სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს გარშემო სულ თბილისელი ბიჭები ტრიალებდნენ... შემდეგ გამოჩნდა გოდერძი, სოფლიდან ჩამოსული, უმამოდ გაზრდილი ბიჭი..." - დიდი სიყვარული, შვილის "მძიმე როლი" და უცნაურად სევდიანი მწერლის ამბები
"ჩემს გარშემო სულ თბილისელი ბიჭები ტრიალებდნენ... შემდეგ გამოჩნდა გოდერძი, სოფლიდან ჩამოსული, უმამოდ გაზრდილი ბიჭი..." - დიდი სიყვარული, შვილის "მძიმე როლი" და უცნაურად სევდიანი მწერლის ამბები

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კაცი იყო გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლად მგრძნო­ბი­ა­რე, თით­ქოს ვა­ჟას მინ­დი­ა­სა­ვით ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის ენა ეს­მო­და, გულთმი­სა­ნიც იყო და სამ­ყა­რო­საც გამ­ძაფ­რე­ბუ­ლად შე­იგ­რძნობ­და... ოღონდ ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რო­დე­საც მის ნა­წარ­მო­ე­ბებს გა­ვე­ცა­ნი. ისიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ მარ­თა­ლი და სი­ტყვის კაცი იყო - და­ი­ქად­ნა: „ცას­წა­ვა­ლო“, მერე გა­მარ­ჯვე­ბულ­მა „მღვრი­ემ­დეც“ იარა და... სულ რა­ღაც 53 წლი­სამ დაგვტო­ვა.

გო­დერ­ძის­თან ინ­ტერ­ვიუ არას­დროს ჩა­მი­წე­რია, არც ძა­ლი­ან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ვყო­ფილ­ვარ მას­თან, მაგ­რამ სალ­მი­თა და მო­კი­თხვით ვიც­ნობ­დი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს პირ­ვე­ლი არ­ხი­დან. მახ­სოვს, ხში­რად ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს ტე­ლე­ვი­ზი­ის მე-3 სარ­თუ­ლის დე­რე­ფან­ში. მუ­დამ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და­დი­ო­და, მაგ­რამ გვერდს უსალ­მოდ და უღი­მი­ლოდ არას­დროს აგივ­ლი­და.

დღეს ამ კე­თი­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი და მარ­თა­ლი კა­ცის და­ბა­დე­ბის დღეა, თა­ნაც სა­ი­უ­ბი­ლო - 70 წე­ლი­წა­დი შე­უს­რულ­და. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით, ამ­ქვეყ­ნად რომ შეგვძლე­ბო­და მის­თვის პი­რის­პირ მი­ლოც­ვა, მაგ­რამ... ისე­თი იდუ­მა­ლი იყო, მგო­ნია, რომ ჩვენს მი­ლოც­ვას ზე­ცა­შიც შე­იგ­რძნობს.

ზო­გა­დად, უც­ნა­უ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი, უც­ნა­უ­რად სევ­დი­ა­ნიც, ხა­ლი­სი­ა­ნიც და... ადა­მი­ა­ნუ­რიც. მისი და­ბა­დე­ბის დღეც მა­სა­ვით მუ­დამ სევ­დი­სა და სი­ხა­რუ­ლის ნა­ზა­ვია, მისი არ­ყოფ­ნი­თა და ყოფ­ნით ერ­თნა­ი­რად სავ­სე.

გო­დერ­ძის მე­უღ­ლე ნინო მე­ლაშ­ვი­ლი და მათი ვა­ჟე­ბი - ნიკა და ლუკა გო­დერ­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი, არა­და, ნი­ნოც, თურ­მე, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ისიც გო­დერ­ძიმ „გა­მაც­ნო“, ოღონდ - გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

დღეს უკვე ჩო­ხე­ლე­ბის ოჯა­ხი - ნი­ნოც, ლუ­კაც და ნი­კაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ბო­ლო­ხანს იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბით, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­გან ბევ­რი რამ მო­ვის­მი­ნე გო­დერ­ძი­ზე და ბევ­რი - დავ­წე­რე კი­დეც. ალ­ბათ, ეს მო­გო­ნე­ბე­ბიც მო­მავ­ლის­თვი­საა, მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბებ­მაც რომ კარ­გად გა­იც­ნონ გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი, თა­ნაც - არა მარ­ტო მისი შე­მოქ­მე­დე­ბით.

ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რომ არ მე­მუ­შა­ვა, შე­იძ­ლე­ბა გო­დერ­ძის ვერც შევ­ხვედ­რო­დი

გო­დერ­ძი­ზე ნინო ყო­ველ­თვის თბი­ლი ღი­მი­ლით მი­ამ­ბობს, ისე, რომ ერთი ცრემ­ლიც არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ხოლ­მე, რად­გან "მას" - გო­დერ­ძის არ უყ­ვარ­და, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ტი­როდ­ნენ. უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია II-ს უთ­ქვამს გო­დერ­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ:"„გო­დერ­ძი ცრემ­ლია, რო­მე­ლიც და­ე­ცა სამ­თავ­როს მი­წას... ის ცრემ­ლი ოჯა­ხის­თვი­საც და სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც მალე ნა­ყოფს გა­მო­ი­ღებს“.

ჩო­ხე­ლებ­თან ერთ-ერთი სტუმ­რო­ბი­სას ნი­ნომ მი­თხრა, უხი­ლა­ვად ყო­ველ­თვის ვგრძნობ გო­დერ­ძის მფარ­ვე­ლო­ბას. თით­ქოს რა­ღა­ცებს გვა­კე­თე­ბი­ნებს, თით­ქოს სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი ამო­არ­ჩია, ჩვე­ნამ­დე მო­იყ­ვა­ნა და დაგ­ვა­მე­გობ­რა. მე­უ­ფე და­ნი­ელ­მაც გვი­თხრა, აქ უკვე უძ­ლუ­რი იყო, იმ ქვეყ­ნი­დან კი უფრო და­გეხ­მა­რე­ბა­თო. არას­დროს დამ­სიზ­მრე­ბია. ჩვენს ვაჟს, ლუ­კას ესიზ­მრე­ბა ხოლ­მე, რა­ღა­ცებს კარ­ნა­ხობს თით­ქოს...

ძა­ლი­ან ცუ­დად რომ ყო­ფი­ლა გო­დერ­ძი, თა­ვი­სი მე­გობ­რის­თვის, ნინო ზე­დე­ლაშ­ვი­ლის­თვის ნი­ნო­ზე უთ­ქვამს, - იცი, რა ლა­მა­ზი იყო ნინო? - რომ იცი­ნო­და, თვა­ლე­ბი­დან სულ „გა­ზა­ფხუ­ლე­ბი“ სცვი­ო­და. ჩემი ავად­მყო­ფო­ბით ჩა­ვუქ­რე ეს თვა­ლე­ბიო... ხმა­მაღ­ლა, სი­ტყვე­ბით სიყ­ვა­რულს არას­დროს უხ­სნი­და, სულ წე­რი­ლე­ბით ესიყ­ვა­რუ­ლე­ბო­და, თურ­მე. ერთხელ მოს­კო­ვი­დან ყო­ველ 10 წუთ­ში უგ­ზავ­ნი­და დე­პე­შას ტექ­სტით: მე შენ მიყ­ვარ­ხარ! გა­უ­გი­ჟე­ბია ქარ­თვე­ლი ფოს­ტა­ლი­ო­ნე­ბი - მთე­ლი დღე წინ და უკან დარ­ბოდ­ნენ. "სი­ცო­ცხლეს, ალ­ბათ, უც­რემ­ლოდ რა­ღაც და­აკ­ლდე­ბო­და, მაგ­რამ მე მა­ინც მინ­და, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ტი­როდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი", - ეს გო­დერ­ძი ჩო­ხელ­მა თქვა. ამი­ტომ არც ნინო ტი­რის და ერ­თობ­ლივ თავ­გა­და­სავ­ლებ­საც ყო­ველ­თვის სი­ცი­ლით ჰყვე­ბა - სწო­რედ იმ მო­მენ­ტში მარ­თლაც ვხე­დავ ხოლ­მე ნინო მე­ლაშ­ვი­ლის თვა­ლებ­ში „გა­ზა­ფხუ­ლებს“...

ნი­ნოს ნა­ამ­ბო­ბი­დან:

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ოჯახ­ში, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­დათ. პირ­ვე­ლი­ვე წელს ჩა­ვი­რი­ცხე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად, ფერ­წე­რას ვსწავ­ლობ­დი. გო­დერ­ძის ძა­ლი­ან მოს­წონ­და ჩემი ნა­ხა­ტე­ბი და ეა­მა­ყე­ბო­და კი­დეც... მე­სა­მე-მე­ო­თხე კურ­სი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­ვი­ა­რე პრაქ­ტი­კა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე კი ბა­ტონ­მა ნუგ­ზარ ფო­ფხა­ძემ „მო­ამ­ბე­ში“ სა­მუ­შა­ოდ მი­მი­ღო. ბევ­რს მოვ­წონ­დი. ჩემს გარ­შე­მო სულ თბი­ლი­სე­ლი ბი­ჭე­ბი ტრი­ა­ლებ­დნენ, ქა­ლა­ქე­ლე­ბი, გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ტყვე­ლე­ბით, აზ­როვ­ნე­ბით, ცხოვ­რე­ბით და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მომ­წონ­დნენ კი­დეც, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არა­ვინ შემყვა­რე­ბია, თით­ქოს მათ გვერ­დით ჩემს მო­მა­ვალს ვერ ვხე­დავ­დი. ხში­რად მი­ფიქ­რია: სა­ო­ცა­რია, არა? გა­მოჩ­ნდა გო­დერ­ძი, სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი, უმა­მოდ გაზ­რდი­ლი ბიჭი, ჩემი წრის­გან, ყო­ფის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით, აზ­როვ­ნე­ბით, მა­ნე­რე­ბით და უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე. გა­რეგ­ნო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ იყო კაცი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იმას ამ­ბობ­და და წერ­და, რა­საც ფიქ­რობ­და, არას­დროს იტყუ­ე­ბო­და, სიბ­რძნე ეტყო­ბო­და. რო­გორ არ და­ეყ­რდნო­ბო­დი კაცს, რო­მელ­მაც 25 წლი­სამ "ადა­მი­ან­თა სევ­და“ და­წე­რა და... მეც და­ვუ­ჯე­რე. თუმ­ცა შეყ­ვა­რე­ბა არც მი­ფიქ­რია, მხო­ლოდ მის­მა სამ­ყა­რომ მომ­ხიბ­ლა, რად­გან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და მთა და ძმას­თან - და­თოს­თან და მის ჯგუ­ფე­ლებ­თან ერ­თად ფე­ხით ვლაშ­ქრავ­დი სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთს. მამა ხში­რად მე­ხუმ­რე­ბო­და: მე­ცხვა­რეს უნდა გა­გა­ყო­ლოო, მერე კი ამ­ბობ­და: იმ­დე­ნი იარე მთა­ში, მა­ინც მე­ცხვა­რეს გაჰ­ყე­ვიო.

მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო ნინო, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გო­დერ­ძის შეხ­ვედ­რა რომ მო­უ­წყვეს და, თურ­მე, სწო­რედ ამ სა­ღა­მოს სამ­ზა­დი­სი­სას გა­იც­ნო,- ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი, ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ჩან­და და სა­ინ­ტე­რე­სო იყო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბაო. მერე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბიჭ­ვინ­თა­ში, ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტთა შეკ­რე­ბა­ზე კვლავ შეხ­ვდნენ. მისი "ბა­კურ­ხე­ვე­ლი ხევ­სუ­რის" ჩვე­ნე­ბამ ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვად ჩა­ი­ა­რა და ლა­მის მთე­ლი ღამე არ­ჩევ­დნენ ფილ­მს. იმ დღე­ებ­ში ნი­ნოს გო­დერ­ძის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­ფე­რი უგ­რძნია, თუმ­ცა... ჯგუ­ფის ნა­წი­ლი თბი­ლი­სის­კენ რომ მი­დი­ო­და, დამ­რჩე­ნებ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას გო­დერ­ძიმ „შე­მოქ­მედ­თა სახ­ლის“ ბაღ­ში დი­რექ­ტო­რი ქა­ლის ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი, ულა­მა­ზე­სი და ერ­თა­დერ­თი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი თეთ­რი ყვა­ვი­ლი მო­წყვი­ტა და ნი­ნოს ავ­ტო­ბუს­ში მი­არ­თვა. ამ ამ­ბავს დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყო­ლია.

მერე და მერე ხში­რად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და ასე გა­ი­ბა რა­ღაც ძა­ფე­ბი. ნი­ნომ მი­თხრა, - გო­დერ­ძის სიყ­ვა­რულ­ზე დი­დად არ ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ მა­ინც კი მო­ა­ხერ­ხა ჩემი და­ინ­ტე­რე­სე­ბა - ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და და­საყ­რდე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, რაც იმ­დრო­ინ­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან სრუ­ლი­ად გა­მო­არ­ჩევ­დაო. უც­ნა­უ­რად ურ­თი­ერ­თობ­დნენ - წე­რი­ლე­ბით: სა­ერ­თო მე­გო­ბარ­თან, მსა­ხი­ობ და­რე­ჯან ხა­ჩი­ძეს­თან ტო­ვებ­დნენ წე­რი­ლებს. ხან­და­ხან გო­დერ­ძი წე­რი­ლის მთელ ფურ­ცელს მხო­ლოდ "ჩემო ნინო, მიყ­ვარ­ხარ"-ით გა­ავ­სებ­და ხოლ­მე და ბო­ლოს მი­ა­წერ­და: - უჰ, რა მა­გა­რი რო­მა­ნი დავ­წე­რეო! მაგ­რამ... ნინო სა­კუ­თარ გრძნო­ბა­ში ბო­ლომ­დე კარ­გა ხანს ვერ გა­ერ­კვა. ერთხელ კი ძმას­თან, რძალ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად 20 დღით მთე­ბის და­სა­ლაშ­ქრა­ვად რომ მი­დი­ო­და, დი­დუ­ბის სად­გურ­ში გო­დერ­ძიმ გა­ა­ცი­ლა, ნი­ნოს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კონ­ვერ­ტი გა­დას­ცა, სა­დაც 150 მა­ნე­თამ­დე ფული იდო და სთხო­ვა, - ამ დროს ხევ­სუ­რეთ­სა და თუ­შეთ­ში, ყველ­გან დღე­სას­წა­უ­ლია, ამით სად­მე ცხვა­რი შე­ი­ძი­ნეთ და იქა­ურ სა­ლო­ცავს შეს­წი­რე­თო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ნა­პი­რე­ბი შე­უს­რუ­ლეს, გო­დერ­ძიმ კი იმ 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც არ მის­ცა ნი­ნოს მისი და­ვი­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა... - შე­იძ­ლე­ბა, იმ საკ­ლავ­საც ჩა­უთ­ქვა რა­ღაც ჩემ­ზეო, სი­ცი­ლით მიყ­ვე­ბო­და ნინო.

გო­დერ­ძი და ნინო

უკან დაბ­რუ­ნე­ბულს, გო­დერ­ძი კარ­გა ხანს აღარ უნა­ხავს - აგ­ვის­ტო იყო და ზღვა­ზე, გაგ­რა­ში წა­სუ­ლა. გო­დერ­ძის და­სიზ­მრე­ბია, რომ ნინო თეთ­რი ცხე­ნით მო­დი­ო­და და პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხე­ში, თვი­თონ სი­ცხი­ა­ნი, სქე­ლი სვი­ტე­რით უმი­სა­მარ­თოდ წა­სუ­ლა აფხა­ზეთ­ში მის სა­პოვ­ნე­ლად. ბო­ლოს ბიჭ­ვინ­თის შე­სას­ვლელ­ში ნი­ნოს მე­გო­ბა­რი, სცე­ნა­რის­ტი თამ­რი­კო ბარ­თა­ია შეხ­ვედ­რია და მას და­უ­ყე­ნე­ბია გზა­ზე. ნი­ნოს­თვის მისი თავ­გან­წირ­ვა იყო კულ­მი­ნა­ცია. - ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მო­მა­კი­თხა, ოთა­ხი­დან გა­მიხ­მო და მო­მა­ხა­ლა: ნინო, თუ გა­მომ­ყვე­ბი - გა­მომ­ყე­ვი, თუ არა­და, წა­ვე­დიო, - უცებ მიტ­რი­ალ­და და წა­ვი­და. გა­მიკ­ვირ­და და... ვიგ­რძე­ნი, თუ რა­მეს არ გა­დავ­წყვეტ­დი, სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გავ­დი, და იმა­საც მივ­ხვდი, რომ უმი­სოდ ცხოვ­რე­ბა არ შე­მეძ­ლო. მა­შინ არ მო­ვაბ­რუ­ნე, მაგ­რამ ჩემი რძა­ლი - ტატა გა­ვი­ყო­ლე სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, მე­გობ­რებ­თან, იქვე გო­დერ­ძიც ვნა­ხე, და­ვე­ლა­პა­რა­კე და... უკან აღარც წა­მოვ­სულ­ვარ. ცო­ლად რომ მივ­ყვე­ბო­დი, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის რა­ტომ­ღაც, იცი, რა მით­ქვამს?.. - გო­დერ­ძის უნდა შე­ვე­წი­რო-მეთ­ქი. დღემ­დე ვერ ვხვდე­ბი, 23 წლის გო­გოს ეს რამ მათ­ქმე­ვი­ნა. არა­და, ასე არ მოხ­და?!

გო­დერ­ძი და ლუკა

გო­დერ­ძის ერთ-ერთი შე­დევ­რი, 1997 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი "ლუ­კას სა­ხა­რე­ბა“ გა­მახ­სენ­და. შე­დევ­რს ჩვენ ვამ­ბობთ, თო­რემ თა­ვად გო­დერ­ძი მას ერთ-ერთ შვი­ლად აღიქ­ვამ­და. ამ ფილმში მთა­ვარ როლს გო­დერ­ძის ლუკა ას­რუ­ლებს, უფ­რო­სი ვაჟი. იმ­ხა­ნად ლუკა 13 წლის იყო და ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე, 7-8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობ­და. ნი­ნომ მი­ამ­ბო, ბიჭს თით­ქოს დუ­მი­ლის აღ­თქმა ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი ან გარე სამ­ყა­როს უცხა­დებ­და პრო­ტესტს - არც სკო­ლა­ში, არც ოჯახ­ში, სი­ტყვას არ ამ­ბობ­და. სად არ მი­ვიყ­ვა­ნეთ, რა არ გვი­თხრეს, წამ­ლე­ბიც ვას­ვით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხვდით, მის თავს რა­ღაც სხვა ხდე­ბო­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, გო­დერ­ძი „ლუ­კას სა­ხა­რე­ბის“ გა­და­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბო­და და არც კი უფიქ­რია, ლუკა გა­და­ე­ღო. ლუ­კამ კი სცე­ნა­რი წა­ი­კი­თხა და ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ პირ­ვე­ლად და­ი­ლა­პა­რა­კა: დედა, აქ მე უნდა ვი­თა­მა­შოო.

შევ­ფიქ­რი­ან­დით, ძა­ლი­ან მძი­მე როლი იყო და რომ ვერ ეთა­მა­შა ან უფრო დამ­ძი­მე­ბუ­ლი­ყო? არა­და, ძლივს ამო­ი­ღო ხმა. გო­დერ­ძი მა­ინც და­თან­ხმდა და სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად სა­სინ­ჯი კად­რე­ბიც გა­და­უ­ღეს. სამ­ხატ­ვრო საბ­ჭომ არც იცო­და, გო­დერ­ძის შვი­ლი რომ იყო და ერ­თხმად სწო­რედ ლუკა მო­ი­წო­ნა. ლუ­კამ გო­დერ­ძის ისიც უთხრა, 1-2 დუბ­ლით გა­და­მი­ღე, მეტს ვერ ვი­თა­მა­შე­ბო. მეტი თით­ქმის არც დას­ჭირ­ვე­ბია. მის­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ჯვარ­ცმის გა­და­ღე­ბა აღ­მოჩ­ნდა - ჯვა­რა­კი­დე­ბუ­ლი რომ და­დი­ო­და, ბავ­შვე­ბი დას­დევ­დნენ და ყვი­როდ­ნენ: ქრის­ტე აღ­დგაო! მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბია, - არც კი ვიცი, სწო­რად მო­ვი­ქე­ცი თუ არა, ეს ჯვა­რი რომ ვიტ­ვირ­თე. ვი­ცო­დი, რომ ეს ფილ­მს სჭირ­დე­ბო­და. ისიც ვი­ცო­დი, რომ გო­დერ­ძი უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით იღებ­და „ლუ­კას სა­ხა­რე­ბას“, მაგ­რამ ალ­ბათ მა­ინც მა­წუ­ხებ­და ეს ამ­ბა­ვი, ცოდ­ვა არ იყოს, წი­ნას­წარ მო­ძღვარს რომ არ და­ვე­ლე­პა­რა­კეო.

გო­დერ­ძი და ლუკა, გა­და­ღე­ბე­ბი

ლუ­კამ კი­დევ ერთი ამ­ბა­ვიც გა­იხ­სე­ნა, - წლე­ბის წინ, მა­მის საფ­ლა­ვის ქვას რომ ვა­კე­თებ­დი, და­მე­სიზ­მრა თუ... გა­მო­მე­ცხა­და. ვკი­თხე, - მამა, საზ­ვე­რე­ე­ბი რო­გორ გა­ი­ა­რე-მეთ­ქი? - კარ­გად გა­ვი­ა­რე, წი­ნაპ­რე­ბი მე­გე­ბე­ბოდ­ნენ, მარ­თა­ლი გო­დერ­ძი მო­დი­სო. - ბერი გაბ­რი­ე­ლი და­გეხ­მა­რა-მეთ­ქი? - ჩა­ვე­კი­თხე. - ბერი გაბ­რი­ე­ლიც და წი­ნაპ­რე­ბი­ცო, - მო­მა­ხა­რა. ვგრძნობ­დი, ხილ­ვა მალე დას­რულ­დე­ბო­და... და ასეც მოხ­და. ერთხელ კი­დევ „შევ­ხვდი“ მა­მას ამ­გვა­რად და ვკი­თხე, - არ შე­იძ­ლე­ბა, სულ ასე გაგ­რძელ­დეს-მეთ­ქი? - არაო, - ღი­მი­ლით მი­პა­სუ­ხა, - მაგ­რამ შენ ამას ვერ ჩაწ­ვდე­ბიო...

გო­დერ­ძის ძა­ლი­ან უნ­დო­და, დე­და­მი­სის საფ­ლა­ვის ქვა­ზე თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზა წა­ე­წე­რა, მაგ­რამ არ დას­ცალ­და... ის სი­ტყვე­ბი მერე მისი საფ­ლა­ვის ქვას წა­ვა­წე­რე: "რა არის სი­ცო­ცხლე? - სი­ცო­ცხლე სევ­და არის, ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის ტკბი­ლი სევ­და. - სიკ­ვდი­ლი? - სიკ­ვდი­ლიც სევ­და არის, არ­ყოფ­ნის სევ­და"...

გო­დერ­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მი

2019 წლის 2 ნო­ემ­ბერს პირ­ვე­ლად და ჯერ­ჯე­რო­ბით უკა­ნას­კნე­ლად მოვ­ხვდი ჩოხ­ში. სწო­რედ მა­შინ შე­ვი­ტყვე, რომ გო­დერ­ძი ჩო­ხელს გუ­და­მაყ­რის ხე­ო­ბის სო­ფელ ჩოხ­ში, თურ­მე, სახ­ლი არ ჰქო­ნია. იგი ბი­ძის სახ­ლში ცხოვ­რობ­და, ქვე­მო ჩოხ­ში. ჰოდა, ეს მარ­თა­ლი კაცი 65 წე­ლი­წადს ელო­და სა­კუ­თარ სახ­ლს თა­ვის სო­ფელ­ში და, რო­გორც იქნა, იმ წელს ეღირ­სა. მას დღეს გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მუ­ზე­უ­მი ჰქვია. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო იმ დღეს გო­დერ­ძო­ბას და ბევ­რი რამ ით­ქვა გო­დერ­ძი­ზე. არ მა­ვი­წყდე­ბა ჩემი საყ­ვა­რე­ლი პო­ე­ტი­სა და ადა­მი­ა­ნის - ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რის ნათ­ქვა­მი: - მუ­ზე­უ­მი გო­დერ­ძი ჩო­ხელს არ სჭირ­დე­ბო­და, ეს მუ­ზე­უ­მი ჩვენ გვჭირ­დე­ბა, ეს სჭირ­დე­ბა გუ­და­მაყ­რის ხე­ო­ბას, რო­გორც საყ­რდე­ნი, წუ­თი­სოფ­ლის სივ­რცი­დან რომ არ წა­ი­შა­ლოს. რო­გორც ვაჟა-ფშა­ვე­ლა არის ჩარ­გლის სა­სი­ცო­ცხლო არ­ტე­რია, გუ­და­მაყ­რის ხე­ო­ბის სა­სი­ცო­ცხლო არ­ტე­რი­აც გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი უნდა იყო­სო.

გო­დერ­ძის სუ­ლის ცხე­ნი

წლე­ბის წინ ბა­ზა­ლე­თის ტბის პი­რას დოღ­ზე მი­მი­პა­ტი­ჟეს. უც­ნა­ურ გა­რე­მო­ში აღ­მოვ­ჩნდი: გა­ლა­ვან­შე­მორ­ტყმულ ეზო­ში ორი კოშ­კი აღე­მარ­თად. ერთი აშ­კა­რად ხევ­სუ­რუ­ლი იყო, მე­ო­რე - ევ­რო­პუ­ლი. მათ შო­რის სცე­ნა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ­ლის უკა­ნა კე­დელ­ზე გაკ­რულ დიდ ბა­ნერს გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის სუ­რა­თი ამ­შვე­ნებ­და. ის დოღი ბა­ზა­ლეთ­ზე კაი ყმის, გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის ხსოვ­ნას იმ კარ­მი­და­მოს პატ­რონ­მა, მხატ­ვარ­მა და­ვით ქა­ფი­აშ­ვილ­მა მი­უ­ძღვნა. ჯერ დოღი გა­ი­მარ­თა, მერე - და­ჯილ­დო­ე­ბა და ბო­ლოს - ხსოვ­ნის სა­ღა­მო. სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა იყო: რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა ძლივს აკა­ვებ­და შე­უ­კაზ­მავ ცხე­ნებს. მა­შინ­ვე ერთ-ერთ ცხენს და­ვად­გით თვა­ლი, მე-9 ნო­მერს. თურ­მე, გო­დერ­ძის მე­უღ­ლეს, ნი­ნო­საც გულ­ში ის აურ­ჩე­ვია.

და­ემ­თხვა, რომ უხუ­ცეს­მაც სწო­რედ ის ცხე­ნი აკურ­თხა გო­დერ­ძის სა­ხელ­ზე. მერე ყვე­ლა მხე­დარს მშვი­დო­ბი­ა­ნი გზა უსურ­ვეს, ზა­რიც და­რე­კეს და ხალ­ხის ყი­ჟი­ნა უმალ შე­ე­რია ფლოქ­ვე­ბის ხმას. ჩვე­ნი ჯილა და გო­დერ­ძის სუ­ლის ცხე­ნი, მე-9 ნო­მე­რი, სტარ­ტი­დან­ვე და­წი­ნა­ურ­და და მის­მა 17 წლის მხე­დარ­მა ბექა ქა­ფი­აშ­ვილ­მა ცხე­ნი ფი­ნიშ­თა­ნაც ასე და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი მო­აქ­რო­ლა. მახ­სოვს, ემო­ცი­ას ვერც ნინო მე­ლაშ­ვი­ლი მა­ლავ­და: - ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ ძა­ლი­ან მი­ხა­რია, არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ გო­დერ­ძის სუ­ლის ცხე­ნი და­ი­ლო­ცა და გო­დერ­ძის ხსოვ­ნას მი­ე­ძღვნა ეს დღე. ქარ­თუ­ლი სული ძა­ლუ­მად იგ­რძნო­ბა აქ და, ალ­ბათ, ამან იმოქ­მე­და. გო­დერ­ძიმ ბევ­რი მო­თხრო­ბა და­წე­რა სუ­ლის ცხენ­ზე, სცე­ნა­რიც კი ჰქონ­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­და­ი­ღო, დღეს კი მის­მა სუ­ლის ცხენ­მა და მხე­დარ­მაც ძა­ლი­ან ისა­ხე­ლეს თა­ვიო!

ნა­თე­ლი და მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა მარ­თა­ლი გო­დერ­ძის უკ­ვდავ სულს, მის და­ნა­ტო­ვარს კი დღეგ­რძე­ლო­ბა და გამ­რავ­ლე­ბა!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ავტორი:

"ჩემს გარშემო სულ თბილისელი ბიჭები ტრიალებდნენ... შემდეგ გამოჩნდა გოდერძი, სოფლიდან ჩამოსული, უმამოდ გაზრდილი ბიჭი..." - დიდი სიყვარული, შვილის "მძიმე როლი" და უცნაურად სევდიანი მწერლის ამბები

"ჩემს გარშემო სულ თბილისელი ბიჭები ტრიალებდნენ... შემდეგ გამოჩნდა გოდერძი, სოფლიდან ჩამოსული, უმამოდ გაზრდილი ბიჭი..." - დიდი სიყვარული, შვილის "მძიმე როლი" და უცნაურად სევდიანი მწერლის ამბები

განსაკუთრებული კაცი იყო გოდერძი ჩოხელი, გამორჩეულად მგრძნობიარე, თითქოს ვაჟას მინდიასავით ყველას და ყველაფრის ენა ესმოდა, გულთმისანიც იყო და სამყაროსაც გამძაფრებულად შეიგრძნობდა... ოღონდ ეს მოგვიანებით გავიგე, როდესაც მის ნაწარმოებებს გავეცანი. ისიც მოგვიანებით გავიგე, რომ მართალი და სიტყვის კაცი იყო - დაიქადნა: „ცასწავალო“, მერე გამარჯვებულმა „მღვრიემდეც“ იარა და... სულ რაღაც 53 წლისამ დაგვტოვა.

გოდერძისთან ინტერვიუ არასდროს ჩამიწერია, არც ძალიან დაახლოებული ვყოფილვარ მასთან, მაგრამ სალმითა და მოკითხვით ვიცნობდი, საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს პირველი არხიდან. მახსოვს, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ტელევიზიის მე-3 სართულის დერეფანში. მუდამ ჩაფიქრებული დადიოდა, მაგრამ გვერდს უსალმოდ და უღიმილოდ არასდროს აგივლიდა.

დღეს ამ კეთილი, გამორჩეულად ნიჭიერი და მართალი კაცის დაბადების დღეა, თანაც საიუბილო - 70 წელიწადი შეუსრულდა. ბედნიერები ვიქნებოდით, ამქვეყნად რომ შეგვძლებოდა მისთვის პირისპირ მილოცვა, მაგრამ... ისეთი იდუმალი იყო, მგონია, რომ ჩვენს მილოცვას ზეცაშიც შეიგრძნობს.

ზოგადად, უცნაურად გამორჩეული ადამიანი იყო გოდერძი ჩოხელი, უცნაურად სევდიანიც, ხალისიანიც და... ადამიანურიც. მისი დაბადების დღეც მასავით მუდამ სევდისა და სიხარულის ნაზავია, მისი არყოფნითა და ყოფნით ერთნაირად სავსე.

გოდერძის მეუღლე ნინო მელაშვილი და მათი ვაჟები - ნიკა და ლუკა გოდერძის გარდაცვალების შემდეგ გავიცანი, არადა, ნინოც, თურმე, ტელევიზიაში მუშაობდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ისიც გოდერძიმ „გამაცნო“, ოღონდ - გარდაცვალების შემდეგ.

დღეს უკვე ჩოხელების ოჯახი - ნინოც, ლუკაც და ნიკაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელი ადამიანები არიან. ბოლოხანს იშვიათად ვხვდებით, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში მათგან ბევრი რამ მოვისმინე გოდერძიზე და ბევრი - დავწერე კიდეც. ალბათ, ეს მოგონებებიც მომავლისთვისაა, მომავალმა თაობებმაც რომ კარგად გაიცნონ გოდერძი ჩოხელი, თანაც - არა მარტო მისი შემოქმედებით.

ტელევიზიაში რომ არ მემუშავა, შეიძლება გოდერძის ვერც შევხვედროდი

გოდერძიზე ნინო ყოველთვის თბილი ღიმილით მიამბობს, ისე, რომ ერთი ცრემლიც არ ჩამოუვარდება ხოლმე, რადგან "მას" - გოდერძის არ უყვარდა, როცა ადამიანები ტიროდნენ. უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს უთქვამს გოდერძის გარდაცვალების შემდეგ:"„გოდერძი ცრემლია, რომელიც დაეცა სამთავროს მიწას... ის ცრემლი ოჯახისთვისაც და საქართველოსთვისაც მალე ნაყოფს გამოიღებს“.

ჩოხელებთან ერთ-ერთი სტუმრობისას ნინომ მითხრა, უხილავად ყოველთვის ვგრძნობ გოდერძის მფარველობას. თითქოს რაღაცებს გვაკეთებინებს, თითქოს საუკეთესო ადამიანები ამოარჩია, ჩვენამდე მოიყვანა და დაგვამეგობრა. მეუფე დანიელმაც გვითხრა, აქ უკვე უძლური იყო, იმ ქვეყნიდან კი უფრო დაგეხმარებათო. არასდროს დამსიზმრებია. ჩვენს ვაჟს, ლუკას ესიზმრება ხოლმე, რაღაცებს კარნახობს თითქოს...

ძალიან ცუდად რომ ყოფილა გოდერძი, თავისი მეგობრისთვის, ნინო ზედელაშვილისთვის ნინოზე უთქვამს, - იცი, რა ლამაზი იყო ნინო? - რომ იცინოდა, თვალებიდან სულ „გაზაფხულები“ სცვიოდა. ჩემი ავადმყოფობით ჩავუქრე ეს თვალებიო... ხმამაღლა, სიტყვებით სიყვარულს არასდროს უხსნიდა, სულ წერილებით ესიყვარულებოდა, თურმე. ერთხელ მოსკოვიდან ყოველ 10 წუთში უგზავნიდა დეპეშას ტექსტით: მე შენ მიყვარხარ! გაუგიჟებია ქართველი ფოსტალიონები - მთელი დღე წინ და უკან დარბოდნენ. "სიცოცხლეს, ალბათ, უცრემლოდ რაღაც დააკლდებოდა, მაგრამ მე მაინც მინდა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ტიროდნენ ადამიანები", - ეს გოდერძი ჩოხელმა თქვა. ამიტომ არც ნინო ტირის და ერთობლივ თავგადასავლებსაც ყოველთვის სიცილით ჰყვება - სწორედ იმ მომენტში მართლაც ვხედავ ხოლმე ნინო მელაშვილის თვალებში „გაზაფხულებს“...

ნინოს ნაამბობიდან:

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც ხელოვნება და ლიტერატურა გამორჩეულად უყვარდათ. პირველივე წელს ჩავირიცხე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, პარალელურად, ფერწერას ვსწავლობდი. გოდერძის ძალიან მოსწონდა ჩემი ნახატები და ეამაყებოდა კიდეც... მესამე-მეოთხე კურსიდან ტელევიზიაში გავიარე პრაქტიკა, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ „მოამბეში“ სამუშაოდ მიმიღო. ბევრს მოვწონდი. ჩემს გარშემო სულ თბილისელი ბიჭები ტრიალებდნენ, ქალაქელები, გამორჩეული მეტყველებით, აზროვნებით, ცხოვრებით და, რასაკვირველია, მომწონდნენ კიდეც, მაგრამ რატომღაც არავინ შემყვარებია, თითქოს მათ გვერდით ჩემს მომავალს ვერ ვხედავდი. ხშირად მიფიქრია: საოცარია, არა? გამოჩნდა გოდერძი, სოფლიდან ჩამოსული, უმამოდ გაზრდილი ბიჭი, ჩემი წრისგან, ყოფისგან სრულიად განსხვავებული ჩაცმულობით, აზროვნებით, მანერებით და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იყო კაცი, რომელიც ყოველთვის იმას ამბობდა და წერდა, რასაც ფიქრობდა, არასდროს იტყუებოდა, სიბრძნე ეტყობოდა. როგორ არ დაეყრდნობოდი კაცს, რომელმაც 25 წლისამ "ადამიანთა სევდა“ დაწერა და... მეც დავუჯერე. თუმცა შეყვარება არც მიფიქრია, მხოლოდ მისმა სამყარომ მომხიბლა, რადგან ძალიან მიყვარდა მთა და ძმასთან - დათოსთან და მის ჯგუფელებთან ერთად ფეხით ვლაშქრავდი საქართველოს მთიანეთს. მამა ხშირად მეხუმრებოდა: მეცხვარეს უნდა გაგაყოლოო, მერე კი ამბობდა: იმდენი იარე მთაში, მაინც მეცხვარეს გაჰყევიო.

მეუღლესთან და შვილებთან ერთად

მესამე კურსის სტუდენტი იყო ნინო, ტელევიზიაში გოდერძის შეხვედრა რომ მოუწყვეს და, თურმე, სწორედ ამ საღამოს სამზადისისას გაიცნო,- ძალიან უცნაური, ორიგინალური აზროვნების, ნიჭიერი ადამიანი ჩანდა და საინტერესო იყო მასთან ურთიერთობაო. მერე, მოგვიანებით, ბიჭვინთაში, ახალგაზრდა ჟურნალისტთა შეკრებაზე კვლავ შეხვდნენ. მისი "ბაკურხეველი ხევსურის" ჩვენებამ ძალიან შთამბეჭდავად ჩაიარა და ლამის მთელი ღამე არჩევდნენ ფილმს. იმ დღეებში ნინოს გოდერძისგან განსაკუთრებულად არაფერი უგრძნია, თუმცა... ჯგუფის ნაწილი თბილისისკენ რომ მიდიოდა, დამრჩენებთან დამშვიდობებისას გოდერძიმ „შემოქმედთა სახლის“ ბაღში დირექტორი ქალის ნალოლიავები, ულამაზესი და ერთადერთი აყვავებული თეთრი ყვავილი მოწყვიტა და ნინოს ავტობუსში მიართვა. ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყოლია.

მერე და მერე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ასე გაიბა რაღაც ძაფები. ნინომ მითხრა, - გოდერძის სიყვარულზე დიდად არ ვფიქრობდი, მაგრამ მაინც კი მოახერხა ჩემი დაინტერესება - ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი და დასაყრდენი ადამიანი იყო, რაც იმდროინდელი ახალგაზრდებისგან სრულიად გამოარჩევდაო. უცნაურად ურთიერთობდნენ - წერილებით: საერთო მეგობართან, მსახიობ დარეჯან ხაჩიძესთან ტოვებდნენ წერილებს. ხანდახან გოდერძი წერილის მთელ ფურცელს მხოლოდ "ჩემო ნინო, მიყვარხარ"-ით გაავსებდა ხოლმე და ბოლოს მიაწერდა: - უჰ, რა მაგარი რომანი დავწერეო! მაგრამ... ნინო საკუთარ გრძნობაში ბოლომდე კარგა ხანს ვერ გაერკვა. ერთხელ კი ძმასთან, რძალთან და მეგობრებთან ერთად 20 დღით მთების დასალაშქრავად რომ მიდიოდა, დიდუბის სადგურში გოდერძიმ გააცილა, ნინოს, წინააღმდეგობის მიუხედავად, კონვერტი გადასცა, სადაც 150 მანეთამდე ფული იდო და სთხოვა, - ამ დროს ხევსურეთსა და თუშეთში, ყველგან დღესასწაულია, ამით სადმე ცხვარი შეიძინეთ და იქაურ სალოცავს შესწირეთო. რასაკვირველია, დანაპირები შეუსრულეს, გოდერძიმ კი იმ 20 დღის განმავლობაშიც არ მისცა ნინოს მისი დავიწყების საშუალება... - შეიძლება, იმ საკლავსაც ჩაუთქვა რაღაც ჩემზეო, სიცილით მიყვებოდა ნინო.

გოდერძი და ნინო

უკან დაბრუნებულს, გოდერძი კარგა ხანს აღარ უნახავს - აგვისტო იყო და ზღვაზე, გაგრაში წასულა. გოდერძის დასიზმრებია, რომ ნინო თეთრი ცხენით მოდიოდა და პაპანაქება სიცხეში, თვითონ სიცხიანი, სქელი სვიტერით უმისამართოდ წასულა აფხაზეთში მის საპოვნელად. ბოლოს ბიჭვინთის შესასვლელში ნინოს მეგობარი, სცენარისტი თამრიკო ბართაია შეხვედრია და მას დაუყენებია გზაზე. ნინოსთვის მისი თავგანწირვა იყო კულმინაცია. - ტელევიზიაში მომაკითხა, ოთახიდან გამიხმო და მომახალა: ნინო, თუ გამომყვები - გამომყევი, თუ არადა, წავედიო, - უცებ მიტრიალდა და წავიდა. გამიკვირდა და... ვიგრძენი, თუ რამეს არ გადავწყვეტდი, სამუდამოდ დავკარგავდი, და იმასაც მივხვდი, რომ უმისოდ ცხოვრება არ შემეძლო. მაშინ არ მოვაბრუნე, მაგრამ ჩემი რძალი - ტატა გავიყოლე საერთო საცხოვრებელში, მეგობრებთან, იქვე გოდერძიც ვნახე, დაველაპარაკე და... უკან აღარც წამოვსულვარ. ცოლად რომ მივყვებოდი, ჩემი ოჯახის წევრებისთვის რატომღაც, იცი, რა მითქვამს?.. - გოდერძის უნდა შევეწირო-მეთქი. დღემდე ვერ ვხვდები, 23 წლის გოგოს ეს რამ მათქმევინა. არადა, ასე არ მოხდა?!

გოდერძი და ლუკა

გოდერძის ერთ-ერთი შედევრი, 1997 წელს გადაღებული "ლუკას სახარება“ გამახსენდა. შედევრს ჩვენ ვამბობთ, თორემ თავად გოდერძი მას ერთ-ერთ შვილად აღიქვამდა. ამ ფილმში მთავარ როლს გოდერძის ლუკა ასრულებს, უფროსი ვაჟი. იმხანად ლუკა 13 წლის იყო და ფილმის გადაღებების დაწყებამდე, 7-8 თვის განმავლობაში საერთოდ არ ლაპარაკობდა. ნინომ მიამბო, ბიჭს თითქოს დუმილის აღთქმა ჰქონდა დადებული ან გარე სამყაროს უცხადებდა პროტესტს - არც სკოლაში, არც ოჯახში, სიტყვას არ ამბობდა. სად არ მივიყვანეთ, რა არ გვითხრეს, წამლებიც ვასვით, მაგრამ საბოლოოდ მივხვდით, მის თავს რაღაც სხვა ხდებოდა. პარალელურად, გოდერძი „ლუკას სახარების“ გადასაღებად ემზადებოდა და არც კი უფიქრია, ლუკა გადაეღო. ლუკამ კი სცენარი წაიკითხა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად დაილაპარაკა: დედა, აქ მე უნდა ვითამაშოო.

შევფიქრიანდით, ძალიან მძიმე როლი იყო და რომ ვერ ეთამაშა ან უფრო დამძიმებულიყო? არადა, ძლივს ამოიღო ხმა. გოდერძი მაინც დათანხმდა და სხვა ბავშვებთან ერთად სასინჯი კადრებიც გადაუღეს. სამხატვრო საბჭომ არც იცოდა, გოდერძის შვილი რომ იყო და ერთხმად სწორედ ლუკა მოიწონა. ლუკამ გოდერძის ისიც უთხრა, 1-2 დუბლით გადამიღე, მეტს ვერ ვითამაშებო. მეტი თითქმის არც დასჭირვებია. მისთვის ყველაზე რთული ჯვარცმის გადაღება აღმოჩნდა - ჯვარაკიდებული რომ დადიოდა, ბავშვები დასდევდნენ და ყვიროდნენ: ქრისტე აღდგაო! მოგვიანებით გაუცნობიერებია, - არც კი ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, ეს ჯვარი რომ ვიტვირთე. ვიცოდი, რომ ეს ფილმს სჭირდებოდა. ისიც ვიცოდი, რომ გოდერძი უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იღებდა „ლუკას სახარებას“, მაგრამ ალბათ მაინც მაწუხებდა ეს ამბავი, ცოდვა არ იყოს, წინასწარ მოძღვარს რომ არ დაველეპარაკეო.

გოდერძი და ლუკა, გადაღებები

ლუკამ კიდევ ერთი ამბავიც გაიხსენა, - წლების წინ, მამის საფლავის ქვას რომ ვაკეთებდი, დამესიზმრა თუ... გამომეცხადა. ვკითხე, - მამა, საზვერეები როგორ გაიარე-მეთქი? - კარგად გავიარე, წინაპრები მეგებებოდნენ, მართალი გოდერძი მოდისო. - ბერი გაბრიელი დაგეხმარა-მეთქი? - ჩავეკითხე. - ბერი გაბრიელიც და წინაპრებიცო, - მომახარა. ვგრძნობდი, ხილვა მალე დასრულდებოდა... და ასეც მოხდა. ერთხელ კიდევ „შევხვდი“ მამას ამგვარად და ვკითხე, - არ შეიძლება, სულ ასე გაგრძელდეს-მეთქი? - არაო, - ღიმილით მიპასუხა, - მაგრამ შენ ამას ვერ ჩაწვდებიო...

გოდერძის ძალიან უნდოდა, დედამისის საფლავის ქვაზე თავისი საყვარელი ფრაზა წაეწერა, მაგრამ არ დასცალდა... ის სიტყვები მერე მისი საფლავის ქვას წავაწერე: "რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. - სიკვდილი? - სიკვდილიც სევდა არის, არყოფნის სევდა"...

გოდერძის სახელობის მუზეუმი

2019 წლის 2 ნოემბერს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოვხვდი ჩოხში. სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ გოდერძი ჩოხელს გუდამაყრის ხეობის სოფელ ჩოხში, თურმე, სახლი არ ჰქონია. იგი ბიძის სახლში ცხოვრობდა, ქვემო ჩოხში. ჰოდა, ეს მართალი კაცი 65 წელიწადს ელოდა საკუთარ სახლს თავის სოფელში და, როგორც იქნა, იმ წელს ეღირსა. მას დღეს გოდერძი ჩოხელის მუზეუმი ჰქვია. ბევრი ადამიანი დაესწრო იმ დღეს გოდერძობას და ბევრი რამ ითქვა გოდერძიზე. არ მავიწყდება ჩემი საყვარელი პოეტისა და ადამიანის - ტარიელ ხარხელაურის ნათქვამი: - მუზეუმი გოდერძი ჩოხელს არ სჭირდებოდა, ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას, როგორც საყრდენი, წუთისოფლის სივრციდან რომ არ წაიშალოს. როგორც ვაჟა-ფშაველა არის ჩარგლის სასიცოცხლო არტერია, გუდამაყრის ხეობის სასიცოცხლო არტერიაც გოდერძი ჩოხელი უნდა იყოსო.

გოდერძის სულის ცხენი

წლების წინ ბაზალეთის ტბის პირას დოღზე მიმიპატიჟეს. უცნაურ გარემოში აღმოვჩნდი: გალავანშემორტყმულ ეზოში ორი კოშკი აღემართად. ერთი აშკარად ხევსურული იყო, მეორე - ევროპული. მათ შორის სცენა გაეკეთებინათ, რომლის უკანა კედელზე გაკრულ დიდ ბანერს გოდერძი ჩოხელის სურათი ამშვენებდა. ის დოღი ბაზალეთზე კაი ყმის, გოდერძი ჩოხელის ხსოვნას იმ კარმიდამოს პატრონმა, მხატვარმა დავით ქაფიაშვილმა მიუძღვნა. ჯერ დოღი გაიმართა, მერე - დაჯილდოება და ბოლოს - ხსოვნის საღამო. საინტერესო სანახაობა იყო: რამდენიმე ახალგაზრდა ძლივს აკავებდა შეუკაზმავ ცხენებს. მაშინვე ერთ-ერთ ცხენს დავადგით თვალი, მე-9 ნომერს. თურმე, გოდერძის მეუღლეს, ნინოსაც გულში ის აურჩევია.

დაემთხვა, რომ უხუცესმაც სწორედ ის ცხენი აკურთხა გოდერძის სახელზე. მერე ყველა მხედარს მშვიდობიანი გზა უსურვეს, ზარიც დარეკეს და ხალხის ყიჟინა უმალ შეერია ფლოქვების ხმას. ჩვენი ჯილა და გოდერძის სულის ცხენი, მე-9 ნომერი, სტარტიდანვე დაწინაურდა და მისმა 17 წლის მხედარმა ბექა ქაფიაშვილმა ცხენი ფინიშთანაც ასე დაწინაურებული მოაქროლა. მახსოვს, ემოციას ვერც ნინო მელაშვილი მალავდა: - ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან მიხარია, არა მარტო იმიტომ, რომ გოდერძის სულის ცხენი დაილოცა და გოდერძის ხსოვნას მიეძღვნა ეს დღე. ქართული სული ძალუმად იგრძნობა აქ და, ალბათ, ამან იმოქმედა. გოდერძიმ ბევრი მოთხრობა დაწერა სულის ცხენზე, სცენარიც კი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადაიღო, დღეს კი მისმა სულის ცხენმა და მხედარმაც ძალიან ისახელეს თავიო!

ნათელი და მარადიული ხსოვნა მართალი გოდერძის უკვდავ სულს, მის დანატოვარს კი დღეგრძელობა და გამრავლება!

ავტორი: ირმა ხარშილაძე