მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჯელინა ჯოლი შეყვარებულია? - ვინ არის ბრიტანელი რეპერი, რომელთან ერთადაც მსახიობი ბოლო დროს ხშირად ჩნდება საზოგადოებაში? (ფოტოები)
ანჯელინა ჯოლი შეყვარებულია? - ვინ არის ბრიტანელი რეპერი, რომელთან ერთადაც მსახიობი ბოლო დროს ხშირად ჩნდება საზოგადოებაში? (ფოტოები)

მე­დი­ის ცნო­ბით, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ბრი­ტა­ნელ რე­პერ­სა და აქ­ტი­ვისტს, აკა­ლას ხვდე­ბა. გა­სულ უი­ქენ­დზე რე­პე­რი ნიუ იორკში იმ წვე­უ­ლე­ბა­ზე ნა­ხეს, რომ­ლის მას­პინ­ძე­ლიც ან­ჯე­ლი­ნა იყო. წვე­უ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბის კომ­პა­ნი­ის Atelier Jolie-ს ახალ კო­ლექ­ცი­ას მი­ე­ძღვნა.

  • ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან თავ­და­პირ­ვე­ლად პა­პა­რა­ცუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და სა­დაც აკა­ლაც ჩან­და, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "ინ­სტაგ­რამ­ზე" ჯო­ლის ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს აკა­ლა­სა და ჯო­ლის ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი.

რე­პე­რი 40 წლი­საა, ხოლო ან­ჯე­ლი­ნა 49 წლის.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ან­ჯე­ლი­ნა და აკა­ლა ერ­თად შე­ნიშ­ნეს. მა­ნამ­დე ისი­ნი ლონ­დონ­ში ვახ­შმო­ბი­სას ნა­ხეს, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, არც ერთ მათ­განს ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

რო­გორც წყა­რო გა­მო­ცე­მა People-თან ამ­ბობს, ჯო­ლის აკა­ლას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს. "მათ ერ­თნა­ი­რი ვნე­ბა აქვთ საქ­მის მი­მართ, როცა სა­კი­თხი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას ეხე­ბა. ბოლო წლე­ბია თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­ზე, მათ შო­რის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე", - ამ­ბობს წყა­რო.

მი­სი­ვე თქმით, ჯოლი ამ­ჟა­მად მარ­ტო­ხე­ლაა და სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის­თან აქვს.

ცნო­ბის­თვის, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­სა და ბრედ პი­ტის და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ჯო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში აქამ­დე სხვა მა­მა­კა­ცი არ ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ბრედს, მას სხვა­დას­ხვა ქალ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ახლა კი ინეს დე რა­მონს ხვდე­ბა. პიტი ამ რო­მანს სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებს, ინეს­თან ერ­თად ჩნდე­ბა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე და რო­გორც წყა­რო მე­დი­ას­თან ამ­ბობს, თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
1

შეყვარებული? :))))) ჰოლივუდში ეს მცნება გაუფასურებულია.

ლიმონა!
3

ბრედს წარმატებები!

ავტორი:

ანჯელინა ჯოლი შეყვარებულია? - ვინ არის ბრიტანელი რეპერი, რომელთან ერთადაც მსახიობი ბოლო დროს ხშირად ჩნდება საზოგადოებაში? (ფოტოები)

ანჯელინა ჯოლი შეყვარებულია? - ვინ არის ბრიტანელი რეპერი, რომელთან ერთადაც მსახიობი ბოლო დროს ხშირად ჩნდება საზოგადოებაში? (ფოტოები)

მედიის ცნობით, ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ბრიტანელ რეპერსა და აქტივისტს, აკალას ხვდება. გასულ უიქენდზე რეპერი ნიუ იორკში იმ წვეულებაზე ნახეს, რომლის მასპინძელიც ანჯელინა იყო. წვეულება მსახიობის კომპანიის Atelier Jolie-ს ახალ კოლექციას მიეძღვნა.

  • ღონისძიებიდან თავდაპირველად პაპარაცული ფოტოები გავრცელდა სადაც აკალაც ჩანდა, ხოლო მოგვიანებით, "ინსტაგრამზე" ჯოლის ბრენდის ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნეს აკალასა და ჯოლის ერთობლივი ფოტოები.

რეპერი 40 წლისაა, ხოლო ანჯელინა 49 წლის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანჯელინა და აკალა ერთად შენიშნეს. მანამდე ისინი ლონდონში ვახშმობისას ნახეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, არც ერთ მათგანს ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

როგორც წყარო გამოცემა People-თან ამბობს, ჯოლის აკალასთან მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო კავშირი აქვს. "მათ ერთნაირი ვნება აქვთ საქმის მიმართ, როცა საკითხი ადამიანების დახმარებას ეხება. ბოლო წლებია თანამშრომლობენ გლობალურ საკითხებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე", - ამბობს წყარო.

მისივე თქმით, ჯოლი ამჟამად მარტოხელაა და სერიოზული ურთიერთობა არავისთან აქვს.

ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ, ჯოლის ცხოვრებაში აქამდე სხვა მამაკაცი არ ყოფილა. რაც შეეხება ბრედს, მას სხვადასხვა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, ახლა კი ინეს დე რამონს ხვდება. პიტი ამ რომანს სერიოზულად უყურებს, ინესთან ერთად ჩნდება წითელ ხალიჩაზე და როგორც წყარო მედიასთან ამბობს, თავს ბედნიერად გრძნობს.