პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი უკრაინელი მომღერალი, ტრაგიკული ქორწინების შემდეგ, ქართველ ბიზნესმენზეა შეყვარებული - ვინ არის იური აროშიძე, რომელიც ბელორუსში ცხოვრობს
ცნობილი უკრაინელი მომღერალი, ტრაგიკული ქორწინების შემდეგ, ქართველ ბიზნესმენზეა შეყვარებული - ვინ არის იური აროშიძე, რომელიც ბელორუსში ცხოვრობს

პო­პუ­ლა­რუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ტინა კა­რო­ლი, რომე­ლიც პი­რად ცხოვ­რე­ბას მა­ლავს, მარ­ტო აღარ არის. 39 წლის ქალი 30 წლის ქარ­თველ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

იური არო­ში­ძე ბე­ლო­რუ­სი­დან არის, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ბიჭს იქ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რიც აქვს გავ­ლი­ლი.

იური არო­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში

იური უკვე 16 წე­ლია, რაც აშშ-ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხან­და­ხან უკ­რა­ი­ნა­შიც ჩა­დის.

"იური არო­ში­ძე 30 წლი­საა. დედა უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავს, მამა - ქარ­თვე­ლი. და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ბე­ლო­რუ­სის ქა­ლაქ ნეს­ვიჟ­ში. ახლა ბიჭი ტი­ნა­თი ძა­ლი­ან მო­ხიბ­ლუ­ლია. იური არო­ში­ძე Protez Foundation-ის პრე­ზი­დენ­ტია. ეს ფონ­დი პრო­თე­ზებს ამ­ზა­დებს და ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

ვინ არის ტინა კა­რო­ლი

ტინა კა­რო­ლი (ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი ტა­ტი­ა­ნა ლი­ბერ­მა­ნი) — უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია. 2017 წელს მას უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის ტი­ტუ­ლი მი­ე­ნი­ჭა. ქალი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბლის სო­ლის­ტია. 2005 წელს ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის „ახა­ლი ტალ­ღა“ ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. 2006 წელს ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სზე უკ­რა­ი­ნის სა­ხე­ლით გა­მო­ვი­და სიმ­ღე­რით „Show Me Your Love“ და მეშ­ვი­დე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ტრა­გი­კუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა

მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. ევ­გე­ნი ოგირ­მა და ტინა კა­როლ­მა კი­ე­ვის-პე­ჩო­რის ლავ­რა­ში იქორ­წი­ნეს, თუმ­ცა ცე­რე­მო­ნი­ას უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბიც ახ­ლდა. ტი­ნას ფატა ტა­ძარ­ში ან­თე­ბუ­ლი სან­თლის­გან და­იწ­ვა, ხოლო კაბა, რო­მე­ლიც ქიმ­წმენ­და­ში ჩა­ა­ბა­რა, და­ი­კარ­გა.

2008 წლის ნო­ემ­ბერ­ში წყვილს ვაჟი შე­ე­ძი­ნა. მომ­ღე­რა­ლი ხში­რად ამ­ბობ­და, რომ ისი­ნი ჰარ­მო­ნი­ა­სა და თან­ხმო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ და კა­მა­თის­თვის დრო არ რჩე­ბო­დათ.

2012 წელს ევ­გე­ნის კუ­ჭის კიბო აღ­მო­აჩ­ნდა, რო­მე­ლიც გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. 2013 წლის 28 აპ­რილს კაცი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ მსოფ­ლიო შეძ­რა ვი­დე­ომ, სა­დაც ჩანს, რომ მე­უღ­ლის სიკ­ვდი­ლის დღეს მომ­ღე­რა­ლი სცე­ნა­ზე დგას და მსმე­ნე­ლის­თვის მღე­რის. იქამ­დე კი ამ­ბობს, რომ ეს მისი მე­უღ­ლის უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი იყო.

რო­დე­საც ევ­გე­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, თინა 28 წლის იყო. მას შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა, არ ჰქო­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

უკ­რა­ი­ნა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვართ კა­რო­ლი. ახლა ყვე­ლა წერს მის რო­მან­ზე 30 წლის ბიზ­ნეს­მენ, იური არო­ში­ძეს­თან. იმე­დი აქვთ, რომ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი საყ­ვა­რელ მომ­ღე­რალს გა­ა­ბედ­ნი­ე­რებს.

ტინა კა­რო­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თხელ არის ნამ­ყო­ფი. 2021 წელს, პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" იმ­ღე­რა. 2023 წელს კი უკ­რა­ი­ნე­ლი პოპ ვარ­სკვლა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმ­რა - მომ­ღე­რალ­მა "მონო ჰოლ­ში" საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ცნობილი უკრაინელი მომღერალი, ტრაგიკული ქორწინების შემდეგ, ქართველ ბიზნესმენზეა შეყვარებული - ვინ არის იური აროშიძე, რომელიც ბელორუსში ცხოვრობს

ცნობილი უკრაინელი მომღერალი, ტრაგიკული ქორწინების შემდეგ, ქართველ ბიზნესმენზეა შეყვარებული - ვინ არის იური აროშიძე, რომელიც ბელორუსში ცხოვრობს

პოპულარული უკრაინელი მომღერალი ტინა კაროლი, რომელიც პირად ცხოვრებას მალავს, მარტო აღარ არის. 39 წლის ქალი 30 წლის ქართველზეა შეყვარებული.

იური აროშიძე ბელორუსიდან არის, უკრაინული მედია წერს, რომ ბიჭს იქ სამხედრო სამსახურიც აქვს გავლილი.

იური აროშიძე საქართველოში

იური უკვე 16 წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს, თუმცა ხანდახან უკრაინაშიც ჩადის.

"იური აროშიძე 30 წლისაა. დედა უკრაინელი ჰყავს, მამა - ქართველი. დაიბადა და გაიზარდა ბელორუსის ქალაქ ნესვიჟში. ახლა ბიჭი ტინათი ძალიან მოხიბლულია. იური აროშიძე Protez Foundation-ის პრეზიდენტია. ეს ფონდი პროთეზებს ამზადებს და ჩვენს ჯარისკაცებს რეაბილიტაციაში ეხმარება" - წერს ადგილობრივი მედია.

ვინ არის ტინა კაროლი

ტინა კაროლი (ნამდვილი სახელი ტატიანა ლიბერმანი) — უკრაინელი მომღერალი, მსახიობი და ტელეწამყვანია. 2017 წელს მას უკრაინის სახალხო არტისტის ტიტული მიენიჭა. ქალი უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია. 2005 წელს ახალგაზრდა შემსრულებლების მუსიკალური კონკურსის „ახალი ტალღა“ ლაურეატი გახდა. 2006 წელს ევროვიზიის კონკურსზე უკრაინის სახელით გამოვიდა სიმღერით „Show Me Your Love“ და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ტრაგიკული ქორწინება

მომღერლის პირველი ქორწინება ტრაგიკულად დასრულდა. ევგენი ოგირმა და ტინა კაროლმა კიევის-პეჩორის ლავრაში იქორწინეს, თუმცა ცერემონიას უსიამოვნებებიც ახლდა. ტინას ფატა ტაძარში ანთებული სანთლისგან დაიწვა, ხოლო კაბა, რომელიც ქიმწმენდაში ჩააბარა, დაიკარგა.

2008 წლის ნოემბერში წყვილს ვაჟი შეეძინა. მომღერალი ხშირად ამბობდა, რომ ისინი ჰარმონიასა და თანხმობაში ცხოვრობდნენ და კამათისთვის დრო არ რჩებოდათ.

2012 წელს ევგენის კუჭის კიბო აღმოაჩნდა, რომელიც განუკურნებელი აღმოჩნდა. 2013 წლის 28 აპრილს კაცი გარდაიცვალა. მაშინ მსოფლიო შეძრა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ მეუღლის სიკვდილის დღეს მომღერალი სცენაზე დგას და მსმენელისთვის მღერის. იქამდე კი ამბობს, რომ ეს მისი მეუღლის უკანასკნელი სურვილი იყო.

როდესაც ევგენი გარდაიცვალა, თინა 28 წლის იყო. მას შემდეგ მომღერალი აღარ დაქორწინებულა, არ ჰქონია ოფიციალურად დადასტურებული ურთიერთობები.

უკრაინაში გამორჩეულად უყვართ კაროლი. ახლა ყველა წერს მის რომანზე 30 წლის ბიზნესმენ, იური აროშიძესთან. იმედი აქვთ, რომ ქართველი მამაკაცი საყვარელ მომღერალს გააბედნიერებს.

ტინა კაროლი საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი. 2021 წელს, პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იმღერა. 2023 წელს კი უკრაინელი პოპ ვარსკვლავი საქართველოს ესტუმრა - მომღერალმა "მონო ჰოლში" საქველმოქმედო კონცერტი გამართა.