სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი პროპაგანდისტი მომღერლის ოჯახური სკანდალი - რა შეემთხვა რეალურად ლუბა უსპენსკაიას ქალიშვილს, რომელიც უკრაინაში ეგონათ და ისრაელში აღმოჩნდა
რუსი პროპაგანდისტი მომღერლის ოჯახური სკანდალი - რა შეემთხვა რეალურად ლუბა უსპენსკაიას ქალიშვილს, რომელიც უკრაინაში ეგონათ და ისრაელში აღმოჩნდა

მომ­ღე­რალ ლუბა უს­პენ­სკა­ი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, ტა­ტი­ა­ნა პლაქ­სი­ნა, გა­მოჩ­ნდა და ის ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს მომ­ღერ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე დაყ­რდნო­ბით.

"ტა­ტი­ა­ნა ის­რა­ელ­ში აღ­მოჩ­ნდა. ჯერ­ჯე­რო­ბით მეტი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია" — გა­ნა­ცხა­და მან.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტი­ა­ნა იქ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მოხ­ვდა, სა­ნამ ირა­ნის მა­სი­უ­რი შე­ტე­ვა და­ი­წყე­ბო­და. პლაქ­სი­ნას ახლა არ შე­უძ­ლია რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ავი­ა­ბი­ლე­თებ­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნი­სა და ფრე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო.

უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუს­მა მომ­ღე­რალ­მა ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ორი დღის წინ გა­ა­კე­თა. პრო-პუ­ტი­ნის­ტმა მომ­ღე­რალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კვა­ლი უკ­რა­ი­ნის­კენ მი­დი­ო­და, რად­გან გა­ტა­ცე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვი­თო­ნაა.

"უს­პენ­სკა­ი­ას იუ­რის­ტე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ გამ­ტა­ცებ­ლებ­მა პლაქ­სი­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს და აი­ძუ­ლეს ჩა­ე­წე­რა ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც დე­და­ზე სი­ძულ­ვი­ლით სა­უბ­რობს. პუ­ტი­ნის­ტი მომ­ღერ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სია, რუ­სებ­შიც კი სი­ცილს იწ­ვევ­და", - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.

"სა­ნამ ლუბა გას­ტრო­ლებ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, უკ­რა­ი­ნე­ლი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი ტა­ტი­ა­ნას­თან კონ­ტაქ­ტზე გა­ვიდ­ნენ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით გა­აბ­რუ­ეს და სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შემ­დეგ კი აი­ძუ­ლეს, ინ­ტერ­ვიუ ჩა­ე­წე­რა, რათა დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ეხ­დი­ნა დე­დის და მისი პრო-რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ის­თვის," - გა­ნა­ცხა­და მა­შინ იუ­რის­ტმა.

უს­პენ­სკა­ია ამ­ბობ­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სა­მა­გი­ე­როს უხ­დიდ­ნენ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­და­ჭე­რის გამო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უს­პენ­სკა­ია და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და კი­ევ­ში. მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მომ­ღე­რა­ლი აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და მრა­ვა­ლი წელი იქ გა­ა­ტა­რა. 1993 წლი­დან ის რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ კი ის რუ­სე­ბის მხა­რეს დად­გა და პუ­ტი­ნის რე­ჟიმს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მხა­რი და­უ­ჭი­რა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რუსი პროპაგანდისტი მომღერლის ოჯახური სკანდალი - რა შეემთხვა რეალურად ლუბა უსპენსკაიას ქალიშვილს, რომელიც უკრაინაში ეგონათ და ისრაელში აღმოჩნდა

რუსი პროპაგანდისტი მომღერლის ოჯახური სკანდალი - რა შეემთხვა რეალურად ლუბა უსპენსკაიას ქალიშვილს, რომელიც უკრაინაში ეგონათ და ისრაელში აღმოჩნდა

მომღერალ ლუბა უსპენსკაიას ქალიშვილი, ტატიანა პლაქსინა, გამოჩნდა და ის ისრაელში იმყოფება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს მომღერლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

"ტატიანა ისრაელში აღმოჩნდა. ჯერჯერობით მეტი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია" — განაცხადა მან.

მედიის ინფორმაციით, ტატიანა იქ რამდენიმე საათით ადრე მოხვდა, სანამ ირანის მასიური შეტევა დაიწყებოდა. პლაქსინას ახლა არ შეუძლია რუსეთში დაბრუნება კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში, ავიაბილეთებზე მაღალი მოთხოვნისა და ფრენების შემცირების გამო.

უკრაინული წარმოშობის რუსმა მომღერალმა ქალიშვილის გატაცების შესახებ განცხადება ორი დღის წინ გააკეთა. პრო-პუტინისტმა მომღერალმა განაცხადა, რომ კვალი უკრაინისკენ მიდიოდა, რადგან გატაცების მთავარი სამიზნე, სავარაუდოდ, თვითონაა.

"უსპენსკაიას იურისტები ამბობდნენ, რომ გამტაცებლებმა პლაქსინას ნარკოტიკული დამოკიდებულება გამოიყენეს და აიძულეს ჩაეწერა ინტერვიუ, სადაც დედაზე სიძულვილით საუბრობს. პუტინისტი მომღერლის მიერ გავრცელებული ვერსია, რუსებშიც კი სიცილს იწვევდა", - წერს უკრაინული მედია.

"სანამ ლუბა გასტროლებზე იმყოფებოდა, უკრაინელი პროვოკატორები ტატიანასთან კონტაქტზე გავიდნენ, ნარკოტიკული ნივთიერებებით გააბრუეს და სხვა ქვეყანაში გადაიყვანეს. შემდეგ კი აიძულეს, ინტერვიუ ჩაეწერა, რათა დისკრედიტაცია მოეხდინა დედის და მისი პრო-რუსული პოზიციისთვის," - განაცხადა მაშინ იურისტმა.

უსპენსკაია ამბობდა, რომ უკრაინელები სამაგიეროს უხდიდნენ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერის გამო.

შეგახსენებთ, რომ უსპენსკაია დაიბადა და გაიზარდა კიევში. მუსიკალური კარიერა უკრაინაში დაიწყო. მოგვიანებით მომღერალი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და მრავალი წელი იქ გაატარა. 1993 წლიდან ის რუსეთში ცხოვრობს. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კი ის რუსების მხარეს დადგა და პუტინის რეჟიმს უკრაინის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

წაიკითხეთ ასევე: