საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარის უყვარდა შვილი, მაგრამ დამოუკიდებლად მისი მოვლა არ შეეძლო... ის ბავშვი კარგ ოჯახშია" - რას ჰყვება მეგობარი ტრაგიკულად დაღუპულ "ტიკტოკერზე" და ავარიის დეტალებზე
"მარის უყვარდა შვილი, მაგრამ დამოუკიდებლად მისი მოვლა არ შეეძლო... ის ბავშვი კარგ ოჯახშია" - რას ჰყვება მეგობარი ტრაგიკულად დაღუპულ "ტიკტოკერზე" და ავარიის დეტალებზე

მარი ომა­ნაშ­ვი­ლი გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. თე­ლა­ვე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ტიკ-ტო­კი­დან გახ­და ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად. 33 წლის მა­რის 9 წლის ვაჟი ჰყავ­და, რო­მე­ლიც დღემ­დე ზეს­ტა­ფონ­ში მიმ­ნდობ ოჯახ­ში ცხოვ­რობს. თე­ლა­ვე­ლი ქველ­მოქ­მე­დი დინა ნა­წი­ფაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­რის პატ­რო­ნობ­და, ამ­ბობს, რომ მას შვი­ლის მოვ­ლა არ შე­ეძ­ლო. დი­ნამ არ იცის, ვინ არის ბავ­შვის მამა, ამ­ბობს, რომ ამა­ზე მარი თა­ვა­დაც არ სა­უბ­რობ­და.

მა­რის დაკ­რძალ­ვას ორ­გა­ნი­ზე­ბა დი­ნამ გა­უ­წია. მისი ყო­ვე­ლი დღე მა­რის­თან ერ­თად ჭიქა ყა­ვით იწყე­ბო­და. ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და მის­თვის, უვ­ლი­და, საკ­ვებს აძ­ლევ­და, ორი წლის წინ, ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით სახ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რი შე­უ­ძი­ნა, სა­დაც მა­რის შე­ეძ­ლო ადა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში ეცხოვ­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მარი თა­ვა­დაც ხში­რად აღი­ა­რებ­და, რომ ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ რო­გორც დი­ნამ ჩვენ­თან წინა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, ბოლო დროს, იშ­ვი­ა­თად სვამ­და.

მარი არა მარ­ტო თე­ლავ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ, ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ამ­ხნე­ვებ­დნენ და გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ გო­გო­ნას, რო­მელ­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ჩუ­ქა­რი პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით უხა­რო­და...

- დინა, რა ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, რა მოხ­და იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს?

- სა­ღა­მოს 8 სა­ა­თი იყო, რომ და­მი­რე­კეს, მა­რის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა უნ­დო­დათ, მი­თხრეს, ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და ძა­ლი­ან ცუ­დად არი­სო. რო­დე­საც ვკი­თხე, ცუდი ხომ არა­ფე­რია-თქო, არა, სა­ში­ში არ არი­სო. მე­ო­რე დღეს, რო­გორც კი გა­თენ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ მარი და­ი­ღუ­პა. აქამ­დე არ ვიცი ვინ გა­ი­ტა­ნა.

- დინა, რო­დე­საც მა­რის დე­დას შეხ­ვდით რა მო­გიყ­ვათ?

- რო­გორც იცით, ის ქალ­ბა­ტო­ნიც შშმ პი­რია. მა­საც ალ­კოჰოლ­თან დაკ­ვა­ში­რე­ბით აქვს პრო­ბე­ლე­მე­ბი. მი­თხრა, რომ იმ სა­ღა­მოს და­ლი­ეს, სახ­ლში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და მა­რიმ ცუდი სი­ტყვე­ბი მა­კად­რა და ვი­კა­მა­თე­თო. არ ვიცი, ხან რო­გორ ჰყვე­ბო­და, ხან რო­გორ. ჩხუ­ბის შემ­დეგ მარი იქით გა­იქ­ცა და მან­ქა­ნამ გა­ი­ტა­ნაო. ავა­რი­ი­დან მა­ლე­ვე და­რე­კეს სას­წრა­ფო­ში, მაგ­რამ არ ვიცი, რამ­დე­ნად სი­მარ­თლეს მიყ­ვე­ბო­და მა­რის დედა.

- ფაქ­ტობ­რი­ვად მა­რის პატ­რო­ნი თქვენ იყა­ვით, რო­გორ ჩა­ი­ა­რა დაკ­რძალ­ვამ, სა­უბ­რი­სას მი­თხა­რით, რომ ცხე­და­რი თქვენ არ გი­ნა­ხავთ...

- ყვე­ლა­ფე­რი მო­ვაგ­ვა­რეთ, მე­რი­აც დაგ­ვეხ­მა­რა, ად­გი­ლიც მოგ­ვცეს, რომ დაგ­ვეკ­რძა­ლა. მა­რის ცხე­და­რი არ მი­ნა­ხავს, მირ­ჩევ­ნია, რომ ცო­ცხლად მახ­სოვ­დეს. მისი ცხე­და­რი რომ მე­ნა­ხა, შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­და­მე­ტა­ნა და იქვე მოვმკვდა­რი­ყა­ვი.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ვინც თქვენს სა­ერ­თო ტიკ-ტო­კის ვი­დე­ო­ებს თვალს ადევ­ნებ­და, იცის, რომ მა­რის ჰყავს შვი­ლი, 9 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც ზეს­ტა­ფონ­ში მშვი­ლე­ბელ ოჯახ­თან იზ­რდე­ბა. რა არის ცნო­ბი­ლი ბავ­შვის მა­მის შე­სა­ხებ და გა­ი­გო ბავ­შვმა დე­დის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ?

- მა­რის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი შვი­ლი, ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო რო­დე­საც ხვდე­ბო­და, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად მისი მოვ­ლა არ შე­ეძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვის მამა არ ვიცი ვინ არის, ამა­ზე მა­რიც არ სა­უბ­რობ­და. ერთს გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­შია, კარ­გად უვ­ლი­ან. რამ­დენ­ჯე­რაც ვი­ყა­ვი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დით იქი­დან. მა­რის და­ღუპ­ვა­ზე მე არ და­მი­რე­კავს, ვერ ვე­ტყო­დი, რომ დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი ზრდის, ის ხში­რად ესა­უბ­რე­ბო­და დე­და­ზე, მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რომ ჩა­ვე­დით მის სა­ნა­ხა­ვად, ბავ­შვმა ჩემს შე­სა­ხე­ბაც ყვე­ლა­ფე­რი იცო­და.

- საქ­მე თუ არის აღ­ძრუ­ლი მომ­ხდარ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა თუ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც ვხვდე­ბი, მძღო­ლი მი­ი­მა­ლა.

- დიახ, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. მე ვერ გე­ტყვით, რა მოხ­და იქ, მაგ­რამ ხალ­ხის­გან ვიცი, რომ დიახ, მძღო­ლი ავა­რი­ის შემ­დეგ მი­ი­მა­ლა.

- დინა, რო­გორ გა­ი­ცა­ნით თქვენ და მა­რიმ ერ­თმა­ნე­თი?

- მარი მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს გა­ვი­ცა­ნი. იქ ხში­რად შე­მო­დი­ო­და, ტან­საც­მლი­თა და საკ­ვე­ბით ვეხ­მა­რე­ბო­დი. შემ­დეგ ჩემ­თან სახ­ლში მო­დი­ო­და, ყა­ვას ვსვამ­დით ერ­თად, ვი­დე­ო­ებს ვი­ღებ­დით, ჩვენ­თვის ყვე­ლა დილა ლა­მა­ზი იყო. ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ყა­ვით ერ­თად, ბედ­ნი­ე­რად.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მარის უყვარდა შვილი, მაგრამ დამოუკიდებლად მისი მოვლა არ შეეძლო... ის ბავშვი კარგ ოჯახშია" - რას ჰყვება მეგობარი ტრაგიკულად დაღუპულ "ტიკტოკერზე" და ავარიის დეტალებზე

"მარის უყვარდა შვილი, მაგრამ დამოუკიდებლად მისი მოვლა არ შეეძლო... ის ბავშვი კარგ ოჯახშია" - რას ჰყვება მეგობარი ტრაგიკულად დაღუპულ "ტიკტოკერზე" და ავარიის დეტალებზე

მარი ომანაშვილი გუშინ დაკრძალეს. თელაველი გოგონა, რომელიც ცნობილი ტიკ-ტოკიდან გახდა ტრაგიკულად დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. 33 წლის მარის 9 წლის ვაჟი ჰყავდა, რომელიც დღემდე ზესტაფონში მიმნდობ ოჯახში ცხოვრობს. თელაველი ქველმოქმედი დინა ნაწიფაშვილი, რომელიც მარის პატრონობდა, ამბობს, რომ მას შვილის მოვლა არ შეეძლო. დინამ არ იცის, ვინ არის ბავშვის მამა, ამბობს, რომ ამაზე მარი თავადაც არ საუბრობდა.

მარის დაკრძალვას ორგანიზება დინამ გაუწია. მისი ყოველი დღე მარისთან ერთად ჭიქა ყავით იწყებოდა. ის ყველაფერს აკეთებდა მისთვის, უვლიდა, საკვებს აძლევდა, ორი წლის წინ, ხალხის დახმარებით სახლი კონტეინერი შეუძინა, სადაც მარის შეეძლო ადამიანურ პირობებში ეცხოვრა. სოციალურ ქსელში მარი თავადაც ხშირად აღიარებდა, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ როგორც დინამ ჩვენთან წინა ინტერვიუში აღნიშნა, ბოლო დროს, იშვიათად სვამდა.

მარი არა მარტო თელავში, სოციალური ქსელის მომხმარებლებსაც ძალიან უყვარდათ, ეხმარებოდნენ, ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ გოგონას, რომელსაც ყველანაირი საჩუქარი პატარა ბავშვივით უხაროდა...

- დინა, რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი მარის გარდაცვალების საქმეზე, რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს?

- საღამოს 8 საათი იყო, რომ დამირეკეს, მარის დაბადების მოწმობა უნდოდათ, მითხრეს, ავარიაში მოჰყვა და ძალიან ცუდად არისო. როდესაც ვკითხე, ცუდი ხომ არაფერია-თქო, არა, საშიში არ არისო. მეორე დღეს, როგორც კი გათენდა, საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი, დამირეკეს და მითხრეს, რომ მარი დაიღუპა. აქამდე არ ვიცი ვინ გაიტანა.

- დინა, როდესაც მარის დედას შეხვდით რა მოგიყვათ?

- როგორც იცით, ის ქალბატონიც შშმ პირია. მასაც ალკოჰოლთან დაკვაშირებით აქვს პრობელემები. მითხრა, რომ იმ საღამოს დალიეს, სახლში უნდა წავსულიყავი და მარიმ ცუდი სიტყვები მაკადრა და ვიკამათეთო. არ ვიცი, ხან როგორ ჰყვებოდა, ხან როგორ. ჩხუბის შემდეგ მარი იქით გაიქცა და მანქანამ გაიტანაო. ავარიიდან მალევე დარეკეს სასწრაფოში, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სიმართლეს მიყვებოდა მარის დედა.

- ფაქტობრივად მარის პატრონი თქვენ იყავით, როგორ ჩაიარა დაკრძალვამ, საუბრისას მითხარით, რომ ცხედარი თქვენ არ გინახავთ...

- ყველაფერი მოვაგვარეთ, მერიაც დაგვეხმარა, ადგილიც მოგვცეს, რომ დაგვეკრძალა. მარის ცხედარი არ მინახავს, მირჩევნია, რომ ცოცხლად მახსოვდეს. მისი ცხედარი რომ მენახა, შეიძლება ვერ გადამეტანა და იქვე მოვმკვდარიყავი.

- საზოგადოებამ, ვინც თქვენს საერთო ტიკ-ტოკის ვიდეოებს თვალს ადევნებდა, იცის, რომ მარის ჰყავს შვილი, 9 წლის ბიჭი, რომელიც ზესტაფონში მშვილებელ ოჯახთან იზრდება. რა არის ცნობილი ბავშვის მამის შესახებ და გაიგო ბავშვმა დედის დაღუპვის შესახებ?

- მარის ძალიან უყვარდა თავისი შვილი, ისეთი ბედნიერი იყო როდესაც ხვდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლად მისი მოვლა არ შეეძლო. რაც შეეხება ბავშვის მამა არ ვიცი ვინ არის, ამაზე მარიც არ საუბრობდა. ერთს გეტყვით, რომ ძალიან კარგ ოჯახშია, კარგად უვლიან. რამდენჯერაც ვიყავი, აღფრთოვანებული წამოვედით იქიდან. მარის დაღუპვაზე მე არ დამირეკავს, ვერ ვეტყოდი, რომ დედა გარდაეცვალა. არაჩვეულებრივი ქალბატონი ზრდის, ის ხშირად ესაუბრებოდა დედაზე, მახსოვს, პირველად რომ ჩავედით მის სანახავად, ბავშვმა ჩემს შესახებაც ყველაფერი იცოდა.

- საქმე თუ არის აღძრული მომხდარზე, გამოძიება თუ მიმდინარეობს, როგორც ვხვდები, მძღოლი მიიმალა.

- დიახ, გამოძიება დაწყებულია. მე ვერ გეტყვით, რა მოხდა იქ, მაგრამ ხალხისგან ვიცი, რომ დიახ, მძღოლი ავარიის შემდეგ მიიმალა.

- დინა, როგორ გაიცანით თქვენ და მარიმ ერთმანეთი?

- მარი მაღაზიაში მუშაობის დროს გავიცანი. იქ ხშირად შემოდიოდა, ტანსაცმლითა და საკვებით ვეხმარებოდი. შემდეგ ჩემთან სახლში მოდიოდა, ყავას ვსვამდით ერთად, ვიდეოებს ვიღებდით, ჩვენთვის ყველა დილა ლამაზი იყო. ძალიან კარგად ვიყავით ერთად, ბედნიერად.

წაიკითხეთ ასევე: