მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უმჯობესი იქნებოდა, არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი - კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი მოწოდება გაიზიარა“ - ირაკლი კობახიძე
“უმჯობესი იქნებოდა, არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი - კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ  ჩვენი მოწოდება გაიზიარა“ - ირაკლი კობახიძე

“კარ­გია, რომ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა ბი­უ­რომ ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი მო­წო­დე­ბა გა­ი­ზი­ა­რა - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იქ­ნე­ბო­და “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის“ თუ მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის ასე­თი სტა­ტუ­სის შე­ფარ­დე­ბა, ეს უბ­რა­ლოდ არა­ფერს იძ­ლე­ვა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლია, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნით მოქ­მე­დე­ბენ, თუმ­ცა “უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ არა­ვის­თვის მიგ­ვე­ცა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის სა­ბა­ბი“.

“მე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს იმი­სათ­ვის, რომ გა­ი­ზი­ა­რა პი­რა­დად ჩემი და ჩვე­ნი პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. კი­დევ ერთხელ მინ­და გან­ვმარ­ტო, ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დია, ნა­თე­ლია, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ მოქ­მე­დე­ბენ დღეს გან­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნით. მათ აქვთ გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო დღის წეს­რი­გი. ისი­ნი პირ­და­პირ არი­ან ჩარ­თუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­და­ში. ამის პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს. ამას ისი­ნი არც მა­ლა­ვენ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო თა­ვის დრო­ზე ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა ბი­უ­რომ, რო­დე­საც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სი შე­უ­ფარ­და თა­ვის დრო­ზე. თუმ­ცა ერ­თია წმინ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი მიდ­გო­მა და მე­ო­რე არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა.

რა თქმა უნდა, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნო, აქე­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო მოქ­მე­დებს არ­სე­ბი­თად სა­მარ­თლებ­რი­ვი კრი­ტე­რი­უ­მით, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წმინ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით. ჩვენ გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წმინ­და სა­მარ­თლებ­რივ კრი­ტე­რი­უ­მებ­თან ერ­თად, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის კრი­ტე­რი­უ­მი­და­ნაც ამო­ვი­დეთ, როცა შე­სა­ბა­მის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვმსჯე­ლობთ. სწო­რედ აქე­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე, ჩვენ წარ­ვად­გი­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი მო­წო­დე­ბა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს წი­ნა­შე. ჩვენ ჩავ­თვა­ლეთ, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში არ იქ­ნე­ბო­და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის“ თუ მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის ასე­თი სტა­ტუ­სი შე­ფარ­დე­ბა ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - ეს უბ­რა­ლოდ არა­ფერს იძ­ლე­ვა. ერ­თა­დერთ, რა­საც ეს იძ­ლე­ვა არის ის, რომ ვი­ღა­ცებს ჰქონ­დეთ სა­ბა­ბი სპე­კუ­ლი­რე­ბი­სათ­ვის. “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ ვე­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებს თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო დაკ­ვირ­ვე­ბით, ვერც 2020 წელს გა­აკ­ვირ­ვა და მით უმე­ტეს, ვერც 2024 წელს გა­აკ­ვირ­ვებს ისე­თი შე­ლა­ხუ­ლი აქვს რე­პუ­ტა­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ არა­ვის­თვის მიგ­ვე­ცა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის სა­ბა­ბი. კარ­გია, რომ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა ბი­უ­რომ ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი მო­წო­დე­ბა გა­ი­ზი­ა­რა. ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ივარ­გებ­და წმინ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მოქ­მე­დე­ბა და სწო­რედ ამას ეფუძ­ნე­ბო­და ჩვე­ნი მო­წო­დე­ბა რო­მე­ლიც გავ­რცელ­და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მი­მართ,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა ბი­უ­რომ დღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს“, მის დი­რექ­ტორს ეკა გი­გა­ურს, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცია “აირ­ჩიე ევ­რო­პას“, მის დამ­ფუძ­ნე­ბელს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე­სა და თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლებს “გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტის“ სტა­ტუ­სი გა­უ­უქ­მა. მა­ნამ­დე, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მო­უ­წო­და.

ავტორი:

“უმჯობესი იქნებოდა, არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი - კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი მოწოდება გაიზიარა“ - ირაკლი კობახიძე

“უმჯობესი იქნებოდა, არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი - კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ  ჩვენი მოწოდება გაიზიარა“ - ირაკლი კობახიძე

“კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი შესაბამისი მოწოდება გაიზიარა - წინასაარჩევნო პერიოდში მიზანშეწონილი არ იქნებოდა “საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება, ეს უბრალოდ არაფერს იძლევა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით მოქმედებენ, თუმცა “უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი“.

“მე მინდა მადლობა გადავუხადო ანტიკორუფციულ ბიუროს იმისათვის, რომ გაიზიარა პირადად ჩემი და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ყველასათვის ცხადია, ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქმედებენ დღეს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით. მათ აქვთ გაცხადებული საარჩევნო დღის წესრიგი. ისინი პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში. ამის პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს. ამას ისინი არც მალავენ, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც ამ ორგანიზაციებს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი შეუფარდა თავის დროზე. თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორე არის სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა.

რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომიდინარე, ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმით, თავიდან ბოლომდე წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ წმინდა სამართლებრივ კრიტერიუმებთან ერთად, სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდანაც ამოვიდეთ, როცა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. სწორედ აქედან გამომიდინარე, ჩვენ წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს წინაშე. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსი შეფარდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს უბრალოდ არაფერს იძლევა. ერთადერთ, რასაც ეს იძლევა არის ის, რომ ვიღაცებს ჰქონდეთ საბაბი სპეკულირებისათვის. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ვერავის გააკვირვებს თავისი საარჩევნო დაკვირვებით, ვერც 2020 წელს გააკვირვა და მით უმეტეს, ვერც 2024 წელს გააკვირვებს ისეთი შელახული აქვს რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი. კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი შესაბამისი მოწოდება გაიზიარა. ამ შემთხვევაში არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი მოწოდება რომელიც გავრცელდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია “აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა. მანამდე, აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა.