ თა­ვის პი­რად აბა­ზა­ნა­ში იპო­ვა მო­სას­მე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა მას შემ­დეგ, რაც ეს აბა­ზა­ნა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­მო­ი­ყე­ნა. ჯონ­სო­ნის თქმით, მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის აბა­ზა­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ჯგუფ­მა, გეგ­მუ­რი შე­მოწ­მე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნა.

  • ბე­ნი­ა­მინ­მა და ბო­რის­მა ერ­თმა­ნე­თი 2017 წელს გა­იც­ნეს, რო­დე­საც ჯონ­სო­ნი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჯონ­სო­ნი სა­უბ­რობს თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში სა­ხელ­წო­დე­ბით “Unleashed”, რომ­ლის ფრაგ­მენ­ტიც Daily Telegraph-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ბიბი ცოტა ხნით შე­ვი­და (აბა­ზა­ნა­ში) და შე­იძ­ლე­ბა ეს დამ­თხვე­ვა იყოს და არც იყოს, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­თხრეს, რომ რო­დე­საც რე­გუ­ლა­რულ შე­მოწ­მე­ბას ატა­რებ­დნენ, უნი­ტა­ზის ჩა­სა­რე­ცხ ყუთ­ში მო­სას­მე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა იპო­ვეს“, - წერს ჯონ­სო­ნი.

"დე­ი­ლი ტე­ლეგ­რაფ­მა" ჯონ­სონს უფრო მეტი დე­ტა­ლის მო­ყო­ლა სთხო­ვა, თუმ­ცა ექ­სპრე­მი­ერ­მა თქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ამ თე­მა­ზე, რისი გა­ზი­ა­რე­ბაც ხალ­ხის­თვის სურ­და, მის წიგნ­ში წე­რია.

სა­ინ­ტე­რე­სოა ერთი დე­ტა­ლი, რო­მელ­საც ჯონ­სო­ნის ამ მო­ნა­თხრო­ბის შემ­დეგ მე­დია იხ­სე­ნებს - 2019 წელს POLITICO წერ­და, რომ აშშ-ის მთავ­რო­ბას სჯე­რო­და, რომ ის­რა­ე­ლი იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თეთრ სახ­ლში და ვა­შინგტონ­ში, სტრა­ტე­გი­ულ ად­გი­ლებ­ში სათ­ვალ­თვა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბორის ჯონსონის თქმით, ნეთანიაჰუმ მის აბაზანაში მოსასმენი მოწყობილობა დაამაგრა - რას იხსენებს ბრიტანეთის ექსპრემიერი მემუარებში?

ბორის ჯონსონის თქმით, ნეთანიაჰუმ მის აბაზანაში მოსასმენი მოწყობილობა დაამაგრა - რას იხსენებს ბრიტანეთის ექსპრემიერი მემუარებში?

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ თავის პირად აბაზანაში იპოვა მოსასმენი მოწყობილობა მას შემდეგ, რაც ეს აბაზანა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოიყენა. ჯონსონის თქმით, მოწყობილობების აბაზანაში უსაფრთხოების ჯგუფმა, გეგმური შემოწმების დროს აღმოაჩინა.

  • ბენიამინმა და ბორისმა ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს, როდესაც ჯონსონი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. აღნიშნულის შესახებ ჯონსონი საუბრობს თავის მემუარებში სახელწოდებით “Unleashed”, რომლის ფრაგმენტიც Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა.

"ბიბი ცოტა ხნით შევიდა (აბაზანაში) და შეიძლება ეს დამთხვევა იყოს და არც იყოს, მაგრამ მოგვიანებით მითხრეს, რომ როდესაც რეგულარულ შემოწმებას ატარებდნენ, უნიტაზის ჩასარეცხ ყუთში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს“, - წერს ჯონსონი.

"დეილი ტელეგრაფმა" ჯონსონს უფრო მეტი დეტალის მოყოლა სთხოვა, თუმცა ექსპრემიერმა თქვა, რომ ყველაფერი ამ თემაზე, რისი გაზიარებაც ხალხისთვის სურდა, მის წიგნში წერია.

საინტერესოა ერთი დეტალი, რომელსაც ჯონსონის ამ მონათხრობის შემდეგ მედია იხსენებს - 2019 წელს POLITICO წერდა, რომ აშშ-ის მთავრობას სჯეროდა, რომ ისრაელი იყო პასუხისმგებელი თეთრ სახლში და ვაშინგტონში, სტრატეგიულ ადგილებში სათვალთვალო მოწყობილობების განთავსებაზე.