მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება" - რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი: რა ვიცით ვირუსზე, რომელიც ბოლო კვირებია გააქტიურდა?
"ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება" - რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი: რა ვიცით ვირუსზე, რომელიც ბოლო კვირებია გააქტიურდა?

ბოლო კვი­რე­ბია, რაც მე­დი­კო­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მარ­ბურ­გის ვირუ­სი იმ­პყრობს, ვირუ­სი რუ­ან­და­ში გავ­რცელ­და და სულ მცი­რე, რვა ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა სიმპტო­მე­ბით ებო­ლას მსგავ­სია. ახა­სი­ა­თებს ცხე­ლე­ბა, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, დი­ა­რეა.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ვირუ­სით ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა - უმე­ტე­სი მათ­გა­ნი აფ­რი­კა­ში.

  • რა არის მარ­ბურ­გის ვირუ­სი და რამ­დე­ნად სა­ში­შია ის?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­შუ­ა­ლოდ, მარ­ბურ­გის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თა ნა­ხე­ვა­რი იღუ­პე­ბა. ვირუ­სი პირ­ვე­ლად 1967 წელს გა­მოვ­ლინ­და. მა­შინ გერ­მა­ნი­ა­სა და სერ­ბეთ­ში 31 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 7 მოკ­ვდა.

ვირუ­სი უგან­დი­დან გავ­რცელ­და. თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ადა­მი­ან­ზე მა­ი­მუ­ნი­დან გა­და­ვი­და, თუმ­ცა ახლა სხვა ცხო­ვე­ლებ­საც უკავ­ში­რე­ბენ.

ძი­რი­თა­დად ის ვლინ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­მაც დიდი დრო გა­ა­ტა­რეს ღა­მუ­რე­ბით სავ­სე ად­გი­ლებ­ში. ხოლო შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­დის. ბოლო წლებ­ში მარ­ბურ­გის ვირუ­სის აფეთ­ქე­ბა და­ფიქ­სირ­და ეკ­ვა­ტო­რულ გვი­ნე­ა­ში, კონ­გო­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, უგან­და­ში, ზიმ­ბაბ­ვე­სა და ან­გო­ლა­ში. ან­გო­ლა­ში 2005 წელს მარ­ვურ­გის ვირუ­სის შე­დე­გად 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

რაც შე­ე­ხე­ბა აფ­რი­კის გარ­და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს, ბოლო 40 წე­ლი­წად­ში მარ­ბურ­გის ვირუ­სით ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - ერთი ევ­რო­პა­ში, ხოლო ერთი აშშ-ში. ორი­ვე მათ­განს უგან­და­ში გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში ექ­სპე­დი­ცი­ის ის­ტო­რია ჰქონ­და.

  • სად არის ვირუ­სი ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი?

2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ვირუს­მა იფეთ­ქა რუ­ან­და­ში. წყა­რო ჯერ კი­დევ არ არის ნა­პოვ­ნი. მე­დი­კო­სე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით, 300 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, შემ­თხვე­ვე­ბის კონ­ტაქ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • რო­გორ ვრცელ­დე­ბა მარ­ბურ­გის ვირუ­სი?

ამ ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან აფ­რი­კუ­ლი მწვა­ნე მა­ი­მუ­ნე­ბი და ღო­რე­ბი, ასე­ვე ეგ­ვიპ­ტუ­რი ხი­ლის ღა­მუ­რა. ვრცელ­დე­ბა წვე­თე­ბით, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან ახ­ლოს კონ­ტაქ­ტით. ადა­მი­ა­ნის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დე­გაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ვირუ­სი იყოს მის სის­ხლსა და სპერ­მა­ში.

  • რო­გო­რია მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი?

ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამ ეტაპ­ზე ჯან­მოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ცდა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი იმუ­ნუ­რი თე­რა­პი­ის­თვის. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ტრანსფუ­ზი­ის მე­თო­დი, პა­ცი­ენ­ტებს ასე­ვე ურ­ჩე­ვენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება" - რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი: რა ვიცით ვირუსზე, რომელიც ბოლო კვირებია გააქტიურდა?

"ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება" - რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი: რა ვიცით ვირუსზე, რომელიც ბოლო კვირებია გააქტიურდა?

ბოლო კვირებია, რაც მედიკოსებისა და საზოგადოების ყურადღებას მარბურგის ვირუსი იმპყრობს, ვირუსი რუანდაში გავრცელდა და სულ მცირე, რვა ადამიანი იმსხვერპლა. ინფექციური დაავადება სიმპტომებით ებოლას მსგავსია. ახასიათებს ცხელება, კუნთების ტკივილი, დიარეა.

ბოლო წლების განმავლობაში ამ ვირუსით ასობით ადამიანი დაიღუპა - უმეტესი მათგანი აფრიკაში.

  • რა არის მარბურგის ვირუსი და რამდენად საშიშია ის?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საშუალოდ, მარბურგის ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა ნახევარი იღუპება. ვირუსი პირველად 1967 წელს გამოვლინდა. მაშინ გერმანიასა და სერბეთში 31 დაინფიცირებულიდან 7 მოკვდა.

ვირუსი უგანდიდან გავრცელდა. თავდაპირველი ინფორმაციით, ის ადამიანზე მაიმუნიდან გადავიდა, თუმცა ახლა სხვა ცხოველებსაც უკავშირებენ.

ძირითადად ის ვლინდება ადამიანებში, რომლებმაც დიდი დრო გაატარეს ღამურებით სავსე ადგილებში. ხოლო შემდეგ, ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ბოლო წლებში მარბურგის ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა ეკვატორულ გვინეაში, კონგოში, სამხრეთ აფრიკაში, უგანდაში, ზიმბაბვესა და ანგოლაში. ანგოლაში 2005 წელს მარვურგის ვირუსის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება აფრიკის გარდა დანარჩენ მსოფლიოს, ბოლო 40 წელიწადში მარბურგის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა - ერთი ევროპაში, ხოლო ერთი აშშ-ში. ორივე მათგანს უგანდაში გამოქვაბულებში ექსპედიციის ისტორია ჰქონდა.

  • სად არის ვირუსი ამჟამად გავრცელებული?

2024 წლის სექტემბერში ვირუსმა იფეთქა რუანდაში. წყარო ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. მედიკოსებისთვის დაახლოებით, 300 დაავადებული ადამიანია დადასტურებული, შემთხვევების კონტაქტებზე დაკვირვება მიმდინარეობს.

  • როგორ ვრცელდება მარბურგის ვირუსი?

ამ ვირუსის მატარებლები არიან აფრიკული მწვანე მაიმუნები და ღორები, ასევე ეგვიპტური ხილის ღამურა. ვრცელდება წვეთებით, დაინფიცირებულ ადამიანთან ახლოს კონტაქტით. ადამიანის გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი შესაძლებელია, რომ ვირუსი იყოს მის სისხლსა და სპერმაში.

  • როგორია მკურნალობის მეთოდი?

ვირუსის საწინააღმდეგოდ ამ ეტაპზე ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინა არ არსებობს, თუმცა ცდა მიმდინარეობს. შემუშავებულია მკურნალობის მეთოდები იმუნური თერაპიისთვის. გამოიყენება ტრანსფუზიის მეთოდი, პაციენტებს ასევე ურჩევენ დიდი რაოდენობით სითხის მიღებას.