მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი "ლელოს“ მხრიდან, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროსადმი ჩემი მოწოდება იქნება, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს" - ირაკლი კობახიძე
"ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი "ლელოს“ მხრიდან, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროსადმი ჩემი მოწოდება იქნება, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს" - ირაკლი კობახიძე

"შავი ფული“ ტრი­ა­ლებს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, მათ შო­რის "ლე­ლოც“ ხარ­ჯავს "შავ ფულს“, წე­სით, ამით ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს - ჩემი მო­წო­დე­ბა იქ­ნე­ბო­და ბი­უ­რომ შე­და­რე­ბით ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა გა­მო­ავ­ლი­ნოს და ასეთ სა­კი­თხებს პე­დან­ტუ­რად, წმინ­და სა­მარ­თლებ­რი­ვად ნუ გაჰ­ყვე­ბა, გნე­ბავთ, ჩათ­ვა­ლეთ ეს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვად,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რომ "ლელო“ფი­ნან­სურ ხარ­ჯებს არ ასა­ჯა­რო­ებს.

პრე­მი­ე­რის თქმით, "ლე­ლოს­თან“ მი­მარ­თე­ბით აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­მალ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, რაც მი­ლი­ო­ნი ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"შავი ფული“ ტრი­ა­ლებს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, მათ შო­რის "ლე­ლოც“ ხარ­ჯავს "შავ ფულს“. "ტვ პირ­ველ­საც“ აფი­ნან­სებს შავი ფუ­ლით, თვე­ში 240 ათა­სი ლარი იყო, შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ზარ­დეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში. რო­დე­საც "შავი ფული“ ტრი­ა­ლებს, მისი დეკ­ლა­რი­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის. ეს არის მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც არი­დე­ბენ თავს რე­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბას. წე­სით, ამით უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო. მაგ­რამ, ჩემი მი­ნიშ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და (სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვმარ­თავ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს), რომ აქაც ბი­უ­რო შე­და­რე­ბით რბი­ლი მიდ­გო­მით თუ იმოქ­მე­დებს, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ვიცი, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­მალ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­გორც მი­თხრეს. უხე­ში ინ­ფორ­მა­ცი­აა და შე­იძ­ლე­ბა, სწო­რი არ იყოს. ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნის და­მალ­ვა ნიშ­ნავს იმას, რომ მი­ლი­ო­ნი ლა­რით უნდა და­ჯა­რიმ­დეს "ლელო“. ეს თუ მოხ­დე­ბა, გა­მო­ვა ვინ­მე ევ­რო­საბ­ჭო­დან ან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი­დან და იტყვი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებს ექ­მნე­ბა საფრ­თხე. შე­იძ­ლე­ბა ეს უნ­დო­დეს "ლე­ლოს“ და მის მფარ­ვე­ლებს. აქაც, ჩემი მო­წო­დე­ბა იქ­ნე­ბო­და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მი­მართ, შე­და­რე­ბით ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა გა­მო­ავ­ლი­ნოს და ნუ გაჰ­ყვე­ბა პე­დან­ტუ­რად, წმინ­და სა­მარ­თლებ­რი­ვად ასეთ სა­კი­თხებს. გნე­ბავთ, ჩათ­ვა­ლეთ ეს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვად“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი "ლელოს“ მხრიდან, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროსადმი ჩემი მოწოდება იქნება, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს" - ირაკლი კობახიძე

"ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი "ლელოს“ მხრიდან, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროსადმი ჩემი მოწოდება იქნება, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს" - ირაკლი კობახიძე

"შავი ფული“ ტრიალებს საარჩევნო პროცესში, მათ შორის "ლელოც“ ხარჯავს "შავ ფულს“, წესით, ამით ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს - ჩემი მოწოდება იქნებოდა ბიურომ შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს და ასეთ საკითხებს პედანტურად, წმინდა სამართლებრივად ნუ გაჰყვება, გნებავთ, ჩათვალეთ ეს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩარევად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ "ლელო“ფინანსურ ხარჯებს არ ასაჯაროებს.

პრემიერის თქმით, "ლელოსთან“ მიმართებით აქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი, რაც მილიონი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

"შავი ფული“ ტრიალებს საარჩევნო პროცესში, მათ შორის "ლელოც“ ხარჯავს "შავ ფულს“. "ტვ პირველსაც“ აფინანსებს შავი ფულით, თვეში 240 ათასი ლარი იყო, შეიძლება გაუზარდეს წინასაარჩევნო პერიოდში. როდესაც "შავი ფული“ ტრიალებს, მისი დეკლარირება ადვილი არ არის. ეს არის მიზეზი, რატომაც არიდებენ თავს რეალური ხარჯების დეკლარირებას. წესით, ამით უნდა დაინტერესდეს ანტიკორუფციული ბიურო. მაგრამ, ჩემი მინიშნება იქნებოდა (სამწუხაროდ, ვერ ვმართავ ანტიკორუფციულ ბიუროს), რომ აქაც ბიურო შედარებით რბილი მიდგომით თუ იმოქმედებს, უკეთესი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვიცი, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი, როგორც მითხრეს. უხეში ინფორმაციაა და შეიძლება, სწორი არ იყოს. ნახევარი მილიონის დამალვა ნიშნავს იმას, რომ მილიონი ლარით უნდა დაჯარიმდეს "ლელო“. ეს თუ მოხდება, გამოვა ვინმე ევროსაბჭოდან ან ევროპარლამენტიდან და იტყვიან, რომ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს ექმნება საფრთხე. შეიძლება ეს უნდოდეს "ლელოს“ და მის მფარველებს. აქაც, ჩემი მოწოდება იქნებოდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს და ნუ გაჰყვება პედანტურად, წმინდა სამართლებრივად ასეთ საკითხებს. გნებავთ, ჩათვალეთ ეს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩარევად“, - განაცხადა პრემიერმა.