სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეგიონი უახლოვდება ყოვლისმომცველ ომს" - დაღუპული ისრაელელი სამხედრო, დაძაბულობა ლიბანში და ირანი ისრაელის შურისძიების მოლოდინში: ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
"რეგიონი უახლოვდება ყოვლისმომცველ ომს" - დაღუპული ისრაელელი სამხედრო, დაძაბულობა ლიბანში და ირანი ისრაელის შურისძიების მოლოდინში: ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

ის­რა­ელ­სა და ჰეზ­ბო­ლას შო­რის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად 1 ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა. თავ­დას­ხმა მა­შინ მოხ­და, როცა ის­რა­ე­ლის კო­მან­დოს­თა ქვე­და­ნა­ყო­ფი სო­ფელ ადა­ი­სეს­თან ახ­ლოს, გვი­რაბ­თან იყო ჩა­საფ­რე­ბუ­ლი. და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცი 22 წლის ეი­ტან იცხაკ ოს­ტე­რია.

"ჰეზ­ბო­ლას" მტკი­ცე­ბით, ისი­ნი მხო­ლოდ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის "პირ­ველ რა­უნდში" იმ­ყო­ფე­ბი­ან:

"ჩვე­ნი ძა­ლე­ბი სრულ მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან მტერ­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად. ის, რაც დღეს მის­გავ ამში, მა­რუნ ალ-რას­სა და ადა­ი­სე­ში მოხ­და, მხო­ლოდ და­სა­წყი­სია".

პა­რა­ლე­ლუ­რად ის­რა­ე­ლი აგ­რძე­ლებს ჰეზ­ბო­ლას პო­ზი­ცი­ე­ბის და­ბომბვას ლი­ბა­ნის მას­შტა­ბით - მი­ნი­მუმ ხუთი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და სამ­ხრეთ ბე­ი­რუთ­ში ამ დი­ლით. ასი­ა­თა­სო­ბით ლი­ბა­ნე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე ჩრდი­ლო­ე­თით გარ­ბის, ხოლო სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ.

ლი­ბა­ნელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა მი­შელ ჰე­ლუმ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში "და­ძა­ბუ­ლი" ვი­თა­რე­ბაა.

რე­გი­ო­ნი უახ­ლოვ­დე­ბა ყოვ­ლის­მომ­ცველ ომს, რო­მე­ლიც უკვე იზი­დავს მო­კავ­ში­რე­ებს ორი­ვე მხრი­დან - ბრი­ტა­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ირა­ნის დარ­ტყმე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად. ამავდრო­უ­ლად, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის­რა­ელ­მა შემ­დგო­მი იე­რი­ში შე­საძ­ლოა ირა­ნის ნავ­თო­ბის ობი­ექ­ტებ­ზე მი­ი­ტა­ნოს.

"ჩვენ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, რათა გა­ვა­ნად­გუ­როთ ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მა, მისი ცენ­ტრა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და სა­სიკ­ვდი­ლოდ და­ვა­კოჭ­ლოთ ეს ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მი", - და­წე­რა ის­რა­ე­ლის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნაფ­ტა­ლი ბე­ნეტ­მა.

დღეს დი­ლით IDF-მა გა­ნა­ცხა­და, რომ "და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი" ​​უერ­თდე­ბი­ან „შე­ზღუ­დულ, ლო­კა­ლი­ზე­ბულ, მი­ზან­მი­მარ­თულ იე­რი­შებს ჰეზ­ბო­ლას სა­მიზ­ნე­ებ­ზე“ სამ­ხრეთ ლი­ბან­ში. ის­რა­ელ­მა გა­აფრ­თხი­ლა სამ­ხრეთ ლი­ბან­ში მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბი და წა­სუ­ლიყ­ვნენ მდი­ნა­რე ავა­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 36 მი­ლის და­შო­რე­ბით.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად ლი­ბან­ში 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ­გან თით­ქმის მე­ო­თხე­დი ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ.

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის თქმით, ის ჰეზ­ბო­ლას­თან ბრძო­ლას მა­ნამ გა­აგ­რძე­ლებს, სა­ნამ ლი­ბა­ნის სა­ზღვრის მახ­ლობ­ლად მცხოვ­რე­ბი მისი ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე სახ­ლში არ დაბ­რუნ­დე­ბა. ჰეზ­ბო­ლამ კი პი­რო­ბა დადო, რომ ღა­ზა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტამ­დე უკან არ და­ი­ხევს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რეგიონი უახლოვდება ყოვლისმომცველ ომს" - დაღუპული ისრაელელი სამხედრო, დაძაბულობა ლიბანში და ირანი ისრაელის შურისძიების მოლოდინში: ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

"რეგიონი უახლოვდება ყოვლისმომცველ ომს" - დაღუპული ისრაელელი სამხედრო, დაძაბულობა ლიბანში და ირანი ისრაელის შურისძიების მოლოდინში: ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება - გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 1 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ისრაელის კომანდოსთა ქვედანაყოფი სოფელ ადაისესთან ახლოს, გვირაბთან იყო ჩასაფრებული. დაღუპული ჯარისკაცი 22 წლის ეიტან იცხაკ ოსტერია.

"ჰეზბოლას" მტკიცებით, ისინი მხოლოდ ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის "პირველ რაუნდში" იმყოფებიან:

"ჩვენი ძალები სრულ მზადყოფნაში არიან მტერთან დასაპირისპირებლად. ის, რაც დღეს მისგავ ამში, მარუნ ალ-რასსა და ადაისეში მოხდა, მხოლოდ დასაწყისია".

პარალელურად ისრაელი აგრძელებს ჰეზბოლას პოზიციების დაბომბვას ლიბანის მასშტაბით - მინიმუმ ხუთი ძლიერი აფეთქება მოხდა სამხრეთ ბეირუთში ამ დილით. ასიათასობით ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქე ჩრდილოეთით გარბის, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებას ცდილობენ.

ლიბანელმა პოლიტიკოსმა მიშელ ჰელუმ BBC-ს განუცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქში "დაძაბული" ვითარებაა.

რეგიონი უახლოვდება ყოვლისმომცველ ომს, რომელიც უკვე იზიდავს მოკავშირეებს ორივე მხრიდან - ბრიტანული თვითმფრინავები გამოიყენება ირანის დარტყმების მოსაგერიებლად. ამავდროულად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ისრაელმა შემდგომი იერიში შესაძლოა ირანის ნავთობის ობიექტებზე მიიტანოს.

"ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რათა გავანადგუროთ ირანის ბირთვული პროგრამა, მისი ცენტრალური ენერგეტიკული ობიექტები და სასიკვდილოდ დავაკოჭლოთ ეს ტერორისტული რეჟიმი", - დაწერა ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

დღეს დილით IDF-მა განაცხადა, რომ "დამატებითი ძალები" ​​უერთდებიან „შეზღუდულ, ლოკალიზებულ, მიზანმიმართულ იერიშებს ჰეზბოლას სამიზნეებზე“ სამხრეთ ლიბანში. ისრაელმა გააფრთხილა სამხრეთ ლიბანში მცხოვრები ხალხი, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები და წასულიყვნენ მდინარე ავალის ჩრდილოეთით, საზღვრიდან დაახლოებით 36 მილის დაშორებით.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან თითქმის მეოთხედი ქალები და ბავშვები იყვნენ.

ისრაელის მთავრობის თქმით, ის ჰეზბოლასთან ბრძოლას მანამ გააგრძელებს, სანამ ლიბანის საზღვრის მახლობლად მცხოვრები მისი ათიათასობით მოქალაქე სახლში არ დაბრუნდება. ჰეზბოლამ კი პირობა დადო, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტამდე უკან არ დაიხევს.

წაიკითხეთ ასევე: